ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9701.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• კრიტერიუმის მიხედვით შერჩევა: ირჩევა ყველა, ვინც აკმაყოფილებს მოცემული ჯგუფის, ან კლასის წევრობის გარკვეულ დადგენილ კრიტერიუმს.
• criterion sampling: all those who meet some stated criteria for membership of the group or class under study.
9702.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
კვლევით ლიტერატურაში შეინიშნება კვლევის ჩატარებიდან კვლევის წარდგენისკენ გადანაცვლება.
In research literature there is a move away from the conduct of the research and towards the reporting of the research.
9703.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
ხშირად ხდება, რომ ბუნებრივი კვლევის წერილობითი სახით წარდგენის მთავარი საშუალება შემთხვევის შესწავლაა, რომლის „ნდობის ღირსად ყოფნა“ განისაზღვრება ტერმინებით: დამაჯერებლობა, გადატანა, სანდოობა და დადასტურება.
It is often the case that the main vehicle for writing naturalistic research is the case study, whose ‘trustworthiness’ is defined in terms of credibility, transferability, dependability and confirmability.
9704.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
ლინკოლნი და გუბა შემთხვევის შესწავლის წერილობითი სახით წარდგენისთვის რამდენიმე მითითებას იძლევიან.
Lincoln and Guba provide several guidelines for writing case studies.
9705.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• რამდენადაც შესაძლებელია, ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტები. გამონაკლისს შეადგენს ნაშრომის ის ნაწილები, სადაც თვალნათლივ არის მოცემული ინტერპრეტაცია, შეფასება და დასკვნა.
• As far as possible the writing should report facts except in those sections where interpretation, evaluation and inference are made explicit.
9706.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• შემთხვევის შესწავლის წერილობით წარდგენისას იმდენად ნათლად უნდა იყოს მოცემული მონაცემები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომი, რომ მკითხველმა შეძლოს სანდოობის, ვალიდობისა და დასკვნების გადამოწმება.
• The case study writer should make clear the data that give rise to the report, so the readers have a means of checking back for reliability and validity and inferences.
9707.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
რეაქტიულობის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება გულდასმით მოლაპარაკებით, ველში საკმარისად ხანგრძლივად ყოფნითა და მკვლევრის მიერ საკუთარი თავის შეძლებისდაგვარად სწორად წარდგენით.
Typically the problem of reactivity is addressed by careful negotiation in the field, remaining in the field for a considerable time, ensuring as far as possible a careful presentation of the researcher’s self.
9708.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
ისტორიული კვლევა განისაზღვრა, როგორც მტკიცებულებების, ანუ ემპირიული საბუთების სისტემატური და ობიექტური მოპოვება, შეფასება და სინთეზირება ფაქტების დადგენისა და წარსულის მოვლენების შესახებ დასკვნების გამოტანის მიზნით.
Historical research has been defined as the systematic and objective location, evaluation and synthesis of evidence in order to establish facts and draw conclusions about past events.
9709.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
8. 1 ჩანართში წარმოდგენილია ზოგიერთი ასეთი ურთიერთმიმართება განათლების ისტორიიდან.
Box 8.1 illustrates some of these relationships from the history of education.
9710.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის შემდეგ მკვლევრის შემდეგი ამოცანა იმ მონაცემების სიზუსტისა და ღირებულების შეფასებაა, რომელსაც ეს დოკუმენტი შეიცავს.
Having established the authenticity of the document, the researcher’s next task is to evaluate the accuracy and worth of the data contained therein.
9711.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
მონაცემების მნიშვნელობისა და სანდოობის დადგენისას მკვლევრები გაცილებით რთული პრობლემის წინაშე დგანან, ვიდრე - გარეგანი კრიტიკის ეტაპზე, ვინაიდან მათ უნდა დაადგინონ, შეიძლება თუ არა ვენდოთ დოკუმენტების ავტორს.
In their concern to establish the meaning and reliability of data, investigators are confronted with a more difficult problem than external criticism because they have to establish the credibility of the author of the documents.
9712.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
• ნაშრომის წარდგენის სტილი, რომელიც შეიძლება მოსაწყენი და უფერული იყოს, ძალიან მაღალფარდოვანი ან ზედაპირული, ზედმეტად დამაჯერებლად მოწოდებული ან, პირიქით, ნაუცბადევად დაწერილი და სათანადოდ გამოუყენებელი.
• Poor reporting in a style that is dull and colourless, too flowery or flippant, too persuasive or of the ‘soap-box’ type, or lacking in proper usage.
9713.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
კონკრეტული კვლევის პროექტისადმი ცხოვრების ისტორიის ტექნიკის შესაბამისობის გარკვევისას და დროის ყოველთვის არსებული შეზღუდვების პირობებში, გამოსადეგია ცხოვრებისეული ისტორიების განსხვავება ტიპისა და წარმოდგენის სტილის მიხედვით.
In exploring the appropriateness of life history techniques to a particular research project, and with ever-present constraints of time, it is useful to distinguish life histories both by type and mode of presentation.
9714.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
მკითხველს შეიძლება სურდეს 8. 2 ჩანართში მოცემული ისტორიის წარმოდგენის ტიპებისა და სტილების აღწერის გამოყენება, რათა შეაფასოს ის განსხვავებული მოთხოვნები, რომლებიც მკვლევრის წინაშე დგება მონაცემების მოგროვებისას, ანალიზისა და წარმოდგენისას.
Readers may wish to refer to the descriptions of types and modes of presentation contained in Box 8.2 in assessing the differing demands that are made on intending researchers as they gather, analyse and present their data.
9715.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
მეორე, ცხოვრების ისტორიის მიზნის დადგენის შემდეგ, მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ღრმად უნდა ჩაერიოს მოპოვებულ მონაცემებში.
Second, having established the purpose of the life history, decide how far you should intrude upon your assembled data.
9716.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
დოკუმენტები გამოსადეგია შესასწავლი ფენომენის უფრო თვალსაჩინოდ წარმოდგენისთვის.
Documents are useful in rendering more visible the phenomena under study.
9717.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
პრიორი ოპერის მოსაწყენი ლიბრეტოს ანალოგიას იშველიებს, რომელიც ცალკე კი არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, არამედ მოქმედების, დრამის, მუსიკისა და წარმოდგენის მთლიან კონტექსტში უნდა აღიქვას.
Prior cites the analogy of the inert opera libretto, which cannot be read on its own, but has to be understood in the context of the whole action, drama, music and performance of the opera.
9718.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
და ბოლოს, ბევრი დოკუმენტი შეიძლება გაწაფული პროფესიონალების მიერ იყოს დაწერილი და უფრო ღირებულ ინფორმაციას შეიცავდეს, ვიდრე - შედარებით არაინფორმირებული მოყვარულის შედგენილი დოკუმენტები.
Finally, many documents in the public domain may have been written by skilled professionals and may contain more valuable information and insights than those written by relatively uninformed amateurs.
9719.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
გამოკითხვის მიმზიდველობას ქმნის მოცემული პარამეტრების ფარგლებში განზოგადების უნარი და უნივერსალურობა, დიდი რაოდენობით მონაცემებით განმტკიცებული მტკიცებების გამოთქმის და შედეგების სანდოობის დონის დადგენის უნარი.
The attractions of a survey lie in its appeal to generalizability or universality within given parameters, its ability to make statements which are supported by large data banks and its ability to establish the degree of confidence which can be placed in a set of findings.
9720.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
განათლების სფეროში მომუშავე იმ მკვლევართა მიერ წარმოდგენილი კვლევის პროექტები, რომლებიც სამთავრობო ან კერძო დაფინანსებას ითხოვენ, ყველაზე მეტად პროექტში მოცემული კვლევა-ძიებისთვის საჭირო ფინანსური გათვლების დეტალურად დაგეგმვისა და ამისათვის დათმობილი დროის მხრივ მოიკოჭლებენ ხოლმე.
Proposals from intending education researchers seeking governmental or private funding are often weakest in the amount of time and thought devoted to a detailed planning of the financial implications of the projected inquiries.