ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
5561.
ბიოლოგია | თავი XLII
ელასტიკური არტერიების პერიფერიული წინაღობის წინააღმდეგ მოქმედების შედეგად მნიშვნელოვანი წნევა დიასტოლის დროსაც ვითარდება (დიასტოლური წნევა) და სისხლიც არტერიოლებსა და კაპილარებში მუდმივად მიედინება.
As a consequence of the elastic arteries working against peripheral resistance, there is substantial blood pressure even during diastole (diastolic pressure), and blood continuously flows into arterioles and capillaries.
5562.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარების ფუნქციები.
Capillary Function.
5563.
ბიოლოგია | თავი XLII
ნებისმიერ მომენტში, სხეულის კაპილარების დაახლოებით 5-10%-ში მიედინება სისხლი.
At any given time, only about 5-10% of the body's capillaries have blood flowing through them.
5564.
ბიოლოგია | თავი XLII
თუმცა, ყველა ქსოვილს უამრავი კაპილარი აქვს, ასე, რომ სხეულის ყველა ნაწილი სისხლით გამუდმებით მარაგდება.
However, each tissue has many capillaries, so every part of the body is supplied with blood at all times.
5565.
ბიოლოგია | თავი XLII
ტვინის, გულის, თირკმლების, და ღვიძლის კაპილარები ყოველთვის მაქსიმალურად დატვირთულია სისხლით, ხოლო სხვა ორგანოებში კი სისხლით მომარაგება დროთა განმავლობაში იცვლება და სისხლი ერთი სამიზნიდან მეორისკენ გადაინაცვლებს.
Capillaries in the brain, heart, kidneys, and liver are usually filled to capacity, but in many other sites, the blood supply varies over time as blood is diverted from one destination to another.
5566.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარებში სისხლის გადანაწილებას ორი მექანიზმი არეგულირებს.
Two mechanisms regulate the distribution of blood in capillary beds.
5567.
ბიოლოგია | თავი XLII
ერთ მექანიზმში, არტერიოლის კედლის გლუვი კუნთის შეკუმშვა ავიწროებს ძარღვს, ამცირებს დიამეტრს და აქვეითებს სისხლის დინებას კაპილარული კონისკენ.
In one mechanism, contraction of the smooth muscle layer in the wall of an arteriole constricts the vessel, reducing its diameter and decreasing blood flow through it to a capillary bed.
5568.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც კუნთოვანი შრე დუნდება, არტერიოლა ფართოვდება და საშუალებას აძლევს სისხლს კაპილარში გადავიდეს.
When the muscle layer relaxes, the arteriole dilates, allowing blood to enter the capillaries.
5569.
ბიოლოგია | თავი XLII
მეორე მექანიზმში, გლუვი კუნთების წრეები, რომელთაც კაპილარული კონის შესასვლელთან მდებარეობის გამო პრეკაპილარული სფინქტერებს უწოდებენ, სისხლის დინებას არტერიოლებსა და ვენულებს შორის აკონტროლებენ.
In the other mechanism, rings of smooth muscle are called precapillary sphincters because they are located at the entrance to capillary beds, control the flow of blood between arterioles and venules.
5570.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორც თქვენ წაიკითხეთ, ნივთიერებათა მიმოცვლა სისხლსა და უჯრედშორის ქსოვილს შორის კაპილარების თხელი ენდოთელიუმის კედლის საშუალებით ხორციელდება.
As you have read, the exchange of substances between the blood and the interstitial fluid takes place across the thin endothelial walls of the capillaries.
5571.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარის შიგნით არსებული სისხლის წნევა სითხეს (რომელიც შედგება მცირე ზომის გახსნილი ნივთიერებებისგან, როგორიცაა შაქრები, მარილები, ჟანგბადი და შარდოვანა) კაპილარული ქსელიდან გარეთ აწვება.
Blood pressure within the capillary pushes fluid (consisting of water and small solutes such as sugars, salts, O2, and urea) through the capillary clefts.
5572.
ბიოლოგია | თავი XLII
გარეთ მიმართული მოძრაობა იწვევს სითხის ძარღვიდან გასვლას, არტერიოლასთან ახლოს მყოფ კაპილარულ უბანში.
The outward movement of this fluid causes a net loss of fluid from the upstream end of the capillary near an arteriole.
5573.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის უჯრედები და უმეტესი ცილები ძალიან დიდია საიმისოდ, რომ ენდოთელიუმში გააღწიონ და ამიტომ კაპილარებში რჩებიან.
Blood cells suspended in blood and most proteins dissolved in the blood are too large to pass through the endothelium and remain in the capillaries.
5574.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის ცილები, რომლებიც კაპილარებში რჩება, განსაკუთრებით ალბუმინი არტერიული ბოლოდან ვენულასკენ თითქმის მუდმივ ოსმოსურ წნევას ქმნის.
The blood proteins remaining in the capillaries, especially albumin, create approximately constant osmotic pressure from the arteriole to the venule end of a capillary bed.
5575.
ბიოლოგია | თავი XLII
ეს განსხვავება ოსმოსურ და სისხლის წნევას შორის კაპილარის შიგნით არტერიოლასთან ახლოს სითხეს გარეთ ამოძრავებს და ვენულასთან ახლოს კი, შიგნით.
This difference between blood pressure and osmotic pressure drives fluids out of capillaries at the arteriole end and into capillaries at the venule end.
5576.
ბიოლოგია | თავი XLII
სითხის დაახლოებით 85%, რომელიც კაპილარის არტერიულ ბოლოსთან გარეთ გამოდის, ვენურ ბოლოსთან ქსოვილური სითხიდან უკან ბრუნდება და დარჩენილი 15% სისხლს საბოლოოდ ლიმფური სადინარებით უბრუნდება.
About 85% of the fluid that leaves the blood at the arterial end of a capillary bed reenters from the interstitial fluid at the venous end, and the remaining 15% is eventually returned to the blood by the vessels of the lymphatic system.
5577.
ბიოლოგია | თავი XLII
იმდენი სისხლი გადის კაპილარების კედლებში, რომ სითხის ჯამური დანაკარგი დღეში დაახლოებით 4ლ-ია.
So much blood passes through the capillaries that the cumulative loss of fluid adds up to about 4 L per day.
5578.
ბიოლოგია | თავი XLII
მიუხედავად იმისა, რომ კაპილარების კედლები დიდი ზომის მოლეკულების მიმართ გამტარი არ არის, ადგილი აქვს სისხლის ცილების გაჟონვასაც.
There is also some leakage of blood proteins, even though the capillary wall is not very permeable to large molecules.
5579.
ბიოლოგია | თავი XLII
სითხე ამ სისტემაში მცირე ზომის ლიმფურ კაპილარებში დიფუზიის გზით შედის,
Fluid enters this system by diffusing into tiny lymph capillaries.
5580.
ბიოლოგია | თავი XLII
ლიმფური ძარღვები, ვენების მსგავსად სარქვლებს შეიცავენ, რაც ხელს უშლის სითხის გადასვლას უკან ლიმფურ კაპილარებში.
Lymph vessels, like veins, have valves that prevent the backflow of fluid toward the capillaries.