ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
4621.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
ეს არგუმენტი დიდწილად გაზიარებულ იქნა, თუმცა, მაინც არ არის ნათელი, რამდენად მყარი იქნებოდა იგივე არგუმენტები, სამხედრო მისია რამდენიმე თვეში რომ არ დამთავრებულიყო, როცა ლიბიელმა მეამბოხეებმა კადაფი შეიპყრეს და მოკლეს.
While such arguments prevailed, it’s not clear that they would have continued to do so if the military operation had not ended a few months later, when the Libyan rebels captured and killed Qaddafi.
4622.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
სარჩევნო კამპანიის დროს ობამა ვიზიტად ეწვია ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას, რათა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო მოღვაწის თვისებებს ისიც ფლობდა.
During the campaign, Obama took a trip to the Middle East and Europe to show his capacity for statesmanship.
4623.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
ისინიც კი, ვინც არ ეთანხმებოდნენ მათ პოლიტიკას, მათ შესაძლებლობებს ეჭვის ქვეშ არ აყენებდნენ.
Even those who disagreed with their policies did not question their capabilities.
4624.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
მეორე ალტერნატივა გულისხმობდა აშშ-ს საზღვაო დესანტის, ზღვის ლომების ვერტმფრენით გადასხმას, რომელიც ან შეიპყრობდა ან გაანადგურებდა ოსამა ბინ ლადენს.
The other was to helicopter in a Navy SEAL team and have them capture or kill bin Laden.
4625.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
ინტერნეტმა აგრეთვე გაზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრების და სხვა ორგანიზაციების შესაძლებლობები და აქცია ისინი დამოუკიდებელ საინფორმაციო, ანალიზისა და ადვოკატირების წყაროებად.
The Internet has also substantially enhanced the capacity of NGOs, think tanks, and other organizations to become independent sources of information, analysis, and advocacy.
4626.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა შიდა რეფორმები და კოფი ანანის არჩევა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე, ასევე შეუწყო ხელი დადებით განწყობებს, მოეპოვებინა უმრავლესობა.
Other factors, such as internal reforms and the election of Secretary-General Kofi Annan, also helped the “good job” rating recapture a majority.
4627.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
აღმოცენდა პატრიოტიზმის ახალი გრძნობა, „დროშის ხელახლა ხელში აღების“ ეს სურვილი კარგად ასახა ჟურნალისტმა ჯორჯ პაკერმა.
A new sense of patriotism flourished, and this sense of “recapturing the flag” was well portrayed by the journalist George Packer.
4628.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
ჩინეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა რეგიონში და აგრეთვე შეძლო ოკეანური "სამხედრო საზღვაო ძალების" შექმნა, რაც მას გლობალური სამხედრო ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.
China has both strengthened its regional military presence and created for the first time a “blue-water navy” capacity, giving it more of a global military presence.
4629.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
ჩინეთი ზრდის სამხედრო ხარჯებს, ახორციელებს სამხედრო ძალების მოდერნიზებას და ავითარებს ახალ შესაძლებლობებს.
China has been increasing its military spending, modernizing its forces, and developing new capabilities.
4630.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
თუმცა, ეს არაფერია აშშ-ს სამხედრო დანახარჯებთან და შესაძლებლობებთან შედარებით.
Yet these are fractions of U.S. spending and capabilities.
4631.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
რაც შეეხება შეიარაღებას, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული იარაღის ბალანსი შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ-ს კონტინენტთაშორისი ბირთვული შეიარაღებისათვის გათვალისწინებული ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა 450–ს შეადგენს, ხოლო ჩინეთის − 66, თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკების რაოდენობა 6 302– 2 800, მეექვსე თაობის ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავები 3 092− 747, ატომური წყალქვეშა ნავები 57– 5, ავიამზიდები − აშშ – 11, ხოლო ჩინეთი −1.
In terms of weapons systems, the balance of nuclear weapons–capable intercontinental ballistic missiles is 450 for the United States to 66 for China, modern main battle tanks number 6,302 to 2,800, sixth generation tactical aircraft 3,092 to 747, nuclear-powered submarines 57 to 5, and aircraft carriers 11 to 1.
4632.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
თუმცა, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების ზეპარტიულმა კომისიამ, რომელიც აშკარად კონსერვატიზმისკენ იხრება, აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ „კოსმოსის სამხედრო მიზნებისათვის გამოყენებისა და კიბერომების წარმოების მიზნით შთამბეჭდავი, მაგრამ შემაშფოთებელი შესაძლებლობების განვითარება და ამავდროულად, აღნიშნული შესაძლებლობების გამოყენების დემონსტრირება, ცხადყოფს ჩინეთის სურვილს, გააძლიეროს თავისი გავლენის სფერო.“
However, the U.S.-China Economic and Security Commission, a bipartisan body but one with a strong leaning toward conservative containment, stressed that China’s “development of impressive but disturbing capabilities for military use of space and cyber warfare, and its demonstrated employment of these capabilities, suggest China is intent on expanding its sphere of control.”
4633.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
პენტაგონმა ასევე გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩინეთის ლიდერებმა დეტალურად უნდა განმარტონ ჩინეთის სახალხო არმიის მიერ თავისი შესაძლებლობების მოდერნიზების მიზნები და მიზეზები…
The Pentagon also issued its own annual report, warning that “China’s leaders have yet to explain in detail the purposes and objectives of the PLA’s [People’s Liberation Army’s] modernizing military capabilities....
4634.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
აღნიშნული დებატები ეხება სტრატეგიულ შეიარაღებასაც და ფოკუსირდება შემდეგ საკითხებზე, საჭიროა თუ არა ჩინეთის მზარდი ბირთვული შეიარაღების შეკავება სარაკეტო თავდაცვის სისტემებით ან სხვა შესაძლებლობებით, ჩამოუვარდება თუ არა ჩინეთის შესაძლებლობები აშშ-ს შესაძლებლობებს იმდენად, რომ დაშინების არსებული სტრატეგია ცვლილებას არ საჭიროებს.
This debate also applies to strategic weaponry and whether China’s increase in nuclear weapons needs to be checked by missile defense and other measures or is still sufficiently inferior to the U.S. capacity as to leave deterrence intact.
4635.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
ჩინეთისგან მომდინარე გეოპოლიტიკური და სამხედრო გაურკვევლობის ფარგლებში ეს სტრატეგია ფრთხილ სტრატეგიად განიხილება.
This has appeal as a cautious strategy amid the uncertainties of Chinese military capabilities and geopolitical intentions.
4636.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
სამმა ამერიკულმა კომპანიამ − ერთად ეს სამეული მზის ენერგიის სექტორში ამერიკული ინდუსტრიის ერთ მეექვსედს წარმოადგენდა − თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, მიზეზად ჩინური მზის ენერგიის ტექნოლოგიის უაღრესად დაბალი ფასი დასახელდა.
Three American solar-energy companies—together representing one-sixth of American manufacturing capacity in the solar sector—filed for bankruptcy, citing the plunging prices of solar technology from China.
4637.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
„ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ის სახელი რომ დაერქვას, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს, მაშინ მას ჩინეთის კაპიტალისტური ბიუროკრატიული პარტია უნდა ეწოდოს.“
“If the Chinese Communist Party were called what it really is, it would be called the Chinese Capitalist Bureaucratic Party.”
4638.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
2006 წელს ტარო ასომ, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა და შემდგომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იაპონიისათვის ბირთვული იარაღის განვითარება შესაძლებელია წინდახედული ნაბიჯი ყოფილიყო.
In 2006 Taro Aso, then the foreign minister and later the prime minister suggested that it might be prudent for Japan to develop nuclear capability.
4639.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
მოგვიანებით მან განმარტა, რომ „იაპონიას შეუძლია ბირთვული იარაღის წარმოება."
He later clarified, noting that “Japan is capable of producing nuclear weapons."
4640.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 10
ქაშმირში და მის ირგვლივ ძალადობამ იმატა, მოგვიანებით გავრცელდა ინდოეთის დედაქალაქ დელიზეც, როდესაც ტერორისტებმა ინდოეთის პარლამენტის შენობაზე მიიტანეს იერიში, რასაც ცამეტი ადამიანი ემსხვერპლა.
The violence intensified in and around Kashmir, then spread to Delhi, the Indian capital, where terrorists attacked the Indian parliament, killing thirteen people.