ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
11561.
ბიოლოგია | თავი XLVI
როგორც ჩანს, ამ წლების განმავლობაში საკვერცხე კარგავს უნარს, უპასუხოს ჰიპოფიზის (FSH და LH) გონადოტროპინების მოქმედებას და მენოპაუზა საკვერცხის მიერ ესტროგენის გამომუშავების დაქვეითების შედეგია.
Apparently, during these years, the ovaries lose their responsiveness to gonadotropins from the pituitary (FSH and LH), and menopause results from a decline in estrogen production by the ovary.
11562.
ბიოლოგია | თავი XLVI
ერთ-ერთი ასეთი ჰორმონი - ადამიანის ქორიონის გონადოტროპული ჰორმონია (HCG), იგი მოქმედებს როგორც ჰიპოფიზური LH, რომელიც ინარჩუნებს პროგესტერონის და ესტროგენის სეკრეციას corpus luteum-დან ორსულობის პირველ რამდენიმე თვეში.
One embryonic hormone, human chorionic gonadotropin (HCG), acts like pituitary LH to maintain the secretion of progesterone and estrogens by the corpus luteum through the first few months of pregnancy.
11563.
ბიოლოგია | თავი XLVI
ლოკალური რეგულატორების (პროსტაგლანდინები) და ჰორმონების (ძირითადად, ესტროგენი და ოქსიტოცინი) კომპლექსური ურთიერთქმედება მშობიარობას იწვევს და არეგულირებს მას, პროცესს, რომლის დროსაც ბავშვი ჩნდება.
A complex interplay of local regulators (prostaglandins) and hormones (chiefly estrogen and oxytocin) induces and regulates labour, the process by which childbirth occurs.
11564.
ბიოლოგია | თავი XLVI
ესტროგენი, რომელიც დედის სისხლში უმაღლეს დონეს ორსულობის ბოლო კვირებში აღწევს, საშვილოსნოში ოქსიტოცინის რეცეპტორების წარმოქმნას აინდუცირებს.
Estrogen, which reaches its highest level in the mother's blood during the last weeks of pregnancy, induces the formation of oxytocin receptors in the uterus.
11565.
ბიოლოგია | თავი XLVI
შობადობის კონტროლის ყველაზე ხშირად გამოყენებული აბები სინთეზური ესტროგენისა და ასევე სინთეზური პროგესტინის (პროგესტერონის მსგავსი ჰორმონი) კომბინაციას შეიცავს.
The most commonly used birth control pills are a combination of a synthetic estrogen and a synthetic progestin (progesterone-like hormone).
11566.
ბიოლოგია | თავი XLVI
როგორც უკუკავშირის მექანიზმი, FSH-ის სეკრეციის პრევენცია აბებში არსებული ესტროგენის მცირე დოზის მოქმედებით ფოლიკულების განვითარების შეჩერებას იწვევს.
As a backup mechanism, the inhibition of FSH secretion by the low dose of estrogen in the pills prevents follicles from developing.
11567.
ბიოლოგია | თავი XXXIV
Hox გენის გამოვლენის შესწავლამ აჩვენა, რომ გარსიანების ლარვაში არ ვითარდება სხეულის კოორდინატების სისტემის ღერძის უკანა (პოსტერიული) რეგიონი.
Studies of Hox gene expression suggest that the tunicate larva does not develop the posterior regions of its body axis.
11568.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა ქალიანებისგან გამოყოფის შემდეგ ხერხემლიანებში მოხდა გენის შემდგომი გაორმაგება. გაორმაგება შეეხო ტრანსკრიფციის ფაქტორის გენთა ჯგუფს, კერძოდ, Dlx ოჯახის გენებს.
After vertebrates branched off from other craniates, they underwent another gene duplication, this one involving a group of transcription factor genes called the Dlx family.
11569.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კოლაგენის მაგივრად მკვრივი ცილოვანი მატრიქსი აქვთ.
Instead, it is a stiff protein matrix.
11570.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მეტიც, ძვლის არსებობის კვალი შეიძლება ვნახოთ თანამედროვე ხრტილოვანებში, კერძოდ კი მათ ქერცლებში, კბილების ფუძეებთან, ზვიგენის ზოგ სახეობაში კი მალების ზედაპირზე არსებულ თხელ ფენაში.
Moreover, traces of bone can be found in living chondrichthyans-in their scales, at the base of their teeth, and, in some sharks, in a thin layer on the surface of their vertebrae.
11571.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის ცურვა ხელს უწყობს უზარმაზარ ღვიძლში არსებული ცხიმის დიდი მარაგი. ამის მიუხედავად, ცხოველის სხეულის სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე უფრო დიდია. თუ ის არ ცურავს (ჩერდება ერთ ადგილას), იგი იძირება.
Although a shark gains buoyancy by storing a large amount of oil in its huge liver, the animal is still more dense than water, and if it stops swimming it sinks.
11572.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი სხვა ხერხემლიანების უმეტესობის ტრაქტთან შედარებით პროპორციულად უფრო მოკლეა.
The digestive tract of many sharks is proportionately shorter than that of many other vertebrates.
11573.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის ნაწლავებში განლაგებულია სპირალური სარქველი. ეს სპირალის ფორმის ნაკეცებია, რომლებიც ზრდიან ნაწლავების ზედაპირის ფართობს და აგრძელებენ საკვების გზას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
Within the shark intestine is a spiral valve, a corkscrew-shaped ridge that increases surface area and prolongs the passage of food through the digestive tract.
11574.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კუნთების შეკუმშვა წარმოქმნის ელექტრულ ველს. ზვიგენის თავის ნაწილის კანში განლაგებულია წყვილი ზონა, რომლითაც ის ამ ველს შეიგრძნობს.
Sharks also have a pair of regions in the skin of their head that can detect electric fields generated by the muscle contractions of nearby animals.
11575.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის ზოგი სახეობა კვერცხისმდებელია, ანუ ისინი დებენ კვერცხს და ნაშიერი კვერცხიდან იჩეკება დედის სხეულის გარეთ.
Some species of sharks are oviparous; they lay eggs that hatch outside the mother's body.
11576.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის რეპროდუქციული ტრაქტი იხსნება კლოაკაში, იქვე იხსნება გამომყოფი და მომნელებელი სისტემები. კლოაკა არის საერთო კამერა, რომელსაც ერთი გარეთა გასახსნელი აქვს.
The reproductive tract of the shark empties along with the excretory system and digestive tract into the cloaca, a common chamber that has a single opening to the outside.
11577.
ბიოლოგია | თავი XXXIV
წყლის ძვლოვანი თევზების კანი ხშირად დაფარულია ბრტყელი, ძვლოვანი ქერცლებით. ქერცლები ზვიგენის კბილისმაგვარი ქერცლებისგან განსხვავდება აგებულებით.
The skin of aquatic osteichthyans is often covered by flattened, bony scales that differ in structure from the toothlike scales of sharks.
11578.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამფიბიები (კლასი Amphibia) დღეს წარმოდგენილნი არიან დაახლოებით 4800 სახეობით. მათ შორის არიან სალამანდრები (რიგი Urodela -კუდიანები), ბაყაყები (რიგი Anura - უკუდოები) და უფილტვო ამფიბიები (რიგი Aპოდა, რაც ნიშნავს უფილტვოს).
Amphibians (class Amphibia) are represented today by about 4,800 species of salamanders (order Urodela, which means "tailed ones"), frogs (order Anura, meaning "tail-less ones"), and caecilians (order Apoda, meaning "legless ones").
11579.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ლეპიდოზავრების ერთი გადარჩენილი ევოლუციური ხაზი წარმოდგენილია ორი სახეობით: ხვლიკის მსგავსი რეპტილიით, სახელად გატერია.
One surviving lineage of lepidosaurs is represented by two species of lizard-like reptiles called tuatara.
11580.
ბიოლოგია | თავი XXXIV
Neornithes-ების კლადაში შედის თანამედროვე ფრინველების 28 რიგი. ამ კლადას წარმომადგენლები ნანახია ცარცის და პალეოგენის საზღვრის ქანებში, რომელთა ასაკი 65.5 მილიონი წელია.
Clear evidence of Neornithes, the clade that includes the 28 orders of living birds, can be found after the CretaceousPaleogene boundary 65.5 million years ago.