ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
11181.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 19
თუმცა, თუ კონკრეტული გენის კავშირი სხვადასხვა გენომში მართლაც დაკონსერვებული აღმოჩნდება, ის შეიძლება იმ ოპერონის ფორმირების ძლიერი ინდიკატორის სახით გამოვიყენოთ, რომელიც ფუნქციურად და ფიზიკურადაც დაწყვილებულ ცილებს აკოდირებს.
However, if a certain gene linkage is found to be indeed conserved across divergent genomes, it can be used as a strong indicator of formation of an operon that encodes proteins that are functionally and even physically coupled.
11182.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 19
ევკარიოტული გენომების შემთხვევაში კი, გენების რიგითობამ შეიძლება ცილების ურთიერთმოქმედების უარესი პროგნოზი მოგვცეს, ვიდრე გენის ექსპრესიისთვის განკუთვნილი მჭიდრო კორეგულაცია.
For eukaryotic genomes, gene order may be a less potent predictor of protein interactions than a tight coregulation for gene expression.
11183.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 19
წესი, რომელიც გენის კონკურენტულ დაკარგვას ან შეძენას ეფუძნება, ნაკლებად ზუსტია, ვიდრე ის წესები, რომლებიც გენის შერწყმას და გენის მეზობლებს ეფუძნება.
The rule based on concurrent gene loss or gene gain has proven to be less accurate than the rules based on gene fusion and gene neighbors.
11184.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 19
ეს ვებსერვერია, რომელიც გენების გადაბმის, გენების შერწყმისა და ფილოგენეზური პროფილების კომბინირებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გენისა და ცილის ფუნქციონალური კავშირების პროგნოზირებას ახდენს.
It is a web server that predicts gene and protein functional associations based on combined evidence of gene linkage, gene fusion and phylogenetic profiles.
11185.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 19
არსებული ვერსია კოექსპრესიის ექსპერიმენტულ მონაცემებსაც და დოკუმენტირებულ ურთიერთმოქმედებებსაც შეიცავს, რომლებიც დადგენილია სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავების შედეგად.
The current version also includes experimental co-expression data as well as documented interactions resulted from literature mining.
11186.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს სტრუქტურული ადაპტაცია დიდ ფოთლებს შესაძლებლობას აძლევს, წინ აღუდგეს ძლიერ ქარს და ნაკლებად დაზიანდეს; აგრეთვე მათ უფრო შეუძლიათ პათოგენის შეზღუდვა, რომელიც ფოთლის ცალკეულ ფოთოლაკს უტევს და მას მთელს ფოთოლზე გავრცელების საშუალებას არ აძლევს.
This structural adaptation may enable large leaves to withstand strong wind with less tearing and also confine some pathogens that invade the leaf to a single leaflet, rather than allowing them to spread to the entire leaf.
11187.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფარულთესლოვნებში, ფესვის სტელა მყარი ცენტრალური გამტარი ცილინდრის ფორმითაა წარმოდგენილი.
In angiosperms, the stele of the root is in the form of a solid central vascular cylinder.
11188.
ბიოლოგია | თავი XXXV
Arabidopsis-ს დაახლოებით 26 000 გენი აქვს, მაგრამ ბევრი მათგანი დუბლიკატია.
Arabidopsis possesses about 26,000 genes, but many of these are duplicates.
11189.
ბიოლოგია | თავი XXXV
სავარაუდოდ, 15 000- ზე ნაკლები სხვადასხვა ტიპის გენია; სირთულის დონე ბუზ Drosophila-ში აღმოჩენილი გენების მსგავსია.
There are probably fewer than 15,000 different types of genes, a level of complexity similar to that found in the fly Drosophila.
11190.
ბიოლოგია | თავი XXXV
იმის ცოდნა, რას აკეთებს Arabidopsis-ის ზოგიერთი გენი, აგრეთვე გააფართოებს ჩვენს წარმოდგენას მცენარის განვითარების შესახებ.
Knowing what some of the Arabidopsis genes do has already expanded our understanding of plant development.
11191.
ბიოლოგია | თავი XXXV
თეთრი ლაქების შესავსებად, მცენარეთა ბიოლოგებმა დაისახეს ამბიციური გეგმა – 2010 წლისთვის განსაზღვრონ მცენარის თითოეული გენის ფუნქცია.
To fill the gaps in our knowledge, plant biologists have launched an ambitious quest to determine the function of every one of the plant's genes by the year 2010.
11192.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ მიზნის მისაღწევად ისინი მცენარის გენომის თითოეული გენისთვის მუტანტების შექმნას ცდილობენ.
Toward this end, they are attempting to create mutants for every gene in the plant's genome.
11193.
ბიოლოგია | თავი XXXV
შეიძლება ერთ დღესაც შესაძლებელი გახდეს კომპიუტერით შექმნილი „ვირტუალური მცენარის“ შექმნა, რაც შესაძლებლობას მისცემს მკვლევრებს, ვიზუალურად წარმოიდგინონ, მცენარის რომელი გენი აქტიურდება მის სხვადასხვა ნაწილში განვითარების მთელი მიმდინარეობის მანძილზე.
It may one day be possible to create a computer-generated "virtual plant" that enables researchers to visualize which plant genes are activated in different parts of the plant during the entire course of development.
11194.
ბიოლოგია | თავი XXXV
KNOTTED-1 ჰომეოტური გენის ცილის პროდუქტი, რომელიც ბევრი სახეობის მცენარეშია ნანახი მნიშვნელოვანია ფოთლის მორფოლოგიის, მათ შორის რთული ფოთლების განვითარებისთვის.
The protein product of the KNOTTED-1 homeotic gene, found in many plant species, is important in the development of leaf morphology, including the production of compound leaves.
11195.
ბიოლოგია | თავი XXXV
თუ პომიდორში KNOTTED- 1 გენის ექსპრესია გაძლიერებულია, ჩვეულებრივი რთული ფოთლები „სუპერრთული“ ხდება.
If the KNOTTED-1 gene is overexpressed in tomato plants, the normally compound leaves become "super-compound".
11196.
ბიოლოგია | თავი XXXV
თუ მომწიფებულ უჯრედს, რომელიც ფესვსა თუ ფოთოლს არის მოცილებული, აქვს ქსოვილოვან კულტურაში დედიფერენცირების უნარი და შეუძლია დასაბამი მისცეს მცენარის სხვადასხვა ტიპის უჯრედებს, მაშინ მას ყველა საჭირო გენი უნდა ჰქონდეს, მცენარის ნებისმიერი ტიპის უჯრედის წარმოსაქმნელად.
If a mature cell removed from a root or leaf can dedifferentiate in tissue culture and give rise to the diverse cell types of a plant, then it must possess all the genes necessary to make any kind of plant cell.
11197.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს ნიშნავს, რომ უჯრედული დიფერენციაცია დიდწილად დამოკიდებულია გენის ექსპრესიის კონტროლზე – ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის რეგულაციაზე, რასაც სპეციფიკურ ცილებამდე მივყავართ.
This means that cellular differentiation depends, to large extent, on the control of gene expression-the regulation of transcription and translation leading to specific proteins.
11198.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვის ბუსუსების სათანადოდ განაწილებისთვის ჰომეოტური გენის, GLABRA-2-ის (glaber ლათინურად მელოტს ნიშნავს) დიფერენციალური ექსპრესიაა საჭირო.
Differential expression of a homeotic gene called GLABRA-2 (from the Latin glaber, bald) is required for appropriate root hair distribution.
11199.
ბიოლოგია | თავი XXXV
მკვლევრებმა მოახდინეს ამის დემონსტრირება GLABRA-2 გენის შეწყვილებით „მაცნე გენთან“, რაც გარკვეული დამუშავების შემდეგ ყველა იმ უჯრედის ცისფრად შეფერვას იწვევდა, რომლებიც GLABRA- 2 გენის ექსპრესიას ახდენდა.
Researchers have demonstrated this by coupling the GLABRA-2 gene to a "reporter gene" that causes every cell expressing GLABRA-2 in the root to turn pale blue following a certain treatment.
11200.
ბიოლოგია | თავი XXXV
როგორც წესი, GLABRA-2 გენის ექსპრესია მხოლოდ ეპიდერმულ უჯრედებში ხდება, რომლებიც ფესვის ბუსუსებს არ ივითარებს.
The GLABRA-2 gene is normally expressed only in epidermal cells that will not develop root hairs.