ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7641.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
იგივე მსჯელობა, როგორც ამ წიგნის მე-2 თავში იყო წარმოდგენილი, შეიძლება მივუსადაგოთ იმ კონსტიტუციურ დებულებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებებზე შეზღუდვები „კანონით განსაზღვრული“ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სიტყვა „კანონი“ ძირითად კანონმდებლობას უნდა გულისხმობდეს.
As discussed in Chapter 2, it might also be used as the basis for interpreting constitutional provisions stating that limitations on constitutional rights must be “prescribed by law”, with the word “law” here being interpreted to mean primary legislation.
7642.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ადამიანის უფლებების განხილვის სტრუქტურა
ტრანსნაციონალური სასამართლოები ისეა მოწყობილი, რომ მათ საქმიანობაში ქვეყნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, ასეთ სასამართლოებში, როგორც წესი, წარმოდგენილია ე. წ. „ეროვნული მოსამართლე“ ან ტრიბუნალი ყველა ხელმომწერი ქვეყნის წარმომადგენელი მოსამართლისგან შედგება.
Transnational tribunals are structured so as to ensure some degree of responsiveness to the peculiarities of local conditions, through the guaranteed representation of a so-called “national judge” on the tribunal or through the inclusion on the tribunal of judges from every signatory nation.
7643.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ხელისუფლების სტრუქტურა
როგორ შეიძლებოდა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც აღმასრულებელი შტოს წევრების მიერ საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით დადგენილი წესების შეუსრულებლობაზე მოქალაქეების საჩივრების სამართლიანი განხილვის გარანტიას უზრუნველყოფდა?
How could a system of government be designed that provided some assurance of fair treatment for complaints by individuals that executive officials had failed to comply with the rules set down by the legislature?
7644.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ხელისუფლების სტრუქტურა
თუმცა, ცხადია, რომ დავების გადაწყვეტის მექანიზმის მონაწილე პირებმა იციან ან შეუძლიათ გამოიცნონ, რომელი მხარე იხეირებს აღნიშნული ფაქტების დადგენით.
But, of course, participants in the dispute-resolution mechanism know or can make decent guesses about which side will benefit from determining those facts.
7645.
შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები | ხელისუფლების სტრუქტურა
დღესდღეობით აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტები ეროვნულ კონსტიტუციებში სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი: სპონტანური იმპროვიზაცია, როგორც წესი, კონკრეტული კრიზისის საპასუხოდ; სახელმწიფო უწყებების არაფორმალური დაჯგუფება კონსტიტუციაში, რასაც თან ახლავს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების დიდწილად მსგავსი დებულებები და ხელისუფლების მეხუთე შტოს ცალსახად შექმნა, თუმცა, როგორც მარკ აკერმანი აცხადებს, "აღნიშნული უწყებები არაკომფორტულად ჯდება მოქმედ კონსტიტუციურ ჩარჩოში“.
At present these institutions are integrated into constitutions in several ways: ad hoc improvisation, usually in response to specific crises; informal grouping of the institutions in a constitution, with a great deal of common language dealing with independence and accountability and the explicit creation of a fifth branch, yet, as Mark Ackerman puts it, “the existing agencies normally fit uncomfortably into the existing constitutional framework”.
7646.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი I
მისი ახალგაზრდობის მხოლოდ ერთი ტექსტი რახილ ფარნჰაგენი: ებრაელი ქალის ცხოვრება თუ მიუახლოვდება იმ ტიპის თხრობას, რომელსაც ეს ფილოსოფოსი და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტი, არისტოტელეს დარად, მიაწერდა სიცოცხლის სრულყოფილად შეხების პრივილეგირებულ სტატუსს, თანახმად „მოქმედების“ ღირსებისა.
Just one text from her youth, Rahel Varnhagen: The Life of a Jewess, comes close to that kind of narration to which this philosopher and student of politics granted, along with Aristotle, the privileged status of giving the finishing touches to life, according to the dignity of 'action.
7647.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი I
გამოთქმა აღნიშნავს „მომენტს დაბადებასა და სიკვდილს შორის“, სანამ ის შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნარატივით და გაზიარებულ იქნას სხვათა შორის.
The expression designates the 'moment between birth and death" as long as it can be represented by a narrative, and shared with other men.
7648.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი I
ამდენად, დაბადებისა და სიკვდილის წარმოდგენის შესაძლებლობა, მათი დროში წვდომისა და სხვებისათვის განმარტების, ე.ი. მათი თხრობის შესაძლებლობა – ადამიანის სიცოცხლეს აფუძნებს იმაზე, რაც მისთვის დამახასიათებელია, რაც არაცხოველურია, არაფიზიოლოგიურია მასთან მიმართებაში.
Thus, the possibility of representing birth and death, to conceive of them in time and to explain them to others - that is, the possibility of narrating - grounds human life on what is specific to it, on what is non-animal, non physiological about it.
7649.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი II
არენდტი უბრუნდება „ადამიანური არსებობის სიღრმეთა განზომილებებს“, რომლებიც წარმოდგენილია მეხსიერების მეშვეობით.
Arendt comes back to this 'dimension of the depths of human existence' represented by the memory.
7650.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი II
ანტიკური დროიდან მოყოლებული , კათოლიკურ ლიტურგიამდე, ეს ამოქმედებული ნარატივი, რომელსაც ხშირად ცოცხალ სიტყვასაც უწოდებენ, მუდამ აწუხებდა დასავლურ ცივილიზაციას გაზიარებადი პარტიკულარული არსებებისაგან შედგენილი პოლიტიკური სივრცის შექმნის პროექტში.
From ancient times right up to Catholic liturgy, this acted narrative, which is often called living word, has haunted Western civilization's project for a political space made up of shareable particularities.
7651.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი II
ქმედებისა და მეტყველების სპეციფიკური გამოცხადების ხარისხი, მოქმედი პირისა და მოლაპარაკის იმპლიციტური მანიფესტაცია ისე მყარადაა გადაჯაჭვული მოქმედებისა და ლაპარაკის ცოცხალ ნაკადთან, რომ იგი შესაძლოა წარმოდგენილი და „გახევებულ“ იქნეს მხოლოდ განმეორებით, მიბაძვით.
The specific revelatory quality of action and speech, the implicit manifestation of the agent and speaker, is so indissolubly tied to the living flux of acting and speaking that it can be represented and 'reified' only through a kind of repetition, the imitation.
7652.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი II
ხაზს უსვამს რა მჭვრეტელობითი ცხოვრების აღმატებულებას, რადგანაც მხოლოდ იგი წარმოაჩენს „რაღაც ღვთაებრივს, წარმოდგენილს ყველა ჩვენგანში“, არისტოტელე ერთმანეთისაგან განარჩევს თეორიულ სიბრძნეს კეთილგონიერებისაგან, რომელსაც ეხება „ადამიანური საგნები და ისეთი საგნებიც, რომელთა შესახებ განაზრებაც შესაძლებელია.“
While emphasizing the pre-eminence of the contemplative life, for it alone demonstrates 'something divine present in' us all, Aristotle distinguishes theoretical wisdom, from prudence, which is concerned with 'things human and things about which it is possible to deliberate.'
7653.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი III
არენდტი ხაზს უსვამს „კაფკას ენის უკიდურეს სიძუნწეს“, თავიდანვე ადარებს რა მას ნიცშეს ალეგორიას წამიერების შესახებ, წარმოდგენილს იმ კარიბჭის სახით, რომელთანაც ერთმანეთს ხვდება ორი გზა, შემდეგ მას ადარებს ამ მეტაფორის ჰაიდეგერისეულ ინტერპრეტაციას: მყისიერება მოგვეცემა არა როგორც ისეთი რამ, რასაც მაყურებელი ხედავს, არამედ უფრო მეტად დანახულია იმის მიერ, ვინც თავად არის ახლა.
Arendt comments on 'the extreme parsimony of Kafka's language' likening it initially to an allegory of Nietzsche's on the instant Augenblick, represented by a portico under which two roads meet, then likening it to Heidegger's interpretation of that metaphor: the instant will be given, not as something the spectator sees, but rather will be seen by 'the one who himself is the now.
7654.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი III
ბოლოს, არენდტი სიყვარულით იხსენიებს ბრეხტს, რომლის მელანქოლიურ გენიასაც აღიარებს და იმავდროულად, გარკვეული სიფრთხილით ეპყრობა – დიდ პოლიტიკურ რელევანტურობას ნუ მოველითო პოეტთა (და ალბათ ასევე ფილოსოფოსთა?) ენდოგენური უპასუხისმგებლობისაგან.
Finally, Arendt espouses Brecht, whose melancholic genius she appreciates while at the same time warning that we must not expect any political relevance from the endogenous irresponsibility of poets (philosophers too?).
7655.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი III
თუკი ჭეშმარიტებას შეესაბამება ის, რომ პოეზიისა და მითის გარკვეულ კულტს, რომელიც გამოავლენს ნაციონალური ექსპრესიის გენიას, გარდაუვალად მივყავართ ნაციონალ-ესთეტიციზმამდე, მაშინ არენდტი „დაანაწევრებს“ ამ თეზისს.
If it is true that a certain cult of poetry and myth, which deploys the genius of national expression, leads inevitably to national-aestheticism, Arendt 'dismantles' that thesis.
7656.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი III
უეჭველია, ეს პოეტური გამოცდილება მისთვის ნაწილობრივ იყო დასაყრდენი და ნაწილობრივ კი, საკუთარი თავის სიმარტოვეში გამომწყვდევა, რასაც თავადვე ეწინააღმდეგება და გაურბის რახილ ფარნჰაგენის სოლიფსისტური ნაწერების კრიტიკითა და მოგვიანებით კი, ირონიული დამოკიდებულებით მელანქოლიისადმი, რომელიც „ფილოსოფოსთა მოდგმისათვის“ დამახასიათებლად მიაჩნია.
That poetic experience was undoubtedly for her in part a support, in part a shutting up of herself in that very 'desolation' that she denounces and of which she tries to rid herself both by criticizing the solipsist writing of Rahel Varnhagen and later by turning irony upon the 'melancholy' that is typical of the 'philosophical tribe'.
7657.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი III
პირიქით, აღქმადი და ქალური ბრუნდება, უფრო ნაკლებად „ცნებების“, ვიდრე იმ ხშირი მეტაფორების სახით, რომლებიც ახდენენ მისი ნააზრევის მოწესრიგებას და წარმოადგენენ მის ძლიერ მხარეებს, მის გადამწყვეტ კავშირებს: დასაბამი, მდგომარეობა, დაბადება არენდტთან მიგვანიშნებენ „მჭვრეტელობით ცხოვრებასა“ და „ქმედით ცხოვრებას“ შორის დაძაბულობის კვალზე, ისევე როგორც იმ სენსორიალიზაცია-დესენსორიალიზაციაზეც, რომელიც ქალს გენიოს მოაზროვნედ აქცევს.
The perceptible and the feminine instead return, less as 'concepts' than as frequent metaphors that organize her thought and represent its strong points, its decisive links: origin, condition, birth show, in Arendt, traces of the tension between the 'contemplative life' and 'active life,' but also of that sensorialization-de-sensorialization that makes a woman a genius thinker.
7658.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი III
მიუხედავად ამისა, არანაირი იარლიყი არ იქნებოდა სამართლიანი არენდტის ენერგიისა და იმ შფოთვის გამოსახატავად, რომელიც არასოდეს წყვეტდა დეკონსტრუირებას და, შესაბამისად, ტერმინი „გენიოსიც“ არ იქნებოდა მთლად უპრიანი.
However, since no label can do justice to Arendt's energy and her anxiety that never ceases to deconstruct, the term 'genius' is not suitable either.
7659.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი III
მან მართლაც უგულებელყო იგი: ანტიკური ხანისათვის უცნობი, რენესანსის მიერ გამოგონილი, გენიოსის ფენომენი, როგორც იგი იტყოდა, არის ჰომო ფაბერის უზენაესი გამართლება.
She indeed rejected it: unknown to the ancients, invented by the Renaissance, the phenomenon of genius is, according to her, the supreme justification of homo faber.
7660.
ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია | თავი III
და სასწრაფოდ ადამიანი „გენიოსის“ შექმნით კვლავაც ასაგნობრივებს სწორედ ამ ტრანსცენდენტურობას: გენიოსის გაკერპების ქვეშ იმალება კომერციული საზოგადოებისათვის თვისებრივი კიდევ ერთი, მორიგი დეგრადაცია.
And presto, he further reifies that very transcendence by creating 'genius': the idolization of genius harbors the same degradation of the human person as the other tenets prevalent in commercial society.