ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7181.
ხრჩობა | თავი XL
ეს ცხოველები გენიტალიების ზომებს აღნიშნავენ.
This animal thing refers to genital size.
7182.
ღრუბლების ატლასი | I - ადამ იუინგის წყნაროკეანური დღიური
ერთი ტატუებიანი აბორიგენი მოგვიახლოვდა და ნეფრიტის ხანჯალი მოგვიღერა.
A tattooed "blackfella" approached us & flicked his nephrite dagger.
7183.
ღრუბლების ატლასი | I - ადამ იუინგის წყნაროკეანური დღიური
ჩემი მხრივ, თანამესუფრეებს კალიფორნიაში შედგენილი ანდერძის ავსტრალიელი მემკვიდრის საპოვნელად გამოგზავნილი ერთი ამერიკელი ნოტარიუსის მიერ გადატანილი მრავალი გასაჭირი გავუზიარე.
For my part I described the many hardships overcome by this American notary in order to locate the Australian beneficiary of a will executed in California.
7184.
ღრუბლების ატლასი | I - ადამ იუინგის წყნაროკეანური დღიური
მეოთხე დარტყმა: იმ მრავალგვარმა სნეულებამ, თეთრკანიანთა ცივილიზაციის მიახლოებისას მუქკანიან ხალხთა გამოხშირვას რომ იწყებს, აბორიგენი მოსახლეობის რიცხვი უფრო მეტად შეამცირა.
Fourth, those motley maladies which cull the darker races whene'er White civilization draws near, sapped the Aboriginal census still further.
7185.
ღრუბლების ატლასი | I - ადამ იუინგის წყნაროკეანური დღიური
ბრიტანეთის ტახტმა წლების წინ გამოსცა დადგენილება მათი მონობიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მაორებისთვის ის დადგენილება მხოლოდ ფარატინა ქაღალდია.
On paper the British Crown freed these from the yoke of slavery years ago, but the Maori do not care for paper.
7186.
ღრუბლების ატლასი | I - ადამ იუინგის წყნაროკეანური დღიური
თვითონ ისევ ბაგირის ხვეულებში ჩაიმალა, მე კი თითქმის შეუსრულებელი მისია დამაკისრა: ინგლისურ შხუნაზე უნებართვოდ შემოპარული აბორიგენის გასამართლებელი საქმე უნდა შემედგინა, ისე რომ მისი თანამობინადრისა და აღმომჩენისთვის შეთქმულებაში მონაწილეობა არ დაებრალებინათ.
He slid back in-side the coils of rope, leaving me to the near-impossible task of constructing a case for an Aboriginal stowaway, aboard an English schooner, with-out attainting his discoverer & cabinmate with a charge of conspiracy.
7187.
ღრუბლების ატლასი | I - ადამ იუინგის წყნაროკეანური დღიური
აუტუა სასამართლოს წინაშე პორტ-ჯექსონში ნაყიდი ჩემი ბამბის შარვლით წარდგა (მისტერ დ’არნოკის კანჯოდან გემზე ის წელზე შემოხვეული ქსოვილისა და ზვიგენის ეშვების ყელსაბამის ამარა ამოძვრა).
Autua was awaiting his trial in the cotton trousers I purchased in Port Jackson (he had climbed aboard from Mr. D'Arnoq's boat in naught but his savage's loincloth & a shark-tooth necklace).
7188.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
მთელი სადილის განმავლობაში კოვზების შესახებ მელაპარაკებოდა, ჩემი თავაზიანობა დაინტერესებად მიიღო და იქვე გაყიდვების განყოფილებაში დასაქმება შემომთავაზა! წარმოგიდგენია?
He expounded on the subject of spoons for most of the meal, mistook my civil deportment for interest, and offered me a job in his sales department on the spot! Can you believe it?
7189.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
ბრიუგეს რეისზე ბილეთი ვიყიდე და მომდევნო მატარებელში ავძვერი – ბაქანი არ იყო, წარმოგიდგენია?
Bought a ticket for Bruges and hauled myself aboard the next train – no platforms, can you believe it?
7190.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
ძნელად წარმოსადგენია ედრიენს იმ გზით ევლო ბრიუგედან, რომლითაც მე ვიარე ველოსიპედით (მეტისმეტად ღრმად, ჰუნების ტერიტორიაზე), მაგრამ მაინც სიახლოვეს ვგრძნობდი ჩემს ძმასთან იმის გამო, რომ იმავე მიწაზე იმავე ჰაერს ვსუნთქავდი.
Adrian would never have marched along the road I bicycled out of Bruges (too deep in Hun territory) but nonetheless felt an affinity with my brother by virtue of breathing the same air of the same land.
7191.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
ეს შეიძლება იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე წარმოგიდგენია.
Might be sooner than you expect.
7192.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
„აღდგენისას“ ძველ პარტიტურებში, რვეულებსა და კომპოზიციებში ვიქექები (ზოგიერთი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდეა დაწერილი) და ვეძებ პასაჟებს ან კადენციებს, რომლებიც ეარსს ბუნდოვნადღა ახსოვს და სურს, გადაარჩინოს.
"Reconstitutionals" have me sifting through old scores, notebooks, and compositions, some written before I was born, to locate a passage or cadenza Ayrs dimly remembers and wants to salvage.
7193.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
შევიტყვე, რომ ეარსს სიფილისი კოპენჰაგენის ერთ-ერთ ბორდელში შეეყარა 1915 წელს, ხანგრძლივი განშორებისას და მას შემდეგ ცოლის სქესობრივი მოთხოვნილებები ერთხელაც აღარ დაუკმაყოფილებია.
Learnt Ayrs contracted his syphilis at a bordello in Copenhagen in 1915, during an extended separation, and has not pleasured his wife since that year.
7194.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
ნაციონალისტი დეპუტატების ჯგუფმა ფესტივალის ხელმძღვანელობას მეხუთე წარმოდგენის გამართვა მოსთხოვა.
A band of nationalist parliamentarians strong-armed the festival authorities into a fifth performance.
7195.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
გერმანიის ელჩმა ოფიციალური საყვედური გამოთქვა – შედეგად, მეექვსე წარმოდგენის ბილეთები მომდევნო ოცდაოთხ საათში მთლიანად გაიყიდა.
The German ambassador made an official complaint, so a sixth was sold out within another twenty-four hours.
7196.
ღრუბლების ატლასი | II - წერილები ზედელგემიდან
მან გვითხრა, ლონდონში ყველა „სიკვდილის ჩიტის“ კრაკოვული წარმოდგენის შესახებ ლაპარაკობსო პარტიტურა მომატანინა.
He had heard about "Todtenvogel"'s reception in Cracow (all London has, it would seem), so he sent me off to fetch a score.
7197.
ღრუბლების ატლასი | III - ნახევრად დაშლის პერიოდები, ლუისა რეის პირველი საქმე
ვკითხე, თქვენს ფილმებში ბუენას-იერბასი რატომ არასდროს არის წარმოდგენილი-მეთქი.
I asked why Buenas Yerbas had never featured in his films.
7198.
ღრუბლების ატლასი | III - ნახევრად დაშლის პერიოდები, ლუისა რეის პირველი საქმე
ნენსი ო’ჰეიგანი ფრჩხილებს იქლიბავს, რაც ლუისას ეჭვების ფაქტებად წარდგენისკენ უბიძგებს.
Nancy O'Hagan is doing her fingernails, driving Luisa to present her suspicions as facts.
7199.
ღრუბლების ატლასი | III - ნახევრად დაშლის პერიოდები, ლუისა რეის პირველი საქმე
ლუისა რეის მოჟანგისფრო-ნარინჯისფერი „ფოლკსვაგენი“ სწორ გზას მიუყვება ერთი კილომეტრის სიგრძის ხიდისკენ, რომელიც იერბასის კონცხს კუნძულ სუონეკესთან აკავშირებს.
Luisa's rust-orange "VW" travels a flat road toward a mile-long bridge connecting Yerbas Cape to Swannekke Island.
7200.
ღრუბლების ატლასი | III - ნახევრად დაშლის პერიოდები, ლუისა რეის პირველი საქმე
ლუისა რეი მე-2 ავენიუსა და მე-16 ქუჩის გადაკვეთაზე, „სპაიგლასის“ რედაქციიდან ორი წუთის სავალზე, სასადილო „სნოუ უაითის“ ორთქლიან სიგრილეში შავ ყავას სვამს და კითხულობს ბაპტისტ ყოფილ საზღვაო ოფიცერსა და ატომურ ინჟინერზე, ვინმე ჯეიმს კარტერზე, რომელიც წარმოშობით ატლანტელია და დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატადაა წარდგენილი.
Luisa Rey drinks black coffee in the steamy cool of the "Snow White" Diner on the corner of Second Avenue and Sixteenth Street, a two-minute walk from the "Spyglass" offices, reading about a Baptist ex–naval nuclear engineer from Atlanta called James Carter, who plans to run for the Democratic nomination.