ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
4581.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი I ნაწილისათვის
ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხედვით, ვერასოდეს იარსებებს მშვიდობიანი ერთიანობა კაპიტალისტურ სამყაროსა და საბჭოთა რეჟიმს შორის.
It means that there can never be on Moscow’s side any sincere assumption of a community of aims between the Soviet Union and capitalist regime.
4582.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი I ნაწილისათვის
ამერიკა არ უნდა მოელოდეს საბჭოთა მხრიდან მშვიდობისა და სტაბილურობის აბსტრაქტულ აღიარებას, მას არ უნდა გაუჩნდეს რწმენა კაპიტალიზმისა და კომუნიზმის შესაძლო ბედნიერ თანაარსებობაზე.
It must continue to expect that Soviet policies will reflect no abstract love of peace and stability, no real faith in the possibility of a permanent happy coexistence of the Socialist and capitalist worlds,
4583.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი I ნაწილისათვის
რაც შეეხება კომუნისტური აზროვნების ქვაკუთხედს – ესაა დაცემული, დაჩაჩანაკებული კაპიტალისტური სამყარო.
For the palsied decrepitude of the capitalist world is the keystone of Communist philosophy.
4584.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
აშშ წინ უნდა გაუძღვეს ცივილიზებულ სამყაროს ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ექსპანსიისა და კონსოლიდაციის საქმეში.
The United States would lead the civilized world,” as one scholar captures this view, “in the expansion and consolidation of a liberal world order.
4585.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
მულტილატერალური მოქმედებების გამო ამერიკის შეერთებული შტატების ქმედების თავისუფლების შეკვეცა კომპენსირდება მოპოვებული უნარით, მიაღწიო საერთო მიზნებს.
The freedom of action the United States gives up by acting multilaterally tends to be outweighed by the capacity gained to achieve shared objectives.
4586.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
ამერიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი მიზანი ყველაზე კარგად იქნება მიღწეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის გავლენა და უნარი ამოქმედდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ალიანსების საშუალებით ან სპეციფიკური საკითხის გარშემო შექმნილი მიზნობრივი კოალიციებით, რომელსაც სათავეშიც აშშ ჩაუდგება.
Many U.S. security objectives are best achieved—or can only be achieved—by leveraging our influence and capabilities through international organizations, our alliances, or as a leader of an ad hoc coalition formed around a specific objective.
4587.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის დროს კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა „გლობალური მმართველობის უფსკრული“ გლობალიზაციის მამოძრავებელ ძალებსა და საერთაშორისო საზოგადოების შეზღუდულ შესაძლებლობებს შორის, უზრუნველეყო კოორდინაცია, თანამშრომლობა და კოლექტიური მოქმედება.
By the time the Obama administration came into office, there was an even broader sense of the “global governance gap” between the scope of the forces driving globalization and the international community’s limited policy capacity for coordination, cooperation, and collective action.
4588.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
რა დოზითაც არ უნდა შეეწიროს მოქმედების თავისუფლების ხარისხი მულატილატერალიზმს, ის მაინც კომპენსირდება იმ შესაძლებლობებით, რომელსაც სახელმწიფო იძენს საზიარო მიზნების მისაღწევად და შესაბამისად, ნაკლებად უნილატერული საშუალებებით ეროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
Whatever freedom of action is given up through multilateralism, it is outweighed by the capacity gained to achieve shared objectives and serve national interests in ways that are less possible unilaterally.
4589.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
მულტილატერალისტები ხედავენ გლობალური მმართველობის დიდ პოტენციალს, გამოხატულს სტრუქტურებსა და პროცესებში, რომელიც სხვადასხვა მთავრობებს ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს და არავითარ შემთხვევაში არ ანაცვლებს მათ.
Multilateralists do see the value of greater capacity for global governance in terms of structures and processes for governments to work together, which is very different from governments being supplanted or superseded.
4590.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
ეს იდეა ეფუძნება ახალი ძალების – ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის აღზევებას, მაგრამ ის სრულად ვერ აღწერს მსოფლიოს განვითარების დინამიკის დღევანდელ სურათს.
But while this idea captures the emergence of new powers such as China, India, and Brazil, it does not sufficiently address the dynamics of today’s world.
4591.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობები ასევე ართულებს სტრატეგიულ არჩევანს: ჩვენ შეგვიძლია დავახვავოთ ვირუსული გრიპის საწინააღმდეგო წამლები, მაგრამ სანამ პანდემიის პოტენციური აფეთქების ადგილებში არ შეიქმნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, წამლების რაოდენობა არასოდეს იქნება გადამწყვეტი.
The limits of state capacity also complicate strategic choices: we can stockpile Tamiflu, but unless areas where diseases with pandemic potential break out have front-line public health capacity, that will never be enough.
4592.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
მისია ინიციირებული იყო ჯორჯ ბუში უფროსის ადმინისტრაციის დროს, დაიწყო 1992 წლის დეკემბერში და გაგრძელდა კლინტონის ადმინისტრაციის დროსაც, მისია სავალალო შედეგებით დასრულდა 1993 წლის ოქტომბერში, როცა აშშ-მ თავისი ძალები გაიყვანა მას შემდეგ, რაც თვრამეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშუშის ბრძოლებში.
This mission, launched by the George H.W. Bush administration in December 1992 and continued by the Clinton administration, ended disastrously in October 1993 when the United States abruptly withdrew after eighteen U.S. soldiers were killed in urban battles in the capital city of Mogadishu.
4593.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
ტერორისტებს არ აქვთ დედაქალაქები, ძირითადი დასახლებული პუნქტები, რეგულარული საჯარისო ფორმირებები, რომლებიც დადგება საფრთხის ქვეშ საპასუხო დარტყმებისას.
Terrorists do not have capital cities, major population centers, or regular military installations against which to threaten retaliation.
4594.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
მულტილატერალური სამხედრო მოქმედება დასრულდა 2011 წლის ოქტომბერში, კადაფის შეპყრობიდან მალევე.
Multilateral military action ended in October 2011 following Qaddafi’s capture and killing by Libyan rebel forces.
4595.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
11/9 ამერიკის შეიარაღება როგორც სადაზვერვო ისე თავდასხმითი შესაძლებლობებით აღჭურვილ ორასზე ნაკლებ უპილოტო საფრენ აპარატს ითვლიდა.
Before 9/11, the American military had less than two hundred drones, or unmanned aerial vehicles (UAVs), with both surveillance and attack capabilities in its arsenal.
4596.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
მართალია, ტერორისტებს არ აქვთ დედაქალაქი, რომელსაც დაემუქრები საპასუხო დარტყმით, მაგრამ არსებობს სხვა გზები, რომლითაც შეიძლება მიაღწიო დაშინებას უარყოფით და დაშინებას დასჯით.
True, terrorists did not have a capital city that could be targeted for retaliation, but there were other ways to create deterrence by denial and deterrence by punishment.
4597.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
ობამას ადმინისტრაციის ხედვით, „ტერორისტების პირდაპირი გზებით დაშინება ძალიან ძნელია, თუმცა ისინიც ახდენენ ხარჯისა და სარგებლის გამოთვლას და ასევე დამოკიდებული არიან ცალკეულ სახელმწიფოებსა და სხვა აქტორებზე, რომლებზე გავლენის მოხდენა ჩვენც შეგვიძლია,“ – ვკითხულობთ 2011 წლის ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში.
It continued in the Obama administration: “Though terrorists are difficult to deter directly,” the 2011 National Military Strategy stated, “they may make cost/benefit calculations and are dependent on states and other stakeholders we are capable of influencing.”
4598.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა, დიპლომატიიდან დაწყებული, საგარეო დახმარების ჩათვლით, პარტნიორების შეძენითა და პარტნიორების შესაძლებლობების განვითარებით დამთავრებული.
We need a comprehensive approach, from diplomacy, to foreign assistance, to building partnership capacity, to building partners.
4599.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
ამერიკული ძალები ყველა თავისი ასპექტით – ზომა, ძალა, სტრუქტურა, განლაგება, შეიარაღება – ისეთ დონეზე უნდა ყოფილიყო, რომ შესძლებოდა დაშინება და ამით თავიდან აეცილებინა ომები, ხოლო თუ საჭირო გახდებოდა, ეომა და გაემარჯვა კიდეც.
American forces in all their aspects—size, force, structure, deployment, weaponry—were to be maintained at levels and capabilities sufficient to pose a strong enough deterrent to prevent wars, and if necessary fight and win them.
4600.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 7
მეორე მიზეზი ისაა, რომ მის გამოყენებას არ სჭირდება დახვეწილი ტექნოლოგიები და სპეციფიკური სამხედრო ცოდნა, ამდენად, ტერორისტებსაც უფრო ადვილად მიუწვდებათ ამ იარაღზე ხელი.
Another is that the level of technology and military capability required for their use is much less sophisticated, so they are more accessible to terrorists.