ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2281.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ჰიდროტექნიკა
სიმტკიცის პირობების გათვალისწინებით გრავიტაციული კაშხლის ეკონომიური პროფილის დადგენის ალბათური მეთოდი.
A probabilistic method of determining the economical profile of a gravity dam.
2282.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია თავდაცვითი პირობითი რეფლექსები 1 ½ წლის ასაკის თეთრ ვირთაგვებზე, რომლებიც ანტენატალური სიცოცხლის დროს დასხივდნენ რენტგენის სხივებით 2 გრ დოზით.
Defensive conditioned reflexes studied in 18-month-old albino rats X-radiated in their antenatal life with a dose of 2 Gr.
2283.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ანალიზური ქიმია
ქართული ორდინარული კონიაკების შემადგენლობაში კარბონილური ნაერთების განსაზღვრის საფუძველზე რეაქციული გაზური ქრომატოგრაფიის მეთოდით შემუშავებულია კვალიმეტრიული მოდელები, რაც მეღვინეობის პროდუქციის ხარისხზე ცალკეული ფაქტორების გავლენის დადგენის საშუალებას იძლევა.
On the basis of determination of carbonyl compounds in the composition of ordinary Georgian brandies (cognacs), by the method of reactional gas chromatography qualimetric models have been developed allowing to assess the influence of separate factors on the quality of wine production.
2284.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
რენტგენის სხივების გავლენა ბოცვერების თავის ტვინის ქრომატინის ჰისტონებსა და მჟავე ცილებზე.
The influence of X-rays on chromatin histones and acidic proteins in the brain of rabbits.
2285.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ექსპერიმენტში თეთრ ვირთაგვებზე დადგენილია ახალი ფერმენტული ჰიდროლიზატის -ერითროამინის მაღალი ანაბოლიური ეფექტურობა.
Experiments with white rats have demonstrated the high anabolic effectiveness of the title preparation in parenteral nutrition.
2286.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, გენეტიკა და სელექცია
დადგენილია, რომ დექსამეტაზონი ქვემწვავე ცდაში იწვევს რაოდენობრივად შეცვლილი მეტაფაზების (ანეუპლოიდური, პოლიპლოიდური) რიცხვის სარწმუნო მატებას.
In subacute experiments, dexamethasone was found to cause a reliable increase of quantitatively altered metaphases (aneuploid, polyploidy).
2287.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, გეოლოგია
კვაისის მადნეული ველის ფარგლებში, რომელიც შედის კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემის გაგრა–ჯავის სტრუქტურულ–მეტალოგენიტის ზონის შემადგენლობაში, გამოვლენილია გოგირდკოლჩედანური ფორმაციის ორი სახესხვაობა.
Two types of pyritic manifestations have been discovered in the Gagra-Java structural-metallogenic zone of the southern slope of the Greater Caucasus, within the boundaries of the Kvaisa ore field.
2288.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, გეოლოგია
პირველი წარმოდგენილია კვარც–პირიტული და პირიტული სხეულებით, რომლებიც არ შეიცავენ ბაიოსის ბატალტოიდებში განლაგებულ სპილენძის, თუთიისა და ტყვიის სულფიდებს და რომლებიც თან ახლავს პირიტიზაციის ორეოლები.
The first type is represented by quartz-pyritic and pyritic bodies with negligible cooper, zinc and lead manifestation. They lie in basaltoid Bajosian, attended by pyritization halos.
2289.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, გეოლოგია
მეორე სახესხვაობა წარმოდგენილია კარბონატულ–პირიტული ასოციაციის მსხვილი ლინზებით – დაკავშირებულია ციცაბოდ დაქანებულ რღვევებთან და ზედ ედება კვაისის ფორმაციის გალენიტ–სფალერიტულ მადნეულ სხეულებს.
The second type, consisting of carbonate-pyrite lenses, is situated in steeply dipping faults, being superimposed upon the galena-sphalerite ore bodies of the “Kvaisa” formation.
2290.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, გეოფიზიკა
ნაშრომში წარმოდგენილია გრავიმეტრიის პირდაპირი ამოცანის ამოხსნის ეფექტური მეთოდი რეგიონალური ინტერპრეტაციისას.
An highly effective algorithm is presented for solving a direct gravimetry problem in regional interpretation.
2291.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროქიმია
დადგენილია, რომ MnO<sub>2</sub>–ის გამოლექვისას ოპტიმალურ ტემპერატურაზე 950C გლიკოკოლის უარყოფითი გავლენა შეინიშნება მისი შემცველობის ხსნარში 0.093 მოლზე ზემოთ.
Glycocol was found to have a negative effect on the electroprecipitation process of MnO<sub>2</sub> at the temperature 950C, when the electrolyte contains more than 0.093 M glycocol.
2292.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროქიმია
პოლაროგრაფიული მეთოდის გამოყენებით შესწავლილია ტყვიის კომპლექსწარმოქმნა ქლორის და ბრომის იონებთან ეთილენგლიკოლში. დადგენილია მიღებული კომპლექსების შედგენილობა და გამოთვლილია მათი მდგომარეობის მუდმივები.
The formation of chloride and bromide complexes of lead in ethylene glycol has been studied polarographically. The composition has been determined and the constants of chloride and bromide complexes of lead have been calculated. It is shown that lead forms all the complexes from PbA<sup>+</sup> to PbA<sub>4</sub><sup>-2</sup> with chlorine and bromine ions.
2293.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ენერგეტიკა
დადგენილია, რომ ასეთი ტიპის რეაქტორში შეიძლება მიღწეულ იქნეს იმპულსების მაღალი სიხშირე, მათი მცირე ხანგრძლივობა და ნეიტრონული ნაკადის მაღალი სიმკვრივე იმპულსის მაქსიმუმში.
It is shown that the reactor under consideration is characterized by a high frequency of pulses, their short duration and a high value of the thermal neutron current density.
2294.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ მიოკარდში და მის სისხლძარღვებში ვითარდება გაცილებით უფრო მძიმე მორფოლოგიური ცვლილებები, ვიდრე ”საკონტროლო” ცხოველებში, რომელთაც მხოლოდ ეკვანძებოდათ მარცხენა გვირგვინოვანი არტერიის წინა პარკუჭთშუა ტოტი წინასწარი ჩარევის გარეშე.
Within 1.5-2 months the anterior interventricular branch of the left coronal artery was ligated at the boundary of its upper and middle third. Animal with an occluded anterior interventricular branch of the left coronal artery served as controls.
2295.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ორგანული ლიგანდები ცენტრალურ კომპლექსწარმომქმნელ იონებს უკავშირდება ჰეტეროციკლის აზოტის მეშვეობით.
Organic ligands were found to coordinate with central complexing ions via the heterocycle nitrogen.
2296.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მათემატიკა
სტატიაში მოყვანილია დებულებები, რომლებშიც დადგენილია შეუღლებული ტრიგონომეტრიული მწკრივების ვალე-პუსენის, აბელისა და ჩეზაროს საშუალების ზოგიერთი აპროქსიმაციული თვისებები.
The paper presents some results on the approximate properties of Vallee-Poussin, Abel and Cesaro means of conjugate trigonometric Fourier series.
2297.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მანქანათმცოდნეობა
ჩატარებული ექსპერიმენტით დადგენილია, რომ ხახუნის სისტემის ლითონთა ზედაპირული შრის რღვევისა და მექანიკური ცვეთის გამომწვევ ჭეშმარიტ აქტს წარმოადგენს აგრესიული გარემოს პირობებში მიმდინარე მექანიკურ-კოროზიული პროცესები და მოხახუნე წყვილების დაახლოება.
Test investigations showed that mechano-corrosive processes, taking place in conditions of an aggressive medium and convergence of conjugate friction pairs, constitute the genuine act of failure and mechanical wear of the surface layer of the metals of the friction system.
2298.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მემცენარეობა
ზემო სვანეთისათვის დადგენილია მარცვლოვნებისა და სამარცვლე-პარკოსანი კულტურების გავრცელების ხუთი ზონა:
The following zones of preferential field-crop cultivation of cereals and leguminous plants have been singled out by the authors for Upper Svaneti:
2299.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
სხვადასხვა ტექნოლოგიით მიღებული AlB<sub>12</sub> ფხვნილების მორფოლოგიისა და კრისტალების ჰაბიტუსის შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგენილია კრისტალოქიმიური თვისებების ურთიერთკავშირი მათი მიღების თბურ პირობებთან და ფაზურ შედგენილობასთან.
A comparison of the morphology and habit of the AlB<sub>12</sub> powder crystallites produced by different technologies allowed to correlate their crystallochemical properties with the production thermal conditions and phase composition.
2300.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
გამოკვლეულია შენადნობი რკინა-ქრომის ფუძეზე ლეგირებული ალუმინით, კარბიდოწარმომქმნელი ელემენტებითა და იშვიათმიწა ლითონებით. დადგენილია ქრომისა და ალუმინის გავლენა მხურვალმედეგობაზე საზღვრებში 35-65% ქრომი და 0-4% ალუმინი.
The authors have investigated alloys containing 35-65% chromium, 2-5% aluminium, and alloyed with rare earth metals as well as with carbide-forming elements.