ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
4081.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
როცა საზოგადოებაში ეს სიქველეები დომინირებს და ისინი სამართლიანობის პოლიტიკურ კონცეფციას ზურგს უმაგრებენ, მაშინ მათი მეოხებით იქმნება უზარმაზარი საზოგადო სიკეთე – საზოგადოების პოლიტიკური კაპიტალი.
When these virtues are widespread in society and sustain its political conception of justice, they constitute a very great public good, part of society’s political capital.
4082.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ადამიანები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან თავიანთი მორალური, ინტელექტუალური თუ ფიზიკური უნარების მიხედვით, სიკეთეზე თავიანთი წარმოდგენებით, ასევე, თავიანთი პრეფერენციებითა და გემოვნებით.
They note the many significant variations among persons in their capacities— moral, intellectual, and physical and in their determinate conceptions of the good, as well as in their preferences and tastes.
4083.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
სენი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავება, რომელიც ადამიანებს თავიანთ ბაზისურ უნარებში აქვთ; მისი აზრით, ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელი პირველადი სიკეთეების მოხმარება შეუძლიათ დასახულ მიზანთა მისაღწევად.
Sen has stressed the importance of variations among people in their basic capabilities and therefore in their ability to use primary goods to attain their aims.
4084.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ვიდრე ეროუსა და სენს ვუპასუხებდე, უნდა განვაცხადო, რომ არ ვაპირებ აქ ბაზისური უნარების სენისეული გაგება სრულად გადმოვცე.
Before I reply, I should say, however, that I do not try to convey here the full depth of Sen’s understanding of basic capabilties.
4085.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ასე რომ, ჩემი პასუხი ასეთია: მე ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ, მართალია, მოქალაქეებს ერთნაირი უნარები არ აქვთ, მათ, მინიმალურ არსებით დონეზე მაინც, აქვთ ის მორალური, გონებრივი და ფიზიკური უნარები, რომლებიც აძლევთ საშუალებას, მთელი სიცოცხლის მანძილზე საზოგადოების თანამშრომლობაზე სრულად ორიენტირებული წევრები იყვნენ.
So, by way of reply, the following: I have assumed throughout, and shall continue to assume, that while citizens do not have equal capacities, they do have, at least to the essential minimum degree, the moral, intellectual, and physical capacities that enable them to be fully cooperating members of society over a complete life.
4086.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ვეთანხმები სენს, რომ ბაზისური უნარები პირველადი მნიშვნელობისაა, და, რომ პირველადი სიკეთეების გამოყენება ყოველთვის ამ უნარების შესახებ წარმოდგენების ფონზე უნდა შეფასდეს.
I agree with Sen that basic capabilities are of first importance and that the use of primary goods is always to be assessed in the light of assumptions about those capabilities.
4087.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
მოდით, გამოვყოთ ოთხი ძირითადი სახის განსხვავება და მერე ვიკითხოთ, ეს განსხვავებები ადამიანებს მინიმალური ზღვრის ზემოთ ათავსებს თუ ქვემოთ: ანუ, არსებული განსხვავება საზოგადოების თანამშრომლობაზე ორიენტირებულ და ნორმალურ წევრად ყოფნისთვის საჭირო მინიმალურ არსებით უნარებზე მეტ უნარს უტოვებს მათ თუ – ნაკლებს.
Let us distinguish four main kinds of variations and then ask whether a variation places people above or below the line: that is, whether it leaves them with more or less than the minimum essential capacities required to be a normal cooperating member of society.
4088.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
განსხვავებათა ოთხი ძირითადი სახე ასეთია: ა) განსხვავება მორალურ და გონებრივ უნარებსა და ჩვევებში; ბ) განსხვავება ფიზიკურ უნარებსა და შესაძლებლობებში, მათ შორის, იმ ეფექტთა გათვალისწინებით, რასაც ავადმყოფობა ან ტრავმა იწვევს; გ) განსხვავება სიკეთის შესახებ მოქალაქეთა წარმოდგენებში (გონივრული პლურალიზმის ფაქტი); დ) განსხვავება გემოვნებასა და პრეფერენციებში, თუმცა ეს განსხვავება ნაკლებ ღრმაა.
Four main kinds of variations are a) variations in moral and intellectual capacities and skills; b) variations in physical capacities and skills, including the effects of illness and accident on natural abilities; c) variations in citizens’ conceptions of the good (the fact of reasonable pluralism); as well as d) variations in tastes and preferences, though the latter are less deep.
4089.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
იმის ვარაუდით, რომ ყოველ ადამიანს აქვს საზოგადოების თანამშრომლობაზე ორიენტირებულ და ნორმალურ წევრად ყოფნის უნარი, ჩვენ ვამბობთ: როდესაც სამართლიანობის პრინციპები (და მათი შესაბამისი პირველადი სიკეთეების ჩამონათვალი) დაცულია, მოქალაქეთა შორის არცერთი ეს განსხვავება არაა მიკერძოებული და არ იწვევს უსამართლობას.
Given our assumption throughout that everyone has the capacity to be a normal cooperating member of society, we say that when the principles of justice (with their index of primary goods) are satisfied, none of these variations among citizens are unfair and give rise to injustice.
4090.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
გახსოვდეთ, რომ, როგორც სენი გვარწმუნებს, ნებისმიერი ასეთი ჩამონათვალი მხედველობაში მიიღებს ბაზისურ უნარებს, ხოლო მისი მიზანი იქნება, მოქალაქეებს დაუბრუნოს საზოგადოების ნორმალურ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ წევრად ყოფნის ფუნქცია.
Keep in mind that, as Sen urges, any such index will consider basic capabilities, and its aim will be to restore citizens to their proper role as normal cooperating members of society.
4091.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
მაგრამ, რაკი აქვთ უნარი, პასუხი აგონ საკუთარ მიზნებზე, მოქალაქეებს სულაც არ ვუყურებთ, როგორც სურვილთა უბრალო გამტარებს.
But given their capacity to assume responsibility for their ends, we do not view citizens as passive carriers of desires.
4092.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
პასუხისმგებლობის ეს დანაწილება ეყრდნობა ადამიანის უნარს, გაიზიაროს პასუხისმგებლობა საკუთარ მიზნებზე და დააბალანსოს მოთხოვნები, რომლებიც მას სოციალური ინსტიტუტების მიმართ უჩნდება.
This division of responsibility relies on the capacity of persons to assume responsibility for their ends and to moderate the claims they make on their social institutions accordingly.
4093.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ნეიტრალური პროცედურის დახასიათება შეიძლება იმ ღირებულებებითაც, რომლებიც საფუძვლად უდევს თავისუფალი, რაციონალური დისკუსიის პრინციპებს, ამგვარი დისკუსია იმართება გონიერ, აზროვნებისა და მსჯელობის სრულუნარიან პირთა შორის, რომელთაც აინტერესებთ ჭეშმარიტების პოვნა ანდა გონივრული თანხმობის მიღწევა მათთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
The specification of a neutral procedure may also draw on values that underlie the principles of free rational discussion between reasonable persons fully capable of thought and judgment, and concerned to find the truth or to reach reasonable agreement based on the best available information.
4094.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
საზოგადოებას განათლების საკითხში, პოლიტიკური თვალსაზრისით, აღელვებს ის, თუ როგორ მოქალაქეებად გაიზრდებიან ბავშვები: ექნებათ თუ არა უნარი გაერკვნენ საჯარო კულტურაში და მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუტების მუშაობაში, იქნებიან თუ არა მთელი ცხოვრების მანძილზე საზოგადოების ეკონომიკურად დამოუკიდებელი და თვითკმარი წევრები, რამდენად განივითარებენ პოლიტიკურ სიქველეებს.
Society’s concern with their education lies in their role as future citizens, and so in such essential things as their acquiring the capacity to understand the public culture and to participate in its institutions, in their being economically independent and self-supporting members of society over a complete life, and in their developing the political virtues, all this from within a political point of view.
4095.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ამ კონტექსტში ასე ვიტყოდი: (პოლიტიკური კონცეფციის ფარგლებში) მოქალაქეთა ბუნების არსებითი ნაწილია ორი მორალური უნარი, რომელიც სამართლიან სოციალურ თანამშრომლობაში მათი მონაწილეობის საფუძველს ქმნის.
In this context we might say: part of the essential nature of citizens (within the political conception) is their having the two moral powers which root their capacity to participate in fair social cooperation.
4096.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
ყოველივე ამის კეთების უნარიც გონებაა, ოღონდ განსხვავებული აზრით: ესაა საზოგადოების ინტელექტუალური და მორალური ძალა, რომელიც ამ საზოგადოების წევრთა უნარებს ეფუძნება.
Its ability to do these things is also its reason, though in a different sense: it is an intellectual and moral power, rooted in the capacities of its human members.
4097.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ასე რომ, წესების ნებისმიერი აზრიანი სქემა იოლი უნდა იყოს აღსაქმელად და დასაცავად; ამ წესებმა მოქალაქეები არ უნდა დატვირთოს ცოდნისა და განჭვრეტის ისეთი მოთხოვნებით, რომლებსაც ისინი ცხოვრებაში ვერ დაიცავენ.
Thus any sensible scheme of rules will not exceed the capacity of individuals to grasp and follow them with sufficient ease, nor will it burden citizens with requirements of knowledge and foresight that they cannot normally meet.
4098.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ბუნებრივი უნარები ყოველთვის შესაძლებლობათა მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული რაოდენობიდან ამოირჩევა.
Developed natural capacities are always a selection, a small selection at that, from the possibilities that might have been attained.
4099.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ამასთან, უნარი არაა, ვთქვათ, „კომპიუტერი თავში“, რომელსაც თვლა შეუძლია და, რომელზეც სოციალური გარემო არ ზემოქმედებს.
In addition, an ability is not, for example, a computer in the head with a definite measurable capacity unaffected by social circumstances.
4100.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ბუნებრივი უნარების რეალიზების განმსაზღვრელ ელემენტებს შორის არის წახალისების და მხარდაჭერის სოციალური ნორმები, მათ წვრთნასა და გამოყენებაზე მიმართული ინსტიტუტები.
Among the elements affecting the realization of natural capacities are social attitudes of encouragement and support and the institutions concerned with their training and use.