ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
5361.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
თუ ხელმოწერების რაოდენობა აკმაყოფილებს დადგენილ მინიმალურ ოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილი თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები.
If the number of signatures meets the established minimum amount, the signatures of the supporters are checked sequentially by an authorized employee of the District Election Commission.
5362.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.
In case of submitting an unidentified sample form with the lists of supporters to the relevant election commission, the mentioned signatures shall not be considered as a total number of signatories and shall not be subject to verification procedures.
5363.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
თუ დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე შესრულებული ხელმოწერების გამოკლებით, დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე.
If, except for the signatures on the unidentified sample form, the number of remaining signatures is less than the established minimum amount, a person wishing to register as an electoral subject shall be denied registration.
5364.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუ-ებით, მუქარით ან ძალდატანებით;
The signatory confirms by a notarized statement submitted to the relevant election commission that the signature was made by deception, threats or coercion;
5365.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
A voter registered in another election district is included in the list of supporters of a candidate nominated in the election district.
5366.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
თუ შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად.
If, considering the invalidated signatures as a result of the inspection, the number of supporters’ signatures is less than the established minimum amount, the invalidated part shall be returned to the initiative group of voters and given 2 days to fill in the gaps.
5367.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
საოლქო საარჩევნო კომისია, იმავე წესის დაცვით, კვლავ ამოწმებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს.
A District Election Commission shall, in the same manner, again check the corrected part of the list of supporters submitted by an initiative group of voters.
5368.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
თუ ხარვეზის შევსების მიუხედავად მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და კანდიდატს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.
If, despite filling in the gaps, the number of signatures of supporters is still less than the established minimum amount, the list of supporters shall be completely canceled and the candidate shall be denied election registration by an ordinance of the chairperson of the main district election commission.
5369.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია.
Registration of candidates nominated by a party / electoral bloc.
5370.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25­ე დღისა:
An application and attached documents for the registration of majoritarian candidates nominated by a party / election bloc in the election district shall be verified by a chairperson of the main district election commission, who not later than the 25th day before the Election Day shall:
5371.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
Register the candidate if the submitted documents meet the requirements set by the Election Code;
5372.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია).
Inform in writing a representative of the party / election bloc about the non-compliance of the application and the data contained in the attached documents (indication of non-compliance is required) with the requirements established by the Election Code.
5373.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-­20 დღისა:
In case of submission of amended data, the issue of registration of the candidate must be resolved within 5 days after the submission of the amended documentation, but not later than the 20th day before the election day, if:
5374.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
The corrected data does not comply with the requirements established by the Election Code, it shall issue an ordinance on the refusal to register the candidate for the election within the same period.
5375.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს.
If the corrected data complies with the requirements established by the Election Code, a chairperson of the district election commission shall register the candidate.
5376.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველები, მათ შორის:
A chairperson of the district election commission shall not register a candidate for the membership of the Parliament of Georgia, and shall cancel the registration of a registered candidate if the applications and documents submitted to the election commission do not meet the requirements of the Election Code or there are other grounds provided for by the Election Code, including the following:
5377.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
საინიციატივო ჯგუფის მიერ არ იქნა წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია ან მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით;
The list of voters supporting the candidate was not submitted by the initiative group or the list of supporting voters was submitted in violation of the deadlines established by law;
5378.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;
The list of supporting voters submitted by the initiative group shall contain less signatures than the established number of voters;
5379.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
გაუქმდა კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;
Election registration of the election subject nominating a candidate was canceled;
5380.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი III
წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 47) ფაქტი.
The election registration of a nominated candidate shall be revoked by a court decision if the fact of voter bribery (The Election Code - Article 47) is confirmed.