ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7621.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციის შექმნის პროცესი
უფრო მეტიც, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და პარტიებმა, რომელთაც წინააღმდეგობის ფონზე მიიღეს კონსტიტუცია, შეიძლება გამოიყენონ კომენტარების წარმოდგენის პროცესი, რათა მოახდინონ იმ საკითხების გადახედვა, რომელნიც მიჩნეულია გადაწყვეტილად.
Further, political groupings or parties that only grudgingly accepted the constitutional draft may use the comment process as a wedge for reopening matters that others regarded as settled.
7622.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციის შექმნის პროცესი
შესაბამისად, ჩართულობისას მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი წინადადებები იქნება გათვალისწინებული იმის დემონსტრირებისთვის, რომ კომენტარების წარმოდგენის პროცესს ჰქონდა მნიშვნელობა და ამავე დროს, მართლაც მნიშვნელოვანი წინადადებები, მათი ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, შეიძლება იქნეს იგნორირებული.
That is, innocuous suggestions may be incorporated in a revised proposal to demonstrate that the comment process was meaningful, but truly significant suggestions, even those with substantial support, may be disregarded.
7623.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციის შექმნის პროცესი
ამ ეტაპზე აქტუალური ხდება – ახალი კონსტიტუცია წარმოდგენილია არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების შედეგად თუ არა.
At this point the distinction between constitution-making via established amendment processes and constitution-making via some other mechanism returns to prominence.
7624.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციის შექმნის პროცესი
მაგალითად, მონაწილეობითი მექანიზმების საშუალებით შექმნილი ისლანდიის კონსტიტუცია, როგორც ჩანს, პოლიტიკოსების მხრიდან იგნორირებულ იქნა იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ზოგიერთი წარმოდგენილი ინოვაციის მიღების სურვილი.
So, for example, the Icelandic crowd-sourced constitution appears to have been de-railed by the unwillingness of politicians to accept some of its major innovations.
7625.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციის შექმნის პროცესი
ხშირად რატიფიცირების მარცხი წარმოდგენილია როგორც წარუმატებლობა, თუმცა ეს ტერმინი შეიძლება არ იყოს ადეკვატური.
Often, ratification defeats are described as failures, though the term may be inapt.
7626.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციის შექმნის პროცესი
მარცხი შეიძლება ადასტურებდეს, რომ კონსტიტუცია იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა წარმოდგენილი, არ შეესაბამება სახელმწიფოს არსებულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება კარგად ყოფილიყო დაწერილი და საზოგადოების ტრანსფორმაციას გამოიწვევდა.
A defeat may signal that the proposed constitution was not in fact well suited to the nation as it then was, even though it might be well-designed for a nation that might have been transformed were the constitution to have been adopted.
7627.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციური კონტროლის ფორმები და ზოგიერთი შედეგი მატერიალური კონსტიტუციური სამართლისათვის
თუმცა, საპარლამენტო უზენაესობის ცენტრალური მახასიათებელი იყო ის, რომ სასამართლოებს არ შეეძლოთ ძირითადი, უფლებამოსილების დამდგენი კანონის, ასევე მათ საფუძველზე განხორციელებული აღმასრულებელი ქმედების ან მათ საფუძველზე მიღებული მეორეული კანონმდებლობის უკანონოდ ცნობა.
The key characteristic of systems of parliamentary supremacy, however, was that courts could not find unlawful primary legislation, executive action expressly authorized by primary legislation, or secondary legislation similarly authorized.
7628.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციური კონტროლის ფორმები და ზოგიერთი შედეგი მატერიალური კონსტიტუციური სამართლისათვის
შესაძლებელია შეიქმნას ინსტიტუციები, რომლებიც გადაწყვეტენ ასეთ პრობლემას, მაგალითად „კანონმდებლობის შემოწმების“ სააგენტო, რომელიც შეაფასებს წარმოდგენილი კანონპროექტების კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
We can design institutions to reduce this difficulty, in the form of a “legislation-vetting” agency that evaluates the constitutionality of proposed legislation.
7629.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციური კონტროლის ფორმები და ზოგიერთი შედეგი მატერიალური კონსტიტუციური სამართლისათვის
აღნიშნული ინფორმაციის ნაწილი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამართალწარმოების საწყის ეტაპზე, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს აქვს სათანადო რესურსები.
Some of that information can be supplied in the initial litigation, at least if the claimant has sufficient resources.
7630.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | კონსტიტუციური კონტროლის ფორმები და ზოგიერთი შედეგი მატერიალური კონსტიტუციური სამართლისათვის
ცალსახაა, რომ ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული წარმომადგენლით ამ ეკოსისტემის ჯგუფიდან.
The obvious answer is some representative of the indigenous or cultural group or some representative of the ecosystem.
7631.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
კერძოდ, ჩვენი ინტერესის საგანი იქნება მოსაზრება, რომლის მიხედვით პროპორციულობის დოქტრინა მთავრობის ქმედების კონსტიტუციურობის დადგენის საუკეთესო გზაა (ადამიანის კონკრეტული უფლების შინაარსის მიუხედავად).
Instead, it focuses on the general structure of rights-protection and specifically, on the argument that the doctrine of proportionality provides the best method for analyzing whether some government action violates a constitutional right (without regard to the specific content of the right).
7632.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
პროპორციულობის დოქტრინის მიხედვით, ადამიანის უფლებაში ჩარევის ფაქტის დადგენის შემდეგ სასამართლომ უნდა განსაზღვროს, შეიძლება თუ არა, საღად მოაზროვნე ადამიანის წარმოდგენით, გასაჩივრებული კანონი მცირედით მაინც უწყობდეს ხელს მთავრობის მიერ დასახული მიზნის განხორციელებას (ზოგჯერ ამ ტესტს „მინიმალური რაციონალობის“ მოთხოვნას უწოდებენ).
After finding an infringement, proportionality analysis asks whether a reasonable person could reasonably believe that the statute would do something – not much perhaps, but something – to advance the government’s permissible goal (this is sometimes described as a “minimal rationality” requirement).
7633.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
ცხადია, რომ პროპორციულობის დადგენით მიღებული ნებისმიერი შედეგი ასევე მიიღწევა კარგად ჩამოყალიბებული წესების მეშვეობით (ამისათვის საკმარისია, რომ წესები იმავე მოსაზრებებს ითვალისწინებდეს, რასაც პროპორციულობის დოქტრინა ემყარება).
Obviously, any particular result reached by proportionality analysis can be reached by a well-formulated rule (simply build into the rule the considerations used in the proportionality analysis).
7634.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
თუ ავიღებთ პროპორციულობის დადგენის გზით მიღებული შედეგების ერთობლიობას, დავრწმუნდებით, რომ შესაძლებელია თანმიმდევრული წესების შემუშავება (გავრცელების სფეროსთან დაკავშირებული გარკვეული დათქმებითა და გამონაკლისებით), რომლებიც ანალოგიურ შედეგებს მოიტანს.
If we take any collection of results reached through proportionality analysis and it will be possible to develop an internally consistent set of rules (with qualifications, exceptions with specified domains of application and so on) that produces the same results.
7635.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
აღსანიშნავია, რომ სტრუქტურა, რომელიც „წესს და მრავალ გამონაკლისს“ მოიცავს, შეიძლება სხვაგვარად დახასიათდეს, როგორც ადამიანის უფლებების საზღვრების დადგენის მეთოდი.
It is worth noting that the “rule plus numerous exceptions” structure can be described differently – as identifying the boundaries of the protected right.
7636.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
მოსამართლეებს რომ შეეძლოთ ყველა საქმისა და კანონის განხილვა, პროპორციულობის დოქტრინას მიანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან მათი წარმოდგენით, სწორედ ამ გზით შეიძლება ყოველ ჯერზე მართებული გამოსავლის პოვნა, თუმცა მათ ასევე იციან, რომ პრაქტიკაში შეუძლებელია ყველა საქმისა თუ კანონის განხილვა.
If judges knew that they could consider every case and every statute, they would adopt proportionality analysis, because doing so generates the correct results every time again, from their point of view, but, they know that, as a practical matter, they cannot review every case and statute.
7637.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
სასამართლოები იმედოვნებენ, რომ შესაბამისი წესების დადგენით ასეთი დისკუსიის თავიდან აცილებას შეძლებენ. თუმცა გარკვეული საფასურის გადახდა მაინც მოუწევთ, აღნიშნული საფასური იქნება სექსუალური ძალადობისა და ქალების დამორჩილების წინააღმდეგ ბრძოლაში სექსუალურად გამომწვევი მასალების რომლებიც უხამსობას არ განეკუთვნება წვლილის განუხილველობა.
By adopting the rule, the courts might hope to avoid that discussion, although of course at a cost – here, the cost of not discussing the contribution that the dissemination of non-obscene sexually explicit material makes to the prevalence of sexual violence and the subordination of women.
7638.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
მაგალითად, შინაგანი შეზღუდვები კონსტიტუციურად დაცული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს ადგენს, რომლის მიღმა კონსტიტუციის დაცვა არ ვრცელდება (უფლება, რომლის საზღვრები არ არის დადგენილი არც კონსტიტუციის საფუძველზე იქნება დაცული, თუმცა კონკრეტული უფლების ფარგლებს გარეთ მოხვედრილი ურთიერთობები შეიძლება სხვა უფლების გავრცელების სფეროში შედიოდეს).
For example, internal limits define the boundaries of the domain by defining “the freedom of speech” that is constitutionally protected, and treating everything that lies outside those boundaries as not constitutionally protected at all (that is, the right whose boundaries are under consideration is not protected at all, something outside the boundaries of that right might of course be protected by another right).
7639.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
ადამიანის უფლებების მიმართ კატეგორიული მიდგომა მათი შინაგანი საზღვრების დადგენის პროცესს უფრო შეეფერება, ხოლო პროპორციულობა – გარეგანი საზღვრების განსაზღვრას.
The boundary-drawing associated with internal limits fits reasonably comfortably with a categorical approach to rights and proportionality might be an apt way of identifying where the external limits cut into the right.
7640.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
ამ შემთხვევაში სიტყვა „შესაბამისი“ კონსტიტუციის საფუძველზე დადგენილ წესებთან ერთად რეგულაციის მიღებისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პროცედურული მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც გულისხმობს.
In this form of review “appropriateness” refers to some judicially imposed procedural requirements beyond those required by the constitution for the adoption of the regulation at issue.