ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7841.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 4
მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, ისევე როგორც შეჯიბრებითი პროცესის უფლება, ემსახურება მხარის უზრუნველყოფას, საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებსა და კანონებზე საკუთარი აზრის გამოთქმისა და სასამართლოსათვის იმ არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობით, რომლებიც გავლენას იქონიებენ მის გადაწყვეტილებაზე.
The equality of arms and adversarial character of the proceedings both serve to enable a party to express its views as to fact and law, and to present those arguments which it believes necessary to convince the decision-making body to decide in its favour.
7842.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 4
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული სასამართლოს მიერ პატივისცემის დემონსტრირებას შვეიცარიელი კოლეგების მიმართ - ერთი მხრივ, ეს სრულებით გასაგებია, თუმცა, მეორე მხრიელი მოსამართლის აღიარების გათვალისწინებით, რომ არ ჰქონდა საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ყველა მასალის წაკითხვის დრო, საკმაოდ მოულოდნელი.
This judgment demonstrates the respect of the Court for their Swiss colleagues, which is understandable, yet puzzling in view of the fact that the judge in question had—rather stupidly, it must be added—openly admitted that he had not had the time to read all of the material submitted in the case.
7843.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 4
ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სასამართლომ უნდა მოიყვანოს მიზეზები მხარის მიერ წარდგენილ ყველა იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება რელევანტური იყოს გადაწყვეტილების მიღებისთვის ან სხვა სიტყვებით, რომელიც „გაზიარების შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება საქმის შედეგისთვის”.
On the contrary, this suggests that reasons must be given in answer to every argument put forward by the party which could be relevant for the decision; in other words, those reasons ‘which would, if accepted, be decisive for the outcome of the case’.
7844.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 4
ეს მოთხოვნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც მხარეს არ მიეცა შიდასახელმწიფოებრივ სამართალწარმოებაში ზეპირი ფორმით საკუთარი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობა”, სასამართლოს ეს განცხადება შეიძლება ნიშნავდეს, რომ, თუმცა ქვემდგომი სასამართლოს დასაბუთებაზე დაყრდნობა მისაღებია, სააპელაციო სასამართლომ, როგორც მინიმუმ, უნდა განიხილოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ახალი არგუმენტები.
This requirement is all the more important where a litigant has not been able to present his case orally in the domestic proceedings.’ This can only mean that while reliance on the reasoning of the previous instance is acceptable, the court of appeal must at least respond to any new arguments put forward by the applicant.
7845.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 4
გამოძიების სტადიის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ეჭვმიტანილისთვის ბრალდების წარდგენის შესახებ.
After the investigation phase, a decision must be taken as to whether or not to indict the suspect.
7846.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
მისთვის წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის ან სამოქალაქო საქმეში მისი უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ყველას აქვს მისი საქმის საჯარო განხილვის უფლება.
In the determination of any criminal charge against him, or of his rights and obligations in a suit at law, everybody shall be entitled to a public hearing.
7847.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მე-14(1) მუხლი, მის წინააღმდეგ ნებისმიერი სისხლის სამართლის ბრალდების დადგენისას ყველას აქვს საჯარო განხილვის უფლება.
ICCPR, Art. 14 x 1 In the determination of any criminal charge against him, everyone is entitled to a public hearing.
7848.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
იგივე წესი მოქმედებს „საბრალდებო პალატის” მიმართ, რომელიც წარმოადგენს სასამართლო ორგანოს, წყვეტს ბრალდების წარდგენის საკითხს და განიხილავს საჩივრებს პროკურატურის ორგანოს ან გამომძიებელი მოსამართლის მიერ გამოძიების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
This is also the position in respect of the ‘indictment chamber’, a judicial body set up to decide whether there should be an indictment and to determine appeals against decisions taken by the public prosecutor’s office or the investigating judge during the investigation phase.
7849.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
თუმცა, როდესაც თვით კონვენცია მოითხოვს ინფორმაციის გაცემას, როგორც საჯარო სასამართლო განხილვის უფლების შემთხვევას, რთულად წარმოსადგენია, რომ უარი მისაღებად ჩაითვალოს.
Where, however, the Convention itself orders disclosure, as is the case with the right to a public hearing, it is hardly conceivable that a refusal would be accepted.
7850.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
რამდენიმე საქმეში სასამართლომ ასევე მოითხოვა, რომ უფლებაზე უარის თქმა განხორციელდეს „ერთმნიშვნელოვნად”, თუმცა რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება უფლებაზე უარის თქმა ერთდროულად ერთმნიშვნელოვანიც იყოს და ნაგულისხმებიც.
In some cases the Court also requires the waiver to be made ‘in an unequivocal manner’, although it is not entirely obvious how a waiver can be both unequivocal and tacit.
7851.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
მან ხაზი გაუსვა, რომ „სასამართლო განხილვის საჯარო ხასიათი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოცემულ საქმეში, რომელშიც ბრალდებული პატიმარია, მისთვის წარდგენილი ბრალდება შეეხება საპატიმროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ მუქარებს და მოწმეები იმ საპატიმროს თანამშრომლები არიან, სადაც თავად იმყოფება”.
The Court stressed that ‘he public character of the proceedings assumes a particular importance in a case such as the present, where the defendant in the criminal proceedings is a prisoner, where the charges relate to the making of threats against prison officers and where the witnesses are officers of the prison in which the defendant is detained’.
7852.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
საქმეები, რომლებშიც დარღვევები იქნა დადგენილი.
Cases Where Violations Were Found.
7853.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და მსჯელობის შეჯამება უნდა იყოს გასაჯაროებული - სრული არგუმენტები შეიძლება მოგვიანებით წერილობით იყოს წარმოდგენილი.
Only the operative part of the judgment and a summary of the reasoning must be made public—the complete arguments can be produced later in writing.
7854.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 6
მისთვის წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის განსაზღვრისას, ყველას აქვს უფლება, როგორც მინიმუმ, მიიღოს შემდეგი გარანტიები სრული თანასწორობის საფუძველზე: გაასამართლონ გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე.
In the determination of any criminal charge against him, everyone shall be entitled to the following minimum guarantees, in full equality: to be tried without undue delay.
7855.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 6
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მე-14(3) მუხლი, მისთვის წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის განსაზღვრისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის განხილვის უფლება.
The International Covenant on Civil and Political Rights, Art.14 x 3 In the determination of any criminal charge against him, everyone is entitled to a hearing within a reasonable time.
7856.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 6
იმ დებულების პირველი პროექტი, რომელიც უნდა გამხდარიყო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლი, წარმოდგენილი იქნა აშშ-ს მიერ და იყოფოდა ორ ნაწილად.
The first draft of what was to become Article 14 of the International Covenant on Civil and Political Rights was introduced by the United States and was split into two distinct parts.
7857.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 6
სხვა მიზნები, მათ შორის დამნაშავის რესოციალიზაცია ან აღდგენითი-სამართლებრივი ინიციატივების შექმნა, ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
Other goals, such as the rehabilitation of the offender or the creation of restorative-justice initiatives, must also be acknowledged.
7858.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 6
„ბრალდების წარდგენის” ცნების „ავტონომიური” ინტერპრეტაცია.
The ‘Autonomous’ Interpretation of the Term ‘Charged’.
7859.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 6
შიდასახელმწიფოებრივი სისხლის საპროცესო სამართალი, ჩვეულებრივ, ითვალისწინებს პროცედურას, რომელიც ბრალდების წარდგენის მანიშნებელია.
In domestic criminal-procedure law there will usually be an act which marks the bringing of a charge.
7860.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 6
ამ ვითარებიდან ყველაზე ნათელი გამოსავალი ბრალდების წარდგენის ავტონომიური ცნების შემუშავებაა, რაც უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას ევროპული კონვენციის წევრი სახელმწიფოების მასშტაბით.
The obvious solution to this problem, and the one which has been adopted, is the development of an autonomous notion of the term, enabling uniform application throughout the Member States.