ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3001.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი IV
სიდნი თაროუ ასე აღწერს ღატაკ, არასამოქალაქო მეცოჯორნოს: სამხრეთ იტალიაში პოლიტიკას დიდი ძალა აქვს.
As Sidney Tarrow describes the impoverished, uncivic Mezzogiorno: Political capacity in southern Italy is highly developed.
3002.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი IV
„ძლიერი დემოკრატიის“ ბენჯამინ ბარბერისეული ხედვა კარგად გამოკვეთს სამოქალაქო თემის იმ თვისებას, რაც ჩვენი კვლევიდანაც გამომდინარეობს: ძლიერი დემოკრატია ემყარება იდეას მოქალაქეთა ისეთი ერთობის შესახებ, რომელიც თავად მართავს საკუთარ თავს.
Benjamin Barber's vision of "strong democracy" captures the character of the civic community as it emerges from our Italian explorations: Strong democracy rests on the idea of a self-governing community of citizens.
3003.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი IV
ამ მოქალაქეებს აერთიანებთ არა იმდენად ერთგვაროვანი ინტერესები, რამდენადაც სამოქალაქო განათლება, ასევე საერთო მიზანი და შეთანხმებული მოქმედება, რაც მათი სამოქალაქო დამოკიდებულებებისა და სამოქალაქო მონაწილეობის წამახალისებელი ინსტიტუტების არსებობის შედეგი უფროა, ვიდრე მათივე ალტრუიზმისა და კეთილი ბუნებისა.
These citizens are united less by homogeneous interests than by civic education and who are made capable of common purpose and mutual action by virtue of their civic attitudes and participatory institutions rather than their altruism or their good nature.
3004.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ბოლონიამ სახელი თავისი ახალი სამართლის სკოლით გაითქვა, რომელიც კომუნების იტალიის დედაქალაქის როლს ასრულებდა.
Bologna, with its renowned school of law, played the role of capital of communal Italy.
3005.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ამ ვაჭრებმა, მსოფლიო კომერციის მამებმა და ევროპული კაპიტალიზმის დამფუძნებლებმა, თავიანთი სავაჭრო იმპერია ჩინეთიდან გრენლანდიამდე განავრცეს.
These merchants, masters of the commerce of the world and founders of European capitalism, extended their empire of trade from China to Greenland.
3006.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
გენუაში, პიზაში, ვენეციაში და, ცოტა მოგვიანებით, ფლორენციაში, ახალ-ახალი სამართლებრივი სტრატეგიები შემოდიოდა ხმარებაში კაპიტალის გასაზრდელად და პარტნიორობის დასამყარებლად.
In Genoa, Pisa, Venice, and a bit later in Florence, new legal strategies for raising capital and creating partnerships were coming into vogue.
3007.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
სამხრეთი, პირიქით, გადაურჩა ასეთ განადგურებას.
The South, on the other hand, escaped much of this destruction.
3008.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ურთიერთდახმარების საზოგადოების ფუნქციებში შედიოდა: დახმარების გაცემა მოხუცებული და შრომის უუნარო წევრებისათვის, გარდაცვლილთა ოჯახებისათვის; კომპენსაციის გაცემა უბედური საწარმოო შემთხვევის დროს; უმუშევართა შენახვა; სამუშაოს საძებნელად სხვა ქალაქს წასულთა მატერიალური უზრუნველყოფა; დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება; საავადმყოფოს ხარჯები ორსულთათვის და მათი ბავშვების სამედიცინო უზრუნველყოფა; წევრთათვის და მათი ოჯახებისათვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა ღამის სკოლების, სასწავლო კურსების, ხელოვნების წრეებისა და მცირე ბიბლიოთეკების ორგანიზებით.
The functions of the mutual aid societies included: benefits to aged and incapacitated members and those otherwise unable to work; Aid to families of deceased members; Compensation for industrial accidents; Payments to unemployed workers; Monetary encouragement to members traveling in search of jobs; Compensation of the funeral expenses; Nursing and maternity care; The provision of educational opportunities for members and their families, including night schools, elementary instruction, arts and crafts, and circulating libraries.
3009.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
თანდაყოლილი უნდობლობა, რომელიც ამ რეგიონებში მთელ საზოგადოებრივ სხეულს მსჭვალავს, უამრავ ანდაზაში აისახა.
The primeval mistrust that rent the social fabric in these regions was captured in innumerable proverbs.
3010.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
1915 წელს ემილია-რომანიაში თვრამეტჯერ მაღალი იყო ერთ სულ მოსახლეზე კოოპერატივების წევრობის რიცხვი, ვიდრე მოლიზეში.
By 1915, cooperative membership per capita was eighteen times greater in Emilia-Romagna than in Molise.
3011.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
მიუხედავად მიგრაციული ტალღების, ეკონომიკური ცვლილებებისა და სოციალური ძვრებისა, რომლებმაც ნახევარკუნძულს ლამის ყოველ ათწლეულში გადაუარა, თანამედროვე სამოქალაქო ნორმები და პრაქტიკა ინახავს დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბებულ რეგიონულ ტრადიციებს.
Despite the massive waves of migration, economic change, and social upheaval that have swept along the peninsula in the intervening decades, contemporary civic norms and practices recapitulate regional traditions that were well established long ago.
3012.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
თუ ევროგაერთიანების ოთხმოც რეგიონს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლების მიხედვით დავალაგებთ, დავინახავთ რომ ემილია-რომანიამ 1970 -1988 წლებში 45-ე ადგილიდან მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.
If we rank the eighty regions of the European community by GDP per capita we will see thay Emilia-Romagna jumped from 45th to 17th place between 1970 and 1988.
3013.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ჩრდილოეთის სავარგულები უფრო პროდუქტიული იყო და, ამდენად, გაერთიანების მომენტისათვის ჩრდილოეთში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 15-20 პროცენტით მეტი იყო.
Northern farms were more productive, and thus per capita income was probably 15-20 percent higher in the North at the time of Unification.
3014.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
1980-იანი წლების შუახანებისათვის ჩრდილოეთში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 80 პროცენტით მეტი იყო.
By the mid-1980s, per capita income was more than 80 percent higher in the North.
3015.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
სამხრეთის „მორალური სიღარიბე“, ადამიანური კაპიტალის არარსებობა და პატრონ-კლიენტური ურთიერთობები.
The "moral poverty" and absence of human capital along with the culture of patron-clientelism.
3016.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
სოციალური კაპიტალი და ინსტიტუციური წარმატება.
Social Capital and Institutional Success.
3017.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
მეთვრამეტე საუკუნის შოტლანდიელი ფილოსოფოსი დევიდ იუმი ერთგან მარტივ იგავს გვთავაზობს, რომელიც წარმოაჩენს იმ დილემას, რაც რაციონალურ საზოგადოებრივ სულისკვეთებას ახასიათებს: შენი ხორბალი დღეს ასაღებად მზადაა; ჩემი ხვალ იქნება.
David Hume, the eighteenth-century Scottish philosopher, offered a simple parable that captures the essential dilemma that confounds rational public-spiritedness: Your corn is ripe to-day; mine will be so to-morrow.
3018.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
პატიმრის დილემაში განმხოლოებულ თანამზრახველებს ეუბნებიან, რომ თუ თანამზრახველს გასცემს, სასჯელს აიცდენს, მაგრამ თუ თავად არაფერს იტყვის, ხოლო პარტნიორი კი აღიარებს, მას განსაკუთრებით მკაცრად დასჯიან.
In the prisoner's dilemma, a pair of accomplices is held incommunicado, and each is told that if he alone implicates his partner, he will escape scot-free, but if he remains silent, while his partner confesses, he will be punished especially severely.
3019.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
სოციალური კაპიტალი, ნდობა და როტაციული საკრედიტო ასოციაციები.
Social capital, trust and rotating credit associations.
3020.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ნებაყოფილობითი თანამშრომლობა უფრო ადვილია იმ თემში, რომელსაც მემკვიდგრეობით ერგო დიდი სოციალური კაპიტალი ნაცვალგების ნორმებისა და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების სახით.
Voluntary cooperation is easier in a community that has inherited a substantial stock of social capital, in the form of norms of reciprocity and networks of civic engagement.