ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
11581.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ერთგასავლიანები დღეს მარტო ავსტრალიაში და ახალ გვინეაში ბინადრობენ. ისინი წარმოდგენილნი არიან ერთი იხვნისკარტას ერთი და ექიდნის ორი სახეობით (ეკლიანი ექიდნები).
Monotremes are found only in Australia and New Guinea and are represented by one species of platypus and two species of echidnas (spiny anteaters).
11582.
ბიოლოგია | თავი XXXIV
პალეოგენის განმავლობაში სამხრეთ ამერიკაშიც იყო ჩანთოსნების მრავალფეროვანი ფაუნა. მაგრამ შემდეგ მოხდა პლაცენტარული ცხოველების რამდენიმე მიგრაცია.
Although South America had a diverse marsupial fauna throughout the Paleogene, it has experienced several migrations of eutherians.
11583.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მათი ფილოგენიის ბევრი წვრილმანი დღემდე უცნობია, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ავსტრალოპითეკები პარაფილეტური ჯგუფია.
Their phylogeny remains unresolved on many points, but as a group, they are almost certainly paraphyletic.
11584.
ბიოლოგია | თავი XXXIV
2002 წელს გენეტიკოსებმა ადამიანის FOXP2 გენი შეადარეს სხვა ძუძუმწოვრების ჰომოლოგიურ გენს.
In 2002, geneticists compared the FOXP2 gene in humans with the homologous gene in other mammals.
11585.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შედარების შედეგად მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ეს გენი განიცდიდა ინტენსიურ ბუნებრივ გადარჩევას იმის შემდეგ, რაც შიმპანზეებისა და ადამიანის წინაპრები ერთმანეთს დასცილდნენ.
They concluded that the gene experienced intense natural selection after the ancestors of humans and chimpanzees diverged.
11586.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მკვლევრებმა შეადარეს მუტაციები ამ გენის flanking (შემზღუდავ) რეგიონში. დადგინდა, რომ ინტენსიური ბუნებრივი გადარჩევას ადგილი ჰქონდა ბოლო 200 000 წლის განმავლობაში.
By comparing mutations in flanking regions of the gene, the researchers estimated that this bout of natural selection occurred within the past 200,000 years.
11587.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რა თქმა უნდა, ადამიანის ლაპარაკის უნარს ტვინის მრავალი რეგიონი განაპირობებს. ამისთვის ბევრი სხვა გენის მონაწილეობაც არის აუცილებელი.
Of course, the human capacity for language involves many regions of the brain, and it's almost certain that many other genes are essential for language.
11588.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბიოლოგიური მრავალფეროვნება არის განტოტვილი ფილოგენიის შედეგი და არა კიბის მსგავსი პროგრესი.
Biological diversity is the product of branching phylogeny, not ladderlike "progress," however we choose to measure it.
11589.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველის იმუნური სისტემა უარყოფს „უცხო“ ობიექტებს, როცა სისტემა დაცვით მექანიზმს აამუშავებს პათოგენის წინააღმდეგ, ან ცდილობს, არ მიიღოს ტრანსპლანტირებული ორგანო.
The key difference is that the animal immune system rejects nonself, as when the system mounts a defense against a pathogen or attempts to reject a transplanted organ.
11590.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მცენარეულობის გენების კრებულში შ–გენის ათობით ალელური გენი მოიპოვება.
In the gene pool of a plant population, there can be dozens of alleles of an S-gene.
11591.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მცენარის ბიოლოგიაში ტერმინი ტრანსგენური გამოიყენება იმ გენეტიკურად მოდიფიცირებული (GM) ორგანიზმების აღსანიშნად, რომლებშიც სხვა ჯიშებისთვის დამახასიათებელი გენია წარმოდგენილი.
In plant biology, the term transgenic is used to describe genetically modified (GM) organisms that have been engineered to express a gene from another species.
11592.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მაგალითად, მცენარეთა გამოყვანის ტრადიციული ტექნიკა ვერ იქნება გამოყენებული სასურველი გენის ჩასადებად ბაბუაწვერადან ბრინჯში, რადგან ამ ორ მცენარეს შორის ძალიან ბევრი სხვა გარდამავალი ჯიში არსებობს; თანაც მათი საერთო წინაპარი უკვე გადაშენებულია.
For example, traditional breeding techniques could not be used to insert a desired gene from daffodil into rice because the many intermediate species between rice and daffodil and their common ancestor are extinct.
11593.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თეორიულად, თუ მცენარეთა ჯიშების გამომყვანებს აქვთ გარდამავალი ჯიშები, მაშინ რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ისინი სავარაუდოდ შეძლებდნენ ბაბუაწვერას გენის ბრინჯში გადატანას ტრადიციული ჰიბრიდიზაციისა და მცენარეთა გამოყვანის მეთოდებით.
In theory, if breeders had the intermediate species, over the course of several centuries they could probably introduce a daffodil gene into rice by traditional hybridization and breeding methods.
11594.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
შესაძლებელია ზოგი კულტურის ჰიბრიდიზაცია მონათესავე ბალახებთან, რაც კულტურიდან ბალახზე ტრანსგენის გავრცელების საშუალებას იძლევა.
Some crops do hybridize with weedy relatives, and crop-to-weed transgene escape is a possibility.
11595.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მეორე მეთოდის მიხედვით, ტრანსგენი კულტურის ქლოროპლასტის დნმ-ში გამოჰყავთ.
Another approach is to engineer the transgene into the chloroplast DNA of the crop.
11596.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამ ეტაპზე გენი გამოყოფს „ტერმინატორ“ ცილას, რომელიც ტოქსიკურია მცენარეებისთვის, მაგრამ აბსოლუტურად უვნებელია ცხოველებისთვის, აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა თესლი ან მტვერი უკვე თითქმის მომწიფებულია.
At this point, a gene expressing a "terminator" protein toxic to plants but harmless to animals is activated only in the nearly mature seed or pollen.
11597.
ბიოლოგია | თავი XLII
ამისგან განსხვავებით, ფეხსახსრიანების გულის უმეტესი ნაწილი გარედან მოსული მოტორული ნერვებით არის წარმოდგენილი, აღნიშნულ წყობას ნეიროგენურ გულს უწოდებენ.
In contrast, the pacemakers of most arthropod hearts originate in motor nerves arising from the outside, an arrangement called a neurogenic heart.
11598.
ბიოლოგია | თავი XLII
პლაზმის ცილა ფიბრინოგენი შედედებას უზრუნველყოფს, რაც სისხლძარღვის დაზიანებისას სისხლის ჟონვას აჩერებს.
The plasma proteins called fibrinogens are clotting factors that help plug leaks when blood vessels are injured.
11599.
ბიოლოგია | თავი XLII
შემადედებელი ყოველთვის არააქტიური ფორმის სახით არის წარმოდგენილი, მას ფიბრინოგენს უწოდებენ.
The sealant is always present in an inactive form called fibrinogen.
11600.
ბიოლოგია | თავი XLII
შედედება, თრომბოციტებიდან შედედების ფაქტორების გამოყოფისას იწყება და რეაქციების რთულ ჯაჭვს მოიცავს, რომელსაც საბოლოოდ ფიბრინოგენიდან ფიბრინის წარმოქმნამდე მივყავართ.
The clotting mechanism usually begins with the release of clotting factors from platelets and involves a complex chain of reactions that ultimately transforms fibrinogen into fibrin.