ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9721.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
როგორც ვნახავთ, კითხვარების განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ სანდოობისა და ვალიდობის ინტერესებისათვის, საკითხის ყოველ კომპონენტს რამდენიმე დებულება ან კითხვა ჰქონდეს. ასე სამართლიანად იქნება წარმოდგენილი მოცემული თემის ერთიანი ბუნება.
As will be discussed in questionnaires, it is important, in the interests of reliability and validity, to have several items or questions for each component issue, as this does justice to the all-round nature of the topic.
9722.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
დროში განმეორებადი კვლევის ხიბლს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების დადგენისა და დასკვნების გაკეთების უნარები ქმნის.
The appeal of longitudinal research is its ability to establish causality and to make inferences.
9723.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
კოჰორტის კვლევით პოპულაციების რეპრეზენტაციულ შერჩევებზე ადამიანის ზრდა-განვითარების შესწავლას განვითარების მოდელების დადგენის და ამ შერჩევებში მოქმედი იმ ფაქტორების გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რომლებიც კვლევის სხვა სქემების შემთხვევაში მოუხელთებელია.
Cohort studies of human growth and development conducted on representative samples of populations are uniquely able to identify typical patterns of development and to reveal factors operating on those samples which elude other research designs.
9724.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
ისინი მახასიათებლების ან ნიშნების ინდივიდუალური ცვალებადობის შესწავლის და ინდივიდუალური ზრდის მრუდის დადგენის საშუალებას იძლევა.
They permit researchers to examine individual variations in characteristics or traits, and to produce individual growth curves.
9725.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
კროს-სექციურ დიზაინთან კოჰორტის ანალიზის უპირატესობების მისეული დასაბუთება წარმოდგენილია 9. 3. ჩანართში.
His account of the advantages of cohort analysis over cross-sectional designs is summarized in Box 9.3.
9726.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
დროში განმეორებადი კვლევის (რეტროსპექტიული კვლევების ჩათვლით), ერთჯერადი ანალიზისა და ტენდენციის კვლევების ძლიერი და სუსტი მხარეების შედარება წარმოდგენილია 9. 4 ჩანართში.
The comparative strengths and weaknesses of longitudinal studies (including retrospective studies), cross-section analysis and trend studies are summarized in Box 9.4.
9727.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
გარდა ამისა, ინტერვიუერებს შეუძლიათ მკაცრად დაიცვან გამოკითხვის დადგენილი თანმიმდევრობა, ან პასუხების მიმდევრობა ცალკეულ რესპონდენტებს მოარგონ - არეულად დაუსვან კითხვები და ამ გზით ყველა კითხვაზე პასუხი მიიღონ.
Further, interviewers can either ensure that the sequence of the survey protocol is strictly adhered to or they can tailor the order of responses to individual participants, making certain, incidentally, that all questions are answered.
9728.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• თუ რესპონდენტებს ღია კითხვებზე პასუხების ჩაწერა მოეთხოვებათ, მათ შეიძლება ვერ შენიშნონ გადასვლის ინსტრუქცია, რადგან მეტისმეტად დაკავებული იყვნენ პასუხის შედგენით და ჩაწერისას ინსტრუქცია მხედველობის ველს მიღმა დარჩეთ.
• If respondents are required to write an openended response this may cause them to overlook a branching instruction as they are so absorbed in composing their own response and the branching instruction may be out of their field of vision when writing in their answer.
9729.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
ზოგიერთი მათგანი და მათი შესაძლო გადაწყვეტა წარმოდგენილია ჩანართში 10.1.
Some of these are indicated in Box 10.1, together with possible solutions.
9730.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
თუმცა, მოსაზრება, რომ გამოკითხვებში ზოგიერთი ჯგუფი ჭარბად არის წარმოდგენილი, ზოგი კი - არასაკმარისად, ეჭვის ქვეშ დადგა.
However, the view of over-representation of some and under-representation of others is being increasingly challenged.
9731.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
ინტერნეტ-გამოკითხვებისთვის შერჩევის შედგენის მთავარ პრობლემა იმ პოპულაციის მოცულობისა და თავისებურებების შეფასებაა, საიდანაც შერჩევა უნდა იქნას აღებული: შერჩევის სტრატეგიის ძირითადი მახასიათებელი.
A major problem in sampling for Internet surveys is estimating the size and nature of the population from which the sample is drawn: a key feature of sampling strategy.
9732.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
პირველი ტიპის ექსპერიმენტი გამოკითხვას იმით ჰგავს, რომ რესპონდენტებს ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდის მეშვეობით ეგზავნებათ მზა მასალები (მაგალითად, გრაფიკულად წარმოდგენილი მასალები) და ექსპერიმენტული ზემოქმედება, ანუ, ჩარევა სხვადასხვა ჯგუფებისთვის სხვადასხვაგვარი მასალის გაგზავნა იქნება.
The first kind of experiment is akin to a survey in that it sends formulated material to respondents (e.g. graphically presented material) by email or by web page, and the intervention will be to send different groups different materials.
9733.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• ვებგვერდის მიზანი, რაც მომხმარებელს მისი რელევანტურობისა და შესატყვისობის დადგენის საშუალებას მისცემს.
• the purpose of the site, as this will enable users to establish its relevance and appropriateness.
9734.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• წარმოდგენილი და განხილული მასალის ობიექტურობა და სიზუსტე.
• objectivity and rigour of the material being presented and discussed.
9735.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები კომპიუტერის ბაზაზე შექმნილი სისტემაა, რომელიც სივრცობრივი მონაცემების დაფიქსირებისთვის, შენახვისთვის, შემოწმებისთვის, ანალიზისა და წარმოდგენისთვის არის მოწოდებული; მასში გაერთიანებულია როგორც დიდი მოცულობის, ისე - მცირე ზომის და სხვადასხვა წყაროდან მიღებული სხვადასხვა ტიპის მონაცემები.
Geographical Information Systems is a computer-based system for capturing, storing, validating, analysing and displaying spatial data, both large scale and small scale, integrating several types of data from different sources.
9736.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XI
11. 3 ჩანართში წარმოდგენილია დაკვირვების გამოყენებით კვლევის ტიპოლოგია, რომლის საფუძველზეც შევარჩიეთ ჩვენი ექვსი მაგალითი.
In Box 11.3 we set out a typology of observation studies on the basis of which our six examples are selected.
9737.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XI
11. 3 ჩანართში წარმოდგენილია გარემო პირობების კონტინუუმი კონსულტანტის და თერაპევტის კლინიკების „ხელოვნური“ გარემოცვიდან სასკოლო კლასების, თანამშრომელთა ოთახებისა და სათამაშო მოედნების „ბუნებრივ“ გარემოცვამდე.
In Box 11.3 we identify a continuum of settings ranging from the ‘artificial’ environments of the counsellor’s and the therapist’s clinics to the ‘natural’ environments of school classrooms, staffrooms and playgrounds.
9738.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XI
ფაქტობრივად, როდის უნდა ჩაიწეროს მონაცემები იმ პრაქტიკული პრობლემებიდან ერთ-ერთია, რაც უოლკერმა გამოყო და 11. 4. ჩანართშია წარმოდგენილი.
Indeed, when to record one’s data is but one of a number of practical problems identified by Walker, which are listed in Box 11.4.
9739.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XI
• ნარატიულ ანგარიშში თხრობითი ანგარიშია წარმოდგენილი, რომელშიც ჩართულია სათანადო გრაფიკები, ცხრილები, წამოჭრილი საკითხები, ანალიზი და დასკვნები.
• In the narrative report a prose account is provided, interspersed with relevant figures, tables, emergent issues, analysis and conclusion.
9740.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XII
ცხრილში წარმოდგენილია თანამშრომლების მიერ სამსახურის გაცდენის შემთხვევები ჩასატარებელ რთულ გაკვეთილებთან მიმართებაში.
Staff absences on days when teaching difficult secondary classes were noted, as shown in the diagram.