ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8721.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
პროცედურაზე ნათელი წარმოდგენის გარეშე, მისი გაგებისა და გამოყენების გარეშე აგების შესაძლებლობათა იდეა სრულიად ბუნდოვანია.
Without a clear idea of such a procedure, without being able to understand and apply it, the idea of the possibilities of construction is obscure.
8722.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
იგი არ ამბობს, როგორც, ჩემი აზრით, კანტმა თქვა, რომ არა მხოლოდ კონსტრუქტივისტული არგუმენტით წარმოდგენილი ღირებულებები, არამედ თავად მორალიც შედგენილია ან შექმნილია პრაქტიკული გონების პრინციპების მიერ.
It does not say, as I assume Kant did, that not only is the order of all values presented by a constructivist argument but also that the moral order itself is constituted or made by the principles of practical reason.
8723.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოებაში წარმოდგენილი ყოველი გონივრული დოქტრინა ჭეშმარიტი ან დაახლოებით ჭეშმარიტია, თვით ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც კი?
Should we think that any of the reasonable doctrines present in society are true, or approximately so, even in the long run?
8724.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
კონცეფციის წარმოდგენის მეორე საფეხურზე, რომელზეც ახლა გადავდივართ, განიხილება სამართლიანობის, როგორც პატიოსნების, კონცეფციის პრინციპებზე აგებულმა, გონივრული პლურალიზმის მქონე კარგად მოწესრიგებულმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ როგორ შეიძლება დაამკვიდროს და შეინარჩუნოს ერთიანობა და სტაბილურობა.
The second stage of the exposition — to which we now turn — considers how the well-ordered democratic society of justice as fairness may establish and preserve unity and stability given the reasonable pluralism characteristic of it.
8725.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
პირველს პასუხი გაეცა, როცა მორალური ფსიქოლოგია იქნა წარმოდგენილი.
The first is answered by setting out the moral psychology.
8726.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
მეორე კითხვას პასუხი გაეცა საყოველთაო კონსენსუსის იდეის წარმოდგენით და იმ სიძნელეების დაძლევით, რომელიც ამ იდეასთან დაკავშირებით წამოიჭრა.
The second question is answered by the idea of an overlapping consensus and meeting the various difficulties arising in connection with it.
8727.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
ეს ნიშნავს, რომ სამართლიანობა, როგორც პატიოსნება, მისი წარმოდგენის პირველ საფეხურზე უნდა გვესმოდეს თვითკმარ თვალსაზრისად, რომელიც გამოხატავს სამართლიანობის პოლიტიკურ კონცეფციას.
This meant that justice as fairness is to be understood at the first stage of its exposition as a free-standing view that expresses a political conception of justice.
8728.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
კონსტიტუციური კონსენსუსის სახით წარმოდგენილი ეს პრინციპები მიღებულია მხოლოდ როგორც პრინციპები და არ ემყარება საზოგადოებისა და პიროვნების შესახებ რომელიმე, მით უმეტეს, საჯაროდ გაზიარებული პოლიტიკური კონცეფციის იდეებს.
As a constitutional consensus, these principles are accepted simply as principles and not as grounded in certain ideas of society and person of a political conception, much less in a shared public conception.
8729.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
მხოლოდ ასე შეიძლება საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებები კონსტიტუციურად ან არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს; მხოლოდ მაშინ, როცა გონივრული საფუძველი აქვთ, მოსამართლეებს შეუძლიათ ინტერპრეტაცია იმ ღირებულებებისა და სტანდარტებისა, რომელთაც კონსტიტუცია სავარაუდოდ შეიცავს.
Only so can the enactments of the legislature be declared constitutional or unconstitutional; and only so have they a reasonable basis for their interpretation of the values and standards the constitution ostensibly incorporates.
8730.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
რა თქმა უნდა, ივარაუდება, რომ ამ გეგმების შედგენისას ადამიანები მხედველობაში იღებენ არა მარტო მიმდინარე ეტაპზე საზოგადოებაში საკუთარ მდგომარეობას და ადამიანური სიცოცხლის ნორმალურ პირობებს, არამედ თავიანთ გონივრულ მოლოდინებსაც იმ საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესახებ, რომლებიც ცხოვრების ყველა საფეხურზე, ეტაპზე შეიძლება გაუჩნდეთ.
Of course, in drawing up these plans people are assumed to take into account their reasonable expectations concerning their needs and requirements in their future circumstances in all stages of life, so far as they can ascertain them from their present position in society and the normal conditions of human life.
8731.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ასე რომ, მომდევნო ორი იდეის – სიკეთისა (რომელიც დასაშვებია სამართლიანობის პრინციპებით) და პოლიტიკურ სიქველეთა დასაშვები ცნებების – განხილვისას გამოვიყენებ ნეიტრალურობის უკვე ცნობილ იდეას, როგორც ძირითადი პრობლემების წარმოდგენის გზას.
Thus, in discussing the next two ideas—those of permissible conceptions of the good (those permitted by the principles of justice) and of the political virtues —I shall use the familiar idea of neutrality as a way of introducing the main problems.
8732.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
აშკარაა, რომ ამ კონცეფციის სამართლიანობის პრინციპები არსებითია და გაცილებით მეტს გამოხატავს, ვიდრე ეს უბრალოდ პროცედურული ღირებულებებია, იგივე ითქმის საზოგადოებისა და პიროვნების მისეულ პოლიტიკურ კონცეფციებზე, რომლებიც საწყის პოზიციაშია წარმოდგენილი.
Clearly its principles of justice are substantive and express far more than procedural values, and so is said about political conceptions of society and person, which are represented in the original position.
8733.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
საჯარო გონების წესები დაცული უნდა იქნეს ოფიციალურ ფორუმებზე, მაგალითად, როდესაც კანონმდებლები პარლამენტში გამოდიან, ან როცა მთავრობის წევრები დადგენილებას იღებენ თუ საჯაროდ აცხადებენ უკვე მიღებული დადგენილების შესახებ.
The rules of public reason applies in official forums and so to legislators, for example, when they speak on the floor of parliament, and to the executive in its public acts and pronouncements.
8734.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
ვინმემ შეიძლება განაცხადოს, რომ საჯარო გონების ასპარეზი მხოლოდ ოფიციალური ფორუმებია და რომ საჯარო გონების წესები ვარგისია მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონმდებლები პარლამენტში გამოდიან, ან, როცა მთავრობის წევრები თუ მოსამართლეები დადგენილებას იღებენ ან საჯაროდ აცხადებენ უკვე მიღებული დადგენილების შესახებ.
Some might say that the limits of public reason apply only in official forums and so only to legislators, say, when they speak on the floor of parliament, or to the executive and the judiciary in their public acts and decisions.
8735.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დადგენილია სამხილთა მოპოვებისა და წარდგენის წესები, რომლებიც ბრალდებულს გარანტიას აძლევს, რომ სამართლიანი სასამართლოს ბაზისური უფლება უზრუნველყოფილი იქნება.
In a criminal case the rules of evidence limit the testimony that can be introduced, all this to insure the accused the basic right of a fair trial.
8736.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
საილუსტრაციოდ მაგალითს მოვიყვან: სასამართლოში სამხილის წარდგენის წესები, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის პროცესში სხვისგან გაგონილზე დამყარებული სამხილების წარდგენას და მოითხოვს, რომ ბრალდებული დამნაშავედ ცნონ საფუძვლიანი ეჭვის მიღმა, მორგებულია სასამართლოს განსაკუთრებულ როლზე და საჭიროა საიმისოდ, რომ ბრალდებულისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნეს უზრუნველყოფილი.
To illustrate: the rules for weighing evidence in a court of law—the rules relating to hearsay evidence in a criminal trial and requiring that the defendant be shown guilty beyond a reasonable doubt—are suited to the special role of courts and needed to protect the right of the accused to a fair trial.
8737.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
კვლევის სახელმძღვანელო პრინციპები: აზროვნების პრინციპები, მტკიცებულების წარდგენის წესები, მოქალაქეებმა მათ მიხედვით უნდა შეაფასონ, არსებითი პრინციპები არის თუ არა სწორად გამოყენებული და ამ პრინციპების მიხედვითვე უნდა შეარჩიონ თავიანთი ინტერესებისთვის საუკეთესო კანონები და პოლიტიკა.
Guidelines of inquiry: principles of reasoning and rules of evidence in the light of which citizens are to decide whether substantive principles properly apply and to identify laws and policies that best satisfy them.
8738.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
იმისათვის, რომ იმ პირთა ინტერესები დაიცვან, ვისაც წარმოადგენენ, მხარეები დაბეჯითებით მოითხოვენ არსებითი პრინციპები გამოიყენებოდეს მსჯელობის, დასაბუთების, მტკიცებულებათა წარდგენის იმ წესებით, რომელთაც მხარეების წარმომადგენელი პირები, წესით, უნდა იზიარებდნენ.
In securing the interests of the persons they represent, the parties insist that the application of substantive principles be guided by judgment and inference, reasons and evidence that the persons they represent can reasonably be expected to endorse.
8739.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
როცა თანაბრად არიან წარმოდგენილნი, არცერთი მოქალაქე არ დაუთმობს მეორე პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს ამ პოლიტიკურ ძალაუფლებას.
When equally represented, no citizen could grant to another person or association that political authority.
8740.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
მაგრამ თუ არსებობს მყარი შეთანხმება კონსტიტუციის არსებით ელემენტებზე და დადგენილი პოლიტიკური პროცედურები გონიერების ფარგლებში სამართლიანად არის მიჩნეული, მაშინ თავისუფალ და თანასწორ მოქალაქეთა შორის სასურველი პოლიტიკური და სოციალური თანამშრომლობა ნორმალურად შეიძლება შენარჩუნდეს.
But so long as there is firm agreement on the constitutional essentials and established political procedures are reasonably regarded as fair, willing political and social cooperation between free and equal citizens can normally be maintained.