ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ელექტროქიმია
ანიონ S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup> აღდგენის მრუდის ფორმა ეთილენგლიკოლში ისეთივეა, როგორც წყალხსნარებში. მაგრამ გამხსნელის ზედაპირული აქტივობისა და იმის გამო, რომ ორმაგი ელექტრული შრის დიფუზური ნაწილი უფრო გაშლილია ეთილენგლიკოში, პროცესი ხასიათდება თავისებურებებით. კერძოდ კათიონებისა, ანიონების და ფონის კონცენტრაციის გავლენა უფრო დიდ ეფექტს იძლევა ეთილენგლიკოში, ვიდრე წყალხსნარებში.
Curves for the reduction of S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup> both in aqueous solutions and in ethylene glycol are identical, but there are some peculiarities resulting from surface activity of the solvent and from the fact that the diffusion region of the electric double layer is somewhat more extended in ethylene glycol.
582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ენერგეტიკა
დადგენილია ორფაზა სითხის გამოდინების პროცესისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი არსებითი თვისებურება.
Certain essential peculiarities of two-phase flows of this kind have been ascertained.
583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ენერგეტიკა
დოლიანი ორთქლგენერატორებისათვის შედგენილია საქვაბე წყლებსა და ნაჯერ ორთქლში არააქროლვადი ნივთიერების მატერიალური ბალანსების დიფერენციალური განტოლებები, რომელთა ამოხსნის საფუძველზე მიღებულია წყლის რეჟიმის დინამიკური მახასიათებლების საანგარიშო დამოკიდებულებები.
Differential equations of the material balance of nonvolatile matter in the boiler waters and in the saturated steam for drum steam generators have been obtained. The solution of these equations have yielded dependences for the calculation of the dynamic characteristics of water regime.
584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ენტომოლოგია
აღმოსავლეთ საქართველოში თესლოვან ხეხილზე გავრცელებული მტაცებელი ტკიპების (Parasitiformes, Phytoseiidae) სახეობრივი შედგენილობა.
Species composition of predatory mites (Parasitiformes, Phytoseiidae) on pip-fruit plants in eastern Georgia.
585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ენტომოლოგია
მოცემულია თესლოვან ხეხილზე გავრცელებული ფიტოსეიდების სახეობრივი შედგენილობა.
The species composition of Phytoseiidae infesting pip-fruit plants is given.
586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ენტომოლოგია
მოწოდებულია ქიმიური ნაერთების, მწერების მიმართ ატრაქტანტული თვისების შეფასების ოლფაქტომეტრული მეთოდი, რაც არსებული მეთოდისაგან განსხვავებით, ჰაერში ნივთიერების ოპტიმალური კონცენტრაციის დადგენის საშუალებას იძლევა.
An olfactometric method is proposed for estimating the attractant properties of chemical compounds towards insects. Unlike the existing method it enables to ascertain the optimal concentration of a substance in the air.
587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ ინფექციის გავრცელების საშიშროებას დრენაჟის ამოღების შემდეგ ადგილი არ აქვს.
It has been ascertained that there is no danger of any infection developing after the removal of drainage.
588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ექსპერიმენტული მედიცინა
ჭიანაწლავის ტაკვის დახურვის წარმოდგენილი მეთოდი გულისხმობს ტაკვის პერიტონიზაციას ჭიანაწლავის ჯორჯლით.
Two ligatures are placed on the appendix base and the latter is cut above these ligatures.
589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ წინამდებარე ჯირკვლის მოცილება სათესლე ბაგირაკების ანატომიური ერთიანობის შენარჩუნებით, რაიმე გავლენას არ ახდენს სპერმატოგენეზზე და არ სცვლის ამ ცხოველების გამრავლების უნარს.
It has been ascertained that the removal of the prostate, with the spermatic cords remaining anatomically intact, has no significant effect on spermatogenesis and does not change the impregnation capacity of the experimental animals.
590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ექსპერიმენტული მედიცინა
ეს დადგენილ იქნა როგორც სპერმის შესწავლით (კურდღლები), ისე პრეპარატების ჰისტოლოგიური გამოკვლევების გზით.
This fact was established both by investigation of sperm (in rabbits) and by means of histological studied of preparations.
591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ექსპერიმენტული მედიცინა
მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგენილია, რომ ძირითადად საწარმოო დანადგარების არასათანადო ჰერმეტიზაციისა და არასაკმარისი ვენტილაციის გამო, სამუშაო ზონათა ჰაერში ადგილი აქვს კაპროლაქტამის, ციკლოგექსანოლის, ციკლოგექსანონისა და დინილის გამოყოფას.
On the basis of data obtained it has been ascertained that the air pollution by caprolactam, cyclohexanol, cyclohexanone and Dowtherm is caused as a result of inadequate airtightness of productive equipment and unsatisfactory ventilation of working areas.
592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ექსპერიმენტული მორფოლოგია
აზოტმჟავა ვერცხლით იმპრეგნირებულ პრეპარატებზე შესწავლილია ადამიანის ტვინის ღეროს კაპილარულ-სისხლძარღვოვანი ქსელი. დადგენილია, რომ ყველაზე წვრილმარყუჟოვანი კაპილარული ქსელით ხასიათდება თავის ტვინის ნერვების ბირთვები, ქვედა ოლივები, წითელი ბირთვი; საშუალომარყუჟოვანით - რეტიკულური ფორმაციის ბირთვები და მსხვილმარყუჟოვანით - გამტარი გზები.
The vascular–capillary network of the human brain stem has been studied on total silver impregnazed preparations with the following findings: the smallest loop network is in the nuclei of cranium–brain nerves, in the lower olivary bodies, in the red nucleus; the medium-sized network in the nuclei of the reticular formation, and the largest one in the conduction system ways.
593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგენილია, რომ მონოოსალური ფიბრული ოსტეოდისპლაზია უნდა მიეკუთვნოს მწიფე ოსტეოგენური რიგის სიმსივნეებს და ძვლის სიმსივნეთა კლასიფიკაციაში პარენქიმის დიფერენციაციის მიხედვით მოთავსდეს ოსტეომასა და ოსტეოიდ-ოსტეომას შორის.
It is suggested that monoosseous fibrous dysplasia should be considered true osteogenic tumours and according to parenchyma differentiation listed between osteoma and osteoid–osteoma in the bone tumour classification.
594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, თბოტექნიკა
ჩატარებული ცდების საფუძველზე დადგენილია, რომ თუ შენახვის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 დღე-ღამეს და კამერის ტემპერატურა უდრის 2oC +3,5oC, კამერაში შენახული ჩაის ფოთლიდან მიღებული პროდუქციის ხარისხი სჯობს ახლად დაკრეფილი ჩაის ფოთლიდან მიღებულ პროდუქციას.
On the basis of the present experiments it has been ascertained that if the storage time does not exceed 10 days and the temperature in the room is of the order of 2 to +3,5oC, the quality of the product obtained from tea-leaves stored in the room in question is of a higher quality than that of the product obtained from newly picked tea-leaves.
595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ისტორია
შირვანის ქალაქებზე გიორგი III ლაშქრობის ზუსტი თარიღი არაა დადგენილი.
The exact date of the march undertaken by the Georgian king Giorgi III with the object of liberating some towns of Shirvan has not been established.
596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
აგრეთვე დადგენილია ლემა, რომელიც იძლევა საშუალებას არსებითად შევზღუდოთ თერმების გადარჩევა განკვეთის ტიპის ლოგიკურ წესებში.
The lemma is established which enables to limit substantially the sampling of the terms in the logical cut-type rules.
597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
განხილულია სინგულარული ინტეგრალური განტოლება, როცა განტოლების კოეფიციენტები და თავისუფალი წევრი აკმაყოფილებენ პირობებს. დადგენილია ამოხსნადობის პირობები და აგებულია ამოხსნათა ოჯახი.
The existence, the number of solutions and the solvability conditions of the singular equations are studied, assuming that the coefficients α(t), b(t) and the free member f(t) satisfy the condition.
598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მეტალურგია
ექსპერიმენტულად დადგენილია დამუშავების რეჟიმები, სისუფთავის ხარისხი, ჭრით დამუშავებადობა პლაზმური ჩასუფთავების შემდეგ და სხვა.
The conditions of the machining, surface purity, machining after plasm-arc metal removal are experimentally established.
599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მეტალურგია
ელექტროროტაციული ვისკოზიმეტრით შესწავლილია ცირკონის შემცველი ოქსიდური ნადნობების სიბლანტე კონცენტრაციულ არეში: 0 – 20% ZrO<sub>2</sub>, 20 – 60% MnO, 20 – 50% SiO<sub>2</sub> და 5% Al<sub>2</sub>O<sub>3</sub> შედგენილია სიბლანტის ფსევდოსამმაგი დიაგრამები 1600 და 1700° C ტემპერატურისათვის.
The viscosity of oxide melts containing zirconium has been determined by an electrorotary viscosimeter in the concentration range: 0 – 20% ZrO<sub>2</sub>, 20 – 60% MnO, 20 – 50% SiO<sub>2</sub> and 5% Al<sub>2</sub>O<sub>3</sub>. Pseudotriple diagrams of viscosity for temperatures of 1600° and 1700°C have been plotted.
600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მეტყევეობა
კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana Spach.) ქერქის ნიმუშების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ფელოგენის ერთჯერადი წარმოქმნის გამო სოჭის ქერქი ღეროს მთელ სიგრძეზე ინარჩუნებს გლუვ ზედაპირს და ჯერ კიდევ ყლორტებში წარმოქმნილ პირველად პარენქიმას.
A study of the bark samples of Caucasian fir, Abies Nordmanniana Spach, has shown that due to the single formation of phellogen the bark on the whole surface of the trunk remains smooth, retaining the primary parenchyma formed already in the shoot stage.