ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2601.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მათემატიკა
დადგენილია, რომ კერძო ინდექსები მუდმივ მნიშვნელობებს ინარჩუნებენ ყველა λЄ[0,1]. გამონაკლისს შეიძლება შეადგენდეს მნიშვნელობათა სასრული სიმრავლე.
It is established that for all λЄ[0,1], with the possible exception of a finite set of points, the partial indices are constants.
2602.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მათემატიკა
აბსტრაქტულ სივრცეებში სიმრავლეთა თვლადად ტოლშედგენილობის შესახებ.
The denumerable homogeneity of sets in abstract spaces.
2603.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მათემატიკა
განხილულია სიმრავლეთა თვლადად ტოლშედგენილობის ცნება აბსტრაქტულ E სივრცეში, რომელიც აღჭურვილია გარდაქმნათა E-ში თავისუფლად მოქმედი G ჯგუფით.
The denumerable homogeneity of the subsets of abstract (E,G) space is considered in the paper.
2604.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მათემატიკა
კერძოდ, დადგენილია ორი აუცილებელი და საკმარისი პირობა იმისათვის, რომ E სიმრავლე იყოს თავისი G-ნახევრის თვლადად ტოლშედგენილი.
In particular, two necessary and sufficient conditions for denumerable homogeneity of E set with its G-one-half are established.
2605.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მათემატიკა
დადგენილია ნახევრად-თითქმის-პერიოდული წყვეტის მქონე კოეფიციენტებიანი სინგულარული ინტეგრალური ოპერატორების ნორმალურად ამოხსნადობისა და ნეტერისეულობის კრიტერიუმები L<sub>p</sub>(Γ, ρ) სივრცეებში.
The criterion of normal solvability and the Noetherian properties of singular integral operators in the spaces L<sub>p</sub>(Γ, ρ) with coefficients having semi-almost-periodic type discontinuities are obtained.
2606.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
დადგენილია, რომ წიდაში MnO-ს შეცვლა ZrO<sub>2</sub>-ით იწვევს გოგირდის განაწილების კოეფიციენტის (LS) შემცირებას, ხოლო SiO<sub>2</sub>-ის შეცვლა - მის გაზრდას.
The coefficient of sulphur distribution (LS) was found to decrease when MnO was replaced by ZrO<sub>2</sub> in oxide phase and to increase when substituting the latter for silica.
2607.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
ადაპტური მეთოდების გამოყენებით დადგენილია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პირობებში ფოლადსადნობი წარმოების ძირითადი პარამეტრები, რომლებიც გავლენას ახდენენ მილსაგლინავი წარმოების მზა პროდუქციის ხარისხზე, შემდეგია: ლითონის ტემპერატურა, ლითონის ჩამოსხმის სიჩქარე.
The present study, using the technique of adaptive identification, has shown that at the Rustavi Metallurgical Plant temperature and the rate of smelting of steel 45 from open hearth furnaces constitute the main factors affecting the quality of the production of the pipe foundry.
2608.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ნიადაგთმცოდნეობა
აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთის შავმიწა ნიადაგების მინერალური და მთლიანი ქიმიური შედგენილობა.
Mineralogical and chemical composition of southern chernozems of Eastern Georgia.
2609.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ნიადაგთმცოდნეობა
აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთის ქვეტიპის შავმიწა ნიადაგების ლექის ფრაქციაში სმექტიტური კომპონენტი დომინირებულადაა წარმოდგენილი (70-75%).
In Eastern Georgia, particularly in arid steppes of the Iori upland, most xeromorphic southern chernozem subtypes are found. The distribution of minerals along the soil profile is fairly uniform.
2610.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ 150°, 0,5 სთ<sup>-1</sup> და C<sub>2</sub>H<sub>6</sub>S/C<sub>3</sub>H<sub>6</sub>O = 1,2 3-ოქსილპროპილეთილსულფიდის გამოსავლიანობა რეაქციაში შესულ ეთანოლზე შეადგენს 97,1 მას. %, ხოლო თეორიულიდან 71,0 მას. %.
At 150°C, volume velocity 0.5 hr<sup>-1</sup> and C<sub>2</sub>H<sub>6</sub>S/C<sub>3</sub>H<sub>6</sub>O-1,2 the yield of 3-oxypropylethylsulphide to the reacting ethanethiol totaled 97.1% mass, being 71.0% mass of the theoretical calculation.
2611.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ორგანული ქიმია
დადგენილია მათ შორის კორელაციის არსებობა.
An intercorrelation was established.
2612.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ორგანული ქიმია
სამგორის ნავთობებიდან ფოტოქიმიური მეთოდით გამოყოფილია ფოტოლიზის პროდუქტები, რომელთა ნაცრებში სპექტრალური ანალიზით დადგენილია 21 ელემენტის რაოდენობრივი შემცველობა.
Photolytes have been isolated from Samgori oils by the photochemical method and the quantities of 21 elements determined by spectral analysis of the ashes of these photolytes.
2613.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პალეონტოლოგია
თუმცა შესადარებელი ფლორები ერთნაირი მსხვილი ტაქსონომიური ერთეულებით არიან წარმოდგენილი, სახეთა გავრცელების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მათ შორის საზღვარი მკვეთრია, რაც გამოიხატება მცენარეების შედგენილობის ძირეულ შეცვლაში.
Although they consist of the same large Taxonomic units study of the species distribution allows to draw clear-cut boundaries between them, owing to the radical changes of the composition of vegetation.
2614.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პეტროლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამფიბოლიტების ფართო გავრცელება სოფიის აზევების ფარგლებში, მათი როლის შემცირება და ტუტიანობის ზრდა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ თებერდის აზევების ფარგლებში ასახავს ბაზიტების როლისა და შედგენილობის კანონზომიერ ცვლას კავკასიონის პალეოზოური გეოსინკლინის ერთიან კომპლექსში - მის სამხრეთით დაშვებული ოკეანური აუზიდან ან კონტინენტურ-სუბკონტინენტური ქერქის გათხელებული უბნიდან ჩრდილოეთისაკენ, ე.ი. კუნძულთა რკალის ცენტრალური ნაწილისაკენ.
The extensive development of metabasites within the limits of the Sophian uplift, their diminished role in the Teberdan uplift, and increased alkalinity of amphibolites in the latter uplift from south to north may be indicative of a regular change of the quantity and composition of basites in the development of the single palaeozoic geosynclines of the Greater Caucasus towards the oceanic basin lying southward or the area of thinning out of the continental (subcontinental?) crust northward, i.e., toward the central part of the island arc, where this crust was thicker.
2615.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პეტროლოგია
მადანმომიჯნე მეტასომატიტები ბაიოსის ფორმაციაში წარმოდგენილია არგილიზიტური წარმონაქმნებით.
The process of regional propylitization, developing in spilite-diabase-porphyritic formations, is described on the basis of a study of the Kvaisa ore field. Wall-rock metasomatites in the Bajosian formation are represented by argillized formations.
2616.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პეტროლოგია
ზედაიურულ კირქვებში განვითარებული მადანმომიჯნე მეტასომატიტების შესწავლის საფუძველზე დადგენილია მათი გენეტიკური კავშირი არგილიზებულ ალუმოსილიკატურ ქანებთან.
As the result of investigation of wall-rock metasomatites in Upper-Jurassic limestones their genetic relationship with argillized alumosilicate rocks has been established.
2617.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პეტროლოგია
მადანმომიჯნე მეტასომატიტებში თიხამინერალების შესწავლის საფუძველზე დადგენილია მათი ზონური განაწილების კანონზომიერება.
A study of clay minerals in wall-rock metamorphites has demonstrated their regular zonal distribution.
2618.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
წარმოდგენილია ვარიაციულ-ღეროვანი მეთოდის ალგორითმის მდგრადობის მეთოდიკა.
A technique is presented for studying the algorithm stability of the variation-bar method.
2619.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიზიკა
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ვიწრო ფორებში, რომელთა ზომებია d≤300Å, თხევად ჰელიუმში არსებობს 1 გვარის ფაზური გადასვლა.
It has been experimentally established that in fine pores of the size d≤300Å immersed in liquid helium there occurs phase transition of the first kind.
2620.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიზიკური გეოგრაფია
წყალქვეშა კვლევებით დადგენილ იქნა, რომ წერეთლის სახ. კანიონი სანაპირო ზონაზე პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს, რადგან ის სანაპირო ზოლს დაშორებულია 250 მეტრით.
Underwater investigations have shown that the Tsereteli canyon head practically does not exert any influence upon the coastal zone because of its 250 m distance from the shore.