ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10401.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ასევე არ ეთანხმება, გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ზემოაღნიშნული ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და მოსაპოვებელი რესურსის მოცულობის დადგენის გარეშე.
It does not either agree with the opinion expressed to the effect that the decision on the issuance of the licence was taken without the study of the ecological condition of the abovementioned territories and without the determination of the amount of the resource to be produced.
10402.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ვინაიდან “ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს No132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შესწავლილი იქნა გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხე-ტყის რესურსის მარაგის მონაცემები ყველა იმ კვარტლების და უბნების ანალიზით, სადაც დაშვებული იყო ჭრები.
For in accordance with paragraph 5, Article 4 of the Bylaw regarding Rules and Terms of issuing Forest Use Licences, approved by the virtue of the Resolution No132 (dated August 11, 2005) of the Georgian Government, there were analysed the data concerning the reserves of timber resources allocated for the long-term use of all those quarters and areas, where forest cuts were permitted.
10403.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
“საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება ტყის რესურსების მართვის დანერგვის მიზნით.
Under the resolution of the Georgian Government (dated 2005) “Concerning Georgian National Biodiversity Strategy and Action Plan” it is determined that one of the strategic objectives of the country is to protect and preserve the forest biodiversity by means of introducing appropriate management of forest resources.
10404.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სალიცენზიო პირობების შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 1 წლის ვადაში წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სატყეო სამეურნეო საბჭოს პრინციპების საფუძველზე შედგენილი მართვის გეგმა, რომელიც ტყის მდგრადი განვითარების სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს.
In accordance with the licence terms, the licensee shall be obliged, no later than 1 year from the date of obtaining the licence, to submit a management plan, drawn in compliance with the principles of the Georgian Legislation and the International Council of Forest Management, which along with other components of sustainable forest development must include:
10405.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებებს, ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებს, ხე-ტყის დამზადების უბნების რიგითობას და ვადებს, ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებს, ტყის გენეტიკური რესურსების სახეობებისა და ეკოსისტემების დაცვის ღონისძიებებს, ტყის ზრდის დინამიკურობაზე მონიტორინგს, ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მიწის ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებებს.
Measures to ensure forest tending, protection and restoration, measures to ensure forest pests control, order of priority and time limits for timber production sites, measures to protect forest biodiversity, measures to ensure the protection of forest genetic resources, species and ecosystems and the monitoring of forest growth dynamics, measures to ensure the protection from soil erosion in the territories provided for by the licence.
10406.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
აღნიშნული მოთხოვნები სამინისტროს მიერ დადგენილია დანართი 1-ით, რომელიც ლიცენზიანტისათვის შესასრულებლად სავალდებულოა.
The said requirements are established by the Ministry under Annex I and are mandatory for a licensee.
10407.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტმა 2007 წლის 07 ივნისს Ne17/02-8/117-905 წერილით მწვანე ალტერნატივას, ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აცნობა, რომ სატყეო დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა ხე-ტყის დამზადების მიზნით გრძელვადიანი ტყით სარგებლობით ტყის უნიკალური მასივების განადგურების საშიშროების წარმოქმნის შესახებ და ტყეების ინვენტარიზაციის დასრულებამდე და ტყეების მდგრადი მდგრადი მართვის პოლიტიკის და სტრატეგიის განსაზღვრამდე გამოცხადებული აუქციონების გაუქმების შესახებ.
The materials of the case include the letter No17/02-8/117-905 (dated June 07, 2007) of the Forestry Department of Georgia, a State agency within the jurisdiction of the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia, wherewith the Green Alternative, the Coordinator of Biodiversity Programme and the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia were notified that the Forestry Department had reviewed the issue concerning the possibility of destruction of unique woodlands as a result of long-term forest exploitation with a view of producing timber and that concerning the cancellation of the announced auctions until the development of policies and strategies in respect to the sustainable management of forests.
10408.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
თვითმმართველობის ორგანოებისათვის საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტის 2007 წლის 04 ოქტომბრის No17/02-8/244-1830 წერილი, რომლითაც მწვანე ალტერნატივას აღმასრულებელ დირექტორს ეცნობა, რომ სატყეო დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა მათი 2008 წლის 10 სექტემბრის No04/05-54 წერილი, რომელიც ეხებოდა სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონულ სატყეო სამმართველოების მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდი უკანასკნელად ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაციისა და ტყის კორომთა გეგმების მიწოდების საკითხს.
The materials of the case also include the letter No17/02-8/244-1830 (dated October 04, 2007) of the Forestry Department of Georgia, a State agency within the jurisdiction of the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia, wherewith the Executive Director of the Green Alternative was notified that the Forestry Department had reviewed their letter No04/05-54 (September 10, 2008) concerning the provision of the information on the last inventory taken in the forest fund subject to the management of Samtskhe-Djavakheti, Samegrelo-Zemo Svaneti, and Kakheti Regional Forest Management Administrations and the plans of forest stands.
10409.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
წარმოდგენილი სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად.
The present case is initiated in conformity with Article 22 of Administrative Procedures Code of Georgia.
10410.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.
Accordingly, the claim must be filed solely by those person or persons who can, basing on facts, prove that his/their rights and legitimate interests were injured by the decree concerned.
10411.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
In accordance with paragraph 2, Article 17 of Administrative Procedures Code of Georgia, in case of an appeal for the invalidation or declaration of an individual administrative act null and void, the burden of proof shall be imposed on the administrative agency that issued the given act.
10412.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
According to the said norm, an administrative decree shall be invalid if it contravenes law, or if the statutory procedures of its preparation or promulgation were substantially violated.
10413.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს No132 დადგენილებით დამტკიცდა ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება, რომლის თანახმად, სადაო ლიცენზიების გაცემის დროისათვის, მოქმედი დებულების შესაბამისად, გენერალურ და სპეციალურ ლიცენზიებს გასცემდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
By the virtue of the Resolution No132 (dated August 11, 2005) of the Georgian Government, there was approved the Bylaw regarding Rules and Terms of issuing Forest Use Licences, according to which, at the time of the issuance of the disputed licences, general and special licences were, in accordance with the Bylaw then in force, issued by the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia.
10414.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:
In addition to the licence terms established by relevant legislative acts of Georgia, following supplementary licence terms may be determined for the applicant:
10415.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ა.ა) ოც წლამდე ვადით ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას იურიდიული პირების მიერ ლიცენზიით გამოყოფილ ტერიტორიაზე ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის სამუშაოების უზრუნველყოფის ვალდებულების აღება.
a.a. when issuing the forest use licence for the term of up to 20 years, the assumption by the legal entities of the obligation to conduct in the territories allocated under the licence the works of forest tending, protection and restoration, as provided for by the draft forest management plan;
10416.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
აგრეთვე აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს რესურსის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);
Along with the said documents, there must be submitted the document (receipt) confirming the payment of natural resource usage fee;
10417.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ბ) სამინისტროს მიერ გენერალური ლიცენზიის ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის აუქციონით გაცემამდე წინასწარ სრულდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი დასკვნების მომზადების, დამტკიცებისა და ტერიტორიების მესაკუთრეთა თანხმობის წარდგენის ჩათვლით.
b. prior to the issuance by the Ministry of a general licence or a special hunting range licence by auction, there shall be conducted preliminary procedures provided for under Law of Georgia on Fauna, including the preparation and approval of initial reports required for the allocation of hunting ranges, and the submission of consents of the owners of the relevant territories.
10418.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის No64 დადგენილებით “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს No132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შესული შესული იქნა დამატებები, რომლის თანახმად, გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ცვლილებები ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
Pursuant to the resolution No64 of the Georgian Government (dated March 17, 2008), amendments and modifications were made to the Bylaw approved by the virtue of the Resolution of the Georgian Government No132 on Approval of the Bylaw Regarding Rules and Terms of Issuing Forest Usage Licences, according to which the administrative agency to issue general and special licences shall be the Ministry of Economic Development of Georgia.
10419.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლოს განმარტებით, აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს, ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის “კანონიერების პრინციპი”, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით ინდივიდუალური უკანონო ა) მნიშვნელოვან გაუქმებას.
According to the court’s explanation, the “principle of legitimacy” of governance, which requires the invalidation of an illegitimate individual administrative decree with a view to rectify illegitimacy, serves as a ground for the invalidation of an empowering individual administrative decree which grants some rights or benefits to an interested party.
10420.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტების მიღების დროს შესწავლილი არ იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მოპასუხის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.
The claimant has not presented, and the materials of the case do not include either, any evidence proving that the circumstances of substantial importance for the case were not examined and analysed at the time of the enactment of the disputed individual administrative decrees, or that the defendant has violated the requirement of paragraph 5 of Article 53 of General Administrative Code of Georgia, according to which an administrative agency may not ground its decision on the circumstances or arguments that have not been duly examined and analyzed.