ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
6541.
ბიოლოგია | თავი XLIII
იმუნური სისტემის უნარს, წარმოქმნას მეორადი იმუნური პასუხი, იმუნურ მეხსიერებას უწოდებენ და დამოკიდებულია T უჯრედების ხანგრძლივსიცოცხლისუნარიან კოლონისა და მეხსიერების B უჯრედებზე, რომლებიც ანტიგენის სხეულზე საწყისი მოქმედებისას წარმოიქმნება.
The immune system's capacity to generate secondary immune responses, called immunological memory, depends on the clones of long-lived T and B memory cells generated following initial exposure to an antigen.
6542.
ბიოლოგია | თავი XLIII
დენდრიტული უჯრედები მოთავსებულია ეპიდერმისსა და ბევრ სხვა ქსოვილზე, სადაც ისინი ეფექტურად იჭერენ ანტიგენებს.
Dendritic cells are located in the epidermis and in many other tissues, where they efficiently capture antigens.
6543.
ბიოლოგია | თავი XLIII
საინტერესოა, რომ განსაზღვრული სიმსივნეები და ვირუსები (როგორიც არის ებშტეინბარის ვირუსი) მნიშვნელოვნად ამცირებს I კლასის ჰმკ მოლეულების რაოდენობას უჯრედებზე, და ეხმარება მათ თავი დაიძვრინონ ციტოტოქსიკური T უჯრედებისგან.
Interestingly, certain cancers and viruses (such as the Epstein-Barr virus) actively reduce the number of class I MHC molecules on affected cells, helping them escape detection by cytotoxic T cells.
6544.
ბიოლოგია | თავი XLIII
ასეთი T-დამოუკიდებელი ანტიგენები მოიცავს ბევრი ბაქტერიული კაფსულის პოლისაქარიდებს და ცილებს, რომლებიც ბაქტერიების შოლტებს ქმნის.
Such T-independent antigens include the polysaccharides of many bacterial capsules and the proteins that make up bacterial flagella.
6545.
ბიოლოგია | თავი XLIII
დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ავტოიმუნური დაავადების მქონე ადამიანებს საკუთრის წინააღმდეგ მოქმედი ლიმფოციტები ჰქონდათ, რომლებიც ახერხებდნენ განვითარების პროცესში განადგურებისგან თავის დაღწევას.
For a long time, it was thought that people with autoimmune diseases had self-reactive lymphocytes that had happened to escape elimination during their development.
6546.
ბიოლოგია | თავი XLIII
დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჯანმრთელ ადამიანებსაც აქვთ საკუთრის წინააღმდეგ მოქმედი ლიმფოციტები, რომლებიც მარეგულირებელი მექანიზმებით უფუნქციონი ხდებიან და ამდენად, ვერ ახერხებენ ავტოიმუნური რეაქციების გამოწვევას.
We now know that healthy people also have lymphocytes with the capacity to react against self, however, several regulatory mechanisms make these cells nonfunctional, so they cannot induce autoimmune reactions.
6547.
ბიოლოგია | თავი XVIII
კაპსიდები და გარეთა გარსები.
Capsids and Envelopes.
6548.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსების გენომის ცილოვან გარსს კაპსიდას უწოდებენ.
The protein shell enclosing the viral genome is called a capsid.
6549.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსის ტიპის მიხედვით, კაპსიდა შეიძლება იყოს ჩხირის ფორმის, მრავალწახნაგოვანი (პოლიედრული) ან უფრო რთული ფორმის (T4-ის მსგავსად).
Depending on the type of virus, the capsid may be rod-shaped, polyhedral, or more complex in shape (like T4).
6550.
ბიოლოგია | თავი XVIII
კაპსიდები აგებულია დიდი რაოდენობით ცილოვანი სუბერთეულების, კაპსომერებისაგან.
Capsids are built from a large number of protein subunits called capsomeres.
6551.
ბიოლოგია | თავი XVIII
თამბაქოს მოზაიკის ვირუსს აქვს მყარი, ჩხირის ფორმის კაპსიდა, რომელიც შედგება სპირალურად განლაგებული მხოლოდ ერთი ტიპის ცილის ათასზე მეტი მოლეკულისაგან.
Tobacco mosaic virus has a rigid, rod-shaped capsid made from over a thousand molecules of a single type of protein arranged in a helix.
6552.
ბიოლოგია | თავი XVIII
ადენოვირუსებს, რომლებიც აინფიცირებენ ცხოველთა რესპირატორულ გზებს, აქვთ 252 იდენტური ცილის მოლეკულა, რომლებიც განლაგებულია მრავალწახნაგოვან კაპსიდაში 20 სამკუთხა ფაცეტით - იკოსაედრში.
Adenoviruses, which infect the respiratory tracts of animals, have 252 identical protein molecules arranged in a polyhedral capsid with 20 triangular facets-an icosahedron.
6553.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, გრიპის ვირუსებს და ასევე ცხოველებში ნანახ სხვა მრავალ ვირუსს კაპსიდის გარშემო აქვთ მემბრანული გარსი.
For instance, a membranous envelope surrounds the capsids of influenza viruses and many other viruses found in animals.
6554.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთი ვირუსი კაპსიდის შიგნით რამდენიმე ვირუსული ფერმენტის მოლეკულას ატარებს.
Some viruses carry a few viral enzyme molecules within their capsids.
6555.
ბიოლოგია | თავი XVIII
ყველაზე რთული კაპსიდები ნანახია ბაქტერიების დამაინფიცირებელ ვირუსებში, რომელთაც ბაქტერიოფაგებს, ან უბრალოდ ფაგებს, უწოდებენ.
The most complex capsids are found among viruses that infect bacteria, called bacteriophages, or simply phages.
6556.
ბიოლოგია | თავი XVIII
მათ კაპსიდებს დნმ-ის შემცველი წაგრძელებული იკოსაედრული თავები აქვთ.
Their capsids have elongated icosahedral heads enclosing their DNA.
6557.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული ნუკლეინის მჟავის მოლეკულებისა და კაპსომერების წარმოქმნის შემდეგ, მათი აწყობა ახალ ვირუსებად ხშირად თვითაწყობის სპონტანურ პროცესს წარმოადგენს.
After the viral nucleic acid molecules and capsomeres are produced, their assembly into new viruses is often a spontaneous process of self-assembly.
6558.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაქტობრივად, შესაძლოა, თმვ-ის რნმ-ისა და კაპსომერების დაცალკევება ლაბორატორიაში და შემდეგ, მათი ხელახლა აწყობა მთლიან ვირუსებად მოხდება შესაბამის პირობებში კომპონენტების უბრალო შერევით.
In fact, the RNA and capsomeres of TMV can be separated in the laboratory and then reassembled to form complete viruses simply by mixing the components together under the right conditions.
6559.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაგებს, რომელთაც ბაქტერიაში რეპროდუცირების ორივე მოდელის გამოყენება შეუძლიათ, ზომიერი ფაგები ეწოდებათ.
Phages capable of using both modes of reproducing within a bacterium are called temperate phages.
6560.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტერმინი ლიზოგენური მიუთითებს, რომ პროფაგებს აქვთ უნარი, წარმოქმნან მასპინძელი უჯრედების ლიზისის გამომწვევი აქტიური ფაგები.
The term lysogenic implies that prophages are capable of giving rise to active phages that lyse their host cells.