ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9781.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VI
აქ სანდოობის ცნება გაიგება, როგორც საიმედოობა და გავიხსენოთ შინაგანი ვალიდობის შესახებ ზემოთ წარმოდგენილი დისკუსია.
Here the notion of reliability is construed as dependability, recalling the earlier discussion on internal validity.
9782.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VI
ქვემოთ მოცემულია კემპბელისა და სტენლის, ბრაჩისა და გლასის და ლუის-ბეკის შრომებიდან შეჯამებული ჩამონათვალი, რომელშიც ცალ-ცალკეა წარმოდგენილი საფრთხეები, რომელიც შეიძლება დაემუქროს „შინაგან“ და „გარეგან“ ვალიდობას.
The following summaries adapted from Campbell and Stanley, Bracht and Glass and Lewis-Beck distinguish between ‘internal validity’ and ‘external validity’.
9783.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო შესავალი სქემის საკითხებში, წინამდებარე თავი კი კვლევის სხვადასხვა სტილს, სახეს, მისდამი მიდგომებს განიხილავს და მათ განასხვავებს მეთოდებისგან - მონაცემების შეგროვების ინსტრუმენტებისგან.
Part Two provided an introduction to design issues and this part examines different styles, kinds of, and approaches to, research, separating them from methods – instruments for data collection.
9784.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
ამ ნაწილში ჩვენი მიზანია, ნათელი მოვფინოთ კვლევის სხვადასხვა სახეს და ისინი პირველ ნაწილში წარმოდგენილ კვლევის პარადიგმებში გადავანაწილოთ.
The intention here is to shed light on the different styles of research, locating them in the paradigms of research introduced in Part One.
9785.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• რეალობა მრავალჯერადი, შედგენილი და ჰოლისტურია.
• Realities are multiple, constructed and holistic.
9786.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• ანგარიშის წარდგენის ბუნებრივი ფორმაა შემთხვევის შესწავლა.
• The natural mode of reporting is the case study.
9787.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
შედარებადობის შემთხვევაში შესასწავლი ჯგუფის მახასიათებლები იმდენად ექსპლიციტურად და გასაგებად უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მკითხველმა შეძლოს მათი შედარება სხვა მსგავს, ან განსხვავებულ ჯგუფებთან.
For comparability the characteristics of the group that is being studied need to be made explicit so that readers can compare them with other similar or dissimilar groups.
9788.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
შესაბამისად, მკვლევრის ამოცანაა, უზრუნველყოს, რომ ეს კრიტერიუმები წარმოდგენილი იყოს აღებულ შერჩევაში (სტრატიფიცირებული შერჩევის ეკვივალენტი).
The task then is to ensure that these appear in the sample selected (the equivalent of a stratified sample).
9789.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• მახასიათებლის ნორმის იდენტიფიცირება: როდესაც დადგენილია მოცემული მახასიათებლის უკიდურესი გამოვლინებები და მათი საზღვრები.
• identifying the norm of a characteristic: then the extremes of that characteristic are located, and the bearers of that extreme characteristic are selected.
9790.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• კრიტერიუმის მიხედვით შერჩევა: ირჩევა ყველა, ვინც აკმაყოფილებს მოცემული ჯგუფის, ან კლასის წევრობის გარკვეულ დადგენილ კრიტერიუმს.
• criterion sampling: all those who meet some stated criteria for membership of the group or class under study.
9791.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
კვლევით ლიტერატურაში შეინიშნება კვლევის ჩატარებიდან კვლევის წარდგენისკენ გადანაცვლება.
In research literature there is a move away from the conduct of the research and towards the reporting of the research.
9792.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
ხშირად ხდება, რომ ბუნებრივი კვლევის წერილობითი სახით წარდგენის მთავარი საშუალება შემთხვევის შესწავლაა, რომლის „ნდობის ღირსად ყოფნა“ განისაზღვრება ტერმინებით: დამაჯერებლობა, გადატანა, სანდოობა და დადასტურება.
It is often the case that the main vehicle for writing naturalistic research is the case study, whose ‘trustworthiness’ is defined in terms of credibility, transferability, dependability and confirmability.
9793.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
ლინკოლნი და გუბა შემთხვევის შესწავლის წერილობითი სახით წარდგენისთვის რამდენიმე მითითებას იძლევიან.
Lincoln and Guba provide several guidelines for writing case studies.
9794.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• რამდენადაც შესაძლებელია, ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტები. გამონაკლისს შეადგენს ნაშრომის ის ნაწილები, სადაც თვალნათლივ არის მოცემული ინტერპრეტაცია, შეფასება და დასკვნა.
• As far as possible the writing should report facts except in those sections where interpretation, evaluation and inference are made explicit.
9795.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
• შემთხვევის შესწავლის წერილობით წარდგენისას იმდენად ნათლად უნდა იყოს მოცემული მონაცემები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომი, რომ მკითხველმა შეძლოს სანდოობის, ვალიდობისა და დასკვნების გადამოწმება.
• The case study writer should make clear the data that give rise to the report, so the readers have a means of checking back for reliability and validity and inferences.
9796.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VII
რეაქტიულობის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება გულდასმით მოლაპარაკებით, ველში საკმარისად ხანგრძლივად ყოფნითა და მკვლევრის მიერ საკუთარი თავის შეძლებისდაგვარად სწორად წარდგენით.
Typically the problem of reactivity is addressed by careful negotiation in the field, remaining in the field for a considerable time, ensuring as far as possible a careful presentation of the researcher’s self.
9797.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
ისტორიული კვლევა განისაზღვრა, როგორც მტკიცებულებების, ანუ ემპირიული საბუთების სისტემატური და ობიექტური მოპოვება, შეფასება და სინთეზირება ფაქტების დადგენისა და წარსულის მოვლენების შესახებ დასკვნების გამოტანის მიზნით.
Historical research has been defined as the systematic and objective location, evaluation and synthesis of evidence in order to establish facts and draw conclusions about past events.
9798.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
8. 1 ჩანართში წარმოდგენილია ზოგიერთი ასეთი ურთიერთმიმართება განათლების ისტორიიდან.
Box 8.1 illustrates some of these relationships from the history of education.
9799.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის შემდეგ მკვლევრის შემდეგი ამოცანა იმ მონაცემების სიზუსტისა და ღირებულების შეფასებაა, რომელსაც ეს დოკუმენტი შეიცავს.
Having established the authenticity of the document, the researcher’s next task is to evaluate the accuracy and worth of the data contained therein.
9800.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი VIII
მონაცემების მნიშვნელობისა და სანდოობის დადგენისას მკვლევრები გაცილებით რთული პრობლემის წინაშე დგანან, ვიდრე - გარეგანი კრიტიკის ეტაპზე, ვინაიდან მათ უნდა დაადგინონ, შეიძლება თუ არა ვენდოთ დოკუმენტების ავტორს.
In their concern to establish the meaning and reliability of data, investigators are confronted with a more difficult problem than external criticism because they have to establish the credibility of the author of the documents.