ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
361.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ თირკმლის, ღვიძლისა და ელენთის ექსტრაქტები შეიცავს საერთო ანტიგენების ჯგუფს.
Extracts of the heart, kidney, liver and spleen have been found to contain a group of common antigens.
362.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ექსპერიმენტული მედიცინა
თირკმელს აქვს საერთო ანტიგენი ღვიძლთან და ელენთასთან.
The kidney has a common antigen with the liver and spleen.
363.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ექსპერიმენტული მედიცინა
საერთო ანტიგენების გარდა გული, თირკმელი და ღვიძლი შეიცავს ორგანოსპეციფიკურ ანტიგენს; ელენთაში კი ორგანოსპეციფიკური ანტიგენის აღმოჩენა არ მოხერხდა.
Besides common antigens, the heart, kidney and liver contain organospecific antigens. The authors failed to detect an organospecific antigen in the spleen.
364.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მორეგენირე კუნთოვანი ელემენტების სტრუქტურულ ცვლილებათა თავისებურებანი დაკეპილ განივზოლიანი კუნთის აუტოტრანსპლანტატში ვიტამინ B<sub>12</sub> და პიროგენალის მოქმედებისას.
Peculiarities of the structural changes of the regenerative muscle elements in the transplant from cut striated muscle under the action of Vitamin B<sub>12</sub> and Pyrogenal.
365.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია თაგვების ესტრალური ციკლის მიმდინარეობა და საკვერცხეების ზოგიერთი უჯრედის - მომწიფებული, მოზარდი ფოლიკულების გრანულოზური, აგრეთვე თეკა-უჯრედებისა და ყვითელი სხეულის უჯრედების მორფომეტრიული თავისებურებანი ცხოველების რადიაქტიური კობალტის გამა-სხივებით 0,036 რენტგენით დასხივების პირობებში.
A morphological investigation was made of some cells of the mouse ovary, such as granulose and theca cells of growing and mature follicules, as well as of yellow body cells. The animal were exposed to γ-ray irradiation of Co<sup>60</sup> for 15 months, receiving 0,036 r/daily.
366.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ციტომეტრული მეთოდით დადგენილია სხვაობა ჰიპერტროფიისა და ჰიპერპლაზიის პროცესების მიმდინარეობაში კომპენსატორულად და რეგენერაციულად ჰიპერტროფირებული თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი ნივთიერების ყველა ზონის უჯრედებში ოპერაციიდან 1, 2, 3, 5, 7, 14, 30, 60 და 90 დღის შემდეგ.
A cytometric study has revealed a difference in the course of hypertrophic and hyperplastic processes in cells of all the areas of the substance of compensatory and regeneratively hypertrophied adrenal cortex within 1, 2, 3, 5, 7, 14, 30, 60 and 90 days of operation.
367.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგენილია, რომ ქორიონის ბუსუსების სინციტური საფარის, სინციტური კვანძების, იზოლირებული სინტროფობლასტისა და დეციდურ უჯრედებში ნიკოტინამიდ-ადენინ-დინუკლეოტიდ (ნად) და ნად-ფოსფატ (ნადფ)-დიაფორაზების, Δ<sup>5</sup>-3β-ოქსისტეროიდდეჰიდროგენაზის (ნად და ნადფ-დამოკიდებული ფორმების) აქტივობა ვლინდება უკვე ორსულობის მეშვიდე კვირიდან. ნად და ნადფ დიაფორაზები ვლინდება აგრეთვე ბუსუსოვანი ქორიონისა და პლაცენტის სხვა უჯრედოვან ელემენტებშიც.
It has been ascertained that the activity of NAD (nicotinamide-adenine-dinucleotide) and NADP (NAD-phosphate)-diaphorases are revealed as early as from the seventh week of pregnancy in the cells of syncytial villus lining, syncitial nodules, in the isolated syntrophoblast and in the decidual cells.
368.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ზოგადი და არაორგანული ქიმია
მოცემულია Mn, Co, Ni და Zn სელენოციანატების N-მეთილფორმამიდთან ურთიერთქმედების შედეგად მიღებული M (NCSe)2 4MФA შედგენილობის პროდუქტების შთანთქმის ინფრაწითელი და რენტგენოგრაფიული მეთოდებით მიღებული გამოკვლევის შედეგები (MФA–N-მეთილფორმამიდი).
The results are presented of an investigation by the methods of IR – absorption spectra and roentgenography of the products of interaction of the selenocyanates Mn, Co, Ni and Zn with N-methyl formamide of M (NCSe)2 4MФA composition (where MФA is N-methyl formamide).
369.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, კიბერნეტიკა
სატეხის ქანებთან ურთიერთქმედებისა და კავზე დაძაბულობის განტოლებების საფუძველზე შედგენილია დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, რომლითაც აიწერება დახრილი ჭაბურღილის ბურღვის პროცესი.
On the basis of equations of interaction of the bit with the rock and hook load rating a system of differential equations describing the process of drilling slant holes is built.
370.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, კიბერნეტიკა
1. არის თუ არა ორ ფოტოსურათზე წარმოდგენილი გამოსახულება კონგრუენტული?
(a) are the images represented on two photos congruent?
371.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, კიბერნეტიკა
2. არის თუ არა ორ ფოტოსურათზე წარმოდგენილი გამოსახულება მსგავსი?
(b) are the images represented on two photos similar?
372.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, მათემატიკა
დადგენილია, რომ ბანახის სივრცეში მნიშვნელობების მქონე სტაციონარული პროცესის სპექტრალური სიმკვრივის ფაქტორიზებადობა ექვივალენტურია მისი რეგულარობისა.
It is established that the factorizability of the spectral density of the Banach space valued stationary process is equivalent to its regularity.
373.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, მანქანათმცოდნეობა
n-ური რიგის არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის კერძო ამოხსნის სტრუქტურული ანალიზის საფუძველზე დადგენილია პარამეტრების ისეთი თანაფარდობა, რაც განსახილველ სისტემებში უზრუნველყოფს დინამიკური დატვირთვის მინიმალურ მნიშვნელობებს.
An attempt is made – on the basis of the structural analysis of a particular solution of n-order differential equations written in the formal shape – to determine such correlations of parameters in the functioning of which the dynamic forces in the system will be minimal.
374.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, მეტალურგია
დადგენილია, რომ ფოლადის 00X18H20-ის 1% სილიციუმის ლეგირება უფრო ეფექტურია, ვიდრე 2%-ით ლეგირება.
It has been established that it is more effective to alloy steel 00X18H20 by 1% rather than by 2% by silicon.
375.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, მცენარეთა ფიზიოლოგია
რენტგენის სხივების გავლენა ზოგიერთი ბოსტნეული მცენარის ფოთლის უჯრედის სიდიდეზე.
The effect of X-rays on the cell size of the leaves of some vegetables.
376.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, მცენარეთა ფიზიოლოგია
დადგინდა, რომ ისპანახის ფოთლის უჯრედებისათვის ზრდის პროცესის ზღვრული დოზაა 5 ათასი რენტგენი, ხოლო კამისა და სალათის უჯრედებისათვის - 8 ათასი რენტგენი.
The threshold dose for the growth processes of the cells of spinach leaves is 5000 roentgens, whereas the cells of lettuce and dill attain maximum size with the does of 8000 roentgens.
377.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, მცენარეთა ფიზიოლოგია
რენტგენის სხივების გავლენა კამის ღეროს აპიკალური მერისტემის ბირთვებზე და ბირთვულ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას შემცველობაზე.
The effect of X-rays on the nucleus and on the nuclear DNA of the apical meristem of dill stem.
378.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ნიადაგმცოდნეობა
მესხეთის (სამხრეთ საქართველო) ფიჭვნარებისა და ნაძვნარების ქვეშ ჰუმუსის საფარის შედგენილობის შესახებ.
On the humus composition of pine and spruce forests of Meskheti (Southern Georgia).
379.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ნიადაგმცოდნეობა
მოცემულია წიწვიანი მცენარეულობის ფიტოცენოზების გავრცელების ვერტიკალური სარტყლების მიხედვით ჰუმუსის თვისობრივი შედგენილობა და მისი თავისებურებები.
The specific composition of humus according to the vertical zones of the spread of phytocoenoses of vegetation is presented.
380.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ნიადაგმცოდნეობა
დადგენილია, რომ ფიტოცენოზების ქვეშ ჰუმინის მჟავა იზრდება სიმაღლის მატებასთან ერთად და იგი უფრო მეტია ფიჭვნარებში, ვიდრე ნაძვნარებში; ფულვომჟავა კი პირიქით, მეტია ნაძვნარებში, ვიდრე ფიჭვნარებში.
Humic acid under phytocoenoses has been found to increase with the increase of height, its amount being larger in pineries rather than in spruce forests, whereas the reverse is true for fulvic acid.