ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ორგანული ქიმია
სამგორის ნავთობის გუდრონის ადსორბციული დაყოფით გამოყოფილი პარაფინულ-ნაფტენური და არომატული ნახშირწყალბადების ფრაქციათა მასსპექტრომეტრული კვლევის შედეგად დადგენილია აღნიშნულ სტრუქტურულ წარმომადგენელთა ჯგუფური, ოდენობრივი შემცველობა.
As a result of mass-spectrometric study of paraffinnaphthenic and aromatic hydrocarbon fractions, obtained by adsorption separation of Samgori oil tar, the group and structural composition of the hydrocarbon portion of the indicated tar has been established.
2582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ეთანთიოლის, ნ-პროპანთიოლის, იზოპროპანთიოლის, ნ-ბუთანთიოლ-1 ურთიერთქმედების რეაქცია KOH-ის თანაობისას ალილქლორიდთან მიმდინარეობს შესაბამისი ალილსულფიდების რაოდენობრივ წარმოქმნამდე.
The reaction of ethane thiol, n-propane thiol, isopropane thiol and n-butane thiol-I with allyl chloride in the presence of KOH was found to be attended by the formation of corresponding allyl sulphides.
2583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, პალეობიოლოგია
ნაჭუჭის მორფოლოგიური ელემენტების დეტალური შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ საქართველოს გვიანეოცენურ ნალექებში გავრცელებული მსხვილი ფორამინიფერები, რომლებსაც Assilina aff. Formai Prev., Nummulites praefabianii Varent. et Menn და N. schaubi Z. Katsch. სახელწოდებით აღნიშნავენ, უნდა გაერთიანდნენ ერთ სახეობად - N. schaubi Z. Katsch.
A detailed study of the morphological elements of the shells of large foraminifera – occurring in the Late Eocene sediments of Georgia and known under the names of Assilina aff. Formai Prever, Nummulites praefabianii Varentz. et Menn., N. schaubi Z. Katsch actually represent one species - N. schaubi Z. Katsch.
2584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ თერმული დამუშავება სხვადასხვანაირად მოქმედებს მჟავაგამძლეობაზე და ადსორბციულ თვისებებზე აზოტის ორთქლის მიმართ.
It has been established that thermal pretreatment of the samples diversely influences their acid stability and adsorption properties.
2585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ წინასწარი დამუშავების ტემპერატურის გაზრდით γ-MnO<sub>2</sub>-ის ელექტროგამტარებლობა იზრდება, იცვლება ინტეგრალური თერმო-ემძ-ის ტემპერატურული დამოკიდებულების მრუდის ხასიათი. იზრდება თავისუფალი მატარებლების (ელექტრონების) ძვრადობა.
The electrical conductivity of MnO<sub>2</sub> samples was found to increase with the elevation of the temperature of thermal treatment; the character of the curves of the temperature dependence of the integral thermoelectromotive force changes, and the mobility of free energy carriers (electrons) increases.
2586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ 1200°C-ზე დაჟანგვისას ნიმუშის ზედაპირზე წარმოიშობა დამცველი დამცველი ფურჩი, რომელიც ძირითადად ორფაზა შედგენილობისაა.
On oxidation at 1200°C a protective film was found to be formed on the sample’s surface, being basically of double-phase composition.
2587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ფიტოპათოლოგია
ციტოსპექტროფოტომეტრიული მონაცემების მიხედვით დადგენილ იქნა, რომ თუთის თესლის ისეთი ფიზიკური ფაქტორებით დამუშავებისას როგორიცაა ბგერითი ტალღები, მაღალი სიხშირის ელექტრული ველი და მუდმივი მაგნიტური ველი, დნმ-სა და რნმ-ის რაოდენობრივი ცვალებადობა დამოკიდებულია აღნიშნული ფაქტორების ბუნების სპეციფიკაზე და დროის ექსპოზიციაზე.
A cytophotometric study involving the single-wave method of two areas has shown that in processing mulberry seeds by electrophysical factors (sound vibrations, high frequency electric field and constant magnetic field) the quantity of nucleic acids changes, depending on the character and intensity of each factor.
2588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
ექსპერიმენტულ-მორფოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრორეალური ხვეულის ველები F<sub>1</sub> და F<sub>2</sub> ურთიერთდაკავშირებულია მოკლე ასოციაციური ბოჭკოებით, ხოლო ამავე ველების კავშირები F<sub>4</sub> ველთან არ გამოვლინდა, F<sub>2</sub> ველი დაკავშრებულია აგრეთვე F<sub>3</sub> ველთან.
Experimental-morphological study of some areas of the gyrus proreus has demonstrated that there are short associative interconnections between fields F<sub>1</sub> and F<sub>2</sub>, but there is no connection between the latter and field F<sub>4</sub>. Field F<sub>2</sub> has short connections with field F<sub>3</sub> as well.
2589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ინტაქტური მაიმუნების დაყოვნებული რეაქციების შესწავლისას ადრე დადგენილ იქნა, რომ დაყოვნების ხანგრძლივობა, საკვების ყუთთან მისვლის სიჩქარე და დაყოვნებულ რეაქციათა სწორი შესრულების პროცენტი თავისუფალი გადაადგილების პირობებში გაცილებით დიდია, ვიდრე სამოძრაო შეზღუდულობისას.
It was earlier demonstrated in studies of delayed reactions in intact monkeys that the duration of delay, speed of approach to the feeder, and percentage of correct solutions are much higher under conditions of free rather than restricted locomotion.
2590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ფენ-ტრნმ-ის ფაქტორული და უფაქტორო შეერთება 30S∙პოლი (უ) კომპლექსთან წარმოადგენს შექცევად პროცესს და აიწერება ლენგმიურის იზოთერმით:
It is shown that the interaction between ternary complex aa-tRNA. Tu∙GTP and 30S∙ poly (U) complex is a reversible process and is described by Langmuir’s absorbtion isotherm.
2591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ბოტანიკა
ორიგინალური მასალის რკვევის შედეგად ავტორი თვლის ფეერის მიერ გამოყოფილი Muehlenbergella-ს გვარის ერთ-ერთი სახეობის - M. oweriniana (Rupr.) Feer - აღდგენის აუცილებლობას.
Hence, it is suggested that the species M. oweriniana (Rupr.) Feer, identified by Feer as belonging to the genus Muehlenbergella in 1890 but not entered in the Flora of the USSR, be recognized as valid.
2592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გენეტიკა და სელექცია
T. palaeo-colchicum Men.Aeg. squarrosa L. ნაჯვარიდან macha-ს, spelta-ს და palaeo-colchicum -ის ტიპის ჰიბრიდთა გენომური შედგენილობის ანალიზმა, პოლიაკრილამიდურ გელში ელექტროფორეზისა და ორმაგი იმუნოდიფუზიის მეთოდით, დაადასტურა T. macha Dek. Et Men.-ის წარმოშობის შესაძლებლობა შეჯვარებიდან T. palaeo-colchicum  Aeg. Squarrosa.
On the basis of an analysis of genome composition such hybrid types as macha, spelta, palaeo-colchicum resulting from the crossing of T. palaeo-colchicum Men.Aeg. squarrosa L. by the methods of electrophoresis in polyacrylamide gel and double immunodiffusion, the hybrid-gene origin of T. macha Dek. Et Men. from crossing T. palaeo-colchicum  Aeg. Squarrosa has been confirmed.
2593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
რეკომენდებულია ძიების გეოფიზიკური მეთოდების კომპლექსი გეოფიზიკური ანომალიების მადნური ბუნების დადგენისათვის.
A complex of geophysical methods of prospecting is recommended for the determination of the ore nature of geophysical anomalies.
2594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ეკონომიკა
საექსტრაპოლაციო ფუნქციის სახის დადგენის ამოცანა.
The extrapolational function establishment problem.
2595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ექსპერიმენტული მედიცინა
ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ბიოფირები ასტიმულირებენ გრანულაციური ქსოვილის მომწიფებას და მნიშვნელოვნად აჩქარებენ ჭრილობის შეხორცებას. ბიოფირი უზრუნველყოფს ჭრილობის სრულფასოვან შეხორცებას მრავალშრიანი ეპითელური საფარისა და კანის დერივატების აღდგენით, რაც არ ხდება საკონტროლო ცხოველებში.
The stimulating effect of biological film in the formation and ripening of granulation tissue has been established as well as accelerated healing of lesions in the experimental series in comparison with controls.
2596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ექსპერიმენტული მედიცინა
ეპილეფსიით დაავადებულთა სისხლისა და თავ-ზურგ-ტვინის სითხეში დადგენილია გარკვეული იმუნური უკმარისობის არსებობა (ლიმფოციტების T და B-სისტემის და იმუნოგლობულინების მონაცემების მიხედვით), რომელიც ერწყმის თავის ტვინის განვითარების შეძენილ ან თანდაყოლილ ‚‚ფარულ‘‘ მანკს (პეგ მონაცემებით).
A definite manifestation of immune insufficiency, combined with a «latent» congenital or acquired form of cerebral malformation (PEG data), was observed in the blood and cerebrospinal fluid of patients suffering from epileptic seizures (according to T and B systems of lymphocytes, level of immunoglobulins).
2597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ექსპერიმენტული მედიცინა
პიროგენის წარმოქმნა შეიმჩნეოდა სტაფილოკოკების ან ჰეტეროლოგური ერითროციტების ფაგოციტოზით მაკროფაგების სტიმულირების შემდეგ.
Production of pyrogen was observed after stimulation of macrophages by phagocytosis of staphylococci or heterologous blood cells.
2598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ექსპერიმენტული მედიცინა
გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ ავადმყოფებს ,,ტვინისმიერი ფორმის‘‘ ნახშირჟანგით მოწამვლისას, რომლებიც კომურ მდგომარეობაში არიან, ტვინის ტოქსიკური შეშუპების სამკურნალოდ აუცილებელია ჩავუტაროთ განმეორებითი ლუმბალური პუნქცია 10-15 მლ ლიქვორის მოცილებით.
The present investigation has shown that treatment of toxic brain encephalopathy edema in patients with the ‘‘brain form’’ of carboxyhemoglobinemia in comatose state calls for repeated lumbar punctures with removal of 10-15 ml of fluid.
2599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ამ დროს თითქმის რაოდენობრივი გამოსავლიანობით მიიღებიან ადუქტები R2 (α-C10H7)As∙HgCl2 შედგენილობით.
R2 (α-C10H7)As∙HgCl2 adducts were obtained with almost quantitative yield.
2600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ზოგადი და არაორგანული ქიმია
კვლევის შედეგად დადგენილია, რომ დი-ო-ტოლილ და დი-α-ნაფტილმეთილალკილარსონიუმის იოდიდების მოქმედებით კობალტის (II) როდანიდზე კალიუმის როდანიდის თანაობისას სპირტხსნარებში კარგი გამოსავლიანობით მიიღება შესაბამისი არსონიუმის ტეტრაიზოთიოციანატოკობალტოატები.
The results of an investigation have shown that the action of the iodides of di-o-tolyl di-α-naphthyl-methyl alkylarsonium on cobalt thiocyanate with potassium thiocyanate as a mediator in alcoholic solutions gives a considerable yield of tetraisothiocyanatecobaltoates of the corresponding arsenide.