ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
821.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საერთო ჯამში, წამლების ინდუსტრია დაახლოებით 20 მილიარდ აშშ დოლარს იხდის წელიწადში იმისათვის, რომ აწარმოოს პროდუქციის მარკეტინგი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისათვის.
In total, the drug industry spends about $20 billion per year marketing to health professionals.
822.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბი-თუ-ბი მარკეტინგის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გაყიდვების წარმომადგენლები არიან.
B-to-B marketing relies heavily on sales reps.
823.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თქვენ გაეცანით, რა არის მარკეტინგი და რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებლების მოთხოვნილებებისა და საბაზრო გარემოს კარგად გააზრებას.
You’ve learned what marketing is and about the importance of understanding consumers and the marketplace environment.
824.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამდენად, თქვენ უკვე მზად ხართ, უფრო ღრმად შეისწავლოთ მარკეტინგული სტრატეგია და ტაქტიკა.
With that as background, you’re now ready to delve deeper into marketing strategy and tactics.
825.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
წინამდებარე თავში მოცემულია მთავარი მარკეტინგული სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც მომხმარებელთა სურვილებზეა მორგებული: ბაზრის დაყოფა მნიშვნელოვანი კლიენტების ჯგუფებად (სეგმენტაცია), კლიენტების მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა, საბაზრო შეთავაზებების შექმნა, რომლებიც ყველაზე კარგად პასუხობს სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს (დიფერენციაცია) და მომხმარებელთა გონებაში შეთავაზებათა პოზიციონირება.
This chapter looks further into key customer-driven marketing strategy decisions dividing up markets into meaningful customer groups (segmentation), choosing which customer groups to serve (targeting), creating market offerings that best serve targeted customers (differentiation), and positioning the offerings in the minds of consumers (positioning).
826.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
შემდეგ თავებში განხილულია ტაქტიკური მარკეტინგული მექანიზმები, ე.წ. 4 P, რომელთა მეშვეობითაც მარკეტოლოგები ამ სტრატეგიებს რეალურ გარემოში იყენებენ.
The chapters that follow explore the tactical marketing tools—the four Ps—by which marketers bring these strategies to life.
827.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამრიგად, კომპანიების უმეტესობა ძალიან ფრთხილია იმ მომხმარებლების შერჩევისას, რომლებთანაც ურთიერთობის დამყარება სურს.
It must design customer-driven marketing strategies that build the right relationships with the right customers.
828.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მათ მასობრივი მარკეტინგიდან ბაზრის სეგმენტაციისა და მიზნობრივი მარკეტინგისკენ გადაინაცვლეს, რომელიც მოიცავს ბაზრის სეგმენტების განსაზღვრას, მათგან ერთის ან რამდენიმეს ამორჩევას და თითოეულისათვის პროდუქციისა და მარკეტინგული პროგრამის შერჩევას.
Thus, most companies have moved away from mass marketing and toward target marketing: identifying market segments, selecting one or more of them, and developing products and marketing programs tailored to each.
829.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
საკუთარი მარკეტინგული ძალისხმევის გაფანტვის ნაცვლად ("საფანტიანი იარაღის“ პრინციპი), ფირმები იმ მყიდველებზე ახდენენ კონცენტრირებას, რომლებიც მათი პროდუქციით უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი („თოფის“ პრინციპი).
Instead of scattering their marketing efforts (the “shotgun” approach), firms are focusing on the buyers who have greater interest in the values they create best (the “rifle” approach).
830.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სურათი 7.1 გვიჩვენებს მიზნობრივი მარკეტინგის სტრატეგიის განსაზღვრის ოთხ ძირითად საფეხურს.
Figure 7.1 shows the four major steps in designing a customer-driven marketing strategy.
831.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბაზრის სეგმენტაცია მოიცავს ბაზრის დაყოფას მყიდველთა ჯგუფებად, რომელთაც გამოკვეთილი საჭიროებები, დამახასიათებელი თვისებები ან ქცევები აერთიანებთ, და შესაძლოა განსხვავებული მარკეტინგული სტრატეგიები სჭირდებათ.
Market segmentation involves dividing a market into smaller segments of buyers with distinct needs, characteristics, or behaviors that might require separate marketing strategies or mixes.
832.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ხოლო ბასკინ-რობინსი ე. წ. სამმილიან მარკეტინგს იყენებს, რომლის ფარგლებშიც ყოველი მაღაზიის ახლომახლო გამიზნულად ატარებს ადგილობრივ ღონისძიებებსა და სარეკლამო აქციებს.
And BaskinRobbins practices what it calls “three-mile marketing,” emphasizing local events and promotions close to each local store location.
833.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ზოგიერთი კომპანია სეგმენტაციას ასაკისა და ოჯახის ცხოვრების ციკლის ფაზების მიხედვით ახდენს. ეს კი სხვადასხვა ასაკისა და ცხოვრების ციკლის ჯგუფებისათვის სხვადასხვა პროდუქტის შეთავაზებასა და განსხვავებული მარკეტინგული მიდგომის გამოყენებას გულისხმობს.
Some companies use age and life-cycle segmentation, offering different products or using different marketing approaches for different age and life-cycle groups.
834.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ის კომპანიები, რომლებიც მარკეტინგს შედარებით მოწიფული სეგმენტისათვის ახორციელებენ, როგორც წესი, ცდილობენ, მათ დადებითი იმიჯი შეუქმნან.
Companies marketing to mature consumers usually employ positive images and appeals.
835.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბოლო დროს ქალების კოსმეტიკის მწარმოებელმა მრავალმა ფირმამ მამაკაცის ხაზის მარკეტინგიც წამოიწყო.
More recently, many mostly women’s cosmetics makers have begun marketing men’s lines.
836.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ჰარლი-დევიდსონმა თავისი პროდუქციის დიზაინი და მარკეტინგი თავდაპირველად 25-55 წლის მამაკაცების ბაზრისკენ მიმართა.
For example, Harley-Davidson has traditionally targeted its product design and marketing to a bread-and-butter market of males between 35 and 55 years old.
837.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ქალებისათვის განკუთვნილი პროდუქციის მარკეტინგისას ჰარლი-დევისონი საკუთარი იმიჯის ერთგულია.
In marketing to women, Harley-Davidson is staying true to its tough, road-tested image.
838.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სხვა მარკეტოლოგები ნდობის მოპოვებისათვის მარკეტინგულ პროგრამებს იყენებენ, რათა მდიდარი და შეძლებული კლიენტები მოხიბლონ.
Other marketers use high-touch marketing programs to court the well-to-do.
839.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ასეთი, უაღრესად პერსონალური მარკეტინგი ქმნის „ბრენდის ევანგელისტთა“ მთელ საზოგადოებას, რომლებიც ამ ინფორმაციას პერსპექტიულ მყიდველებსა და მეგობრებს საკმაოდ ეფექტურად უზიარებენ. ეს კი კომპანიის პირდაპირი და ზუსტი სამიზნე ჯგუფია.
Such highly personal marketing creates a community of “brand evangelists” who tell the story to prospective affluent buyers and friends—precisely the right target group.
840.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამის გამო მარკეტოლოგები ხშირად ბაზრის სეგმენტაციას მომხმარებლის ცხოვრების სტილის მიხედვით ახდენენ და თავიანთ მარკეტინგულ სტრატეგიებს შესაბამისად საზღვრავენ.
As a result, marketers often segment their markets by consumer lifestyles and base their marketing strategies on lifestyle appeals.