ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3901.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
დღეს საზოგადოება უფრო მობილიზებულია, ვიდრე ის ძველი რეჟიმის დროს იყო, და კაპიტალიზმის წყალობით დროდადრო ელიტის განახლებაც ხდება.
Society is mobilized today in a way that it was not under the old regime, and the introduction of capitalism permits the elite deck to be restacked periodically.
3902.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
საფრანგეთში, ესპანეთსა და რუსეთში ამ ერთობებმა ვერ შეძლეს ძლიერ, ინსტიტუციონალიზებულ აქტორებად შეკავშირება, რომელიც შეძლებდა ცენტრალიზებად სახელმწიფოზე კონსტიტუციური შეთანხმების დაწესებას და მეფის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულად ქცევას.
In France, Spain, and Russia, these estates failed to coalesce into powerful, institutionalized actors capable of standing up to the centralizing state to impose on it a constitutional settlement that required the king to be accountable to a parliament.
3903.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
სმითი აგრძელებს, რომ შუა საუკუნეებში წარმოქმნილ ქალაქებსა და საქალაქო ტიპის დასახლებებში თავიდან სახლობდნენ „წვრილი ვაჭრები და ხელოსნები“, ვინც დაბალ კლასს ეკუთვნოდნენ ან სულაც ყოფილი მონები იყვნენ, რომლებიც ბატონს გამოჰქცეოდნენ და თავი ქალაქისთვის შეეფარებინათ.
Smith goes on to note that the towns and cities that emerged in the Middle Ages were at first inhabited by “tradesmen and mechanicks” who were of lower class or fully servile status but who had escaped from the control of their lords and found refuge in the city.
3904.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
აქ ტექნოლოგიურად განვითარებული საბაზრო კაპიტალიზმი შემოიტანეს არა ქალაქის მაცხოვრებლებმა, არამედ პროგრესულად მოაზროვნე მემამულეებმა ან თავად სახელმწიფომ, და მას განვითარების ისეთივე მასშტაბებისთვის არ მიუღწევია.
A technologically advanced capitalist market was not introduced by townsmen but by progressive landowners, or by the state itself, and therefore failed to flourish to the same extent.
3905.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
ქალაქებზე დაფუძნებული კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის გაჩენასთან ერთად ჩვენ ვემშვიდობებით მალთუსიანურ სამყაროს და გადავდივართ მოდერნულ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც პროდუქტიულობის ზრდა გაცილებით უფრო რუტინული ხდება.
Once a city-based capitalist market economy appears, we leave the old Malthusian world and begin to enter into a modern economic system where productivity increases become much more routine.
3906.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
სმითი ვარაუდობს, რომ ძველი ელიტები აჰყვნენ ცდუნებას, გაეცვალათ პოლიტიკური ძალაუფლება ფულში – ბრილიანტის აბზინდაში, რომელიც „ბავშვების სათამაშო უფრო იყო, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ყურადღების ღირსი“ და რომლის წარმოებაც ძველ აგრარულ ეკონომიკას არ ძალუძდა.
Smith suggests that the old elites were seduced into giving up their political power for the sake of money—a diamond buckle “fitter to be the playthings of children than the serious pursuits of men”—which the old agricultural economy was incapable of producing.
3907.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
თუმცა კაპიტალისტების კლასის წარმოშობის სათავეში პოლიტიკური წინაპირობა ჰქონდა – ქალაქელებისა და მეფის ერთობლივი სიძულვილი დიდგვაროვანი ფეოდალების მიმართ.
But there was a political precondition for the rise of a capitalist class in the first place—the mutual hatred of the townsmen and the king for the great lords.
3908.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
მე-17 საუკუნის ბოლოს უკვე ჩამოყალიბებული იყო ძლიერი კაპიტალისტური ეკონომიკა და ასევე მზარდი საშუალო ფენა, რომელიც ჩართული იყო სტიუარტების აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
A strong capitalist economy had already emerged by the late 17th century, as had a growing middle class who were participants in the struggle against Stuart absolutism.
3909.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
ისიც უნდა ითქვას, რომ მაღალ გადასახადებს ბრიტანეთში კაპიტალისტური რევოლუცია არ შეუფერხებია.
The much higher rates of British taxation did not, needless to say, stifle the capitalist revolution.
3910.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
თანამედროვე პოლიტიკური წესრიგის სამივე კომპონენტი – ძლიერი და ქმედუნარიანი სახელმწიფო, სახელმწიფოს დაქვემდებარება სამართლის უზენაესობაზე და მთავრობის ანგარიშვალდებულება ყველა მოქალაქის მიმართ – მე-18 საუკუნის ბოლოსთვის უკვე არსებობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
The three components of a modern political order—a strong and capable state, the state’s subordination to a rule of law, and government accountability to all citizens—had all been established in one or another part of the world by the end of the 18th century.
3911.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
სახელმწიფო წარმოიქმნა ევროპაში, როცა ცალკეულმა დიდგვაროვანმა ოჯახებმა სხვებს დაასწრეს და მათთან შედარებით გაძლიერდნენ: ესენი იყვნენ კაპეტები საფრანგეთში, არპადები უნგრეთში, რიურიკები რუსეთში, ნორმანების საგვარეულო ინგლისის დაპყრობის შემდეგ.
The state emerged in Europe when certain noble houses achieved a firstmover advantage in becoming more powerful than the others—the Capetians in France, the Árpáds in Hungary, the Rurik dynasty in Russia, the Norman royal house after the conquest.
3912.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
დასავლეთ ევროპაში ფეოდალიზმს რვაასი წელი ჰქონდა ფესვების გასადგმელად, ამაყი და კეთილშობილი თავადაზნაურობის გასაჩენად, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მიმოფანტულ მიუდგომელ ციხესიმაგრეებში რომ იყვნენ გამაგრებულები.
In Western Europe, feudalism had had eight hundred years to sink roots, producing a proud blood nobility entrenched in the impregnable castles that dotted the landscape.
3913.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
განსხვავებით დასავლეთი ევროპის კათოლიკური ეკლესიისგან, რომელსაც ფრაგმენტირებული პოლიტიკური ლანდშაფტის პირობებში შეეძლო სხვადასხვა მმართველები ერთმანეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა, რუსულ ეკლესიას მოსკოვის გარდა არავისთან მიესვლებოდა და ხშირად სახელმწიფოს დამყოლი მხარდამჭერი ხდებოდა ხოლმე.
Unlike the situation in Western Europe, where the Catholic church could play one ruler off against another in a fragmented political landscape, the Russian church had nowhere else to go but to Moscow and often ended up as a pliant supporter of the state.
3914.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
ფიზიკური ბარიერების არარსებობის პირობებში ბატონყმობის ინსტიტუტის შენარჩუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ბატონი მსგავს დისციპლინას გამოიჩენდა გაქცეული ყმების დასასჯელად და დასაბრუნებლად.
In the absence of physical circumscription, an institution like serfdom could be maintained only if serf owners showed great self-discipline in punishing and returning escaped serfs.
3915.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
ამისგან განსხვავებით, დასავლეთ ევროპაში ბატონებსა და ფეოდალურ ეკონომიკას გამოქცეული გლეხები თავისუფალ ქალაქებს აფარებდნენ თავს.
In Western Europe, by contrast, free cities were refuges where escaped serfs could run to seek freedom from their lords and the manorial economy.
3916.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
ის იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც სამართლის უნიფიცირებული სისტემა შემოიღო, იცავდა საკუთრების უფლებას, სხვადასხვა კონტინენტურ სახელმწიფოსთან ჭიდილში მან შექმნა სამხედრო ფლოტი.
It was one of the first states to develop a uniform system of justice, it protected property rights, and it acquired substantial naval capabilities in its struggles with various Continental powers.
3917.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ამ აზრით, წესების შექმნისა და დაცვის ჩვენეული უნარი ძალიან ჰგავს ენის უნარს: თუმცა წესები სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვაგვარია და მათი შინაარსი შეთანხმებაზეა დამოკიდებული, წესების „სიღრმისეული სტრუქტურა“ და მათი შეთვისების უნარი ბუნებით დაგვყვება.
Our capacity for rule making and following is thus very much like our capacity for language: while the content of the rules is conventional and varies from society to society, the “deep structure” of the rules and the ability to acquire them are natural.
3918.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
მაღალგანვითარებულ საზოგადოებაში ყველა ამ ფუნქციას თავ-თავისი მისიის და მისი განხორციელებისთვის საჭირო მაღალი ტექნიკური უნარების მქონე სხვადასხვა ორგანიზაცია ასრულებს.
In a highly developed state, all of these functions are performed by separate organizations with specific missions and a high degree of technical capacity to undertake them.
3919.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
მაგრამ მასშიც ელიტების და არაელიტების ორგანიზაციული უნარები იმდენად განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელთ ქმედითი ზომების მიღება უჭირთ.
But even then there is usually a large disparity in the organizational capacity of elites and nonelites that prevents the latter from acting decisively.
3920.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ძალადობრივი სიკვდილის შიში უფრო ძლიერი ემოციაა, ვიდრე მატერიალური მოგების სურვილი, ამიტომ მას უფრო ღრმა ქცევითი ცვლილებების მოტივირება შეუძლია.
The fear of violent death is a stronger emotion than the desire for material gain and is capable of motivating more far-reaching changes in behavior.