ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2701.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მინერალოგია
ბუულგენის სერიის გვანდრის წყების ქანების სილიმანიტური და მიგმატიტური ზონების მეტამორფული ბიოტიტების გეოთერმომეტრიის საკითხისათვის გამოყენებულია ე.წ. „ჟანგბადის უარყოფითი იონიზაციის პოტენციალის“ მეთოდი.
The method of the so-called “negative charge oxygen potential” ΣnI/n0 has been used in determining the temperatures of the biotitic formation from the metamorphites of the Gvandra suite of the Buulgen series (Greater Caucasus) subjected to metamorphism in conditions of amphibolitic facies.
2702.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, პალეონტოლოგია
აფხაზეთის შავიზღვისპირა ზონაში პონტური და კიმერიული კონგლომერატული ნალექების ჭრილთა დეტალური შესწავლისა და მათში ნაპოვნი ფაუნის საფუძველზე დადგენილია, რომ პონტური აქ სრულადაა წარმოდგენილი და თანდათანი გადასვლით უკავშირდება კიმერიულს.
A detailed study of the sections of Pontian and Cimmerian conglomerates and faunal finds in the Black Sea coastal zone of Abkhazia has demonstrated that the Pontian here is represented fully, with a gradual transition to the Cimmerian.
2703.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, სამშენებლო მექანიკა
გამოკვლევის შედეგად აგებულ იქნა ექსპერიმენტულ-თეორიული დიაგრამა „აღმდგენი ძალა - გადაადგილება“, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რკინაბეტონის ჩარჩოვან-კარკასული შენობების და ნაგებობების სეისმომედეგობაზე ანგარიშებში.
As a result of the investigation as experimental and theoretical diagram of “restoration load-displacement” was plotted, which can be used for the design of frame-carcass buildings and structures for seismic effects.
2704.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკა
ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდებით, სპილენძით მდიდარი სპილენძ-მარგანეცის შენადნებში მიმდინარე გარდაქმნების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ Cu – 16 ატ. % Mn და Cu – 25 ატ.
Using the method of transmission electron microscopy and on the basis of investigations of the conversions occurring in copper-rich copper-manganese alloys, it has been found that long-range atomic ordering does not take place in Cu – 16 at. % Mn and Cu – 25 at.
2705.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
მიღებული თერმოდინამიკური ფუნქციების საშუალებით 298 – 1500K ინტერვალში შედგენილია Eu<sub>6</sub>WO<sub>12</sub>-ის ჯიბსის თავისუფალი ენერგიის ტემპერატურისაგან დამოკიდებულების გამომსახველი სამწევრა განტოლებები.
By means of the obtained thermodynamic functions in the range of 298 – 1500K three-member equations have been built, expressing the Gibbs free-energy-temperature dependence of Eu<sub>6</sub>WO<sub>12</sub>.
2706.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ საუკეთესო ზედაპირულ-ფენოვანი სორბენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ისეთი მყარი სარჩულების გამოყენებით, როგორიცაა ქრომოსორბი W, ქრომატონი N და 1000°-ზე გახურებული ვულკანური წიდებისაგან მიღებული ნიმუშები.
The best surface-layer sorbents can be obtained on the basis of solid carriers such as Chromosorb W, Chromaton N and the specimens prepared on the basis of volcanic slags thermally treated at 1000°C.
2707.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
ტრიბენზილამინის ადსორბციის გავლენა S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup> ანიონის და Pb<sup>2+</sup> და Cd<sup>2+</sup> კათიონების ელექტროაღდგენის სიჩქარეზე ვერცხლისწყლის მწვეთავ ელექტროდზე წყლისა და ეთილენგლიკოლის მჟავა ხსნარებიდან.
The effect of tribenzylamine adsorption on the rate of electroreduction of anion S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup>, cations Pb<sup>2+</sup> and Cd<sup>2+</sup> at the dropping mercury electrode in aqueous and ethylene glycol acid solutions.
2708.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ დენის ძალის დროში ცვლილების ხასიათის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა ელექტროქიმიურ პროცესზე ორგანული დანამატების ადსორბციის გავლენის შესწავლა.
The effect of the adsorption of organic additions on various electrochemical processes has been studied according to the character of variations of current as a function of time.
2709.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
გამოირკვა, რომ სისტემური ფუნგიციდები (ბენომილი, ტოფსინი, ბმკ, ფუნდაზოლი, უზგენი) უარყოფით გავლენას არ ახდენენ ციტრუსების ნაყოფების კვებით ღირებულებაზე, პირიქით, მანდარინის და ფორთოხლის ნაყოფების რბილობსა და ქერქში გაზრდილია შაქრების, ვიტამინ C-ს და ეთერზეთების შემცველობა; მიღებულია ნაყოფების მჟავიანობის ოდნავი ცვლილებები საკონტროლოსთან შედარებით.
Plant treatment (throughout vegetation) by optimal concentrations of systemic fungicides (benomyl, topsin, BMK, fundazole) was found to improve the nutritive value of citrus fruit. The concentration of sugar, vitamin C and essential oils increases in the pulp and peel of mandarin and orange fruit, changes of fruit acidity being insignificant.
2710.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ქიმიური ტექნოლოგია
Li<sub>2</sub>O-MnO-B<sub>2</sub>O<sub>3</sub>-SiO<sub>2</sub> სისტემაში შესწავლილია და წარმოდგენილია სამგანზომილებიან სივრცეში მინის წარმოქმნის უბანი, რაც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ მინის შედგენილობა და ოპტიმალურად დავადგინოთ დამოკიდებულება მინის შედგენილობასა და თვისებას შორის.
The region of glass formation in the four-component system Li<sub>2</sub>O-MnO-B<sub>2</sub>O<sub>3</sub>-SiO<sub>2</sub> has been studied and represented by a model of three-dimensional space in the concentration tetrahedron. This model permits to determine the glass composition and to optimally establish the dependence of the glass properties on its composition.
2711.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ადრე დადგენილი იყო, რომ ფიზიოლოგიურ პირობებში გასტრინის გამონთავისუფლება კუჭის ანტრალური ნაწილის ლორწოვანიდან ხორციელდება ცთომითი ნერვის მეშვეობით კუჭთან მოსული იმპულსებით.
It was established previously that in physiological conditions, gastrin releases from the antral part of gastric mucosa occurs due to the impulses brought to the stomach through vagus nerve.
2712.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
განსხავებით იმ ტრადიციული მოდელებისაგან, რომლებშიც ინფორმაციის რეგისტრაციის ფაზა დროში წინ უსწრებს სათანადო კვალის რეპროდუქციის ფაზას, წარმოდგენილ მოდელში როგორც რეგისტრაცია, ისე რეპროდუქცია დროში ერთდროულად მიმდინარეობენ. მოდელის არსებით ნაწილს წარმოადგენს ე.წ. კომპარატორი - მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს რეგისტრაციაზე მოსული გარეგანი ინფორმაციის შედარებას გრძელვადიან მეხსიერებაში არსებულ კვალთა სისტემასთან.
In contrast to the traditional models of memory based on the scheme: “registration-retention-retrieval”, a new model is proposed, in which registration of the incoming information and retrieval of the long-term traces are simultaneously ongoing processes, depending upon the results of comparison of incoming information and the traces already existing in the long-term traces store.
2713.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ბიოფიზიკა
ბაჭიის წითელი და თეთრი კუნთებიდან, აგრეთვე თევზისა და ბაყაყის ჩონჩხის კუნთებიდან მიღებული აქტინის პრეპარატები, პოლიაკრილამიდის გელში იზოელექტრული ფოკუსირების მეთოდით იძლევიან α, β-აქტინებს, ხოლო კუჭისა და გულის კუნთის აქტინები წარმოდგენილია α, β და γ ფორმით.
By the method of isoelectric focusing in polyacrylamide gel it has been found that red and white muscle actions of the rabbit as well as fish and frog skeletal muscles contain α, and β actions, but the action of the stomach and cardiac muscle is represented by α, β and γ forms.
2714.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ბიოფიზიკა
დადგენილია, რომ ბოცვერის სარკოპლაზმური რეტიკულუმის მოქმედება იგივე ობიექტიდან გამოყოფილი ცილების მექანოქიმიურ სისტემაზე უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი მოქმედება თევზის კუნთიდან გამოყოფილ ცილებზე.
It is shown that the action of rabbit SR is more effective in the mechanochemical systems obtained from the same source than is the action of SR in the fish mechanochemical systems.
2715.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ბიოფიზიკა
შესწავლილია სარკისებრი კობრის α-აქტინინის გავლენა აქტომიოზინის სუპერპრეციპიტაციაზე , ატეფაზურ აქტივობაზე და აქტინის გ-ფ გარდაქმნაზე. დადგენილია, რომ კობრის α-აქტინინი იწვეს აქტომიოზინის სუპერპრეციპიტაციის სიჩქარისა და ხარისხის მკვეთრ გაზრდას და ატეფაზური აქტივობის შედარებით მცირე ზრდას.
A study of the influence of mirror carp α-actin with superprecipitation and ATPase activity of reconstructed actomyosin and on the kinetics of G-F transformation of mirror carp cross-striated muscle actin has shown that carp α- actin causes a noticeable increase of actomyosin ATPase activity.
2716.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ბიოქიმია
ნაჩვენებია Mg<sup>2+</sup>, Co<sup>2+</sup> და Mn<sup>2+</sup>-ის იონების მააქტივებელი გავლენა და დადგენილია მათი კონცენტრაციის ოპტიმალური მნიშვნელობები.
The activating influence of Mg<sup>2+</sup>, Co<sup>2+</sup> and Mn<sup>2+</sup> has been shown and their optimal concentrations defined.
2717.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ბიოქიმია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ცალკეული პიგმენტების შემცველობა და ქლოროფილაზას აქტივობა მგრძნობიარე მაჩვენებლებია ვაზში ტრიანიზული ჰერბიციდების ოპტიმალური ხარჯვის ნორმების დადგენისათვის.
It is suggested that the quantitative content of separate pigments and chlorophylase activity are sensitive indices in determining the optimal doses of the indices herbicide in vineyards.
2718.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, გეოფიზიკა
დადგენილია, რომ შედარებით ძველი ასაკის ვულკანოგენურ წარმონაქმნებში ფერომაგნიტურ მინერალებს საკმაოდ აქვს განცდილი ჰიპერგენეზული პროცესების ზეგავლენა, ხოლო ახალგაზრდა ქანებში ეს პროცესი ზოგან უმნიშვნელოა და ზოგან საერთოდ არ შეიმჩნევა.
On the basis of experiments, graphs of the temperature decay of residual magnetism Irs of the first and second heatings are built separately for rock samples from day surface and bore-hole cores. Supergene processes were found to be mainly connected with the age of rocks. Older rocks are more subject to supergene processes than the younger ones.
2719.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, გეოფიზიკა
წარმოდგენილია მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა აიხსნას იონოსფერული აღრევის დადებითი ფაზის მრავალსახა გამოვლინება გეომაგნიტური ქარიშხლის დროს.
The paper presents a model which permits to explain the multiform manifestation of the positive phase of ionospheric disturbance during a geomagnetic storm.
2720.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ეთნოგრაფია
შესწავლილია ადიღეურ ოქრომჭედლობაში მოსევადებისა და მოოქრვის ტექნოლოგიის საკითხები. დადგენილია, რომ ადიღეური სევადის დამზადება განსხვავდება ზოგადი კავკასიურისაგან კლასიკური შემადგენელი ელემენტების პროპორციებით და ბრინჯაოს ჩართვით, რაც უზრუნველყოფს მასში კალის მონაწილეობას:
A study of the title problem has revealed that the Adyghe technique of niello production differs from the common Caucasian method in the proportions of the classical components, as well as in the inclusion of bronze, which ensures the participation of lead.The components of niello were in the following proportions: