ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10261.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ტყის კოდექსის მოთხოვნებითა და მთავრობის დადგენილებით.
The claimant explains that when taking its decision, the Ministry of Environment Protection and Natural Resources should have been guided by the requirements of the Forest Code of Georgia and the relevant Government resolutions.
10262.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე განმარტავს, რომ აუქციონის მოწყობისას არ იქნა ზუსტად დადგენილი მოსაპოვებელი რესურსის საერთო ოდენობა და შესაბამისად, არასწორადაა დაანგარიშებული სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი.
The claimant explains that when the auction was organized, the total amount of the resource to be manufactured was not precisely identified and consequently, the starting price of the auction for the licence to use was calculated incorrectly.
10263.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი თამარ კორძაია ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს, მხარს უჭერს და აქვეყნებს მის მიერ წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებას და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
Having appeared before the court, the representative of the claimant party, Tamar Kordzaia, agrees with the claim lodged, supports and publicizes the written explanation (s.f. 128-131) submitted by her and demands to sustain the claim.
10264.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს, მხარს უჭერს და აქვეყნებს მის მიერ წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებას და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
Having appeared before the court, the representative of the claimant party, Irakli Macharashvili, agrees with the claim lodged, supports and publicizes the written explanation (s.f. 111-127) submitted by him and demands to sustain the claim.
10265.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე საქართველოს პრემიერ- მინისტრის წარმომდგენელი თამაზ ბარაბაძე სარჩელს არ ცნობს, მხარს უჭერს შესაგებელს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზაკ-ის 60-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
Having appeared before the court, the representative of the defendant, the Prime Minister of Georgia, Tamaz Barabadze rejects the claim, supports the counter-claim and demands not to sustain the claim lodged by the claimant basing on following circumstances: according to paragraph 1, Article601 of General Administrative Code of Georgia, an administrative decree shall be invalid if it contravenes Law, or if other statutory procedures of its preparation or promulgation were substantially violated.
10266.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა გასაჩივრებული აქტების მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
The representative of the defending party indicates that the claimant has not disputed the statutory procedures of the preparation or promulgation of the administrative decrees appealed against.
10267.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არ იქნა გაზიარებული მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ სამინისტროს _ ლიცენზიების გაცემით დაირღვა “საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის No27 დადგენილების მოთხოვნები, რომლის თანახმად ზუსტად უნდა ყოფილიყო განსაზღვრული კონსერვაციის ზონები, სალიცენზიო პირობებით და ასევე ზუსტად განსაზღვრულიყო ის სატყეო კვარტლები და ლიტერები, სადაც აკრძალული იქნებოდა მერქნის მოპოვება მათი კონსერვაციული ღირებულების გამო.
During the examination of the administrative complaint, there was not admitted the statement of the Party to the effect that the issuance by the Ministry of the licences violated the requirements of the resolution No27 of the Georgian Government (dated February 19, 2005) “Concerning the Approval of the Georgian National Biodiversity Strategy and Action Plan”, according to which the licence terms should have precisely determined conservation zones, as well as have precisely identified those forest quarters and areas, where timber production would be prohibited on the grounds of their conservational value.
10268.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამასთან მიჩნეული იქნა, რომ დადგენილებით განსაზღვრული ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედების გეგმა წარმოადგენს 2010 წლამდე განსახორციელებელ ღონისძიებებს.
It was held that the biodiversity strategy and action plan as determined by the Resolution constitute the measures to be carried out before 2010.
10269.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სამინისტროს მიერ ლიცენზიანტებისათვის დადგენილი მოთხოვნები სრულად უზრუნველყოფს ტყის მრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას და ტყის რესურსების გონივრული მართვის ჩამოყალიბებას.
At the same time, the requirements established by the Ministry for the licensees fully ensure the protection and preservation of forest diversity, as well as the introduction of reasonable management of forest resources.
10270.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოპასუხე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაუსაბუთებლად არ მიაკუთვნა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული არგუმენტები ზაკ-ის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიას და რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მიღებისას დაირღვა საქართველოს ტყის კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან ზეპირი მოსმენის დროს დადგენილი იქნა, რომ სამინისტროს მიერ ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნა პრესაში ერთი თვით ადრე აუქციონის ჩატარებამდე, რითაც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა მიეღო შესაბამისი ინფორმაცია.
The defendant does not agree with the opinion of the claimant party to the effect that the Prime Minister groundlessly chose not to qualify the arguments quoted by the claimant as belonging to the category provided for under Article 60 of General Administrative Code of Georgia and that the enactment of the disputed administrative acts violated the requirements of Articles 35 and 36 of the Forest Code of Georgia, since during the verbal hearing session it was established that prior to the initiation of the proceedings related to the issuance of the forest use licence by the Ministry, the information thereon was published in the printed media one month prior to the auction date, which enabled all persons concerned to obtain any relevant information.
10271.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
დანართი არ განიხილავს ტყითსარგებლობას, როგორც გარემოზე ზემოქმედებას დაქვემდებარებულ საქმიანობას და შესაბამისად, კონვენციის აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ტყითსარგებლობის ლიცენზირებაზე.
The Annex does not regard forest use as an activity involving environmental impact and consequently, the requirements established by the said Article of the Convention do not apply to the licensing of forest use.
10272.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ზაკის 601-ე მუხლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
According to Article 601 of General Administrative Code of Georgia, an administrative decree shall be invalid if it contravenes law, or if the statutory procedures of its preparation or promulgation were substantially violated.
10273.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოპასუხე განმარტავს, რომ ტყის სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს No132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შესწავლილ იქნა ხე-ტყის მარაგის მონაცემები ყველა იმ კვარტლების და უბნების ანალიზით, სადაც დაშვებულ იყო ჭრები.
The defendant explains that in accordance with paragraph 5, Article 4 of the Bylaw regarding Rules and Terms of issuing Forest Use Licences, approved by the virtue of the Resolution No132 (dated August 11, 2005) of the Georgian Government, there were analysed the data concerning timber resources of all those quarters and areas where forest cuts were permitted.
10274.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს ტყის კოდექსის 115-ე სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა, სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრისა და ტყეთმოწყობის შესახებ ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა განხორციელებამდე, დაიშვება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით სპეციალური გამოკვლევებით წინა პერიოდის ტყეთმოწყობის მასალების ყოველწლიური კორექტირების საფუძველზე.
According to Article 115 of the Forest Code of Georgia: “Until the State forest fund cadastre is completed and forest management practices are brought in full agreement with the requirements of this Code, use of the State forest fund is allowed in agreement with the regional and local offices of the Ministry of Environment of Georgia, and following a mandatory procedure of regular updating of forest management plans based on the research data”.
10275.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ტყის სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესისა წესისა და პირობის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს No132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ტყით სარგებლობის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მასზე დამაგრებული რესურსების რაოდენობის ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოების განხორციელება.
In accordance with paragraph 5, Article 9 of the Bylaw regarding Rules and Terms of issuing Forest Use Licences, approved by the Resolution No132 (dated August 11, 2005) of the Georgian Government, the holder of the special licence on timber processing shall ensure the conduct of allocation of forest cut area in respect to the resources attached to it.
10276.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
„გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას.
During the preparation of the report of the State Environmental Expertise in process of issuance of an environmental permit in accordance with the Law of Georgia on Environmental Permit.
10277.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
აღნიშნული მოთხოვნები სამინისტროს მიერ დადგენილია, რომელიც ლიცენზიანტისათვის შესასრულებლად სავალდებულოა.
The said requirements are established by the Ministry and are mandatory for a licensee.
10278.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოპასუხე განმარტავს, რომ დარღვეული არ არის საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის No27 დადგენილება, ვინაიდან დადგენილებით განისაზღვრა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება ტყის რესურსების მართვის დანერგვის მისნით.
The defendant explains that there has been no violation of the resolution No27 of the Georgian Government (dated February 19, 2005) concerning Georgian national biodiversity strategy and action plan, since the resolution has determined that one of the strategic objectives of the country is to protect and preserve the forest biodiversity by means of introducing reasonable management of forest resources.
10279.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ასევე აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა სტრატეგიები და მიზნები.
The resolution concerned has also defined appropriate strategies and objectives.
10280.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
დადგენილებით მოპასუხე მიუთითებს, რომ განსაზღვრული ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, წარმოადგენს მომავალში (2010 წლამდე) განსახორციელებელ ღონისძიებებს, შესაბამისად მისი შესრულებაც უნდა მოხდეს ამ ვადაში.
The defendant indicates that the biodiversity strategy and action plan as determined by the Resolution constitute the measures which are to be carried out in the future (before 2010) and, consequently, must be implemented within the same time limits.