ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9361.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | შესავალი
ამ აზრით, უფრო შეუთავსებადია იყო ფენი ან ორანჟემანი, ვიდრე იყო სიონისტი და ებრაელი ხალხის პროფესიული ისტორია გენიალურად დაწერო, სანამ ისტორიკოსი ბიბლიოთეკაში შესვლამდე და კვლევის დაწყებამდე თავისი მრწამსი დროებით გვერდით გადადოს.
To be a Fenian or an Orangeman, I would judge, is not so compatible, any more than being a Zionist is compatible with writing a genuinely serious history of the Jews; unless the historian leaves his or her convictions behind when entering the library or the study.
9362.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
საჯარო უსაფრთხოების კომიტეტში ენების შესახებ ბარერეს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ: ვინ დაიჭირა მოღალატეთა მხარე პროვინციებში, Haut Rhin და Bas-Rhin და ვინ მოუხმო პრუსიელებს და ავსტრიელებს ჩვენს საზღვრებთან?
As Barere put it in his report on languages to the Committee of Public Safety: Who, in the Departments of Haut-Rhin and Bas-Rhin, has joined with the traitors to call the Prussian and the Austrian on our invaded frontiers?
9363.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
როგორც Saint-Simonian Michel Chevalier, College de France-ში პოლიტეკონომიის პროფესორად წარდგენის შემდეგ პირველ (საინაუგურაციო) ლექციაში მობოდიშებით ან ირონიულად აცხადებდა: „ჩვენ ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ ადამიანთა ერთობების საერთო ინტერესებისთვის და ამავე დროს, არ გვეკრძალება განვიხილოთ კონკრეტული სიტუაცია ჩვენივე საზოგადოებაში“.
As the Saint Simonian Michel Chevalier announced apologetically or tongue in-cheek in his inaugural lesson as Professor of Political Economy at the College de France: We are commanded to concern ourselves with the general interests of human societies, and we are not prohibited from considering the particular situation in the society within which we are living.
9364.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
დამოუკიდებელი და „ნამდვილი“ ერის დასაფუძნებლად იმ პერიოდში დადგენილი კრიტერიუმების აღიარებას მოჰყვა ის, რომ ზოგი მცირე ნაციონალობა და ენა, როგორც ასეთი, გაქრობისთვის იყო განწირული.
Once it was accepted that an independent or 'real' nation also had to be a viable nation by the criteria then accepted, it also followed that some of the smaller nationalities and languages were doomed to disappear as such.
9365.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
სხვაგვარად რომ ვთქვათ, რადგან ერი ისტორიული სიახლე იყო, მას კონსერვატორები და ტრადიციონალისტები უპირისპირდებოდნენ, ხოლო მათი მოწინააღმდეგენი კი ემხრობოდნენ.
To put it another way, because the nation itself was historically novel, it was opposed by conservatives and traditionalists, and therefore attracted their opponents.
9366.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
მისი ტექსტების მიხედვით, „ნაციონალიზმი და ევგენიკური მსჯელობა ენთუზიაზმით, ერთმანეთის პარალელურად მიიწევდნენ წინ ინდუსტრიული რევოლუციისკენ“, და რაც უფრო გასაოცარია, „მსოფლიოს მოქალაქეთა შექმნისკენ რომელიც თავის მზერას მიმართავდა პატარა ქალაქების პროვინციალიზმისა და ეკლესიური შეზღუდულობით დამყარებული სააზროვნო ჰორიზონტების მიღმა, მსოფლიოს შორეული და სრულიად უცხო რეგიონებისკენ.“
In his writings nationalism and eugenical reasoning go together with an enthusiasm for the industrial revolution and, more surprisingly, for its creation of a body of 'citizens of the world' (Weltbiirger) which remote from small-town provincialism and horizons bounded by the church steeple' opened up the entire globe to those previously imprisoned in their regional corners.
9367.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
იგი არ იყო უპირობო და განსხვავდებოდა რადიკალური დემოკრატიული თვალთახედვისგან, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის ადამიანთა უფლებების დეკლარაციაშია წარმოდგენილი და არსებითად უარყოფს „ზღურბლის პრინციპს“.
It was not unconditional, inthis respect it also differed from the radical-democratic view, as put in the French Revolution's Declaration of Rights cited above, which specifically rejected the 'threshold principle'.
9368.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
Lingua franca-სგან ან პიდგინისგან განსხვავებით, რომლებიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, შეიძლება ნაციონალურ ენად განვითარდნენ, ძნელი წარმოსადგენია ნებისმიერი გეოგრაფიული სიდიდის რეგიონზე სალაპარაკო „ნაციონალური ენის“ განვრცობა.
A genuinely spoken 'national language' evolved on a purely oral basis, other than as a pidgin or lingua franca, is difficult to conceive for a region of any substantial geographical size.
9369.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
გრამატიკის და ორთოგრაფიის სტანდარტიზაციისა და ჰომოგენიზაციის პროცესში წარმოქმნილი სირთულეები და ასევე სიტყვათა მარაგში ახალი ელემენტების დამატება თანამდევი, მეორეხარისხოვანი საკითხებია.
The subsequent problems of standardizing and homogenizing national grammar and orthography, and adding new elements to the vocabulary, are secondary.
9370.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
სუდანში აბორიგენი ფურიები ნომად ბაგარას მოსახლეობასთან სიმბიოზში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩამოსახლებულ, ფურიულად მოლაპარაკე ნომად ფურიათა დასახლება ბაგარებად ითვლებიან, რადგანაც, ძირითადად, ამ ორ ხალხს შორის განსხვავება ფუნქციურია და არა ენობრივი.
In the Sudan the settled Fur live in symbiosis with the nomadic Baggara, but a neighbouring camp of Fur nomads speaking Fur is treated as though they were Baggara, since the crucial distinction between the two peoples is not one of language but function.
9371.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
იგი რიგით ინდიელებს შორის, ინდიგენისტა ინტელექტუალთაგან განსხვავებით, პანინდიანურ სენტიმენტებსაც კი იშვიათად აღძრავდა.
It has rarely even inspired pan-Indian sentiment among Indians, as distinct from indigenista intellectuals.
9372.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ეს ასევე შეიძლება პერიოდულად გამართული ფესტივალების და შეჯიბრებების სახით იყოს წარმოდგენილი, სადაც გაბნეულად მცხოვრები ხალხთა ჯგუფები ერთად იკრიბებიან, როგორიც არის, მაგალითად, ბერძნული ოლიმპიური თამაშები ან თანამედროვე, მსგავსი ეროვნული გამოგონებები, მაგ. კატალონიური ყვავილების ფესტივალი, უელსური ხელოვნების ფესტივალი და სხვ.
They may be periodic festivals or contests which bring scattered groups together such as the Greek Olympics and more recent nationalist inventions along the same lines such as the Catalan Joes Florals, the Welsh Eisteddfodau and others.
9373.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ეს თვალთახედვა რესპუბლიკამ დემოკრატიული მიზნებისთვის თავდაყირა დააყენა, როდესაც სკოლის სახელმძღვანელოებში აღნიშნული იყო, რომ „ჩვენი წინაპრები“ იყვნენ გალები და არა ფრანკები, და რეაქციული და ევგენიკური მიზნებისთვის კიდევ ერთხელ განამტკიცეს პოსტრევოლუციურმა რეაქციონერებმა, მაგ. გრაფმა გობინომ.
This view was turned upside down for democratic purposes by the Republic which insisted through its schools textbooks that 'our ancestors' were the Gauls and not the Franks, and was reaffirmed for reactionary and eugenic purposes by post-revolutionary reactionaries like Count Gobineau.
9374.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
სახელმწიფო განისაზღვრებოდა, როგორც ტერიტორია (სასურველია, უწყვეტი და ურღვევი), რომლის მთლიან მოსახლეობასაც იგი მართავდა და სხვა ამგვარი ტერიტორიებისგან მკაცრად დადგენილი საზღვრებით იმიჯნებოდა.
It was defined as a (preferably continuous and unbroken) territory over all of whose inhabitants it ruled, and separated by clearly distinct frontiers or borders from other such territories.
9375.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
თუკი სახელმწიფოს ერთ ერთან იდენტიფიკაცია კონტრნაციონალიზმის შექმნის ალბათობას ზრდიდა, მისი მოდერნიზაციის პროცესი ამას კიდევ უფრო სავარაუდოს ხდიდა, რამდენადაც იგი სახელმწიფოს მცხოვრებთა ჰომოგენიზაციას და სტანდარტიზაციას, ძირითადად, სამწერლობო „ნაციონალური ენის“ საშუალებებით მოიაზრებდა.
Yet if the identification of the state with one nation risked creating a counter-nationalism, the very process of its moderni zation made this far more probable, because it implied a homogeni zation and standardization of its inhabitants, essentially by means of a written 'national language'.
9376.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
ექსპერტთა თავდაპირველი თვალსაზრისით, ინდივიდის „ეროვნება“ სახალხო აღწერების შეკითხვებით არ უნდა დადგენილიყო, გარდა ფრანგების შემთხვევისა, რომლებმაც ამ სიტყვას სახელმწიფოს მოქალაქეობის მნიშვნელობა მიანიჭეს.
The initial view of the experts was that the 'nationality' of an individual would not be established by census questions, except in the sense in which the French gave to the word, namely the person's state citizenship.
9377.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
1880-იან წლებამდე ენობრივი დაპირისპირებები, ძირითადად, მიმდინარეობდა ქვეყნის შიდა ორ კლასს – დაბალი კლასის ფინელებსა (წარმოდგენილნი „ფენომენებით“, რომლებსაც სურდათ ერთიანი ერი ფინური ენით) და მაღალი კლასის შვედ უმცირესობას შორის (წარმოდგენილი „სვეკომენებით“, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში ორი ერი და შესაბამისად ორი ენა იყო).
Until the 1880s the language struggle remained largely an internal class struggle between the lower class Finns (represented by the 'Fennomen' who stood for a single nation with Finnish as its language) and the upper-class Swedish minority, (represented by the 'Svecomen' who argued that the country contained two nations and therefore two languages).
9378.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
ნაციონალისტური მითოლოგიის საპირისპიროდ, ხალხის ენა მათი ეროვნული ცნობიერების ფუნდამენტს არ წარმოადგენდა, იგი, ეინარ ჰაუგენის სიტყვებით რომ ვთქვათ, „კულტურული არტეფაქტი“ უფრო იყო.
For, contrary to nationalist myth, a people's language is not the basis of national consciousness but, in the phrase of Einar Haugen, a 'cultural artifact'.
9379.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
შესაბამისად, ფრიზიელები ჰოლანდიურ მემარცხენე ისტორიაში ისევე ზედმეტად არიან წარმოდგენილი, როგორც შოტლანდიელები და უელსელები ბრიტანეთის მემარცხენე ისტორიაში.
The Frisians are consequently as over-represented in the history of the Netherlands left as the Scots and Welsh are in that of the British left.
9380.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
მათი საშუალებებით, მასების იდეოლოგიების სტანდარტიზაცია, ჰომოგენიზაცია და ტრანსფორმირება ისეთივე წარმატებით იყო შესაძლებელი, როგორც ამ მიზანმიმართული იდეოლოგიების პირადი ინტერესებისთვის გამოყენება და მთავრობების მიერ მათი ექსპლუატაცია.
By these means popular ideologies could be both standardized, homogenized and transformed, as well as, obviously, exploited for the purposes of deliberate propaganda by private interests and states.