ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
5601.
ბიოლოგია | თავი L
ჰაბარდ ბრუკში წარმოებულმა რომელმა კვლევითმა პროექტებმა შეიძლება მიიპყროს როგორც ეკოლოგიური საზოგადოების, ასევე ჩვეულებრივი ხალხის ყურადღება?
Which current research projects at Hubbard Brook do you think are most likely to capture the attention of both the ecology community and the general public?
5602.
ბიოლოგია | თავი L
ეკოლოგია შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ქვესფეროებად, რომლებიც შეისწავლიან საკითხებს დაწყებული ინდივიდუალური ორგანიზმების ეკოლოგიით, დამთავრებული ლანდშაფტისა და ეკოსისტემის დინამიკით.
Ecology can be divided into areas of study ranging from the ecology of individual organisms to the dynamics of ecosystems and landscapes.
5603.
ბიოლოგია | თავი L
ლანდშაფტის ეკოლოგია შეისწავლის ეკოსისტემის სფეროს. მისი ორი მაგალითია: მდინარის გასწვრივ ჩამწკრივებული ხეების რიგის კორიდორი მეჩხერი მცენარეული საფარით დაფარულ დაბლობზე, ანდა ბალახით შემოფარგლული მარჯნის რიფების მონაკვეთები, და როგორ არის ყველაფერი ეს მოწყობილი გეოგრაფიულ რეგიონში.
Landscape ecology deals with arrays of ecosystems-just two examples are a corridor of trees lining a river flowing through a sparsely vegetated plain, or patches of coral reef surrounded by turtle grass-and how they are arranged in a geographic region.
5604.
ბიოლოგია | თავი L
ნებისმიერი ლანდშაფტი ან ზღვის პეიზაჟი შედგება სხვადასხვა ტიპის „მონაკვეთების“ მოზაიკისაგან. გარემოს ამ მახასიათებელს ეკოლოგები უწოდებენ „მონაკვეთებად დაყოფას“.
Every landscape or seascape consists of a mosaic of different types of "patches," an environmental characteristic ecologists refer to as patchiness.
5605.
ბიოლოგია | თავი L
ლანდშაფტური ეკოლოგიური კვლევები ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორებზე, რომლებიც აკონტროლებენ ენერგიის, ნივთიერებებისა და ორგანიზმების ურთიერთგაცვლას ეკოსისტემის მონაკვეთებს შორის, რომლებიც თავის მხრივ ლანდშაფტსა და ზღვის პეიზაჟებს ქმნიან.
Landscape ecological research focuses on the factors controlling exchanges of energy, materials, and organisms among the ecosystem patches making up a landscape or seascape.
5606.
ბიოლოგია | თავი L
ახლომდებარე წყლური წარმონაქმნები და ტოპოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა მთაგრეხილები, ქმნიან რეგიონული კლიმატის ვარიაციებს, ხოლო ლანდშაფტის უფრო მცირე მახასიათებლები ადგილობრივი, ლოკალური კლიმატის ვარიაციებს განაპირობებენ.
Proximity to bodies of water and topographic features such as mountain ranges create regional climatic variations, and smaller features of the landscape contribute to local climatic variation.
5607.
ბიოლოგია | თავი L
ამ მიგრაციის დეტალური აღნუსხვა შემონახულია ტბებსა და ტბორებში დალექილი ყვავილის მტვრის ნარჩენები.
A detailed record of these migrations is captured in fossil pollen deposited in lakes and ponds.
5608.
ბიოლოგია | თავი LII
დაჭერილ ცხოველებს ნიშნებს ადებენ ეტიკეტების, საყელოების, სამაჯურების ანდა საღებავის ლაქების სახით და შემდეგ ათავისუფლებენ.
Captured animals are marked with tags, collars, bands, or spots of dye, and then released.
5609.
ბიოლოგია | თავი LII
მეორედ დაგებულ ხაფანგებში ხვდებიან როგორც ნიშანდადებული, ასევე უნიშნო ინდივიდები.
This second capture yields both marked and unmarked individuals.
5610.
ბიოლოგია | თავი LII
ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიშნის დადების მეთოდის მიხედვით თითოეულ ნიშანდადებულ ინდივიდს ხაფანგში მოხვედრის იგივე ალბათობა აქვს, როგორც თითოეულ უნიშნო ინდივიდს.
Note that the mark-recapture method assumes that each marked individual has the same probability of being trapped as each unmarked individual.
5611.
ბიოლოგია | თავი LII
თუმცა დარვინის გამოთვლა შეიძლება მთლად ზუსტი არ იყოს, ამგვარმა ანალიზმა მას საშუალება მისცა გაეგო, რომ პოპულაციის ზრდას უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს.
Though Darwin's estimate may not have been precisely correct, such analyses led him to recognize the tremendous capacity for growth in all populations.
5612.
ბიოლოგია | თავი LII
და მაინც, პოპულაციის ზრდის იდეალიზებულ აბსოლუტურ გარემოში შესწავლა მეტად სასარგებლო და საჭიროა, რადგან ამგვარი კვლევები ავლენს სახეობათა ზრდის შესაძლებლობებს და იმ პირობებს, რომლებშიც ამ შესაძლებლობათა გამოვლინებაა შესაძლებელი.
Nevertheless, it is useful to study population growth in an idealized, unlimited environment because such studies reveal the capacity of species for increase and the conditions in which that capacity may be expressed.
5613.
ბიოლოგია | თავი LII
ზრდის დონე ერთ სულზე.
Per Capita Rate of Increase.
5614.
ბიოლოგია | თავი LII
ერთ სულზე შობადობის დონე არის იმ ნაშიერთა რაოდენობა, რომლებიც წარმოიშვნენ დროის ერთ წილში პოპულაციის საშუალო წევრის მიერ.
The per capita birth rate is the number of offspring produced per unit of time by an average member of the population.
5615.
ბიოლოგია | თავი LII
თუ მაგალითად, 1.000 ინდივიდისაგან შემდგარ პოპულაციაში წელიწადში 34 დაბადების შემთხვევაა, მაშინ ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი ერთ სულზე იქნება 34/1000.
If, for example, there are 34 births per year in a population of 1,000 individuals, the annual per capita birth rate is 34/1000, or 0.034.
5616.
ბიოლოგია | თავი LII
ბუნებრივი პოპულაციისათვის ერთ სულზე შობადობის ან სიკვდილიანობის დონე შეიძლება გამოვითვალოთ პოპულაციის ზომის და ამ პოპულაციის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და რეპროდუქციულობის მაჩვენებელი დიაგრამული მონაცემების მიხედვით.
For natural populations or those in the laboratory, the per capita birth and death rates can be calculated from estimates of population size and data in life tables and reproductive tables.
5617.
ბიოლოგია | თავი LII
წინ ჩვენ განვიხილეთ პოპულაცია, რომლის თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომია უხვი საკვები და რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად გამრავლება მათი ფიზიოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით.
Earlier, we described a population whose members all have access to abundant food and are free to reproduce at their physiological capacity.
5618.
ბიოლოგია | თავი LII
ამ პირობებში ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელმა სახეობებში შეიძლება მიაღწიოს მაქსიმალურ ნიშნულს, ამას ეწოდება ზრდის ნამდვილი (ბუნებრივი) მაჩვენებელი და იგი აღინიშნება, როგორც Rmax.
Under these conditions, the per capita rate of increase may assume the maximum rate for the species, called the intrinsic rate of increase and denoted as "Rmax".
5619.
ბიოლოგია | თავი LII
ეს იმიტომ, რომ პოპულაციის ზრდა დამოკიდებულია N-ზე და ასევე Rmax-ზე, ხოლო როცა მათ ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელი ერთნაირი აქვთ, დიდ პოპულაციაში უფრო მეტია შობადობის შემთხვევები (და სიკვდილიანობისაც), ვიდრე პატარა პოპულაციაში.
This occurs because population growth depends on N as well as Rmax, and larger populations experience more births (and deaths) than small ones growing at the same per capita rate.
5620.
ბიოლოგია | თავი LII
ლოჯისტიკური ზრდის მოდელი მოიცავს საარსებო შესაძლებლობათა კონცეფციას.
The logistic growth model includes the concept of carrying capacity.