ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2941.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ციტოლოგია
სუპეტინის ზეგავლენით გულში მნიშვნელოვნად ძლიერდება ადენოზინტრიფოსფატას, ციტოქრომოქსიდაზას და სუქცინატდეჰიდროგენაზას აქტივობა. კარდიომიოციტებში მნიშვნელოვნად მატულობს აგრეთვე რიბონუკლეინის მჟავასა და გლიკოგენის რაოდენობა.
Under the influence of treatment with supetine an increased enzymatic activity of adenosine triphosphatase, cytochrome oxidase, and succinic hydrogenase as well as an increased content of glycogen and ribonucleic acid in cardiomyocytes was noted.
2942.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ჰიდროტექნიკა
გარეცხვის შედეგად შეწონილი გრუნტისათვის ბალანსის ერთგანზომილებიანი დიფერენციალური განტოლების მიახლოებითი ინტეგრების შედეგად მიღებულია საანგარიშო ფორმულები, რომლებიც იძლევიან პროგნოზული ანგარიშების ჩატარების საშუალებას ადგილობრივი გარეცხვის შესაძლო მაქსიმალური სიდიდეების დადგენისათვის დროის ფაქტორის მხედველობაში მიღებით.
The washout caused in tailrace canals by the destructive action of water-containing sediments has been studied. An approximate integration of one-dimensional differential differential equation of the sediment balance has been used to obtain design formulae that permit to calculate the biggest depth of a local washout pit according to the time factor.
2943.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
გადამცემი მახასიათებლის პარამეტრებისათვის დადგენილია პირობები, რომელთა შესრულებისას უზრუნველყოფილია ლოგიკური ინფორმაციის დაუმახინჯებელი გადაცემა და საერთოდ წრედის მაღალი დაბრკოლებამდგრადობა.
The transfer characteristic requirements are formulated, the fulfilment of which ensures a nondistorted transfer of logical information and a high noise-immunity of the whole circuit.
2944.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ნაშრომში განსაზღვრულია ამოცანის შესრულების საშუალო დრო იმ შემთხვევაში, როცა სისტემაში შეიძლება მოხდეს ერთი სახის მტყუნებები, ხოლო მტყუნებებს შორის დრო და აღდგენის დრო განაწილებულია ზოგადი კანონით.
The mean time of task solution is defined with account of the fact that a stable kind of failures may occur in the system, and the time between neighbouring failures and the recovery time are distributed in accordance with the arbitrary law.
2945.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ბიოქიმია
დადგენილია C<sup>14</sup>-ჰიდროქინონ-პეპტიდური კონიუგატების ამინომჟავური შედგენილობა და რადიოაქტიული კომპონენტის ქიმიური ბუნება.
The amino acid composition involved in C<sup>14</sup>-hydroquinone-peptide conjugation and the chemical nature of the radioactive component have been ascertained.
2946.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ბიოქიმია
23 ავადმყოფისა და 27-კაციანი საკონტროლო ჯგუფის გამოკვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ქრონიკული ენტეროკოლიტის გამწვავების ფაზაში შემაერთებელი ქსოვილის პარამეტრები შეცვლილია: ოქსიპროლინის შემცველობა სისხლში მომატებულია შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ჰიადრონიდაზას აქტივობა კი მომატებულია 8 და შემცირებულია 15 შემთხვევაში.
Twenty-three patients with chronic enterocolitis were investigated. The control group comprised 27 practically healthy persons. The results indicate changes of connective tissue parameters: the content of oxyproline is increased in the blood of a great majority of patients; hyaluronidase activity was enhanced in 8 cases and lowered in 15 cases.
2947.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ბოტანიკა
ნაშრომში პირველადაა დადგენილი Barbarea ketzkhovelii T. Mardalejschvili სახეობის ქრომოსომთა რიცხვი 2n=16.
The chromosome number of the species Barbarea ketzkhovelii T. Mardalejschvili has been established by the author for the first time.
2948.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, გეოფიზიკა
დადგენილია ბარული დახრების უპირატესი მიმართულება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და პირიქით ატმოსფერული წნევის რეგიონალური ზემოქმედების შემთხვევაში, რაც ახსნილია დაკვირვებების ადგილის გეოლოგიური სტრუქტურის თავისებურებათა გათვალისწინებით.
The predominant direction of tilts from north-west to south-east, caused by regional barometric influence has been established. The geological structure of the site of observations is considered to be important for interpretation.
2949.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, დრეკადობის თეორია
დრეკადობის თეორიის პირველი სასაზღვრო ამოცანა შედგენილი სიბრტყისათვის გამყოფი ზედაპირის პერპენდიკულარული ნახევრადუსასრულო ჭრილით.
First basic problem for a piecewise homogeneous plane with a semi-infinite crack perpendicular to the interface.
2950.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, დრეკადობის თეორია
ორი იზოტროპული ნახევარსიბრტყისაგან შედგენილი სიბრტყისათვის, რომელიც შეიცავს z=x+iy კომპლექსურ სიბრტყეზე x=0 გამყოფი ზედაპირის პერპენდიკულარულად მკვეთ ჭრილს, ამოხსნილია სასაზღვრო ამოცანა, როცა ჭრილის ნაპირებზე მოცემულია სიმეტრიული ნორმალური დატვირთვები.
The first basic problem of the theory of elasticity is solved for a plane composed of two isotropic half-planes with a semi-infinite crack intersecting the interface x=0 on a complex plane z=x+iy at the right angle, when symmetric normal stresses are prescribed at the crack edges.
2951.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ელექტროქიმია
საანგარიშო მეთოდის გამოყენებით მიღებული შედეგების ორი ექსპერიმენტული მეთოდით მიღებულ შედეგებთან შედარებისას, დადგენილია მათი დამაკმაყოფილებელი დამთხვევა.
One calculation and two experimental methods were used. The coincidence of the results was satisfactory.
2952.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ როგორც ტერმინალურ, ისე გაცოცხლების შემდგომ სხვადასხვა ვადებში ციტოპლაზმური რნმ-ის რაოდენობა შემცირებულია.
In the terminal period, as well as after revivification, cytoplasmic RNA quantity was found to be decreased.
2953.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
მომხმარებელთა დისპლეებზე მუშაობის გრაფიკის შედგენის ამოცანა.
The problem of drawing the users’ work sequence schedule at the displays.
2954.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
მოყვანილია მათემატიკური მოდელი და გათვლის სქემა, რომელიც ემყარება გეგმების მიმდევრობითი აგების მოდიფიცირებულ ალგორითმს და საშუალებას იძლევა ამოიხსნას მომხმარებელთა დისპლეებზე მუშაობის გრაფიკის შედგენის ამოცანა.
A mathematical model and computation scheme corresponding to a modified algorithm of a sequential building of plans are presented, allowing to solve the sequence of the users’ work at the displays.
2955.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
შემოტანილია და შესწავლილი სობოლევის თანაბარი სივრცეები, რომელთა დახმარებით დადგენილია თანაბრად ელიფსური ოპერატორების არსებითად თვითშეუღლებადობა აგებულ ალგებრაში.
Uniform Sobolev spaces are introduced, studied, and used to prove the essential self-adjointness of uniformly elliptic operators on the group.
2956.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
დადგენილია ამოცანის ამოხსნადობის პირობები.
The solvability conditions are established.
2957.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
დადგენილია ამოცანის ამოხსნადობის პირობები.
The solvability conditions are established for the problem.
2958.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
ნაშრომში დადგენილია ფურიეს ჯერადი ტრიგონომეტრიული მწკრივებისა და მათი უარყოფითმაჩვენებლიანი ჩეზაროს საშუალოების ზოგიერთი აპროქსიმატული თვისება ფუნქციის უწყვეტობისა და ცვლილების მოდულების ტერმინებში.
For multiple trigonometric Fourier series, statements are presented that characterize the approximate properties of Fourier series of moduli continuity and variation of functions.
2959.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
კერძოდ, დადგენილია სუონის K-თეორიის იზომორფიზმი კარუბის ტოპოლოგიურ K-თეორიასთან რიცხვთა ველზე ბანახის ალგებრების კატეგორიაში.
In particular, the isomorphism of Swan’s K-theory with Karoubi’s topological K-theory in the category of Banach algebras over the field of real numbers is obtained.
2960.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
წონასწორობის დიფერენციალური განტოლების ამოხსნის საფუძველზე დადგენილია, რომ ინსტრუმენტზე ლითონის ხვედრითი წნევის ცვალებადობას დეფორმაციის კერაში აქვს პარაბოლური ხასიათი.
The solution of an equilibrium differential equation, has shown that metal pressure on the instrument in the centre of deformation varies parabolically.