ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2641.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მათემატიკა
ამ დებულებებზე დაყრდნობით დადგენილია ნიშანცვლადი კოეფიციენტიანი განტოლების ყველა ამოხსნის რხევადობის საკმარისი პირობები.
By means of these theorems the sufficient conditions are established under which all solutions of the equation are oscillatory.
2642.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მათემატიკა
სტაციონარული გაუსის შემთხვევით პროცესთა წარმოდგენის შესახებ.
On the conception of Gaussian stationary random processes.
2643.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მანქანათმცოდნეობა
წარმოდგენილი მეთოდიკა ეგმ-ის გამოყენებით საშუალებას გვაძლევს საკმაოდ ეფექტურად ჩავატაროთ რეგულირების სისტემათა პარამეტრებისა და სტრუქტურის დასაბუთებული სინთეზი.
The suggested method – used with a digital computer – permits to accomplish effectively enough a well-founded synthesis of parameters and structure of system regulation.
2644.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
დადგენილია, რომ მაღალტემპერატურული ჟანგვის საწყის სტადიაზე ზედაპირის დამუშავების მეთოდი არსებით გავლენას ახდენს როგორც ჟანგეულის კრისტალიტების აგებულებასა და მორფოლოგიაზე, ისე მათი ზრდის სიჩქარეზე.
In its initial stage, high-temperature oxidation of low-alloyed chromium was found to be highly sensitive to the preliminary processing of the surface.
2645.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
ფოლადსამსხმელო შედგენილობის დაყოვნების ხანგრძლივობის გავლენის გამოკვლევა ლითონის ხარისხზე.
Study of the effect of the length of smelt holding on the metal quality.
2646.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
გაგლინულ ფოლადში ზონალური ლიკვაციისა და ქიმიური არაერთგვაროვნების, აგრეთვე სლაბების ზედაპირული დეფექტებისა და მილების გარე და შიდა ფურჩების შესწავლით დადგენილია, რომ ფოლადსამსხმელო შედგენილობის დაყოვნების დროის შემცირება არ ცვლის ლითონის მაკროსტრუქტურას და არ აუარესებს მზა პროდუქციის ხარისხს.
A study of zonal liquation and chemical inhomogeneity of rolled metal, as well as investigation of the surface defects of billets and pipes, has shown that shortening of the holding time of the smelt in the pouring bay does not alter the microstructure of the metal; nor does it have an adverse effect on the finished product.
2647.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
დადგენილია, რომ ქრომმანგანუმიანი X5Г25 ტიპის შენადნობის სტრუქტურა C+N<0,01% შემცველობისას ხასიათდება γ+ε ფაზებით.
It is established that the X5Г25 type alloys containing C+N less than 0.01 mass per cent are characterized by γ+ε phases.
2648.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ორგანული ქიმია
ჩატარებულია კვლევა თანაპოლიმერიზაციის რეაქციის პირობების (ტემპერატურა, დრო, ინიციატორის და მონომერის კონცენტრაცია გამოსავალ ნარევში) გავლენის შესასწავლად თანაპოლიმერების - ვინილპიროლიდონისა ჰიდროქინონის ალილგლიციდილის ეთერთან და კროტონის მჟავას გლიციდილის ეთერთან - გამოსავალზე, დაყვანილ სიბლანტეზე და შედგენილობაზე.
The effect of copolymerization conditions (temperature, time of reaction, concentration of initiator and monomers, and component ratio) on the conversion, intrinsic viscosity and composition of copolymers of n-vinylpyrrolidone and allylglycidylic ester of hydroquinone and glycidylic ester of crotonic acid was investigated.
2649.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ციმანტრენშემცველი ჰიდროსილანების მიერთების რეაქცია აცეტილენურ სპირტებთან მიმდინარეობს უპირატესად ფარმერის წესის შესაბამისად, მაგრამ β-მიერთების პროდუქტებთან ერთად ხდება α-მიერთების პროდუქტების წარმოქმნაც.
It has been established that the addition reaction of cymantrene-containing hydrosilanes to acetylenic alcohols proceeds preferably according to Farmer’s rule. However, along with β-addition products, α-addition products are also formed.
2650.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ორგანოციკლოსილოქსანების დიოლებთან თანაპოლიმერიზაციის დროს წყლის გამოყოფის სიჩქარეზე გავლენას ახდენს ციკლის დაძაბულობა და სილიციუმის ატომთან მდგომი რადიკალის ბუნება.
The rate of water separation during the indicated copolymerization was found to be affected by the cycle stress and the nature of the radical at the silicon atom.
2651.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ორგანული ქიმია
1-მეთილ, 3- და 4-მეთილ, 1-ეთილ და 1,2-დიმეთილციკლოპენტენების გარდაქმნების შესწავლით იმპულსური მეთოდით, 150-350° ტემპერატურულ ინტერვალში ბუნებრივი ცეოლითის - კლინოპტილოლიტის თანაობისას, დადგენილია რომ ადრე გამოყენებულ ბუნებრივ და სინთეზურ ალუმოსილიკატებთან შედარებით მეტი სელექტიურობით მიმდინარეობს ორმაგი ბმის მიგრაციის რეაქცია.
Studies of transformation of 1-methyl, 3 and 4-methyl, 1-ethyl and 1, 2-dimethylcyclopentenes by pulse methods at the temperature ranges of 150-350°C in the presence of natural clinoptilolite tuff have shown that double bond migration proceeds more selectively than in the presence of natural and synthetic alumosilicates studied previously.
2652.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ფეროცენშემცველი ჰიდროორგანოსილანების მიერთების რეაქცია აცეტილენურ მეორად სპირტებთან მიმდინარეობს უპირატესად α-მდგომარეობაში, მაგრამ α-მიერთების პროდუქტებთან ერთად ხდება β-მიერთების პროდუქტების წარმოქმნაც.
It has been established that the addition reaction of ferrocene-containing hydrosilanes to acetylenic secondary alcohols proceeds preferably in the α-position. However, along with α-addition products, β-addition products are also formed.
2653.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, პალეობიოლოგია
ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ნეოგენურ კუთა შესწავლამ მოგვცა საშუალება დავაზუსტოთ ამ ფაუნის შედგენილობა და ზოგიერთი ადრე აღწერილი სახეობის სისტემატიკური ადგილი.
A study of Neogene turtles of northern Black Sea permitted to revise the systematic position of some previously known species, including those from central Europe.
2654.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, პალეონტოლოგია
ს. მუხურაში ამჟამად დადგენილია მხოლოდ Equisetales-ის, Filicales-ის, Cycadofilicales-ის, Bennettitales-ის, Coniferales-ის 13 სახე.
Only 13 species of Equisetales, Filicales, Cycadofilicales, Bennettitales, and Coniferales have been identified in Mukhura.
2655.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, პარაზიტოლოგია და ჰელმინთოლოგია
მასპინძლის ეკოლოგია და კვების ხასიათი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჰელმინთოფაუნის თვისობრივ და რაოდენობრივ შედგენილობაზე, ჰიმენოლეპიდიდების ეკოლოგია მჭიდრო კავშირშია მათი მასპინძლების ეკოლოგიასთან.
It is shown in the paper that the ecology and character of feeding have a considerable influence on the qualitative and quantitative composition of the helminthofauna, and that the Hymenolepididae ecology is closely connected with that of their hosts.
2656.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, სამშენებლო მექანიკა
ნაჩვენებია, რომ ბეტონის რღვევა დაკავშირებულია ხსნარის შედგენილობის რეოლოგიურ თვისებებზე, რომელშიც მიმდინარეობს ბზარების ზრდა.
It is shown that failure is connected with the rheologic properties of the solution content in which the propagation of stable cracks takes place.
2657.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, სამშენებლო მექანიკა
რკინაბეტონის რეზერვუარების შედგენილი პანელების სტატიკური მუშაობისა და წყალგაუმტარიანობის გამოკვლევა.
Study of the structural behaviour and watertightness of sectional reinforced concrete slabs of reservoirs.
2658.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, სამშენებლო მექანიკა
მოყვანილია შედგენილი რკინაბეტონის პანელების ექსპერიმენტული გამოკვლევის მონაცემები.
The paper deals with the results of test studies of the structural behaviour of sectional reinforced concrete slabs with an insulating layer.
2659.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, სამშენებლო მექანიკა
შერჩეულია და ექსპერიმენტულად გასინჯულია საიზოლაციო ფენის ოპტიმალური შედგენილობა, სიგრძე და მდებარეობა.
The optimum composition, thickness and position of the insulating layer, guaranteeing watertightness of reservoir slabs, have been selected and experimentally tested.
2660.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ფიზიკა
დადგენილია, რომ ახლო მოწესრიგებას არა აქვს ადგილი მინარევის 8ატ. %-მდე.
No short-range order is observed up to 8 at. % of impurity.