ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3781.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 5
მთიანი ხეობები, რადაც კუნძულებია დაყოფილი, ძალიან პატარაა, მხოლოდ მცირერიცხოვანი მოსახლეობის უზრუნველყოფა შეუძლია და შორეულ მანძილებზე ძალაუფლების გავრცელებასაც ართულებს.
The mountain valleys into which the islands are divided are small and capable of supporting only a limited population, and it is extremely difficult to project power over long distances.
3782.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
ჯოუს დინასტია თავის მხრივ იყოფა ორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიებად, გაყოფა ძვ.წ. 770 წელს მოხდა, როდესაც ჯოუს დინასტიის დედაქალაქი ჰაოიჯინიდან ლოიანში, თანამედროვე ხენანის პროვინციაში გადავიდა.
The Zhou Dynasty in turn is divided into the Western and Eastern Zhou, a split that occurred in 770 B.C. when the Zhou moved their capital from Haojing in Shaanxi to Luoyang in modern western Henan province.
3783.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
ამ პერიოდში ჩინეთი მეჩხრად იყო დასახლებული და ოჯახებს შეეძლოთ თავი დაეღწიათ არსებული ნათესაური ჯგუფისგან უბრალოდ სხვა ადგილზე გადასვლის გზით.
At this time, China was sparsely populated, and families could escape the authority of an established lineage simply by moving to a new place.
3784.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
მხოლოდ მათ შეეძლოთ ჰქონოდათ დასანაწევრებლად გამოსადეგი დიდი მამულები, საერთო საკუთრება, და შეენახათ მრავალრიცხოვანი ცოლები და ხასები, რაც ხანდახან აუცილებელი ხდებოდა მემკვიდრის ყოლისთვის.
Only they could afford large estates capable of subdivision, communal property, and the multiple wives and concubines sometimes required to produce heirs.
3785.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
მარქსისტული ისტორიოგრაფიის დიდი ნაწილის სიხისტემ აიძულა ამ ტრადიციის ფარგლებში მომუშავე მეცნიერები, ფეოდალიზმი განეხილათ, როგორც აუცილებელი წინაპირობა თანამედროვე კაპიტალიზმის წარმოშობისთვის მათ შორის ისეთ საზოგადოებებში, სადაც ეს ცნება რელევანტური სულაც არაა.
The rigidity of a lot of Marxist historiography has made scholars in that tradition look for a feudal stage of development as an inevitable precursor to the rise of modern capitalism in a host of societies where the concept is not relevant.
3786.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
მხოლოდ ბრძენი მმართველები ახერხებენ მკაცრად გაუსწორდნენ მათ, ვინც მცირე დანაშაულს სჩადის [და ამით თვალსაჩინოს ხდიან], რომ თუკი მცირე დანაშაული მკაცრად ისჯება, მძიმე დანაშაულის ჩამდენს პასუხი კიდევ უფრო მკაცრად მოეთხოვება.
Wise rulers alone are capable of dealing severely with those who commit minor crimes, [making it clear that] even minor crimes are severely punished and that much more severely would those who commit major crimes be dealt with.
3787.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
შესაძლოა, ვებერი იმ გარემოებამ დააბნია, რომ ჩინეთში პოლიტიკური მოდერნულობის შემოსვლას თან არ ახლდა ეკონომიკური მოდერნიზაცია, ანუ კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის გაჩენა.
Perhaps one reason for Weber’s confusion lies in the fact that the coming of political modernity to China was not accompanied by economic modernization, that is, the rise of a capitalist market economy.
3788.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
კაპიტალიზმი რომ წარმოიშვას, სხვა ინსტიტუტებიც სახეზე უნდა იყოს.
Other institutions needed to be in place for capitalism to emerge.
3789.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
დასავლეთში კაპიტალისტურ რევოლუციას წინ უძღოდა ადრემოდერნული ხანის კოგნიტიური რევოლუცია, რა დროსაც შეიქმნა მეცნიერული მეთოდი, თანამედროვე უნივერსიტეტები, ტექნოლოგიური ინოვაციები, რომელთა მეშვეობითაც მეცნიერულმა დაკვირვებებმა ახალი სიმდიდრე წარმოშვა და ასევე შეიქმნა საკუთრების უფლებების სისტემა, რამაც ადამიანებს პირველ რიგში ინოვაციურობისკენ უბიძგა.
The capitalist revolution in the West was preceded by a cognitive revolution in early modern times that created the scientific method, modern universities, technological innovations that produced new wealth from scientific observations, and a system of property rights that incentivized people to innovate in the first place.
3790.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
ცინის ჩინეთი ინტელექტუალური თვალსაზრისით მრავალმხრივ ნაყოფიერი იყო, მაგრამ აქ დამკვიდრებული სამეცნიერო ტრადიციები წარსულში იყო ჩარჩენილი და აკლდა აბსტრაქციის ის უნარი, რომელიც თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვისაა აუცილებელი.
Qin China was in many ways an intellectually fertile place, but its major scholarly traditions tended to be backward looking and incapable of the abstraction needed by modern natural science.
3791.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
პირველი, კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის მარცხი ნიშნავდა, რომ აქ არ არსებობდა შრომის დანაწილება, რომელიც ახალი სოციალური ჯგუფებისა და იდენტობების მობილიზებას გამოიწვევდა.
First, the failure of a capitalist market economy to develop meant that there was no extensive division of labor that would mobilize new social groups and identities.
3792.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
ამდენად, დასავლურმა სოციალურმა მოდერნიზაციამ ფესვები თანამედროვე სახელმწიფოს ან კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის აღმოცენებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე გაიდგა.
The roots of Western social modernization were thus laid several centuries before the rise either of the modern state or the capitalist market economy.
3793.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
ოლქების მმართველებსა და პრეფექტებს დედაქალაქ სიანიანიდან პირადად იმპერატორი ნიშნავდა იმ გათვლით, რომ ისინი ადგილობრივი პატრიმონიალური ელიტების ძალაუფლებას შეუზღუდავდნენ.
The governors of the commanderies and the prefects were appointed by the emperor from his capital of Xianyang, and were intended to displace the power of local patrimonial elites.
3794.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
ისედაც დასუსტებული ფეოდალური სისტემა ცინის დინასტიის პირველ სამიზნედ იქცა, მატიანეში აღწერილია, რომ მთელი ქვეყნიდან 120 ათასი ოჯახი იძულებით გადააადგილეს და დედაქალაქთან ახლოს მდებარე რაიონებში დაასახლეს, სადაც ისინი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ.
The already weakened feudal nobility was directly targeted, with the histories saying that 120,000 families were forcibly removed from around the country and relocated to a district close to the capital, where they could be kept under tight surveillance.
3795.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
არისტოკრატმა სიან იუმ, რომელიც დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი იყო ჩუს გამქრალი სამეფოდან და მისმა ერთ-ერთმა სამხედრომ, უბრალო წარმოშობის ლიუ ბანმა ახალი არმიების მობილიზება მოახერხეს და ცინის იმპერიის დედაქალაქი დაიკავეს, ამით მათ წერტილი დაუსვეს ცინის დინასტიის მმართველობას.
An aristocrat, Xiang Yu, descendant of a noble family from the extinct kingdom of Chu, and one of his lieutenants, a commoner named Liu Bang, mobilized new armies, occupied the Qin capital, and ended the Qin line.
3796.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
როდესაც ჩინეთის მემკვიდრეობითმა არისტოკრატიამ შემდგომში ძალაუფლების აღდგენა მოინდომა, ეს არ მომხდარა ადგილებზე ძალაუფლების ბაზისის გამყარებით, არამედ მათ ცენტრალური ხელისუფლების ხელში ჩაგდება სცადეს.
When the hereditary aristocracy in later years tried to gain power in China, it was not by building a localized power base but by capturing the central government.
3797.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
124 წელს, სხვადასხვა პროვინციიდან ნომინირებული კანდიდატი მოსწავლეები დედაქალაქ ჩანანში მდებარე იმპერიულ აკადემიაში გააგზავნეს გამოცდებისთვის.
In year 124, pupils nominated from the provinces were sent to the Imperial Academy in the capital of Chang’an for testing.
3798.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
ძვ.წ. მე-5 წელს, როდესაც ჩინეთის რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა უკვე 60 მილიონს აღწევდა, ქვეყნის სამსახურში 130 ათასი ბიუროკრატი იდგა დედაქალაქსა თუ პროვინციებში.
In the year 5 B.C., when the registered population of China was sixty million, there were already about 130 thousand bureaucrats serving in the capital and provinces.
3799.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
მცველთა ზედამხედველი, ვინც მეთაურობდა სამეფო კარის დაცვასა და დედაქალაქში მდებარე სამხედრო ერთეულებს.
The superintendent of the guards, who commanded the palace guard and the military units of the capital.
3800.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
დინასტია საბოლოოდ იმიტომ დაემხო, რომ სასაზღვრო ძალები, რომელთაც ქვეყანა ჩრდილოეთის ბარბაროსებისაგან უნდა დაეცვა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს გაექცა.
The dynasty eventually fell because the frontier forces needed to defend the country from barbarians to the north escaped the central government’s control.