ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
901.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
გადაწყვეტილებები მარკეტინგული კომპლექსის (პროდუქტი, ფასი, განაწილება და სტიმულირება) პოზიციონირების სტრატეგიის ტაქტიკური ნაწილია.
Designing the marketing mix—product, price, place, and promotion—involves working out the tactical details of the positioning strategy.
902.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პროდუქტის პოზიცია მუდმივად ცვალებად საბაზრო გარემოსთან ადაპტაციით თანდათან უნდა განვითარდეს.
A product’s position should evolve gradually as it adapts to the ever-changing marketing environment.
903.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ თავში თქვენ შეისწავლეთ მარკეტინგული სტრატეგიის ძირითადი ელემენტები: სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა, დიფერენციაცია და პოზიციონირება.
In this chapter, you learned about the major elements of a customer-driven marketing strategy: segmentation, targeting, differentiation, and positioning.
904.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სწორედ ამიტომ დღეს კომპანიების უმეტესობა მასობრივ მარკეტინგს შორდება და მიზნობრივი მარკეტინგისკენ აქვს გეზი აღებული, რაც გულისხმობს ბაზრის სეგმენტების განსაზღვრას, მათგან ერთის ან რამდენიმეს შერჩევას და თითოეულისათვის ინდივიდუალური მარკეტინგული კომპლექსის განვითარებას.
Therefore, most companies today practice target marketing—identifying market segments, selecting one or more of them, and developing products and marketing mixes tailored to each.
905.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
განსაზღვრეთ მიზნობრივი მარკეტინგის სამი საფეხური: ბაზრის სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და ბაზარზე პოზიციონირება.
Define the major steps in designing a customer-driven marketing strategy: market segmentation, targeting, differentiation, and positioning.
906.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზნობრივი მარკეტინგი გულისხმობს სტრატეგიების შემუშავებას საჭირო მომხმარებელთან საჭირო ურთიერთობის ასაგებად.
A customer-driven marketing strategy begins with selecting which customers to serve and determining a value proposition that best serves the targeted customers.
907.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბაზრის სეგმენტაცია ბაზრის დაყოფა მყიდველების ჯგუფებად, რომლებიც განსხვავდებიან საჭიროებებით, დემოგრაფიული მახასიათებლებით ან ქცევით და რომლებსაც განსხვავებული პროდუქტების ან მარკეტინგული კომპლექსის შეთავაზება სჭირდება.
Market segmentation is the act of dividing a market into distinct segments of buyers with different needs, characteristics, or behaviors who might require separate products or marketing mixes.
908.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტაციის ძირითადი ფაქტორებია — გეოგრაფიული, დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი.
For consumer marketing, the major segmentation variables are geographic, demographic, psychographic, and behavioral.
909.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გამყიდველს შეუძლია გამოიყენოს აგრეთვე დიფერენცირებული მარკეტინგი (სეგმენტური მარკეტინგი) — სტრატეგია, როდესაც კომპანია მიზნად ისახავს, რამდენიმე მიზნობრივი ბაზრის გამოყოფას და თითოეულის ინდივიდუალურად მომსახურებას.
Or the seller can adopt differentiated marketing—developing different market offers for several segments.
910.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კონცენტრირებული მარკეტინგი (იმავე ნიშის მარკეტინგი) მხოლოდ ერთ ან რამდენიმე საბაზრო სეგმენტზე კონცენტრირებას მოიცავს.
Concentrated marketing (or niche marketing) involves focusing on one or a few market segments only.
911.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დაბოლოს, მიკრომარკეტინგის დროს პროდუქტებისა და მარკეტინგული პროგრამების ინდივიდუალური მომხმარებლის გემოვნებაზე მორგება ხდება.
Finally, micromarketing is the practice of tailoring products and marketing programs to suit the tastes of specific individuals and locations.
912.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიკრომარკეტინგი მოიცავს ადგილობრივ მარკეტინგსა და ინდივიდუალურ მარკეტინგს.
Micromarketing includes local marketing and individual marketing.
913.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რომელი სტრატეგია არის საუკეთესო, ეს კომპანიის რესურსებზე, პროდუქტის მრავალფეროვნებაზე, პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ეტაპზე, ბაზრის მრავალფეროვნებასა და კონკურენტების მარკეტინგულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული.
Which targeting strategy is best depends on company resources, product variability, the PLC stage, market variability, and competitive marketing strategies.
914.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
1970-იანი წლების მსგავსად, როდესაც ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ ბავშვებზე ორიენტირებული რეკლამების აკრძალვა დაისახა მიზნად, ამერიკის მოდერნიზებისა და ცვლილებების 2009 წლის კანონის მიხედვით შეიქმნა ბავშვებისათვის საკვები პროდუქტების მარკეტინგის საკითხებზე მომუშავე ახალი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.
Reminiscent of the 1970s when the FTC proposed banning advertising to children, a provision in the American Recovery and Reinvention Act of 2009 created an Interagency Working Group (IWG) on Food Marketing to Children.
915.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა პროდუქტების მარკეტინგთან დაკავშირებული წესებისა და კანონების უმეტესობა მხოლოდ 12 წლისა და უმცროსი ასაკისთვისაა შედგენილი, სამუშაო ჯგუფის ინსტრუქციები 17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მოიცავდა. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა შეზღუდვები ბავშვებისათვის განკუთვნილი საკვების მარკეტინგის თაობაზე.
Although most regulations regarding marketing to children are limited to children ages 12 and younger, the current IWG guidelines include children up to 17 years old and propose restrictions on food marketing targeted to children.
916.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბაზრის ამ სეგმენტის მიმართ აკრძალვა-შეზღუდვების გამო, რომელზეც მხოლოდ საკვები პროდუქტების რეკლამირებაში 1,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა და აქედან 745 მილიონი აშშ დოლარი ტელერეკლამებისთვის იყო გამოყოფილი, ბუნებრივია, მხოლოდ მარკეტოლოგები არ იზარალებენ.
With $1.6 billion spent on food marketing and promotions targeted to children—$745 million of that on television—more than just marketers will be affected by marketing restrictions to this market segment.
917.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
2. რა ზომები მიიღეს საკვების მარკეტოლოგებმა, ბავშვებზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების აკრძალვის საშიშროება რომ შეეჩერებინათ?
2. What actions have food marketers taken to stem the threat of a ban on marketing to children?
918.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ახლა, როდესაც მყიდველებზე ორიენტირებულ მარკეტინგულ სტრატეგიას გაეცანით, განვაგრძობთ მოგზაურობას მარკეტინგული კომპლექსის შესწავლისაკენ – კომპანიების სტრატეგიების დანერგვისათვის საჭირო მარკეტინგული იარაღისკენ.
After examining customer-driven marketing strategy, we now take a deeper look at the marketing mix: the tactical tools that marketers use to implement their strategies.
919.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომდევნო თავებში კი გადავხედავთ ფასწარმოქმნის, დისტრიბუციისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სხვადასხვა საკითხს.
Then, in the chapters that follow, we’ll look at pricing, distribution, and marketing communication tools.
920.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ხშირად პროდუქტი არის მარკეტინგული ანალიზის პირველი და უმთავრესი ნაწილი.
The product is usually the first and most basic marketing consideration.