ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7541.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აუდიტორის განსჯაზე, ესა თუ ის მაკონტროლებელი საქმიანობა არის თუ არა აუდიტის შესაბამისი, გავლენას ახდენს აუდიტორის მიერ დადგენილი რისკი, რომელმაც შეიძლება წარმოშვას არსებითი უზუსტობა და ფიქრობს თუ არა აუდიტორი, რომ, სავარაუდოდ, მიზანშეწონილი იქნება მოცემული კონტროლის პროცედურის ფუნქციონირების ეფექტიანობის ტესტირება, ძირითადი ტესტირების დონის განსაზღვრის დროს.
The auditor’s judgment about whether a control activity is relevant to the audit is influenced by the risk that the auditor has identified that may give rise to a material misstatement and whether the auditor thinks it is likely to be appropriate to test the operating effectiveness of the control in determining the extent of substantive testing.
7542.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აქედან გამომდინარე, გამოყენებითი კონტროლის პროცედურები დაკავშირებულია იმ პროცედურებთან, რომლებიც გამოიყენება ოპერაციების ან სხვა საფინანსო მონაცემების ინიციირების, აღრიცხვის, დამუშავებისა და ანგარიშებში წარდგენისთვის.
Accordingly, application controls relate to procedures used to initiate, record, process and report transactions or other financial data.
7543.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
თუ სუბიექტს აქვს შიდა აუდიტის განყოფილება, ამ განყოფილების საქმიანობის შესწავლა აუდიტორს ეხმარება სუბიექტისა და მისი გარემოს, მათ შორის შიდა კონტროლის შესახებ ნათელი წარმოდგენის შექმნაში, კერძოდ, იმის გაგებაში, რა როლს თამაშობს სუბიექტში შიდა აუდიტის განყოფილება ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის საშუალებების მონიტორინგის პროცესში.
If the entity has an internal audit function, obtaining an understanding of that function contributes to the auditor’s understanding of the entity and its environment, including internal control, in particular the role that the function plays in the entity’s monitoring of internal control over financial reporting.
7544.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
თუმცა, შიდა აუდიტის განყოფილების პასუხისმგებლობა შეიძლება შემოიფარგლებოდეს სუბიექტის ოპერაციების ეკონომიურობის, მწარმოებლურობისა და ეფექტიანობის შეფასებით და, თუ ასეა, ამ განყოფილების სამუშაო შეიძლება უშუალოდ არ იყოს დაკავშირებული სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესთან.
However, the responsibilities of the internal audit function may be focused on evaluating the economy, efficiency and effectiveness of operations and, if so, the work of the function may not directly relate to the entity’s financial reporting.
7545.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აუდიტორს შიდა აუდიტის განყოფილების პასუხისმგებლობების ხასიათის შესახებ წარმოდგენის შექმნაში დაეხმარება შიდა აუდიტის განყოფილებიდან სათანადო პირების გამოკითხვების ჩატარება წინამდებარე ასს-ის 6(ა) პუნქტის შესაბამისად.
The auditor’s inquiries of appropriate individuals within the internal audit function in accordance with paragraph 6(a) of this ISA help the auditor obtain an understanding of the nature of the internal audit function’s responsibilities.
7546.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
თუ აუდიტორი დაადგენს, რომ შიდა აუდიტის განყოფილების პასუხისმგებლობები დაკავშირებულია სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესთან, მაშინ აუდიტორმა შიდა აუდიტის განყოფილების მიერ ჩატარებული ან ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოს შიდა აუდიტის განყოფილების მიერ მოცემული პერიოდისთვის შედგენილი აუდიტის გეგმის გაცნობით (თუ ასეთი არსებობს) და მისი განხილვით ამ განყოფილების სათანადო თანამშრომლებთან ერთად.
If the auditor determines that the function’s responsibilities are related to the entity’s financial reporting, the auditor may obtain further understanding of the activities performed, or to be performed, by the internal audit function by reviewing the internal audit function’s audit plan for the period, if any, and discussing that plan with the appropriate individuals within the function.
7547.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
თუ შიდა აუდიტის განყოფილების პასუხისმგებლობებისა და მარწმუნებელი საქმიანობების ხასიათი დაკავშირებულია სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესთან, აუდიტორმა შეიძლება ასევე შეძლოს შიდა აუდიტის განყოფილების სამუშაოს გამოყენება იმ პროცედურების ხასიათის ან ვადების შესაცვლელად, ან მოცულობის შესამცირებლად, რომლებიც უშუალოდ აუდიტორმა უნდა ჩაატაროს აუდიტის მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
If the nature of the internal audit function’s responsibilities and assurance activities are related to the entity’s financial reporting, the auditor may also be able to use the work of the internal audit function to modify the nature or timing, or reduce the extent, of audit procedures to be performed directly by the auditor in obtaining audit evidence.
7548.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
თუ აუდიტორი შიდა აუდიტის განყოფილების შესახებ თავდაპირველად შექმნილი წარმოდგენის შემდეგ ვარაუდობს შიდა აუდიტის განყოფილების სამუშაოს გამოყენებას ჩასატარებელი პროცედურების ხასიათის ან ვადების შესაცვლელად, ან მოცულობის შესამცირებლად, მან უნდა გამოიყენოს ასს 610.
If, based on the auditor’s preliminary understanding of the internal audit function, the auditor expects to use the work of the internal audit function to modify the nature or timing, or reduce the extent, of audit procedures to be performed, ISA 610 applies.
7549.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
გარდა ამისა, შიდა აუდიტის განყოფილების საქმიანობები განსხვავდება შიდა კონტროლის მონიტორინგისთვის განკუთვნილი სხვა საქმიანობებისგან, რომლებიც შეიძლება ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესის შესაფერისი იყოს, როგორიცაა მაგალითად, მმართველობითი სააღრიცხვო ინფორმაციის მიმოხილვა იმის დასადგენად, როგორ ახდენს სუბიექტი უზუსტობების პრევენციას, ან აღმოჩენას.
The activities of an internal audit function are distinct from other monitoring controls that may be relevant to financial reporting, such as reviews of management accounting information that are designed to contribute to how the entity prevents or detects misstatements.
7550.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ეჭვები სუბიექტის ხელმძღვანელობის პატიოსნების შესახებ შეიძლება იმდენად სერიოზული იყოს, რომ აუდიტორი იძულებული გახდეს, დაასკვნას, რომ ხელმძღვანელობის მიერ ფინანსური ანგარიშგების არასწორად წარდგენის რისკი ისეთია, რომ შეუძლებელია აუდიტის ჩატარება.
Concerns about the integrity of the entity’s management may be so serious as to cause the auditor to conclude that the risk of management misrepresentation in the financial statements is such that an audit cannot be conducted.
7551.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
არსებითი უზუსტობის რისკების დადგენისა და შეფასების დროს მტკიცების დონეზე, აუდიტორმა შეიძლება დაასკვნას, რომ გამოვლენილი რისკები უფრო ყოვლისმომცველად არის დაკავშირებული მთლიან ფინანსურ ანგარიშგებასთან და, სავარაუდოდ, გავლენას ახდენს ბევრ მტკიცებაზე.
In identifying and assessing risks of material misstatement at the assertion level, the auditor may conclude that the identified risks relate more pervasively to the financial statements as a whole and potentially affect many assertions.
7552.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
როდესაც ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად, ხელმძღვანელობა, ნაგულისხმევი სახით ან აშკარად, წარმოადგენს მტკიცებებს, რომლებიც ეხება სხვადასხვა კატეგორიის ოპერაციების, მოვლენების, ანგარიშთა ნაშთებისა და გასამჟღავნებელი ინფორმაციის აღიარებას, გაზომვასა და წარდგენას.
In representing that the financial statements are in accordance with the applicable financial reporting framework, management implicitly or explicitly makes assertions regarding recognition, measurement, and presentation of classes of transactions and events, account balances and disclosures.
7553.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
წარდგენა - ოპერაციები და მოვლენები სათანადოდ არის აგრეგირებული, ან დეზაგრეგირებული და ნათლად და გასაგებად აღწერილი, ხოლო მათთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებები არის შესაბამისი და აღქმადი, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
Presentation — transactions and events are appropriately aggregated or disaggregated and clearly described, and related disclosures are relevant and understandable in the context of the requirements of the applicable financial reporting framework.
7554.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
წარდგენა - აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი სათანადოდ არის აგრეგირებული, ან დეზაგრეგირებული და ნათლად და გასაგებად აღწერილი, ხოლო მათთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებები არის შესაბამისი და აღქმადი, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
Presentation — assets, liabilities and equity interests are appropriately aggregated or disaggregated and clearly described, and related disclosures are relevant and understandable in the context of the requirements of the applicable financial reporting framework.
7555.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
აუდიტორის მიერ ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებების განხილვა რისკების დადგენის პროცესში მოიცავს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციისა და ისეთი უზუსტობების განხილვას, რომლებიც შეიძლება არსებითი იყოს.
The auditor’s consideration of disclosures in the financial statements when identifying risks includes quantitative and qualitative disclosures, the misstatement of which could be material.
7556.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
სააღრიცხვო პოლიტიკასა და სხვა შესაბამის ახსნა-განმარტებებში შესული ცვლილებების ხასიათი, რაც მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლებით, მაგალითად, როდესაც მოსალოდნელია, რომ ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობასა და მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე.
The nature of a change in accounting policy, and other relevant disclosures required by the applicable financial reporting framework, where, for example, new financial reporting requirements are expected to have a significant impact on the financial position and financial performance of the entity.
7557.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლები მცირე სუბიექტებს უფრო მცირე მოცულობის ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას აძლევს.
Some financial reporting frameworks allow smaller entities to provide fewer disclosures in the financial statements.
7558.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
ისეთ სუბიექტებში, რომლებსაც არა აქვთ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის შესაბამისი რთული კომერციული საქმიანობა და პროცესები, დოკუმენტაციას შეიძლება მარტივი ფორმა ჰქონდეს და შედარებით მოკლე იყოს.
For entities that have uncomplicated businesses and processes relevant to financial reporting, the documentation may be simple in form and relatively brief.
7559.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
იმის პირობით, რომ ასს 230-ის მოთხოვნები ყოველთვის სრულდება, იმ აუდიტისთვის, რომელსაც ატარებს ნაკლებად გამოცდილი პირებისგან შემდგარი გარიგების გუნდი, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დეტალური დოკუმენტაციის შედგენა, რათა გაუადვილდეთ ამ წევრებს სუბიექტის შესახებ სათანადო წარმოდგენის შექმნა, ვიდრე ეს დასჭირდებოდა გამოცდილი პირებისგან შემდგარ გარიგების გუნდს.
Provided the requirements of ISA 230 are always met, an audit undertaken by an engagement team comprising less experienced individuals may require more detailed documentation to assist them to obtain an appropriate understanding of the entity than one that includes experienced individuals.
7560.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 315
განმეორებადი აუდიტის დროს, შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული დოკუმენტაციის შედგენის სამომავლოდ გადატანა, რომელიც უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, რათა მასში აისახოს სუბიექტის კომერციულ საქმიანობასა თუ პროცესებში მომხდარი ცვლილებები.
For recurring audits, certain documentation may be carried forward, updated as necessary to reflect changes in the entity’s business or processes.