ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიზიკური გეოგრაფია
სოხუმის რაიონის წყალქვეშა კანიონებში (40 მ სიღრმემდე) შესწავლილია ნალექების ზედა ფენების (დაახლოებით 1 მ) შედგენილობა, გავრცელება და ფიზიკური თვისებები.
Some structural features of the sedimentary upper layer (thickness ca 1 m) of the submarine canyon head (to 40 m depth) have been investigated in the Sukhumi area.
2622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიზიკური გეოგრაფია
დადგენილია, რომ თანამედროვე პირობებში პლაჟის მასალა კანიონებში არ ხვდება.
There is no transport of coarse-grained beach sediments within the canyons.
2623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ქიმიური ტექნოლოგია
სამგორის ნავთობის ბენზინის ფრაქციებისა და 350-500°C დისტილატური ფრაქციის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და ჯგუფური შედგენილობის შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ისინი ნაფტენური და ნორმალური აგებულების პარაფინული ნახშირწყალბადების მაღალი შემცველობისა და გოგირდის დაბალი შემცველობის გამო წარმოადგენენ კატალიზური რიფორმინგისა და კატალიზური კრეკინგისათვის ხარისხოვან ნედლეულს.
A study of the physico-chemical characteristics and group-type analysis of the benzene and 350-500°C distillate fractions of Samgori oil has shown that, due to the high content of normal paraffin hydrocarbons and low sulphur content, they constitute high-grade material for catalytic reforming and catalytic cracking.
2624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნორმალურ ვირთაგვებს შეუძლიათ გადაწყვიტონ ასეთი ინვერტირებული დაყოვნებული რეაქცია იმ შემთხვევაშიც კი, როცა მაკორექტირებელი ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ ვესტიბულური აფერენტაციით. ნორმალური ვირთაგვებისათვის ინვერტირებული დაყოვნებული რეაქცია წარმოადგენს უფრო ძნელ ამოცანას, ვიდრე ჩვეულებრივი დაყოვნებული რეაქცია.
Normal rats are capable of solving such an inverted delayed response only on the basis of vestibular sensory feedback, although an inverted task is more difficult for them than an ordinary, classical delayed response.
2625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დადგენილია, რომ მატესტირებელი ანტიდრომული პასუხები ძლიერ ითრგუნებიან ლატერალურ ხვეულში, როდესაც სტიმულთა შორის ინტერვალია 20-300 მილისეკუნდი, მაშინ როდესაც სუპრასილვიურ ხვეულში ასეთი ურთიერთგავლენა არ შეიმჩნევა.
The test antidromic responses were found to be suppressed in g. lateralis when the interval between the stimuli is 20 msec to 300 msec, while in g. suprasylvius such an interaction was not observed.
2626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ექსპერიმენტული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პირველი რიგის სტოქასტური ობიექტისათვის ხმაურიანი გამოსავლით ორბიჯიან ალგორითმს აქვს უფრო მეტი სწრაფქმედება და ნაკლები სიზუსტე, ვიდრე ერთბიჯიანს.
As a result of comparative computer experimental research in single-stage and double-stage algorithms for a stochastic object of the autoregressive type of the first order it has been ascertained that the two-step algorithm possesses a higher speed of operation and a lower accuracy than the single-step one.
2627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბიოფიზიკა
შესწავლილი იყო არამეტაბოლიზებული 3,4-ბენზპირენის რაოდენობა მის მიერ გამოწვეულ სიმსივნეებში, ამ კანცეროგენის განაწილება სიმსივნეების მოცულობაში და მისი უჯრედშიდა ლოკალიზაცია.
The quantity of unmetabolized 3,4-benzo (α) pyrene in the tumours induced by it, the distribution of this carcinogen in the volume of the tumour as well as its intracellular localization have been studied.
2628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბიოფიზიკა
სიმსივნეების უმრავლესობა კანცეროგენის შეყვანიდან რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შეიცავს მის გარკვეულ რაოდენობას და ის განაწილებულია არათანაბრად.
It is shown that most of the tumours still contain some amount of benzo (α) pyrene within several months of its injection, being unevenly distributed in the volume of the tumour.
2629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბიოფიზიკა
ღვიძლის უჯრედებში კანცეროგენის განაწილების შედარებითმა შესწავლამ კანცეროგენეზის ადრეულ სტადიებზე აჩვენა, რომ 3,4-ბენზპირენი დაკავშირებულია ძირითადად ენდოპლაზმური ბადისა და ლიზოსომების მემბრანებთან, რაც შესაძლოა მიუთითებს მისი განაწილების იდენტურობაზე სხვადასხვა ქსოვილის უჯრედებში.
A comparative study of the intracellular distribution of the carcinogen in liver cells has shown that benzo (α) pyrene is mainly bound with microsomal and lysosomal membranes, suggesting that its distribution in the cells of different tissues is identical.
2630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
ქართული ღომის გენომური ბუნების დადგენისათვის.
Towards the establishment of the genome nature of Georgian millet (gomi).
2631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გეოფიზიკა
დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის 1949-1975 წწ. დაკვირვებათა მასალის სტატისტიკური დამუშავების შედეგად დადგენილია ღრმად მდებარე გამტარი ფენების შესასწავლად დედამიწის ელექტრომაგნიტური ველის ვარიაციათა პერიოდების 10 წმ-დან 5-6 საათის ფარგლებში სიღრმული მაგნიტოტელურული ზონდირების გამოყენების არაეფექტურობა, რაც დაკავშირებულია სედიმენტური წყების ზოგიერთი მაღალი გამტარობის მქონე წარმონაქმნის ეკრანიზაციით.
As a result of statistical processing of observation data from the Dusheti Geophysical Observatory covering the period 1949-75 it is shown that in the region of Dusheti DMTS with intervals of from 10 sec. to 6 h. is not effective in studying conductive layers. This is evidently due to the absorbing effect of the sedimentary complex.
2632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გეოფიზიკა
შრომაში მოცემული ანალიზით დადგენილია, რომ თვით ჩაწერის ხაზი შეიცავს შემთხვევით პროცესს - ხმაურის სიგნალს.
An analysis has shown that the recorder chart line represents a stochastic process – random noise.
2633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გეოფიზიკა
დადგენილია, რომ ზოგიერთი ფერომაგნიტური მინერალი, მათ შორის მაგნეტიტი, ზედაპირზე განიცდის ჰიპერგენეზისს, ხოლო პიროტინი ხასიათდება მეტად მდგრადი მინერალოგიური შედგენილობით და არ ემორჩილება ამ პროცესს.
Some ferromagnetic minerals, including magnetite, were found to undergo hypergenesis on the surface; as to pyrotene, it is characterized by a very stable mineral composition, being exempt from the process.
2634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ეკონომიკა
სტატიაში ახალ ასპექტშია წარმოდგენილი წარმოებით ურთიერთობათა შინაარსისა და ფორმის თანაფარდობის საკითხი.
The interrelation of the form and content of economic relations is presented in a new light.
2635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
კუჭნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფებში ავტორების მიერ აღმოჩენილი ФДП, РКМФ და ფიბრინოგენის კონცენტრაციების გაზრდა მიუთითებს დისემინირებული ინტრავასკულარული შედედების სინდრომის ქრონიკული ფორმის არსებობაზე, რომელიც, როგორც წესი, კორელირებს პათოლოგიური პროცესის სიმძიმესთან.
Enhancement of the concentrations of FDP, SCMF and fibrinogen, discovered by the authors, shows the chronic form of syndrome DIC, which correlates with the gravity of the pathological process in patients with gastrointestinal cancer.
2636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მორფოლოგია
სეპტალურ სტრომაში კოლაგენის ბოჭკოები მრავლდება და ჩნდება კეროვანი პნევმოსკლეროზი.
The septal stroma manifests proliferation of collagenous fibers and focal pneumosclerosis.
2637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ზოგადი და არაორგანული ქიმია
აცეტონის არეში სინთეზირებულია კობალტის (II) კოორდინაციული ნაერთები 4,4<sup>1</sup>-დიამინოდიფენილოქსიდთან. მიღებული კომპლექსების შედგენილობაა CoX<sub>2</sub>•დადო (X=Cl<sup>-</sup>, Br<sup>-</sup>, 1/2SO<sub>4</sub><sup>2-</sup>).
The title compounds of CoX<sub>2</sub>DADO composition have been synthesized, with X=Cl<sup>-</sup>, Br<sup>-</sup>, 1/2SO<sub>4</sub><sup>2-</sup>.
2638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ზოგადი და არაორგანული ქიმია
შესწავლილია კომპლექსნაერთების შთანთქმის იწ სპექტრები, რის საფუძველზე დადგენილია, რომ აღნიშნულ ნაერთებში მჟავური ნაშთები გარე სფეროშია, ხოლო დადო-ს მოლეკულები ბიდენტატურ-ხიდურ როლს ასრულებენ (ცენტრალურ ატომს უკავშირდებიან NH<sub>2</sub>-ის ჯგუფების აზოტის ატომით).
A study of the IR-absorption spectra has shown that DADO molecules in all compounds perform bidentate-bridge functions, the acidic residues being extraspherical.
2639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ამ უკანასკნელთა ურთიერთმოქმედების პროდუქტებს ვერცხლისწყლის (II) იოდიდთან წარმოადგენს შესაბამისი არსონიუმის ტრიიოდომერკუროატები.
Triiodomercurates of the respective arsoniums are shown to be the products of interaction of the latter with mercuric iodide (II). The reactions were carried out at room temperature in diluted alcoholic solutions.
2640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მათემატიკა
კერძოდ, დადგენილია, რომ თუ ორიენტირებადი ფიბრაციის ფენის კოჰომოლოგიის მოდულები თავისუფალი მოდულებია და ბაზის კოჰომოლოგიის ალგებრაში დადებითგანზომილებიანი ელემენტების ყველა მასის ნამრავლები ნულია, მაშინ მოცემული ფიბრაციის სპექტრალური მიმდევრობის დიფერენციალებიც ნულის ტოლია.
In particular, it is proved that if a fiber space is orientable, the cohomology modules of a fiber are free modules, and if all the Massey products of the positive dimensional elements of the base vanish, then all differentials of a spectral sequence vanish also.