ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
4681.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 11
ზედაპირული გენერალიზაცია, შავ-თეთრ ფერებში ხედვა და შიშის დათესვა ამახინჯებს პოლიტიკურ დიალოგს და ანალიტიკურ უნარს, რაც საჭიროა დიფერენცირებული პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც გაითვალისწინებს პოლიტიკურ დინამიკას არაბული სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებში და კონკრეტულ სტრატეგიულ ამოცანებს.
Blithe generalizations, binary thinking, and fear-mongering distort both the political dialogue and the analytic capacity needed to pursue policies differentiated according to the particular political dynamics of the different countries of the Arab world and the strategic challenges posed.
4682.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 11
სწორედ ამ გზით იქნა დაკავებული 11 სექტემბრის თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი ავტორი, ხალიდ შეიხ მოჰამედი.
This was how America captured Khalid Sheikh Mohammed, the lead planner of the 9/11 attacks.
4683.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 11
აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია 2012 წელს ოსკარზე წარდგენილმა ფილმმა მთავარი სამიზნე (Zero Dark Thirty) და იმან, თუ რა როლი ენიჭებოდა წამებას იმ ინფორმაციის მოპოვებაში, რომელმაც ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფლების დადგენას და მის განადგურებას შეუწყო ხელი.
The 2012 Oscar-nominated movie Zero Dark Thirty and its portrayal of the role torture played in getting some of the information that led to the capture and killing of Osama bin Laden set off further controversy.
4684.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 11
შესაძლოა ეს ჯგუფი ბიოლოგიური იარაღით თავდასხმას გეგმავს და გაქცევას მოახერხებს, თუ გაიგებს რომ მას უთვალთვალებენ.
Perhaps a cell planning to launch a biological weapons attack might escape or evade capture if it knew it was under surveillance.
4685.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
ნატო დღემდე რჩება ყველაზე ძლევამოსილ სამხედრო ალიანსად (ძალა).
NATO remains the most capable military alliance in the world (Power).
4686.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
თავდაპირველად აშშ-მ ავღანეთში ომის წარმოების გზა აირჩია რამდენიმე ევროპელი მოკავშირის დახმარებით, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც ცალკეული სახელმწიფოები, სამხედრო სარდლობასა და საომარ სტრატეგიაზე უფრო მეტი კონტროლის შენარჩუნების მიზნით, ვიდრე ეს კოსოვოს შემთხვევაში იყო.
The United States originally chose to conduct the war in Afghanistan with some assistance from European allies in their individual national capacities in order to have greater control over wartime command and strategy than it had during the Kosovo war.
4687.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
კოალიციაში რამდენიმე ნატოს წევრი სახელმწიფო კი შედიოდა, მაგრამ ისინიც ინდივიდუალურად თავიანი სახელმწიფოების შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდნენ.
The ad hoc coalition included some NATO members acting in their individual national capacities.
4688.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
ნატოს პოლიტიკურ განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ საერთო მიზანს წარმოადგენდა „ნატოს შეიარაღებული ძალებისა და შესაძლებლობების ტრანსფორმაცია, რათა უკეთ განეხორციელებინათ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული შეკავებისა და დაცვის შესაძლებლობები."
The overall objective, as reflected in a NATO policy statement, was “a far-reaching transformation of its forces and capabilities to better deter and defend against terrorism."
4689.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
„თუკი ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების შემცირების ტენდენცია არ იქნება შეჩერებული და უკეთესობისკენ შემობრუნებული, აშშ-ს მომავალმა ლიდერებმა, რომლებისთვისაც ცივ ომს აღარ ექნება ისეთივე განმსაზღვრელი მნიშვნელობა, როგორიც ჩემთვის ჰქონდა, შეიძლება ვერ დაინახონ აშშ–ის მიერ ნატოში ინვესტირების საჭიროება,“ – განაცხადა თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა 2011 წელს.
“If current trends in the decline of European defense capabilities are not halted and reversed, future U.S. political leaders—those for whom the Cold War was not the formative experience that it was for me may not consider the return on America’s investment in NATO worth the cost," – Defense Secretary Robert Gates warned in 2011
4690.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
საგარეო პოლიტიკა ჯერ კიდევ ცალკეულ ეროვნულ დედაქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, პარიზი და ბერლნი, იქმნება და არა ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინებში.
Foreign policy is still made primarily in individual national capitals such as London, Paris, and Berlin rather than at EU headquarters in Brussels.
4691.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
სტამბოლი, თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, ბოსფორის სრუტითაა გაყოფილი, მისი ერთი ნაწილი ევროპის კონტინენტის მიჯნაზეა, ხოლო მეორე ნაწილი, ისევე როგორც დანარჩენი თურქეთი, როგორც გეოგრაფები უწოდებენ, მცირე აზიის ტერიტორიაზე მდებარეობს.
Istanbul, Turkey’s capital city, is split by the Straits of Bosporous, with part lying on the edge of the European continent and part, along with most of the rest of Turkey, in an area geographers call Asia Minor.
4692.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
დემოკრატია გამოცხადდა, სოციალიზმი კაპიტალიზმმა ჩაანაცვლა.
Democracy was proclaimed, and capitalism replaced socialism.
4693.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
მისი მიღწევათა სია საკმაოდ ვრცელია: 8000-მდე სტრატეგიული ბირთვული ქობინი იქნა დეაქტივირებული, განადგურდა 900-მდე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა და 30 წყალქვეშა ნავი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ბალისტიკური რაკეტების გაშვება, ასევე, ბირთვული იარაღის 24 საწყობი უსაფრთხოების განახლებული სისტემებით აღიჭურვა.
Its list of accomplishments is quite impressive: almost 8,000 strategic nuclear warheads deactivated, over 900 intercontinental ballistic missiles (ICBMs) destroyed, more than 30 submarines capable of launching ballistic missiles destroyed, 24 nuclear-weapons storage sites provided with upgraded security.
4694.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
ამგვარმა "მცდელობებმა, რომლებიც რუსეთის ინტერესებს უგულებელყოფს შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო უსაფრთხოებას, სტაბილურობას და იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში მოხდა.“
Such “attempts to ignore Russia’s interests are capable of undermining international security, stability, and the positive changes achieved in international relations.”
4695.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
„ჩვენ უნდა უარი ვუთხრათ რუსეთის იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას უთხრის ძირს, სამხედრო ძალის გამოყენებით საქართველოს ინფრასტრუქტურის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში განადგურება სურს და არის ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა.“
“We have to deny Russian strategic objectives, which were clearly to undermine Georgia’s democracy, to use its military capability to damage, and in some cases, destroy Georgian infrastructure, and to try and weaken the Georgian state.”
4696.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
ადამიანი, რომელიც 1991 წლის აგვისტოში დემონსტრაციულად იდგა საბჭოთა ტანკზე და დემოკრატიული რევოლუციის სიმბოლოდ იქცა, ახლა რუსული არმიის ტანკებს ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოზე შეტევის ბრძანებას აძლევდა, ეს კი დემოკრატიზაციის დილემას ნიშნავდა.
The image of the man who in August 1991 had stood defiantly on a Soviet army tank, personifying the democratic revolution, now commanding Russian army tanks in an attack on the national legislature, captured the dilemmas of democratization.
4697.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
ტრანზიცია საბჭოთა გეგმური ტიპის ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე საწყის ეტაპზე წააგავდა „დიდ ნახტომს უკან.“
The transition from the Soviet command economy to market-based capitalism initially proved to be a “great leap backward.”
4698.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 12
კორუფცია მძვინვარებდა, „მძარცველი ბარონების კაპიტალიზმმა“ მილიარდერთა ახალი ელიტა შექმნა.
Corruption was rampant, with “robber-baron capitalism” creating a new economic elite of billionaires.
4699.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 13
ლათინოამერიკელი კამპესინოსა (გლეხისა) და ძია სემის კარიკატურა ყველაზე კარგად გამოხატავს ცივი ომის ეპოქაში აშშ-ს პოლიტიკის არსს.
An editorial cartoon depicting a Latin American campesino (peasant) trying to get the attention of Uncle Sam captured the gist of U.S. policy in the Cold War era.
4700.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 13
როგორც ერთმა გამოჩენილმა ანალიტიკოსმა აღნიშნა: „პოლიტიკური ცხოვრების სერიოზული უკმარისობა რამდენიმე ფაქტორით გამოიხატება – სახელმწიფო ინსტიტუტების სუსტი უნარი და ნაკლები ეფექტიანობა, ფართოდ გავრცელებული კორუფცია, კანონის უზენაესობის პრინციპის არასისტემური და ხშირად შერჩევითი გამოყენება, წარმომადგენლობისა და მონაწილეობის სუსტად განვითარებული მოდელები და მარგინალიზებულ მოქალაქეთა დიდი რაოდენობა.“
As assessed by one prominent analyst, “severe deficiencies mark political life—weak capacity and performance of government institutions, widespread corruption, irregular and often arbitrary rule of law, poorly developed patterns of representation and participation, and large numbers of marginalized citizens.”