ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
821.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ნიადაგმცოდნეობა
დადგენილია, რომ ალაზნის ვაკეზე, ლაკბეს დაბლობში და გარე-კახეთის სხვა უწრეტ ვაკობებში ნიადაგების დამლაშებაში წამყვანი როლი არაღრმადმდებარე მლაშე გრუნტის წყლებს მიეკუთვნება, სადაც მათი უშუალოდ აორთქლების შედეგად მარილთა ბრუნვის წლიური ციკლი 1 ჰექტარამდე საშუალოდ 50-100 ტონით განისაზღვრება; შოროქნიანი მცენარეების მეშვეობით კი იგი 1,5-2 ტონას არ აღემატება.
Saline ground waters occurring above the critical level have been found to be playing the leading role in the salinization of soil-grounds in the Alazani and other poorly drained plains and drainless depressions of eastern Georgia. The amounts of readily soluble salts involved in the annual cycle of substance circulation reach an average of 50 to 100 tons per ha as a result of direct evaporation and 1.5 to 2 t/ha through halophytes.
822.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ნიადაგმცოდნეობა
მანგანუმის ღია წესით მოპოვების ადგილებში აღდგენილი ნიადაგის ფერმენტული აქტივობა.
The enzymic activity of soils rehabilitated from damage caused by open workings of manganese.
823.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
შთანთქმის ულტრაიისფერი სპექტრების საშუალებით შესწავლილია ნორიოს ნავთობის 510-590° ფრაქციებში არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა და დადგენილია ძირითად, არომატულ ნახშირწყალბადთა სტრუქტურულ წარმომადგენელთა განაწილება დუღილის ტემპერატურის მიხედვით.
The hydrocarbon content of the aromatic fractions of the Norio crude oil boiling in the range of 510-590° C has been studied with the aid of UV adsorbtion spectroscopy. On the basis of the analysis the distribution of the main types of aromatic hydrocarbons is presented, depending on the boiling temperature.
824.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
მიღებული ნაერთების აგებულება დადგენილია როგორც ქიმიური გარდაქმნებით, ისე ინფრაწითელი და ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტრების შესწავლით.
The structure of the obtained products has been established by IR and NMR spectral analysis and chemical transformations.
825.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ NaY, CrNaY, NaX და CrNaX სინთეზური ცეოლითების თანდასწრებით ეთილციკლოჰექსანის გარდაქმნა 550 – 600°-ის პირობებში ძირითადად მიმდინარეობს ალკენილციკლოჰექსანური ნახშირწყალბადებისა და ციკლოოლეფინების წარმოქმნის მიმართულებით, მაგრამ ამასთანავე ადგილი აქვს კრეკინგს გვერდით ჯაჭვში, ციკლში და სხვა სახის გარდაქმნებს.
It has been established that in the presence of the NaY, CrNaY, NaX and CrNaX synthetic zeolites transformation of ethyl cyclohexane under conditions of 500 – 600°C and volume velocity 0,5 – 1,5 hr<sup>-1</sup> proceeds mainly in the direction of the formation of alkenyl-cyclohexane hydrocarbons and cycloolefins. Cracking reactions in the side chain and the cycle, as well as other transformations are also observable.
826.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის გამოყენებით დადგენილია, რომ რეაქცია ძირითადად მიმდინარეობს პარა- და ორთო- იზომერების წარმოქმნით.
The para- and ortho-isomers have been isolated by means of thin layer chromatography.
827.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
მიღებული ნაერთების აგებულება დადგენილია როგორც ქიმიური გადაქმნებით, ისე ინფრაწითელი და ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტრების საშუალებით.
The structure of the obtained products has been established by IR and NMR spectral analyses and chemical transformations.
828.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
მიღებულია დიციკლოპენტადიენის რადიკალის შემცველი სილიციუმორგანული პოლიმერები და პოლიორგანოციკლოქსანები სხვადასხვა შედგენილობით.
The silicon-containing radicals of dicyclopentadiene and various polyorganocyclosiloxanes are obtained.
829.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ფენანტრენის რიგის ნახშირწყალბადთა შერჩევითი აგზნების პირობებში ადგილი აქვს ნაფტენურ ნახშირწყალბადთა ფოტოსენსიბილიზებულ ჟანგვას.
Phenanthrene hydrocarbons have been found to photosensitize the oxidation of naphthene hydrocarbons.
830.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პალეონტოლოგია
დადგენილია, რომ ტერმინი „პალეონტოლოგია“ პირველად შემოიღო ფრანგმა გეოლოგმა დ.დე ბლენვილმა 1822 წელს.
The writer has established that the term “paleontology” (palaeontology) was coined by Ducrotay de Blainville in 1822.
831.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პეტროლოგია
დადგენილია გაბროიდების ნაირგვარი სახესხვაობები და მათი პარაგენეზისი კვარციან დიორიტებთან.
Different types of gabbroids have been found to exist in the paragenesis with quartz diorites.
832.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პეტროლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს წარმონაქმნები ჩამოყალიბდა გეოსინკლინური ვულკანოგენი ქანების რეგიონული გადაკრისტალებისა და მეტასომატური გრანიტიზაციის შედეგად.
These rocks owe their origin to the recrystallization and metasomatic granitization of geosynclinal volcanic rocks.
833.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პეტროლოგია
განხილულია ბაზალტების შედგენილობის დამოკიდებულება მათი წარმოშობის ტექნიკურ პირობებთან კავშირში.
The dependence of the composition of basalts on the tectonic conditions of their formation is discussed.
834.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პეტროლოგია
დადგენილია, რომ ზონებში, რომლებმაც განიცადეს ინტენსიური დაძირვა რეგიონულ სიღრმულ რღვევებთან ახლოს, წარმოიქმნება ბაზალტების უფრო ფუძე და ტუტე სახესხვაობები.
Varieties of basalt with heightened basicity and alkalinity have been found to form in zones that underwent intensive immersion as well as in the proximity of regional deep breaks.
835.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, სამშენებლო მექანიკა
მინატექსტოლიტის ნიმუშების სიმტკიცის სტატისტიკური წარმოდგენის შესახებ.
On the statistic representation of the strength of glass textolite specimens.
836.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ფიზიკური გეოგრაფია
შედგენილია სტექსების დინამიკის მათემატიკური მოდელი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ელექტრონულ გამომთვლელ მანქანაზე მოცემული ალგორითმით მოვახდინოთ ბუნებრივი კომპლექსების სტრუქტურისა და ფუნქციონირების პროგნოზირება დროში.
A mathematical model of the dynamics of stexes has been constructed, enabling experimentation on it and the prediction of changes of the structure and functioning of the facies in time.
837.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია ლითიუმისა და კალიუმის ჟანგეულების როლი სისტემის ერთგვაროვნების ზრდაზე.
Lithium oxides as well as potassium oxide have been found to possess a homogenizing role of over 4 to 5 per cent.
838.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ციტოლოგია
ორტალღოვანი ფოტომეტრიული გაზომვის შედეგად დადგენილია რნმ-ის საერთო და ფერმენტ რიბონუკლეაზით ექსტრაგირებული და არაექსტრაგირებული რაოდენობა ვირთაგვების ნორმალური კუნთოვანი ბოჭკოების და ინდუცირებული რაბდომიოსარკომის მიოგენური წარმოშობის უჯრედების ციტოპლაზმაში.
Relative, numerical and cytochemical characteristics of the total–extractable and inextractable by ribonuclease-content of RNA in the cytoplasm of myogenic-origin cells of induced rhabdomyosarcoma and of the normal sural muscle of rats have been determined by the method of two-wave length photometry of appropriately compounded histochemical preparations.
839.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ჰიდროტექნიკა
დადგენილია მცირე დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენებით მრავალწლიანი და მაღალმოსავლიანი კულტურების ეკონომიური ეფექტურობა.
The economic efficiency of perennial and high yield cultures is demonstrated.
840.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რენტგენის სხივების უწყვეტი ზემოქმედებით (დოზის სიმძლავრე 350 – 400 რადი წუთში) ბოცვერების თავის ლოკალური დასხივების დროს მხოლოდ ტერმინალურ სტადიაში იწვევს კარდიოდინამიკის მოშლას.
Continuous head irradiation (dose rate 350 – 400 rad per min) in rabbits brings about cardiodynamic disturbances only in the terminal stage.