ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2561.
ბიოლოგია | თავი XIX
ამიტომ, ეს ელემენტები ხშირად განიხილებიან, როგორც „არამაკოდირებელი“ დნმ სხვა განმეორებად თანამიმდევრობებთან ერთად.
Thus, these elements often are described as "noncoding" DNA, along with other repetitive sequences.
2562.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვა განმეორებადი დნმ, მათ შორის მარტივი თანამიმდევრობების დნმ.
Other Repetitive DNA, Including Simple Sequence DNA.
2563.
ბიოლოგია | თავი XIX
გრძელი თანამიმდევრობების ერთჯერადი დუპლიკაციებისაგან განსხვავებით, მარტივი თანამიმდევრობების დნმ მრავალ ასლს შეიცავს, რომლებიც ერთად განმეორებადი მოკლე თანამიმდევრობებისაგან შედგება.
In contrast to single duplications of long sequences, simple sequence DNA contains many copies of tandemly repeated short sequences.
2564.
ბიოლოგია | თავი XIX
მთლიანად, მარტივი თანამიმდევრობების დნმ ადამიანის გენომის 3%-ს შეადგენს.
Altogether, simple sequence DNA makes up 3% of the human genome.
2565.
ბიოლოგია | თავი XIX
მარტივი თანამიმდევრობების დნმ-ის ნუკლეოტიდური შემადგენლობა ხშირად იმდენად განსხვავდება უჯრედის დანარჩენი დნმ-ის შემადგენლობისაგან, რომ მნიშვნელოვნად განსხვავებული სიმკვრივე აქვს.
The nucleotide composition of simple sequence DNA is often different enough from the rest of the cell's DNA to have an intrinsically different density.
2566.
ბიოლოგია | თავი XIX
ახლა ეს ტერმინი და მარტივი თანამიმდევრობების დნმ ურთიერთშემცვლელად იხმარება.
Now the term is often used interchangeably with simple sequence DNA.
2567.
ბიოლოგია | თავი XIX
გენომის მარტივი თანამიმდევრობების დნმ-ის უმეტესი ნაწილი ქრომოსომურ ტელომერებსა და ცენტრომერებზეა განლაგებული, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს დნმ ქრომოსომებისათვის სტრუქტურულ როლს ასრულებს.
Much of a genome's simple sequence DNA is located at chromosomal telomeres and centromeres, suggesting that this DNA plays a structural role for chromosomes.
2568.
ბიოლოგია | თავი XIX
ცენტრომერული დნმ, სხვა ადგილებზე განლაგებული მარტივი თანამიმდევრობების დნმ-თან ერთად, ასევე შესაძლოა მონაწილეობდეს ინტერფაზულ ბირთვში ქრომატინის ორგანიზებაში.
Centromeric DNA, along with simple sequence DNA located elsewhere, also may help organize the chromatin within the interphase nucleus.
2569.
ბიოლოგია | თავი XIX
ტელომერებთან, ანუ ქრომოსომების ბოლოებთან, განლაგებული მარტივი თანამიმდევრობების დნმ რეპლიკაციის ყოველ წრესთან ერთად წარმოქმნილი დნმ-ის დამოკლების შედეგად გენების განლევას გვარიდებს თავიდან.
The simple sequence DNA located at telomeres, at the tips of chromosomes, prevents genes from being lost as the DNA shortens with each round of replication.
2570.
ბიოლოგია | თავი XIX
შეგახსენებთ, რომ ცილებისა და სტრუქტურული რნმ-ების მაკოდირებელი თანამიმდევრობები ადამიანის გენომის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ.
Recall that sequences coding for proteins and structural RNAs compose a mere 1.5% of the human genome.
2571.
ბიოლოგია | თავი XIX
თუ ინტრონებსა და გენებთან ასოცირებულ რეგულატორულ თანამიმდევრობებსაც დავუმატებთ, მაშინ გენებისა და მათთან დაკავშირებული დნმ-ის, მაკოდირებელსაც და არამაკოდირებელსაც, მთელი რაოდენობა ადამიანის გენომის დაახლოებით 25% იქნება.
If we include introns and regulatory sequences associated with genes, the total amount of gene-related DNA-coding and noncoding constitutes about 25% of the human genome.
2572.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტების მსგავსად, ევკარიოტული გენების უმრავლესობაც წარმოდგენილია უნიკალური თანამიმდევრობის სახით, მხოლოდ ერთი ასლით ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებზე.
As in prokaryotes, most eukaryotic genes are present as unique sequences, with only one copy per haploid set of chromosomes.
2573.
ბიოლოგია | თავი XIX
ზოგიერთი მულტიგენური ოჯახები შედგება დნმ-ის იდენტური თანამიმდევრობებისაგან, რომლებიც ჩვეულებრივ ერთადაა კლასტერიზებული.
Some multigene families consist of identical DNA sequences, usually clustered tandemly.
2574.
ბიოლოგია | თავი XIX
ამის მაგალითია სამი უდიდესი რიბოსომული რნმ-ის (რრნმ-ის) მოლეკულების მაკოდირებელი იდენტური თანამიმდევრობების ოჯახი.
An example is the family of identical sequences encoding the three largest ribosomal RNA (rRNA) molecules.
2575.
ბიოლოგია | თავი XIX
გლობინის გენთა ოჯახურ კლასტერებში ასევე ნანახია რამდენიმე ფსევდოგენი, ფუნქციონალური გენების მსგავსი არა-ფუნქციონალური ნუკლეოტიდური თანამიმდევრობანი.
Also found in the globin gene family clusters are several pseudogenes, nonfunctional nucleotide sequences quite similar to the functional genes.
2576.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორც მოცემულია სურათზე 19.18, ტრანსპოზირებად ელემენტებს შეუძლიათ გენომში იმ საიტების წარმოქმნა, სადაც არამეწყვილე ქრომატიდების კროსინგოვერი მოხდება, მაშინაც კი, თუ მათი ჰომოლოგიური გენების თანამიმდევრობები სწორად არ არიან განლაგებული.
As illustrated in Figure 19.18, transposable elements in the genome can provide sites where nonsister chromatids can cross over, even when their homologous gene sequences are not correctly aligned.
2577.
ბიოლოგია | თავი XIX
ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი შეცდომები განმეორებად უბნებში, მაგალითად ზემოთ აღწერილ მარტივი თანამიმდევრობების დნმ-ში.
It is easy to imagine how such errors could occur in regions of repeats, such as the simple sequence DNA described previously.
2578.
ბიოლოგია | თავი XIX
ერთ საიტზე მარტივი თანამიმდევრობების დნმ-ის განმეორებადი ერთეულების რაოდენობაში არსებული ვარიაციები სწორედ ასეთი შეცდომების შედეგი უნდა იყოს.
The variability in numbers of repeated units of simple sequence DNA at the same site is probably due to errors like these.
2579.
ბიოლოგია | თავი XIX
მულტიგენური ოჯახის გენების თანამიმდევრობების შედარებამ, შესაძლოა, გვავარაუდებინოს ის რიგი, რომლის მიხედვითაც მოხდა გენების წარმოქმნა.
A comparison of gene sequences within a multigene family can suggest the order in which the genes arose.
2580.
ბიოლოგია | თავი XIX
თითოეული ამ გენთაგან შემდგომში რამდენიმეჯერ დუპლიცირდა და ასლები დაშორდნენ ერთმანეთს თანამიმდევრობების მიხედვით, რის შედეგადაც ოჯახის ახლანდელი წევრები მივიღეთ.
Each of these genes was later duplicated several times, and the copies then diverged from each other in sequence, yielding the current family members.