ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2501.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
ლაბორატორიულ პირობებში დადგენილია დაურღვეველი სტრუქტურის აგრეგატული ძვრისადმი წინაღობის დაქვეითების მაჩვენებელთა შემასწორებელი კოეფიციენტები ტენიანობაზე დამოკიდებულებით.
The correction ratios of the indices of lowering shear resistance of aggregate soils of non-deformed structure, depending on humidity, have been determined in laboratory conditions.
2502.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
სქელი ფილების დაძაბული მდგომარეობის განსასაზღვრელად რეკომენდირებულია ავტორის მიერ მოცემული ნავიეს დიფერენციალური განტოლებების ბუსინესკ-გალიორკინის ამოხსნის ზოგადი ფორმის საფუძველზე წარმოდგენილი გაანგარიშების სქემა, სადაც გამოყენებულია უსასრულო ოპერატორები.
The problem is solved with the help of a calculation scheme suggested by the author. The scheme is based on the Boussinesque-Galerkin general solutions of the Navier differential equations, using infinite operations.
2503.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიზიკური ქიმია
ნაჩვენებია, რომ ნავთობის არომატული ნახშირწყალბადების რთული ნარევების კვლევისას აღნიშნული კომპლექსური მეთოდი ეფექტურია და მის საფუძველზე შესაძლებელია მოლეკულურ-ჯგუფური შედგენილობის უფრო დეტალური დახასიათება.
It is shown that the complex method used is effective in the study of complex mixtures of petroleum aromatic hydrocarbons, permitting a more detailed characterization of their molecular group composition.
2504.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიტოპათოლოგია
ბრინჯის პირიკულარიოზის გამომწვევის (Pyricularia oryzae) 19 პათოგენური რასის 551 მონოკონიდიალური იზოლატის ვირულენტობის შესწავლით განსაზღვრული რეზისტენტობის გენების შემცველ 9 ჯიშზე სოკოს პოპულაციაში გამოვლენილ იქნა ვირულენტობის 5 გენი.
Studies of virulence of 551 monoconidal isolates of 19 pathogenic races of P. oryzae on 9 variates of rice with the identical genes of true resistance have revealed 5 genes of virulence.
2505.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ქიმიური ტექნოლოგია
კეროგენის თერმოპლასტიფიკატების ბენზოლური ექსტრაქტების ზეთების კვლევა.
Study of the oils of benzene extracts from kerogen thermoplasticizers.
2506.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ქიმიური ტექნოლოგია
ტიტანცირკონიუმსინტანით დათრიმლული ტყავის სამომხმარებლო თვისებების შესწავლით დადგენილია მისი ქიმიური შედგენილობა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებები.
The chemical structure and physico-mechanical properties of leather tanned by the method in question have been established through a study of its wearing qualities.
2507.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ციტოლოგია
ამ ცვლილებათა შედეგია ციტოპლაზმის ჰომოგენიზაცია და აუტოფაგური ვაკუოლების გაჩენა.
These changes result in homogenization and the appearance of autographic vacuoles.
2508.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ჰიდროტექნიკა
მიწის ჯებირის ტანში ფილტრაციის დაუმყარებელი პროცესის განხილვით დადგენილია, რომ ქვედა ფერდის მდგრადობის მარაგის შემთხვევითი კოეფიციენტი დამოკიდებულია წყალმოვარდნის დროს მდინარის დონის ცვალებადობის საშუალო მნიშვნელობაზე, რომელიც აგრეთვე შემთხვევით სიდიდეს წარმოადგენს.
Considering a one-dimensional problem of unsettled filtration through the dam body, the factor of safety against buckling of the lower slope may be assumed to be linearly dependent on the mean value of the excess water levels above the dam foot during a flood.
2509.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ჰიდროტექნიკა
არაპარამეტრული სტატისტიკის კრიტერიუმების გამოყენებით შესწავლილია დასახლებული ადგილის წყლის მოხმარების მინიმალური საათური რეჟიმების ცვალებადობა ზამთრის და ზაფხულის კონტრასტული სეზონების მიხედვით. ამის საფუძველზე დადგენილია ე. წ. „წმინდა ჟონვების“ სიდიდე.
The paper considers a method of estimation of water conduit functioning properties according to the analysis of minimum per hour regime of water consumption. Using modern statistical nonparametric criteria, the so-called «net leakage» in water conduit working on the «pump works-water consumer» principle has been estimated.
2510.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ჰიდროტექნიკა
„წმინდა ჟონვების“ დადგენილი სიდიდის მიხედვით ხდება წყალმომარაგების სისტემის (რომელიც მუშაობს პრინციპით „სატუმბო სადგური“ - „წყლის მომხმარებელი“) ფუნქციონირების ხარისხის შეფასება; ამ უკანასკნელის მიხედვით კი ჩასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიების დაგეგმვა.
The use of «net leakages» has enabled to detect «latent breakdowns» in the water conduit, this permitting to estimate its functioning properties and map out preventive measures.
2511.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სპონტანური ენურეზით დაავადებული 31 ბავშვის შესწავლით დადგენილია აციდოზის, ჰიპოქსიის, გალაქტოზურიის და ამინოაციდურიის არსებობა.
A study of 31 children with spontaneous enuresis has revealed the presence of acidosis, hypoxia, galactosuria and aminoaciduria.
2512.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ანალიზური ქიმია
გამოკვლეულ იქნა გამოსავალი მრუდის ფრონტის სიგრძის (λt) დამოკიდებულება ქრომატოგრაფიული ხსნარის ნაკადის სიჩქარეზე (u). დადგენილია, რომ λt დაახლოებით უკუპროპორციულია u-სი.
The dependence of the length of the outlet curve from λt upon the flow rate of chromatographic solution u has been analyzed, λt being approximately inversely proportional to u.
2513.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ნად-სპეციფიკური გლუტამატდეჰიდროგენაზის მოქმედების pH-ოპტიმუმი აღდგენითი ამინირების რეაქციისათვის ტოლია 7,7, ბოლო ჟანგვითი დეზამინირების რეაქციისათვის - 9,0.
The pH optimum for reductive amination and oxidative deamination was found to be 7.7 and 9.0, respectively.
2514.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ბიოქიმია
დადგენილია ამ ძვრების კანონზომიერება: ფუძე ცილების შემცველობა სინათლის ზემოქმედებით იზრდება, ხოლო მჟავე ცილებისა მცირდება.
The regularity of these changes is established: the content of basic proteins increases under the influence of light, while the content of acid proteins decreases.
2515.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
საქართველო შედის ნ. ვავილოვის მიერ დადგენილ ხორბლის გვარის ფორმათა წარმოქმნის წინააზიურ კერაში და წარმოადგენს ამ გვარის სახეობათა წარმოქმნის პირველად გენოცენტრს.
Georgia belongs to the Near Eastern seat (according to N. I. Vavilov) of the origin of cultural wheat, being the primary gene centre of the development of the species of this genus.
2516.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გეოლოგია
ახალი ათონის კარსტული მასივის ლითოლოგიური, ტექტონიკური, გეოლმორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური აგებულების ანალიზის საფუძველზე გამოყოფილია წყალგაუმტარი და წყალშემცველი კარსტვადი ჰორიზონტები, დადგენილია კარსტული აუზების საზღვრები და მათში კარსტული წყლების მოძრაობის თავისებურებანი.
On the basis of an analysis of the lithological, tectonic, geomorphological and hydrological structures of the Novy Afon massif Karst, water-resisting and water-bearing karstic horizons have been identified. The boundaries of the karst basins and the characteristics of water circulation in them have been established.
2517.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გეოლოგია
სამგორი-პატარძეულის ნავთობის საბადოზე შუაეოცენური ასაკის კოლექტორი-ქანები წარმოდგენილია ცეოლითიზებული ტუფებით, ტუფობრექჩიებით და ტუფოქვიშაქვებით.
The Middle Eocene productive deposits of the Samgori-Patardzeuli oil fields in Eastern Georgia consist of zeolitized tuffs, tuff-breccias and tuff sandstones. Zeolites are represented by laumontite and clinoptilolite.
2518.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ელექტროქიმია
გამამარტივებელი დაშვებისას მოდელის ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ დენის განაწილება ბიპოლარულ ელექტროდიან მონაკვეთზე განისაზღვრება უგანზომილებო კომპლექსით.
The dependence of the current distribution in the electrolytic cell with a particular bipolar electrode on the dimensionless complex has been determined on the basis of simplified model analysis.
2519.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ელექტროქიმია
დადგენილია, რომ როდანიდ-იონი ღრმა გავლენას ახდენს ნიკელის ელექტროაღდგენის პროცესზე, რაც უფრო ძლიერდება როდანიდის და დიეთილნიკოტინამიდის ერთობლივი შემცველობის ხსნარში.
In the presence of the indicated ligands polarographic catalytic preliminary waves are formed on the I-E curves of nickel discharge.
2520.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ელექტროქიმია
TiF<sup>2-</sup><sub>6</sub>-ის ელექტროაღდგენის პროცესის ოსცილოპოლაროგრაფიული შესწავლა გამლღვალი KCl-NaCl-ის ფონზე.
Oscillopolarographic study of the process of electrolytic reduction of TiF<sup>2-</sup><sub>6</sub> against the background of KCl-NaCl melt.