ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2421.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ეკონომიკა
შედგენილია ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი რეგიონებში წარმოების ინტენსივობის განსაზღვრის ისეთი ამოცანისათვის, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის გამოშვების გეგმურ დავალებათა შესრულება ისე, რომ ეკონომიკურ სისტემაში ყველა რესურსზე მოთხოვნილების ფარდობითი მაჩვენებელი იყოს მინიმალური.
A mathematical model of productional intensity determination for a problem which envisages the productional plan in such a way that the index of relation between the demands in resources and their actual volume should be minimal.
2422.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ეკონომიკა
რესურსებზე მოსალოდნელი დეფიციტურობის გათვალისწინებით შემოყვანილია შეფასებები და შედგენილია ორადი ამოცანა.
With the resource deficiency taken into consideration estimates are introduced and the duality problem is stated.
2423.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ზოგადი და არაორგანული ქიმია
კალიუმის იონების მას-ეფექტის გაზომვა KCl-LiCl-ის გამლღვალ მარილთა ნარევის შედგენილობისაგან დამოკიდებულებით.
Measurment of the potassium ion mass effect depending on the composition of KCl-LiCl molten salt mixture.
2424.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ზოგადი და არაორგანული ქიმია
მას-ეფექტის მნიშვნელობის ასეთი დამოკიდებულება ანალოგიურია იმისა, რაც სხვა მეტალებისათვის არის დადგენილი გამლღვალ მარილებში.
Such dependence of potassium mass effect on salt mixture composition coincides with an analogous dependence for some other metals in molten salts.
2425.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ზოოლოგია
ბიგების 274 ეგზემპლარის შესწავლის საფუძველზე დადგენილია მათი ექტოპარაზიტების ფაუნა იქსოდირებრი ტკიპის 1 სახეობა, გამაზოიდური ტკიპის 10 სახეობა, რწყილის 10 სახეობა და ამ პარაზიტებით ბიგების დასნებოვნება.
The ectoparasite fauna of 274 shrews has been studied (1 tick species, 10 Gamasoidea mites, and 10 species of fleas) and the degree of infestation determined.
2426.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, კიბერნეტიკა
მთელრიცხვა ამოხსნების წარმოდგენის შესახებ დისკრეტულ პროგრამირების ამოცანაში.
On the integral solution representation in a discrete programming problem.
2427.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, მათემატიკა
მოყვანილია თეორემა, რომელშიც დადგენილია Z (1, N) და Z* (1, N) კლასების ინვარიანტობის დარღვევის საბოლოო ხასიათი მათზე განსაზღვრული მრავალი ცვლადის შეუღლების ოპერატორისათვის.
The paper deals with a theorem establishing the final character of violation of the invariance of classes Z (1, N) and Z* (1, N) with respect to the multidimensional conjugate operator in them.
2428.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, მათემატიკა
დადგენილია რიგი თვისება ფუნქტორისა, რომელიც მოცემულ ჰომოლოგიის თეორიაზე დაყრდნობით აგებულია სპექტრალური გზით.
The properties of the functor constructed spectrally on the basis of the given homology theory are established.
2429.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, მათემატიკა
დადგენილია ამოცანის ამოხსნადობის საკმარისი პირობები, რომლებიც მოიცავენ იმ შემთხვევასაც, როცა ƒi (i =1, …, n) ნიშანცვლადი ფუნქციებია.
Some sufficient conditions under which the problem is solvable are established. These conditions include the case when the functions ƒi (i =1, …, n) may change signs.
2430.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, მათემატიკა
დადგენილია ტოპოლოგიური სივრცეების ნამრავლთა, ექსპონენტთა, თავისუფალ ტოპოლოგიურ ნახევარჯგუფთა და ჯგუფთა π-ბიკომპაქტურობის აუცილებელი და საკმარისი პირობები.
The necessary and sufficient conditions of the semi-bicompactness of the products, exponents, free topological groups and semi-groups of topological spaces are established.
2431.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, მათემატიკა
მონახულია ფორმულა ლის An ალგებრის დაუყვანადი წარმოდგენის წონათა მესერის ნებისმიერი წონის ჯერადობის გამოსათვლელად წარმოდგენის მოცემული უფროსი წონის მიხედვით.
A formula is derived for computing the multiplicity of arbitrary weights of the weight lattice of irreducible representations of the Lie algebra An with the given leading weight.
2432.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, მანქანათმცოდნეობა
დაზუსტებულია ნახტომების წარმოშობისა და ხორკლიანობის აღდგენის მექანიზმი ბრტყელი ხახუნის დროს.
The mechanism of the origin of jumps and reproduction of roughness under plane friction has been specified.
2433.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ორგანული ქიმია
უშუალოდ ბმრ-ს სპექტრომეტრში შესწავლილია სტიროლის ჰიდროსილირება და ჰიდროგერმილირება, დადგენილია რეაქციის მიმდინარეობაზე რეაგენტების და კატალიზატორის დამატების თანმიმდევრობის, ტემპერატურის და გამხსნელების გავლენა.
The effects of reagent, mixing order, temperature and solvent on the kinetics of styrene hydrosilylation and hydrogermilation reactions have been studied directly in the NMR-spectrometer.
2434.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ორგანული ქიმია
აირ-გადამტანად შერჩეულია (He, N2), რომლის მოცულობითი სიჩქარეა 100 მლ/წთ. სხვადასხვა შედგენილობის ბუტან-ბუტილენური ფრაქცია შედის ადსორბერში, რომლის სიგრძეა 3 მ, დიამეტრი 6 მმ.
The butane-butene fraction of various compositions was supplied by a carrier gas (He, N2) to the adsorber at the rate of 100ml/min. The adsorber was 3m long and 6mm in diameter.
2435.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, პალეობიოლოგია
დადგენილია კალოვიური ამონიტების ტიხრის ხაზის გართულების ოთხი ტიპი: 1) სტეფანოცერატოიდული, 2) მაკროცეფალიტოიდური, 3) ჰაპლოცერატოიდული და 4) პერისფინქტოიდული.
The author establishes four complication patterns of the lobe line of Callovian ammonitoids: 1) stephanoceratoid type, 2) macrocephalitoid type, 3) haploceratoid type, and 4) perisphinctoid type.
2436.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, პალეონტოლოგია
სტატიაში დაზუსტებულია აფხაზეთის (მდ. ბზიფის აუზი) გვიანიურული და ძირულის მასივის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი პერიფერიების ადრეცარცული ფლორების შედგენილობა.
On the basis of new data, the author has specified the floristic composition of the Callovaian of Abkhazia (Bzyb basin) and the Early Cretaceous (Aptian-Albian) of the southern and south-eastern peripheral parts of Dzirula massif.
2437.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, პეტროლოგია
ბუულგენის სერიის კუმინგტონიტ-რქატყურიანი პარაგენეზისები.
The cummingtonite-hornblende parageneses of the Buulgeni series.
2438.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, პეტროლოგია
მოცემულია ბუულგენის სერიის გვანდრისა და კლიჩის წყებებში განვითარებული კუმინგტონიტისა და რქატყუარის ქიმიური და პარაგენეტური დახასიათება.
Chemical and paragenetic characterization of cummingtonites and hornblendes developed in the Gvandra and Klich suits of the Buulgeni series is presented.
2439.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია რხევის სიჩქარისა და წინასწარი სტატიკური დატვირთვების გავლენა სამაგრში განვითარებული დინამიკური წნევების სიდიდეზე.
The dependence of peak pressures on the displacement rate of lateral rocks and preliminary static loading of timbering has been established.
2440.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
განსაზღვრულია ენდოგენური ხანძრების წარმოშობის ალბათობის მაჩვენებელი ძირითადი ბუნებრივი ფაქტორებისა და ენდოგენური ხანძრების წარმოშობის სიხშირეს შორის, დადგენილი რაოდენობრივი კავშირების მიხედვით.
The probability of the start of endogenous fires- determined on the basis of qualitative relations between the main geological and mining factors, the chemical activity of coal seams and the frequency of the start of endogenous fires – is assumed to be the index of fire risk.