ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3841.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 18
იგი მოქმედებდა იგივე ლოგიკით, რითაც ჩინელები და ბიზანტიელები, როცა საჭურისებზე ამყარებდნენ იმედებს და ოსმალები, რომლებიც სამხედრო მონებს აშორებდნენ მათ ოჯახებს; როცა არჩევანი გასაკეთებელია სახელმწიფოს მიმართ ლოიალობასა და ოჯახის წინაშე ლოიალობას შორის, ადამიანების უმრავლესობა ბიოლოგიურად ოჯახის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას.
He was driven by the same logic that led the Chinese and Byzantines to rely on eunuchs, or the Ottomans to capture military slaves and tear them from their families: if given the choice between loyalty to the state and to one’s family, most people are driven biologically to the latter.
3842.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 18
საფრანგეთი ოდნავ უფრო ერთიანი იყო მე-11 საუკუნეში, მაგრამ ჯერ არ ძალუძდა, თამამად ჩარეულიყო პაპის პოლიტიკაში.
France was scarcely more unified in the 11th century and incapable, at this juncture, of intervening decisively in papal politics.
3843.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 18
ამ სისტემის თავზე ნელ-ნელა გამოჩნდნენ სამეფო ოჯახები, მაგალითად, კაპეტები ილ-დე-ფრანსის გარშემო ან ნორმანი ბარონები, რომლებმაც ინგლისი და სამხრეთ იტალია დაიპყრეს, ვისი სამფლობელოები ზომით მოქიშპეებისას აღემატებოდა და ისინი ახალი ტერიტორიული სახელმწიფოების ცენტრებად იქცნენ.
On top of this system there began to appear a number of royal houses like that of the Capetians around the Île de France or the various Norman barons who conquered England and southern Italy, whose domains were larger than those of their rivals and who formed the core of a new territorial state system.
3844.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 19
მაგრამ ისინი ასევე არ იყვნენ ორგანიზებული ინსტიტუციურ იერარქიაში და არ შესწევდათ კოლექტიური მოქმედების უნარი.
But they also were incapable of collective action through an institutional hierarchy.
3845.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 19
დროთა განმავლობაში იმპერიას სხვადასხვა პროვინცია შემოეცალა, რითაც ბაღდადის ხალიფას ძალაუფლება დედაქალაქის გარშემო არსებული არეალით შემოისაზღვრა და იქაც ხალიფა რეალური ძალაუფლების მქონე მხედართმთავრის მარიონეტად იქცა.
Different provinces of the empire peeled off over time, reducing the authority of the caliph in Baghdad to the area immediately around the capital, and even there he became a puppet of the military commander who held real power.
3846.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 19
აქ არასდროს ჰყოლიათ ბრაჰმანთა პაპი და მართალია, ჰყავდათ მუსლიმი ხალიფა, მაგრამ ომაიანთა დინასტიის შემდეგ იგი ისლამურ მიწებზე გაბატონებული პოლიტიკური მმართველების ტყვედ იქცა.
There was never anything like a Brahmin pope, and while there was a Muslim caliph, after the Umayyads he was largely a captive of the dominant political ruler in the Islamic lands.
3847.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 19
ცივილიზებული ცხოვრების წესი შეერწყა სამართალს, დიდ და ავტონომიურ სისტემას, და ბურჟუაზიული კაპიტალისტური ეკონომიკის მოთხოვნები ასევე ეხმარებოდა სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლეგიტიმაციის საფუძვლები შეცვლილი იყო.
The idea that civilized life was coterminous with law, the existence of a large and autonomous legal establishment, and the needs of a burgeoning capitalist economy all served to strengthen rule of law even as its basis of legitimacy changed.
3848.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 19
ჩინელ იმპერატორებს ნამდვილად შეეძლოთ ყოფილიყვნენ ტირანები, მსგავსად ცინის პირველი იმპერატორისა, რომელმაც ლეგალიზმის მკაცრ სასჯელებზე დაყრდნობით ერთიანი ჩინური სახელმწიფო შექმნა.
Chinese emperors certainly were capable of acts of tyranny, like the first Qin emperor, who created a unified Chinese state on the basis of harsh Legalist punishments.
3849.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 20
გვიანდელი ხანის დინასტიის შემდგომ წარმოქმნილ სახელმწიფოებს არისტოკრატიული ოჯახები მართავდნენ, ძირითად თანამდებობებზე თავიანთი ნათესავები დანიშნეს და ერთმანეთს ძალაუფლებაში ეცილებოდნენ.
The successor states to the Later Han Dynasty were largely ruled by aristocratic families that placed their kinsmen in key offices and competed to capture larger shares of power.
3850.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 20
მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში სოღდურ-თურქული წარმოშობის სამხედრო მეთაურმა იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრიდან – ან ლუშანმა აჯანყება წამოიწყო, რომლის დროსაც ტანის იმპერატორი და მისი მემკვიდრე დედაქალაქ ჩანგანიდან ღამით სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.
In the middle of the 8th century, a Soghdian-Turkish military commander on the empire’s northeast frontier named An Lushan launched a rebellion, during which the Tang emperor and the heir apparent had to flee their capital of Chang’an in different directions in the dead of night.
3851.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 20
1127 წელს, ჯურჯენის ტომმა სუნის დინასტიის დედაქალაქი კაიფინი აიღო, დაატყვევა ცოტა ხნით ადრე ტახტიდან გადამდგარი იმპერატორი და მისი ვაჟი, და სუნის მთელი სამეფო კარი იძულებული გახდა, სამხრეთ ჩინეთში გადახვეწილიყო, სადაც სამხრეთ სუნის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი.
In 1127, the Rurzhen sacked the Song capital of Kaifeng, took prisoner both the recently abdicated emperor and his son, and forced the entire Song court to move to southern China, inaugurating the Southern Song Dynasty.
3852.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 20
მან მთელი მეფის კარი საგონებელში ჩააგდო, როდესაც რამდენიმე ძველი რიტუალი აღადგინა და მათ საკუთარი თავისა და მეუღლის სადიდებლად იყენებდა, და დედაქალაქი ჩანანიდან ლოიანში გადაიტანა, რათა მისი ბრძანებით დახოცილი მოწინააღმდეგეების აჩრდილებს გაჰქცეოდა.
She shocked the court by reviving a number of ancient ceremonials by which she honored herself as well as her husband, and moved the capital from Chang’an to Luoyang to escape ghosts of the many opponents she had murdered there.
3853.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 20
თუმცა, ჩინურ სისტემას გასაოცარი ინსტიტუციონალიზაციის უნარიც ჰქონდა.
The Chinese system was, however, capable of extraordinary institutionalization.
3854.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
პირველი, არ არსებობდა საჭირო სტიმული ბრძანებების აღსრულებისა და მაღალი გადასახადების აკრეფისათვის საჭირო ადმინისტრაციის შესაქმნელად.
The first was a simple lack of incentives to create the administrative capacity to carry out orders and in particular to extract a high level of taxes.
3855.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
აკრეფილი გადასახადების დიდ ნაწილს ადგილზევე მოიხმარდნენ; დარჩენილ ნაწილი გადაჰქონდათ ბეღლებში და იქიდან დედაქალაქში (ჯერ ნანკინში, შემდეგ კი პეკინში), რაც უკვე ადმინისტრირების უფრო მაღალ დონეს მოითხოვდა.
Many payments were consumed locally; others had to be physically shipped to granaries at successively higher levels of administration and ultimately to the capital (first at Nanjing, and later in Beijing).
3856.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
ადმინისტრაციული შესაძლებლობების სიმწირე აისახებოდა არა მხოლოდ მომწოდებლის მხრიდან ამოღებულ საგადასახადო შემოსავლებზე, არამედ იგი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა სხვადასხვა იმპერატორის, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზეც.
Lack of administrative capacity limited tax revenues not only on the supply side; there were also limitations to the amounts of revenues demanded by different emperors.
3857.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
სუვერენის ჭირვეულობის გამო, ბიუროკრატებს ხშირად სჯიდნენ და დევნიდნენ კიდეც, და წამყვანი ბიუროკრატების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებდა სამსახურებრივი ვადის დასრულებას დასჯის ან ამა თუ იმ სახით დამცირების გარეშე.
They were subject to capricious punishments and purges by the sovereign, and only a minority of senior bureaucrats succeeded in finishing their terms without being humiliated in one way or another.
3858.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
ასეთი სისტემა ძლივს-ძლივს მუშაობდა უკიდურესად ენერგიული და დეტალებზე ორიენტირებული იმპერატორის, ტაიძუს მმართველობისას, მაგრამ სრული კრახი განიცადა ნაკლებად უნარიანი შემდგომი მმართველებისას.
This system was barely workable for an extremely energetic and detail-oriented emperor like Taizu, and a disaster for subsequent rulers of lesser capabilities.
3859.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
ძლიერი და უნარიანი იმპერატორის ლიდერობით ჩინეთის პოლიტიკური სისტემა წარმოუდგენლად ეფექტიანი და მტკიცე შეიძლებოდა ყოფილიყო.
Under the leadership of a strong and capable emperor, the system could be incredibly efficient and decisive.
3860.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
მაგრამ ხუშტურიანი და არაკომპეტენტური სუვერენის ხელში თავმოყრილი უზარმაზარი ძალაუფლება ხშირად ძირს უთხრიდა სისტემას.
But under capricious or incompetent sovereigns, the enormous powers granted them often undermined the effectiveness of the administrative system.