ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2681.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიკა
დადგენილია ნედლეულის მიღების და მზა პროდუქციის კორესპონდენციის ზონები.
Zones of raw material reception and product forwarding have been established.
2682.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიური გეოგრაფია
ადმინისტრაციული რაიონებისათვის გამოთვლილია ბუნებრივი პირობების შედარებითი ხელსაყრელობის კოეფიციენტი, რომლის საფუძველზე შედგენილია რუკა.
The coefficient of relative favourableness of natural conditions is estimated for administrative districts, and a map has been made on its basis.
2683.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ ინტაქტურ ბოცვერებში ელენთის მოცილების შემდეგ ღვიძლში აღინიშნება დისცირკულაციური ცვლილებები, ჰეპატოციტებში რნმ სუმარული რაოდენობის და გლიკოგენის შემცირება.
Splenectomy was found to cause slight discirculatory changes, as well as decrease of glycogen and RNA in hepatocytes.
2684.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰეპატოციტებში მკვეთრად მცირდება გლიკოგენის შემცველობა და ზომიერად მატულობს რნმ, დნმ და ცილების შემცველობა.
After partial hepatectomy there are more discirculatory changes and decrease of glycogen in hepatocytes; RNA, DNA and total proteins are increased.
2685.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ექსპერიმენტული მედიცინა
მსგავსი მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას დავსვათ საკითხი სამკურნალო ღონისძიებებში შემცვლელი თერაპიის ჩართვისა, რომელიც მიმართული იქნება სისხლის შემდედებელი ფაქტორების აღდგენისაკენ, და აგრეთვე ჰემოსტაზის სისტემის დარღვევების სპეციფიური კორექციის ჩატარებისა კოაგულოლოგიურად აქტიური პრეპარატებით ჰემოსტაზის სისტემის ცალკეული რგოლების მდგომარეობის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
In the author’s view, such states permit to raise the question of the introduction into medication of substitutive therapy directed at replenishing the coagulative factors of the blood and at specific correction of the disturbances of the hemostatic system by coagulatively active drugs under strict control of the state of separate links of the system in question.
2686.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის განვითარების ადრეულ ვადებზე პგ E1 ახდენს მეტაბოლიზმის კორექციას, ამცირებს ინტიმის ცხიმოვან ინფილტრაციას და ამდენად ხელს უწყობს გვირგვინოვანი არტერიების კედლის ულტრასტრუქტურის შენარჩუნებას.
It was established that PGE<sub>1</sub> corrects the metabolism and decreases the lipid infiltration of the intima, thereby promoting the restoration of the ultrastructure of the coronary artery wall.
2687.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია აქტივაციის ენერგიის მნიშვნელობა და წინა ექსპონენციალური კოეფიციენტი.
The value of the activation energies and the pre-exponential factor have been obtained.
2688.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ნაჩვენებია, რომ მიღებული ნახევარგამტარები ელექტრული მახასიათებლებით მსგავსი არიან ჰალკოგენიდური მინებისა, რომლებმაც ფართო გამოყენება ჰპოვეს რეპროგრამირებულ დამახსოვრობით მოწყობილობებში. ამასთანავე აღნიშნული ნაერთები ტემპერატურული მდგრადობით აღემატებიან მათ.
As to their electric characteristics these semiconductors were found to be similar to chalcogenide glasses widely used for reprogrammed memory devices, but are superior to the latter in temperature stability.
2689.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ზოოლოგია
მოყვანილია ცნობები თაგვისებური მღრღნელების ექტოპარაზიტების სახეობრივი შედგენილობის შესახებ სიხოტე-ალინის ნაკრძალიდან (22 სახეობის რწყილი, 17 - გამაზოიდური და 6 იქსოდისებური ტკიპი).
Data are presented on the ectoparasite fauna of small rodents in the Sykhote-Alyn Nature Reserve (22 species of fleas, 17 of Gamasid mites and 6 of ticks).
2690.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, თბოტექნიკა
წარმოდგენილია ატმოსფერულ წნევაზე დიდ მოცულობაში წყლის დუღილის პროცესში კრიტიკული თბური ნაკადისა და თბოგადაცემის კოეფიციენტის ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგები.
The results of an experimental study of the burnout and heat transfer coefficient in nucleate pool boiling of water on porous heating walls at atmospheric pressure are presented.
2691.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, თბოტექნიკა
დადგენილია, რომ უჟანგავი ფოლადისა და თითბერისაგან დამზადებულ ხურების ზედაპირებზე ფორების არსებობა განაპირობებს თბოგაცემის კოეფიციენტისა და კრიტიკული თბური ნაკადის ზრდას.
The experiments have shown that the existence of pores on stainless steel and brass heating walls increases the critical heat flow and heat transfer coefficient.
2692.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, კიბერნეტიკა
ნაჩვენებია, რომ ნეირონის შესავალი ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს ნერვის გაღიზიანებას ელექტრული იმპულსებით, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც სამკომპონენტიანი ვექტორი.
Electrical stimulation of the nerve serves as input information, represented by a vector with three components.
2693.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
მეორე რიგის ჰიპერბოლურ-პარაბოლური ტიპის განტოლების აპრიორული შეფასება შედგენილ არეებში.
A priori estimate of the solution for a second order equation of mixed hyperbolic-parabolic type in composed domains.
2694.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
დადგენილია ამოხსნების შემოსაზღვრულობისა და მდგრადობის საკმარისი პირობები.
The sufficient conditions of boundedness and stability of solutions are established.
2695.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
დადგენილია, რომ სტეკლოვის კოეფიციენტები აკმაყოფილებენ გარკვეული მარტივი სტრუქტურის წრფივ განტოლებათა უსასრულო სისტემას.
Steklov coefficients have been found to satisfy an infinite system of linear equations of a simple structure.
2696.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
გარდა ამისა, დადგენილია სივრცის ექსპონენტის π-ბიკომპაქტურობის პირობები.
Besides, the conditions of π-bicompactness of exponent of spaces are established.
2697.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მეტალურგია
დადგენილია, რომ ქრომ-მანგანუმიანი Fe70-Cr5-Mn25 აუსტენიტური მყარი ხსნარის Mo და W ლეგირებისას, მათი კონცენტრაციების ზრდასთან ერთად სტრუქტურაში მცირდება ε-ფაზის რაოდენობა.
The amount of the ε-phase in the structure was found to decrease with an increase of the concentration of molybdenum and tungsten elements with which the Fe70-Cr5-Mn25 austenitic solid solution is alloyed.
2698.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მეტალურგია
დადგენილია, რომ საკონტაქტო ძაბვებზე გარდა ზოლის დაჭიმვისა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აგრეთვე ზოლის მაღლივი შეჭიმვა და დეფორმაციის ფორმის მაჩვენებელი.
It was established that, apart from pulling, the contact stresses are also affected by the height shear drag of the piece and shape factor of the deformation area.
2699.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მეტალურგია
სამსხმელო ფოლადების 20X13л და ფლ. 35л შენადნობ კმკამ-ით განჟანგვის შედეგად დადგენილია, რომ 45%-იანი ფეროსილიციუმის შეცვლა აღნიშნული შენადნობით და ალუმინით წინასწარ განჟანგულ ფოლადში მისი შეყვანა ჟანგბადის შეცულობას ამცირებს 24-28%-ით, 1,3-ჯერ ამცირებს არალითონური ჩანართების რაოდენობას, დარჩენილი არალითონური ჩანართები იღებენ სასურველ (დამრგვალებულ) ფორმას. იზრდება ლითონის დარტყითი სიბლანტე.
It is established that substitution of SMCAM alloy for 45% ferrosilicon and introduction of the alloy into the steel after preliminary deoxidation by aluminium allows to reduce the content of oxygen by 24-28%, to lower the content of nonmetallic inclusions 1.3 times, to obtain a favourable (rounded) form of inclusions retained in steel and to increase the impact strength of steel.
2700.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მეტალურგია
ჩანერგვის ატომების კონდენსირებული ატმოსფერო დისლოკაციის უშუალო სიახლოვეს წარმოდგენილია უწყვეტი ჯაჭვის სახით, რომლისთვისაც გამოყენებულია გადატანის მატრიცების მეთოდი ერთგანზომილებიანი იზინგის მესერისათვის.
The condensed interstitial impurity atmosphere is represented as an infinite chain or one-dimensional Ising lattice and the matrix method is applied.