ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9121.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
(ii) შესაბამისად, პრაქტიკოსი არ გამოთქვამს აუდიტორულ მოსაზრებას, ან მიმოხილვის დასკვნას იმის შესახებ, ფინანსური ინფორმაცია მომზადებულია თუ არა ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მოთხოვნების მიხედვით.
(ii) Accordingly, the practitioner does not express an audit opinion or a review conclusion on whether the financial information is prepared in accordance with the applicable financial reporting framework.
9122.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
თუ პრაქტიკოსი დაქირავებულია სუბიექტისთვის ამგვარი მომსახურების გასაწევად წინამდებარე დმსს-ის მიხედვით, ის ფაქტი, რომ მოცემული პრაქტიკოსი დაკავშირებული იყო ფინანსურ ინფორმაციასთან, გამოჩნდება გარიგების შესრულების შესახებ გაცემული პრაქტიკოსის ანგარიშიდან, რომელიც შედგენილი იქნება წინამდებარე დმსსით გათვალისწინებული ფორმით.
When the practitioner is engaged to provide such services or activities for an entity under this ISRS, the practitioner’s association with the financial information is communicated through the practitioner’s report provided for the engagement in the form required by this ISRS.
9123.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
წინამდებარე დმსს-ის დებულებები, რომლებიც გარიგების დონის ხარისხის კონტროლს ეხება, შემუშავებულია იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხის კონტროლისთვის დადგენილი მოთხოვნები არანაკლებ მკაცრია ხკსს 1-ის მოთხოვნებთან შედარებით.
The provisions of this ISRS regarding quality control at the engagement level are premised on the basis that quality control requirements adopted are at least as demanding as those of ISQC 1.
9124.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანება ყოველთვის არ მიუთითებს იმაზე, რომ ესა თუ ის კომპილაციური გარიგება არ შესრულდა პროფესიული სტანდარტების, საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, ან პრაქტიკოსის მიერ შედგენილი ანგარიში არ იყო ადეკვატური.
A deficiency in the firm’s system of quality control does not necessarily indicate that a compilation engagement was not performed in accordance with professional standards and applicable legal and regulatory requirements, or that the practitioner’s report was not appropriate.
9125.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ზოგიერთ იურისდიქციაში სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის გარკვეული საფუძვლების შესაბამისად, განეკუთვნება მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროს, თუმცა სხვა იურისდიქციებში ამ საკითხზე პასუხისმგებელია ხელმძღვანელობა.
In some jurisdictions, the preparation of financial statements for an entity in accordance with a specified framework is the legal responsibility of those charged with governance, and in other jurisdictions it is a management responsibility.
9126.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, გარიგება გულისხმობს ხელმძღვანელობისთვის დახმარების გაწევას სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად, ხელმძღვანელობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
However, in every case it will involve assisting management in the preparation and presentation of the entity’s financial information in accordance with the financial reporting framework, based on information provided by management.
9127.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ზოგიერთ კომპილაციურ გარიგებაში ხელმძღვანელობას შეიძლება უკვე მომზადებული ჰქონდეს ფინანსური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს პროექტის, ან სამუშაო ვარიანტის სახით.
In some compilation engagements, management may have already prepared the financial information itself in a draft or preliminary form.
9128.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მოთხოვნები ადგენს ფინანსური ინფორმაციის ფორმასა და შინაარსს.
The requirements of the applicable financial reporting framework determine the form and content of the financial information.
9129.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ზოგ შემთხვევაში, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლებს შეიძლება ეწოდებოდეს „ფინანსური ანგარიშგების მომზადების პრინციპი“.
The financial reporting framework may, in some cases, be referred to as the “basis of accounting.”
9130.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საყოველთაოდ გავრცელებულ საფუძვლების მაგალითებია:
Examples of commonly used general purpose financial reporting frameworks are:
9131.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს) და დადგენილი ეროვნული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, რომლებიც გამოიყენება საფონდო ბირჟაზე კოტირებული სუბიექტებისთვის.
● International Financial Reporting Standards (IFRS) and established national financial reporting standards applicable to publicly-listed entities.
9132.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
• მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი და მცირე და საშუალო საწარმოთათვის დადგენილი ეროვნული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები.
● International Financial Reporting Standards for Small- and Medium- Sized Entities and established national financial reporting standards applicable to small- and medium-sized entities.
9133.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
• ფინანსური ანგარიშგების წარდგენის იმ საფუძვლების მისაღებობას, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის მოსამზადებლად და წარსადგენად, ფინანსური ინფორმაციის სავარაუდო გამოყენების მიზნისა და მისი გამიზნული მომხმარებლების მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
● The acceptability of the financial reporting framework that is to be used to prepare and present the financial information of the entity, in view of the intended use of the financial information and the intended users thereof.
9134.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
o ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენას ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.
○ Preparation and presentation of financial information in accordance with the applicable financial reporting framework.
9135.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ნებისმიერ გარიგებაში განხორციელებული პროფესიული განსჯა ეყრდნობა იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც პრაქტიკოსისთვის ცნობილი იყო გარიგების შედეგების მიხედვით პრაქტიკოსის მიერ შედგენილი ანგარიშის თარიღის მდგომარეობით, მათ შორის:
The exercise of professional judgment in individual engagements is based on the facts and circumstances that are known to the practitioner up to the date of the practitioner’s report on the engagement, including:
9136.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
• პრაქტიკოსის წარმოდგენას სუბიექტის საქმიანობის, მათ შორის, მისი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის შესახებ, ასევე ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების გამოყენების თაობაზე იმ დარგში, რომელშიც მოცემული სუბიექტი საქმიანობს.
● The practitioner’s understanding of the entity’s business and operations, including its accounting system, and of the application of the applicable financial reporting framework in the industry in which the entity operates.
9137.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ფინანსური ინფორმაციის სავარაუდო გამოყენების მიზნის განსაზღვრა ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა დადგენილი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ეხება სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის წარდგენას, ასევე ფინანსურ ინფორმაციაზე სუბიექტის იმ შიდა და გარე მხარეთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ინფორმაციის გამიზნული მომხმარებლები არიან.
The intended use of the financial information is identified with reference to applicable law, regulation, or other arrangements established concerning the provision of financial information of the entity, bearing in mind the financial information needs of parties internal or external to the entity who are the intended users.
9138.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
მაგალითად, დამფინანსებელმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს პროფესიონალი ბუღალტრის მიერ კომპილირებული, სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის წარდგენა მისი საქმიანობის ან ოპერაციების გარკვეული ასპექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომელიც მომზადებული იქნება დადგენილი ფორმით, ასევე გრანტის გაცემის ან არსებული გრანტის გაგრძელების გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.
For example, a grant funding body may require the entity to provide financial information compiled by a professional accountant to obtain information about certain aspects of an entity’s operations or activities, prepared in a specified form, to support provision of a grant or continuation of an existing grant.
9139.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის რომელ საფუძვლებს აირჩევს ფინანსური ინფორმაციის მოსამზადებლად, გამომდინარეობს ამ ინფორმაციის სავარაუდო გამოყენების მიზნიდან, რაც მითითებული იქნება გარიგების შეთანხმებულ პირობებში, ასევე შესაფერისი კანონისა თუ სხვა ნორმატიული აქტის მოთხოვნებიდან.
The decision about the financial reporting framework that management adopts for the financial information is made in the context of the intended use of the information as described in the agreed terms of engagement, and the requirements of any applicable law or regulation.
9140.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410
• ფინანსური ინფორმაციის ხასიათი და ფორმა, რომელიც უნდა მომზადდეს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად, მაგალითად ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი, ერთი ფინანსური ანგარიშგება, ან სხვა ფორმატით მომზადებული ფინანსური ინფორმაცია, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებულია ხელშეკრულებით ან სხვა ფორმის შეთანხმებით.
● The nature and form of the financial information that is to be prepared and presented under the applicable financial reporting framework, for example, a complete set of financial statements, a single financial statement, or financial information presented in another format agreed between parties to a contract or other form of agreement.