ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10461.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
შესაბამისობის დეკლარაცია – ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ინფორმაცია წარმოებული პროდუქციის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ და მწარმოებლის რეკვიზიტები.
Conformity Declaration – a document composed by the producer of alcoholic drinks that provides information on product origin and quality, and the producer’s requisites.
10462.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „სამტრესტს“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
In order to fulfil its functions, according to the legislation of Georgia the Samtresti is supplied with relevant property.
10463.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შევსება ახალი ჯიშებით ხორციელდება დაინტერესებული პირის განაცხადის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
The replenishment of the standard assortment of vine varieties with new vine varieties is performed according to the rule established by the Ministry of Agriculture of Georgia.
10464.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობის შემდეგი ზონები და ქვეზონები: კახეთი (ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი), ქართლი (ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ზემო ქართლი), იმერეთი (ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი), რაჭა-ლეჩხუმი (ქვეზონები: რაჭა, ლეჩხუმი), შავი ზღვის სანაპირო ზონა (ქვეზონები: აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი).
This Law defines the following viticulture zones and sub-zones of Georgia: Kakheti (sub-zones: Inner Kakheti, Outer Kakheti), Kartli (sub-zones: Lower Kartli, Inner Kartli, Upper Kartli), Meskheti, Imereti (sub-zones: Upper Imereti, Mid Imereti, Lower Imereti), Racha-Lechkhumi (sub-zones: Racha, Lechkhumi), Black Sea coastal area (sub-zones: Adjara, Guria, Samegrelo, Abkhazia).
10465.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სამრეწველო ვენახის გასაშენებლად აკრძალულია იმ ჯიშების გამოყენება, რომლებიც არ შედის დადგენილ ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში.
For industrial vineyard cultivation purposes, usage of vine varieties that are not included in the standard assortment of vine varieties is prohibited.
10466.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ამ კანონით დადგენილია საქართველოში წარმოებული ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია.
The following classification of wines produced in Georgia is established by this Law.
10467.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
თითოეული სპეციფიკური ზონის საზღვრები უნდა იყოს ზუსტად დადგენილი (დემარკირებული) ვენახის ცალკეული ნაკვეთის ან მათი ერთობლიობის გამოკვეთით და იმ ფაქტორების (ნიადაგი, კლიმატი, ვენახის განლაგება და ექსპოზიცია (ტერუარი)) გათვალისწინებით, რომლებიც განაპირობებს ამ სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს.
Each specific zone shall be strictly defined (demarked) by a vineyard plot or by their aggregate separation, as well as taking into account the factors (soil, climate, vineyard location, exposure) that determine an exclusive quality of wine with denominations of origin produced in this specific zone.
10468.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვრებში ან სპეციფიკური ზონის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ახალი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ამ პირს ექნება.
Any entity has a right to register, in accordance with the rule established by the legislation of Georgia, a new denomination of origin or geographical indication under the registered denomination of origin, under boundaries of a geographical indication or under the frames of a specific zone, on which only this entity has an exclusive right on its use.
10469.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ მევენახეობის იმავე ზონის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
Processing of grapes harvested in the specific zone, production and bottling of wine is also allowed outside the boundaries of the specific zone, but only within the same viticulture zone and in accordance with the rule set by the Ministry of Agriculture of Georgia.
10470.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სუფრისა და მხარის ღვინოების ჩამოსასხამი სახით რეალიზაცია ღვინის სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ბაზრობებზე რეგულირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
The sale of table and regional wines in bulk in special wine trade enterprises, food service public enterprises and on marketplaces is regulated by the rule established by the Ministry of Agriculture of Georgia.
10471.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ხარისხის მიხედვით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ქართული ცქრიალა ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია: ა) ცქრიალა ღვინო, სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა ღვინო.
According to the quality, the following classification of the carbonated wines of Georgia produced on the state territory of Georgia is established: carbonated wine, carbonated wines with denominations of origin produced in specific zones.
10472.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა ღვინოებზე ვრცელდება ამ კანონის მე-16–21-ე მუხლებით დადგენილი პირობები.
The conditions set in Articles 16 to 21 of this Law apply to carbonated wines with denominations of origin.
10473.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ამ კანონით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების შემდეგი კლასიფიკაცია: ღვინის ბრენდი, ყურძნის არაყი – „ჭაჭა“, მაგარი სასმელი, ლიქიორი და ნაყენი.
Following the classification of the alcoholic drinks of grape origin produced on the state territory of Georgia is established by this Law: wine brandy, grape vodka – “Marc”, strong drink, liqueur and admixture.
10474.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის და ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები: ღვინის ბრენდი, ღვინის ბრენდი ძველი, ღვინის ბრენდი ძალიან ძველი, ღვინის ბრენდი საკოლექციო.
According to the quality, the following categories of wine brandy and wine brandy with denominations of origin are established: wine brandy, wine brandy old, wine brandy very old, collection wine brandy.
10475.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საბრენდე სპირტის დავარგების ასაკის მიხედვით დადგენილია უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდის შემდეგი ჯგუფები.
According to the ageing of brandy wine, the following groups of highest quality brandy wines are established.
10476.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების მიზნით „სამტრესტი“ უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს ნიმუშები და გადასცეს საგამოცდო ლაბორატორიას ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებთან შესადარებლად.
In order to verify the samples provided by an exporter, the Samtresti has the authority to take samples from the certified consignment, not later than 3 working days after the notification laying down in Clause 5 of this Article and send them to a testing laboratory for comparing with the samples provided by the exporter.
10477.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მისი დამზადების წესი და შემადგენლობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
Its production procedure and components comply with the requirements established by the legislation of Georgia.
10478.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
5. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის, სავალდებულო შეტყობინების, ეტიკეტირების წესების დარღვევა, ყურძნისეული პროდუქციის ფალსიფიკაცია იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
In the viticulture and winemaking sector violation of the rules of recording and reporting of technological processes related to the production and storage of the products, obligatory notification and labelling, and falsification of the products of grape origin entails the responsibility under the legislation of Georgia.
10479.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ეს მოიცავდა მენეჯმენტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შეფასებას, იყო თუ არა საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა (‘SICR’), და კრიტიკულ შეფასებებსა და ვარაუდებზე, რომლებიც გამოყენებულია LGD–ების და PD–ების განსაზღვრაში.
This included an evaluation of the criteria set by management for determining whether there had been a significant increase in credit risk (‘SICR’), and the critical judgements and assumptions applied in determination of LGDs and PDs.
10480.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ბალანსის შედგენის დღიდან დღემდე მოხდა COVID-19 ვირუსის გლობალური პანდემია.
Since the balance sheet date, there has been a global pandemic of COVID-19 virus.