ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7501.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
რისკის შეფასების პროცედურები – აუდიტის პროცედურები, რომლებიც ტარდება სუბიექტისა და მისი გარემოს, მათ შორის, მისი შიდა კონტროლის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეული არსებითი უზუსტობის რისკების გამოსავლენად და შესაფასებლად, ფინანსური ანგარიშგებისა და კონკრეტული მტკიცებების დონეზე.
Risk assessment procedures – The audit procedures performed to obtain an understanding of the entity and its environment, including the entity’s internal control, to identify and assess the risks of material misstatement, whether due to fraud or error, at the financial statement and assertion levels.
7502.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
გარიგების პარტნიორმა და გარიგების გუნდის სხვა წამყვანმა წევრებმა უნდა იმსჯელონ, არსებითი უზუსტობის მიმართ სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მგრძნობელობისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების გამოყენების შესახებ, მოცემული სუბიექტის ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
The engagement partner and other key engagement team members shall discuss the susceptibility of the entity’s financial statements to material misstatement, and the application of the applicable financial reporting framework to the entity’s facts and circumstances.
7503.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
შესაფერისი დარგობრივი, მარეგულირებელი და სხვა გარე ფაქტორები, მათ შორის, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის დადგენილი სათანადო საფუძვლები.
Relevant industry, regulatory, and other external factors including the applicable financial reporting framework.
7504.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აუდიტორმა უნდა შეაფასოს, არის თუ არა სუბიექტის სააღრიცხვო პოლიტიკა მისი კომერციული საქმიანობის შესაფერისი და შესაბამის დარგში გამოყენებული ანგარიშგების წარდგენის საფუძვლებისა და სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისი.
The auditor shall evaluate whether the entity’s accounting policies are appropriate for its business and consistent with the applicable financial reporting framework and accounting policies used in the relevant industry.
7505.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აუდიტის შესაბამისი კონტროლის პროცედურების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, აუდიტორმა, სუბიექტის პერსონალის გამოკითხვასთან ერთად, გარკვეული პროცედურები უნდა ჩაატაროს, რათა შეაფასოს კონტროლის პროცედურების დიზაინი და განსაზღვროს, დანერგილია თუ არა ისინი.
When obtaining an understanding of controls that are relevant to the audit, the auditor shall evaluate the design of those controls and determine whether they have been implemented, by performing procedures in addition to inquiry of the entity’s personnel.
7506.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აუდიტორმა უნდა გაარკვიოს, არსებობს თუ არა სუბიექტში პროცედურული პროცესი, რომელიც გამოავლენს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზნების შესაბამის ბიზნესის რისკებს.
The auditor shall obtain an understanding of whether the entity has a process for identifying business risks relevant to financial reporting objectives.
7507.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
თუ სუბიექტს არ დაუნერგავს ასეთი პროცესი, ან სარგებლობს შემთხვევით შერჩეული პროცესით, აუდიტორმა ხელმძღვანელობასთან ერთად უნდა განიხილოს, გამოვლენილია თუ არა ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზნების შესაბამისი ბიზნესის რისკები და როგორ მოგვარდა ისინი.
If the entity has not established such a process or has an ad hoc process, the auditor shall discuss with management whether business risks relevant to financial reporting objectives have been identified and how they have been addressed.
7508.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აუდიტორმა უნდა შეაფასოს, რისკის შესაფასებლად დადგენილი წერილობითი პროცესის უქონლობა კონკრეტული გარემოებების შესაფერისია თუ არა, ან დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა იგი შიდა კონტროლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლოვანებას.
The auditor shall evaluate whether the absence of a documented risk assessment process is appropriate in the circumstances, or determine whether it represents a significant deficiency in internal control.
7509.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
დაკავშირებული სააღრიცხვო ჩანაწერები, დამამტკიცებელი ინფორმაცია და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული კონკრეტული ანგარიშები, რომლებიც გამოიყენება სამეურნეო ოპერაციების ინიციირების, დოკუმენტირების, დამუშავებისა და ანგარიშის წარდგენის მიზნით.
The related accounting records, supporting information and specific accounts in the financial statements that are used to initiate, record, process and report transactions.
7510.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესი, რომელიც გამოიყენება სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, მათ შორის, მნიშვნელოვანი სააღრიცხვო შეფასებები და განმარტებით შენიშვნებში გასამჟღავნებელი ინფორმაცია.
The financial reporting process used to prepare the entity’s financial statements, including significant accounting estimates and disclosures.
7511.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
მსჯელობისას აუდიტორმა უნდა გამორიცხოს ამ რისკთან დაკავშირებული დადგენილი კონტროლის პროცედურების ზეგავლენა.
In exercising this judgment, the auditor shall exclude the effects of identified controls related to the risk.
7512.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ასეთ შემთხვევაში, სუბიექტის მიერ ამგვარი რისკებისთვის დადგენილი კონტროლის პროცედურები აუდიტის შესაბამისია და აუდიტორმა უნდა შეისწავლოს ისინი.
In such cases, the entity’s controls over such risks are relevant to the audit and the auditor shall obtain an understanding of them.
7513.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ასს 260-ში აღწერილია, რა მნიშვნელობა აქვს ქმედით ორმხრივ კომუნიკაციას და როგორ ეხმარება ეს აუდიტორს მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირებისგან ინფორმაციის მოპოვებაში არსებითი უზუსტობის რისკების დადგენისას.
ISA 260 identifies the importance of effective two way communication in assisting the auditor to obtain information from those charged with governance in this regard.
7514.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
თუ სუბიექტს აქვს შიდა აუდიტის განყოფილება, შიდა აუდიტის განყოფილების სათანადო თანამშრომლების გამოკითხვამ აუდიტორი შეიძლება უზრუნველყოს ისეთი ინფორმაციით, რომელიც გამოადგება სუბიექტისა და მისი გარემოს შესახებ ნათელი წარმოდგენის შექმნასა და არსებითი უზუსტობის რისკების შეფასებაში, ფინანსური ანგარიშგების დონეზე და ცალკეული მტკიცებების დონეზე.
If an entity has an internal audit function, inquiries of the appropriate individuals within the function may provide information that is useful to the auditor in obtaining an understanding of the entity and its environment, and in identifying and assessing risks of material misstatement at the financial statement and assertion levels.
7515.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, აუდიტორი ასეთი ანალიზური პროცედურების შედეგებს ითვალისწინებს არსებითი უზუსტობის რისკების დადგენის დროს შეკრებილ სხვა ინფორმაციასთან ერთად, რაც შეიძლება აუდიტორს დაეხმაროს ანალიზური პროცედურების შედეგების გაგებასა და შეფასებაში.
Accordingly, in such cases, consideration of other information that has been gathered when identifying the risks of material misstatement together with the results of such analytical procedures may assist the auditor in understanding and evaluating the results of the analytical procedures.
7516.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
წინა ფინანსური პერიოდის შემდეგ სუბიექტში ან მის საქმიანობაში სავარაუდოდ მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც შეიძლება აუდიტორს დაეხმაროს სუბიექტის შესახებ საკმარისი წარმოდგენის შექმნაში, არსებითი უზუსტობის რისკების დადგენისა და შეფასების თვალსაზრისით.
Significant changes that the entity or its operations may have undergone since the prior financial period, which may assist the auditor in gaining a sufficient understanding of the entity to identify and assess risks of material misstatement.
7517.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მოთხოვნების შესაბამისად გასამჟღავნებელი ინფორმაციის განხილვა, გარიგების გუნდს ეხმარება, აუდიტის ადრეულ ეტაპზე დაადგინოს, სად შეიძლება არსებობდეს არსებითი უზუსტობის რისკი ფინანსურ ანგარიშგებაში გასამჟღავნებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
Consideration of the disclosure requirements of the applicable financial reporting framework assists in identifying early in the audit where there may be risks of material misstatement in relation to disclosures.
7518.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნებში შესული ისეთი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ახალი ან შეცვლილი ინფორმაციის გამჟღავნება.
Changes in financial reporting requirements that may result in significant new or revised disclosures.
7519.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
მარეგულირებელი გარემო, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლებს და საკანონმდებლო და პოლიტიკურ გარემოს.
The regulatory environment encompasses, among other matters, the applicable financial reporting framework and the legal and political environment.
7520.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მეთოდები, როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და დარგისთვის დამახასიათებელი პრაქტიკა, მათ შორის, დარგისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი კატეგორიების ოპერაციები, ანგარიშთა ნაშთები და ფინანსურ ანგარიშგებაში გასამჟღავნებელი შესაბამისი ინფორმაცია.
Financial reporting practices such as accounting principles and industry-specific practices, including for industry-specific significant classes of transactions, account balances and related disclosures in the financial statements.