ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3021.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
როგორც კი ერთხელ უნდობლობა ფესვს გაიდგამს, მერე ძნელი ხდება იმის გარკვევა, რამდენად მართებული იყო მისი წარმოშობა, რადგან მას კვლავწარმოების უნარი ახასიათებს.
Once distrust has set in it soon becomes impossible to know if it was ever in fact justified, for it has the capacity to be self-fulfilling.
3022.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
სოციალური კაპიტალის სხვა ფორმებსაც, როგორიცაა საზოგადოებრივი ნორმები და ქსელები, მოხმარება ზრდის, ხოლო მოუხმარებლობა ამცირებს.
Other forms of social capital, too, such as social norms and networks, increase with use and diminish with disuse.
3023.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ამ მიზეზთა გათვალისწინებით, უნდა მოველოდეთ, რომ სოციალური კაპიტალის შექმნა სიქველის წრეს წარმოშობს, ხოლო გაქრობა – მანკიერ წრეს.
For all these reasons, we should expect the creation and destruction of social capital to be marked by virtuous and vicious circles.
3024.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
სოციალური კაპიტალის, როგორებიცაა ნდობა, ნორმები და ქსელები, ერთი სახასიათო თვისება ისაა, რომ იგი საზოგადო კაპიტალია, მაშინ როცა კაპიტალი, ფულადი სახით, ჩვეულებრივ, კერძო პირებს ეკუთვნით.
One special feature of social capital, like trust, norms, and networks, is that it is ordinarily a public good, unlike conventional capital, which is ordinarily a private good.
3025.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
„სოციალური კაპიტალი სოციალური სტრუქტურის ატრიბუტია და იგი არ ეკუთვნის პირადად მათ, ვინც მისი არსებობით იღებს სარგებელს.“
"As an attribute of the social structure in which a person is embedded, social capital is not the private property of any of the persons who benefit from it."
3026.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
საზოგადო მოხმარების ყველა საქონლის მსგავსად, სოციალურ კაპიტალსაც, ხშირად, კერძო აგენტები ნაკლებად აფასებენ და მის წარმოქმნაში წვლილიც ნაკლებად შეაქვთ.
Like all public goods, social capital tends to be undervalued and undersupplied by private agents.
3027.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ეს ნიშნავს, რომ სოციალური კაპიტალი, კაპიტალის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, ხშირად უნდა იქმნებოდეს, როგორც სხვა სოციალურ ქმედებათა თანაპროდუქტი.
This means that social capital, unlike other forms of capital, must often be produced as a by-product of other social activities.
3028.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ნდობა სოციალური კაპიტალის არსებითი კომპონენტია.
Trust is an essential component of social capital.
3029.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
სოციალური კაპიტალის მუდმივად დაგროვება არსებითი ნაწილია იმის გასაგებად, თუ რა დგას იტალიის სამოქალაქო სიქველის უკან.
The steady accumulation of social capital is a crucial part of the story behind the virtuous circles of civic Italy.
3030.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ზოგჯერ ამ გარეგან გამოხატულებათა დაფიქსირება შესაძლებელია საბაზრო მექანიზმების მეშვეობით, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია.
Sometimes externalities can be captured through a market exchange, but often they cannot.
3031.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
განზოგადებული ნაცვალგების ნორმა სოციალური კაპიტალის ძალზედ პროდუქტიული კომპონენტია.
The norm of generalized reciprocity is a highly productive component of social capital.
3032.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ყოველ საზოგადოებაში – თანამედროვე იქნება თუ ტრადიციული, ავტორიტარული თუ დემოკრატიული, ფეოდალური თუ კაპიტალისტური –ახასიათებს ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და გაცვლის ქსელები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური.
Any society—modern or traditional, authoritarian or democratic, feudal or capitalist—is characterized by networks of interpersonal communication and exchange, both formal and informal.
3033.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
რეალობაში, რა თქმა უნდა, თითქმის ყოველგვარი ურთიერთობა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ურთიერთობების ნაზავია: ბოულინგის მოთამაშე გუნდებსაც კი ჰყავთ კაპიტნები, ხოლო ციხის ზედამხედველები ხანდახან პატიმრებსაც უძმაკაცდებიან.
In the real world, of course, almost all networks are mixes of the horizontal and the vertical: Even bowling teams have captains, while prison guards occasionally fraternize with inmates.
3034.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
სამოქალაქო აქტივობის ქსელები სოციალური კაპიტალის არსებითი ფორმაა: რაც უფრო ხშირია ეს ქსელი თემში, მით მეტია შანსი, რომ თემის წევრები საერთო სარგებლისათვის ითანამშრომლებენ.
Networks of civic engagement are an essential form of social capital: The denser such networks in a community, the more likely that its citizens will be able to cooperate for mutual benefit.
3035.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ის ფაქტი, რომ ვერტიკალური ბმები ნაკლებ საიმედოა კოლექტიური ქმედების დილემების გადასაჭრელად, ვიდრე ჰორიზონტალური კავშირები, შეიძლება იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა მე-18 საუკუნეში კაპიტალიზმი უფრო ეფექტური, ვიდრე ფეოდალიზმი, და მე-20 საუკუნეშიც დემოკრატიამ რატომ გამოავლინა მეტი ეფექტურობა, ვიდრე ავტოკრატიამ.
The fact that vertical networks are less helpful than horizontal networks in solving dilemmas of collective action may be one reason why capitalism turned out to be more efficient than feudalism in 18th century, and why democracy has proven more effective than autocracy in 20th century.
3036.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რატომაც არის სამოქალაქო აქტივობის ქსელები ნებისმიერი თემის სოციალური კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
This is another reason why networks of civic engagement are such an important part of a community's stock of social capital.
3037.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
მაგალითად, ჯოელ მიგდალი ამტკიცებს: სოციალურ სტრუქტურას, კერძოდ კი იმ უამრავ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომლებიც ეფექტურ საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებენ, გადამწყვეტი [უარყოფითი] ზეგავლენა აქვთ იმაზე, რამდენად შეძლებს სახელმწიფო, გაზარდოს თავისი შესაძლებლობები.
Joel Migdal, for example, has recently argued: social structure, particularly the existence of numerous other social organizations that exercise effective social control, has a decisive [negative] effect on the likelihood of the state's greatly expanding its capabilities.
3038.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ამ თავში გადმოცემული ჩვენეული თეორია გვეხმარება ავხსნათ, რატომ ახალისებს სამოქალაქო აქტივობის ჰორიზონტალურ ქსელებში განფენილი სოციალური კაპიტალი პოლიტიკური ერთობისა და ეკონომიკის ქმედითობას და არა პირიქით: ძლიერია საზოგადოება, ძლიერია ეკონომიკაც; ძლიერია საზოგადოება, ძლიერია სახელმწიფოც.
The theory sketched in this chapter helps explain why social capital, as embodied in horizontal networks of civic engagement, bolsters the performance of the polity and the economy, rather than the reverse: Strong society, strong economy; strong society, strong state.
3039.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ნებაყოფილობითი თანამშრომლობა (როტაციული საკრედიტო ასოციაციების მსგავსად) სოციალურ კაპიტალს ეყრდნობა.
Voluntary cooperation (like rotating credit associations) depends on social capital.
3040.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
სოციალური კაპიტალის ფონდები, როგორიცაა ნდობა, ნორმები, კავშირები, კვლავწარმოებადია და დაგროვებადი.
Stocks of social capital, such as trust, norms, and networks, tend to be self-reinforcing and cumulative.