ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3741.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
სხვა საქმეში კომისიამ უფრო შეზღუდული მიდგომა გამოიყენა და უარყო განაცხადი, ვინაიდან განმცხადებელმა ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ დაცვის მოსამზადებლად არსებული დროის სიმცირე წარმოადგენდა დაბრკოლებას.
The Commission, using the more restrictive approach, rejected an earlier application on the basis that the applicant had not shown that the scarcity of time available for the preparation of the hearing had actually constituted a handicap.
3742.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 10
შეიძლება თვით ყველაზე გონიერმა და გაწონასწორებულმა ადამიანმა დაკარგოს რაციონალური ანალიზისა და საკუთარი ქმედების შედეგების შეფასების უნარი, როცა დავაში ემოციურად ჩართული აღმოჩნდება.
This can result in generally reasonable and well-controlled persons losing their capacity for rational analysis and insight into the consequences of their actions as soon as they are themselves emotionally involved in a dispute.
3743.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 10
როგორც კომისიამ, ისე სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ასეთ ვითარებას ჰქონდა ადგილი საქმეში მეგიერი გერმანიის წინააღმდეგ, რომელშიც განმცხადებელი იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.
The Commission and the Court both found that the required conditions existed in the case of Megyeri vs Germany, because the applicant was not in full possession of his mental capacities.
3744.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 10
ზემოთ აღწერილი ქცევა, რომელიც სასამართლო წესრიგს არღვევს, შეიძლება განიმარტოს როგორც უფლებაზე ნაგულისხმები უარის თქმა.
Misbehaviour as described above can be interpreted as an implicit waiver if the accused is capable of acting responsibly.
3745.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 10
სასამართლომ არ გამორიცხა იმ ბრალდებულთა წინააღმდეგ გარკვეული სანქციების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც შეგნებულად უარს აცხადებდნენ სასამართლოში გამოცხადებაზე: „ბრალდებულის გამოცხადებას დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს უნდა შეეძლოს უსაფუძვლო გამოუცხადებლობის აღკვეთა”.
The Court did not exclude the possibility that some sort of sanction could be applied against an accused who willfully refused to appear for trial: ‘It is of capital importance that a defendant should appear, the legislature must accordingly be able to discourage unjustified absences’.
3746.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 10
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მოწვეულმა „დამოუკიდებელმა ექსპერტებმა”, რომელთაც უნდა განესაზღვრათ აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, არ ისურვეს იმ სასამართლო განხილვათა სამართლიანად ცნობა, რომლებშიც ბრალდებულებმა, მთავრობის მტკიცებით, უარი თქვეს დამცველის დახმარებაზე იმის მიუხედავად, რომ ემუქრებოდათ სიკვდილით დასჯა ან ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
In a different context, the ‘Independent Experts’ called upon by the Secretary General of the Council of Europe to determine whether certain detainees in Azerbaijan were political prisoners or not were very reluctant to accept proceedings as fair where the accused had allegedly waived the assistance of counsel despite the threat of capital punishment or a very long prison sentence.
3747.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 10
თუმცა სასამართლომ ასევე განაცხადა: „საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ეს შეზღუდვა შეიძლება მაინც თავსებადი იყოს მართლმსაჯულების ინტერესებთან, რადგან განმცხადებლებს აშკარად შეეძლოთ განმარტებების გაკეთება მათთვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებულ ძალიან მარტივ ფაქტებზე”.
However, the Court added: ‘In the circumstances of the case, this restriction could nonetheless be reconciled with the interests of justice since the applicants were certainly not incapable of personally providing explanations on the very simple facts of the charges levelled against them’.
3748.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 10
სინამდვილეში სრულებით ნორმალურია, რომ დამცველის მომსახურების გაწევის უფლებამოსილება (როგორც მინიმუმ, პროფესიული საქმიანობა) შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმ პირებით, რომელთაც გააჩნიათ იურისტის კვალიფიკაცია, კონკრეტულ იურისდიქციაში საადვოკატო საქმიანობის ნებართვა და სასამართლოს წინაშე ეფექტიანად გამოსვლის უნარის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
It is, in fact, quite normal that any (at least any professional) defence activity is restricted to persons who have qualified as lawyers, who are permitted to practise law in the particular jurisdiction, and who are certified as capable of effectively appearing before the competent courts.
3749.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 10
ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური ან გონებრივი უნარშეზღუდულობა ან უბრალოდ საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობა.
It may be a physical or a mental handicap or simply a lack of necessary skills.
3750.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | წინასიტყვაობა
პაპუა-ახალი გვინეას დედაქალაქ პორტ-მორზბიდან ავსტრალიაში მდებარე კერნსამდე ან ბრისბენამდე სულ რამდენიმე საათის საფრენია, მაგრამ გარკვეული გაგებით, ამ ფრენისას ხდება პოლიტიკური განვითარების რამდენიმე ათასეული წლის გადაკვეთა.
It takes only a couple of hours to fly from Port Moresby, Papua New Guinea’s capital, to Cairns or Brisbane in Australia, but in that flight one is in some sense traversing several thousand years of political development.
3751.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
21-ე საუკუნის დასაწყისში, ლიბერალური დემოკრატია, როგორც მმართველობის სტანდარტული ფორმა, პოლიტიკური ლანდშაფტის საყოველთაოდ აღიარებულ ნაწილად იქცა.
Liberal democracy as the default form of government became part of the accepted political landscape at the beginning of the twenty-first century.
3752.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
თანამედროვე გლობალურმა კაპიტალიზმმა დაამტკიცა, რომ იგი იმაზე მეტად პროდუქტიული და დოვლათის შემქმნელია, ვიდრე ამაზე 1800 წლამდე იოცნებებდა ვინმე.
Modern global capitalism has proved to be productive and wealth-creating beyond the dreams of anyone living before the year 1800.
3753.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა თითქმის გაოთხმაგდა, და აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ღია სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით, განვითარებულ სამყაროს შეუერთდა, თუმცა, გლობალურმა კაპიტალიზმმა მაინც ვერ გამონახა გზები ძლიერი რყევების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით საფინანსო სფეროში.
In the period following the oil crises of the 1970s, the size of the world economy almost quadrupled, and Asia, based on its openness to trade and investment, saw much of its population join the developed world, but global capitalism has not found a way to avoid high levels of volatility, particularly in the financial sector.
3754.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
არასტაბილურობამ კულმინაციას მიაღწია 2008-2009 წლების დიდი კრიზისის დროს, რომელმაც, ალბათ სრულიად სამართლიანად, გლობალური კაპიტალიზმის სამშობლოს – აშშ-ს დაარტყა.
This instability culminated, perhaps with poetic justice, in the great crisis that struck the US, the home of global capitalism, in 2008–2009.
3755.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნები განაგრძობენ ეკონომიკურ განვითარებას გლობალურ კაპიტალიზმში მონაწილეობის გზით, თუმცა, აშკარაა, რომ პოლიტიკურად ჯერჯერობით ვერ მოიძებნა კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი არასტაბილურობის მართვის სწორი მარეგულირებელი მექანიზმები.
China, India, Brazil, and any number of other so-called emerging market countries continue to perform well economically based on their participation in global capitalism, but it is clear that the political job of finding the right regulatory mechanisms to tame capitalism’s volatility have not yet been found.
3756.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
ჩინეთის სწრაფი ზრდა ხშირად შურსა და ინტერესს იმსახურებს, მაგრამ ავტორიტარული კაპიტალიზმის ეს მოდელი საკმაოდ კომპლექსურია აღსაწერად და კიდევ უფრო რთულია მისი განმეორება სხვა განვითარებად ქვეყნებში.
China’s rapid growth incites envy and interest, but its exact model of authoritarian capitalism is not one that is easily described, much less emulated, by other developing countries.
3757.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
მაგრამ მხოლოდ ერთეულ მთავრობებს თუ ძალუძთ ორივე, რადგან, როგორც წესი, ინსტიტუტები არის სუსტი, კორუმპირებული, განიცდის რესურსების ნაკლებობას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს.
But few governments are actually able to do both, because institutions are weak, corrupt, lacking capacity, or in some cases absent altogether.
3758.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკას დემოკრატიული მთავრობების სუვერენიტეტი ბაზრების სუვერენიტეტით უნდა ჩაენაცვლებინა: თუკი საკანონმდებლო ორგანო ზედმეტ რეგულაციებს მიიღებდა ან ვაჭრობას შეზღუდავდა, იგი დაისჯებოდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიერ და იძულებული იქნებოდა, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც რაციონალურად ჩათვლიდნენ გლობალური კაპიტალის ბაზრები.
A global capitalist economy would replace the sovereignty of democratic governments with the sovereignty of the market: if a legislature voted for excessive regulation or restricted trade, it would be punished by the bond market and forced to adopt policies deemed rational by global capital markets.
3759.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
ნიგერიაში იმდენივე ფილმს იღებენ, რამდენსაც ცნობილ ინდურ ბოლივუდში – მაგრამ ამ ფილმებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოიტანოს მოგება, რადგან სახელმწიფოს არ შეუძლია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და უკანონო ასლების წარმოების აღკვეთა.
Nigeria has a film industry that produces as many titles as India’s famed Bollywood, but films have to earn a quick return because the government is incapable of guaranteeing intellectual property rights and preventing products from being copied illegally.
3760.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 1
თანამედროვე პოლიტიკის სასწაულია იმ ქვეყნების არსებობა, რომლებსაც შეუძლია ამ წონასწორობის მიღწევა, რადგან მათი გაერთიანება თავისთავადი სულაც არაა.
The fact that there are countries capable of achieving this balance constitutes the miracle of modern politics, since it is not obvious that they can be combined.