ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1161.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ამ დროს მიმდინარეობს მიერთების რეაქცია მეთილდი-პ-ტოლილალკილ(არილ)არსონიუმის იოდიდების წარმოქმნით.
This reaction was found to yield methyldi-p-tolylalkyl (aryl) arsine iodides.
1162.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, პალეობიოლოგია
ქართლის დეპრესიის სოლენოეს ჰორიზონტის მოლუსკური ფაუნის ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ სოლენოეს მომარილოვნო აუზი წარმოიშვა ნორმულმარილიანი ადრეოლიგოცენური ზღვის გამტკნარების შედეგად, ხოლო მისი მოლუსკური ფაუნის ძირითადი ელემენტები - რუპელურ ზღვაში მობინადრე გვარებისაგან.
Analysis of the molluscan fauna of the Solenoi horizon of the Kartlian depression showed that the brackish Solenoi basin was the result of the decreasing salinity of water of the Early Oligocene marine sea, its common elements of molluscs coming from the Rupelian genera.
1163.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, პალეონტოლოგია
Acanthohoplitidae (Ammonoidea) ოჯახის ფილოგენიის საკითხისათვის.
Concerning the phylogeny of the family Acanthohoplitidae (Ammonoidea).
1164.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, პეტროლოგია
ზემო სვანეთის მეტამორფიტების ქანმაშენი ამფიბოლების შესწავლამ გვიჩვენა, რომ მათი ქიმიური შედგენილობის ცვალებადობა არაა დამოკიდებული მეტამორფიზმის პირობების ცვალებადობასთან და როგორც ჩანს, გაპირობებულია შემცველი ქანების პირველადი ბუნებით.
An investigation of rock-forming amphiboles in the metamorphites of Upper Svaneti has shown that the change of their chemical composition does not depend on the change of metamorphic conditions, it is apparently conditioned by the initial nature of country rocks.
1165.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, სამშენებლო მექანიკა
ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკა ხიმინჯის წინაღობის დადგენისათვის მეწყრული დაწნევის დროს გრუნტის სიმტკიცის მიხედვით.
Methods of conducting experiments to determine pile resistance to landslide pressure for soil solidity.
1166.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, სამშენებლო მექანიკა
აღწერილია ექსპერიმენტული სტენდი, რომლის საშუალებითაც დადგენილია სხვადასხვა ფორმის ხიმინჯების წინაღობანი მეწყრული დაწნევის დროს გრუნტის სიმტკიცის მიხედვით და ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკა.
An experimental stand is described by means of which the resistance of piles of various shapes under landslide pressure was determined for soil strength, and the method for conducting the experiment is presented.
1167.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ფიზიკა
ნაშრომში ამოხსნილია ბრტყელი ელექტრომაგნიტური ტალღის სასრული სისქის დიელექტრიკული ფენის წინ მოთავსებული იდეალური გამტარებლობისა და უსასრულო სიგრძის მქონე ცილინდრებისაგან შედგენილ მესერზე გაბნევის ამოცანა.
The normal scattering is considered of a plane electromagnetic wave on an infinite lattice of ideally conducting metal cylinders of wide electric radius, placed in front of an isotropic dielectric layer of finite thickness.
1168.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ფიზიკა
გამოკვლეულია ფაზური შედგენილობა და ელექტროწინააღმდეგობის ტემპერატურაზე დამოკიდებულება თხევადი მდგომარეობიდან ნაწრთობი ტიტანის 4;10;17;22;27% Co შენადნობებში.
The authors have studied the phase state and dependence of electric resistance on temperature in titanium alloys with 4, 10, 17, 22, 27 weight per cent of cobalt, obtained by the method of hardening from liquid state.
1169.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ ლანთანის ქრომიტის დამატება იწვევს ქრომის ჟანგში ტრანსპორტული პროცესების აშკარა შეფერხებას.
With the addition of lanthanum chromite the transport processes in chromium sesquioxide were found to slow down considerably.
1170.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
აღდგენითი ტექნიკური სისტემის მზადყოფნის კოეფიციენტის განსაზღვრა ორი სახის მტყუნების გათვალისწინებით.
On readiness factor determination for restorable technical system subjected to two kinds of failures.
1171.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ანალიზური ქიმია
დადგენილია, რომ pH8 წყალხსნარებში წარმოქმნილი კომპლექსის შედგენილობაა 1:1.
At pH8, the composition of the complex formed in an aqueous solution was found to be 1:1.
1172.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ზღვის გოჭის თირკმლის ქერქის მემბრანების პრეპარატებში აფხაზური ხარისძირადან მიღებული ლიპიდები მკვეთრად აკავებს Na, K-ატფაზას აქტივობას.
Marked inhibition of Na,K-ATP-ase activity, caused by emulsified plant lipids (Hellebores abchasicus) in guinea pig kidney membrane preparations was observed.
1173.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ბოტანიკა
დადგენილია, რომ აღნიშნული სახეობების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული კაკლუჭების და ფოთლების დანაკვთვის ხასიათი და მათი სიმრავლე პოპულაციაში და არეალის ამა თუ იმ ნაწილში.
It is shown that in determining these species account should be taken of the nut shape and character of leaf serration, as well as their mass occurrence in the population and in one or another part of the area.
1174.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
აქ ნაპოვნი ამონიტების ვერტიკალური გავრცელების ანალიზი დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ზონის დადგენის საშუალებას იძლევა.
An analysis of the vertical distribution of ammonites in this section allows to distinguish several West-European zones.
1175.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოფიზიკა
კოერციტიული სპექტრის პარამეტრების, დიფერენციალური თერმომრუდებისა და Qrs ფაქტორის კომპლექსური გამოყენების საფუძველზე აკჩატაუს გრანიტულ მასივში დადგენილია გამოფიტვის ზონის სიმძლავრე და ზოგიერთი მაგნიტური მახასიათებლის ცვლილებები.
The depth of the zone of weathering and the change of some magnetic characteristics in the Akachatau granitic massif has been established on the basis of a complex application of the differential thermocurves of the parameters of the coercivity spectrum and the factor Qrs.
1176.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ენტომოლოგია
დადგენილია ფენოლოგიის ძირითადი თარიღები, რიცხობრიობის სეზონური და სადღეღამისო მსვლელობა და გამრავლების ადგილები სამი სახეობისათვის.
The main dates of the phenology, seasonal course of the number, the places of reproduction of flies have been determined for three species.
1177.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ენტომოლოგია
ლაბორატორიული ექსპერიმენტებით, მიკროსკოპული და ელექტრონმიკროსკოპული გამოკვლევებით გრანულოზის გამომწვევი ვირუსის - Baculovirus (Granulovirus) orana Oho e.a. (იაპონური შტამი) განვითარება დადგენილია ყურძნის ჭიის ორგანიზმში.
The development of the disease in the larvae by virus Baculovirus (Granulovirus) orana Oho e. a. (Japanese strain) has been established by laboratory experiments and, microscopic and electorn microscopic investigations.
1178.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ზოგადი და არაორგანული ქიმია
მყარი ფაზების რენტგენოსტრუქტურული და თერმოგრავიმეტრიული ანალიზით დადგენილია, რომ აღნიშნული სისტემიდან მანგანუმისა და სპილენძის ჰიდროქსიდების დალექვას თან ახლავს ცვლადი შედგენილობის მანგანუმისა და სპილენძის შერეული ოქსიდების წარმოქმნა.
Roentgen-structural and thermogravimetric analysis of the solid phase showed that the precipitation of manganese and copper hydroxides from the indicated system is accompanied by the formation of mixed oxides of variable composition.
1179.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ზოგადი და არაორგანული ქიმია
წარმოქმნილი მყარი ფაზების თერმული დამუშავების პროდუქტები წარმოადგენენ შპინელის ტიპის CuMn<sub>2</sub>O<sub>4</sub> შედგენილობის შემცველ შერეულ ოქსიდებს, რომლებიც მინარევების სახით შეიცავენ Mn<sub>2</sub>O<sub>3</sub> და CuO.
Heat treatment of the resulting solid phase leads to the formation of mixed spinel-type oxide CuMn<sub>2</sub>0<sub>4</sub> compounds with Mn<sub>2</sub>0<sub>3</sub> and CuO admixtures.
1180.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, კიბერნეტიკა
მტყუნებები ადგენენ დამოუკიდებელ უმარტივეს ნაკადებს, ხოლო აღდგენის დრო განაწილებულია ნებისმიერად.
The faults from an elementary flow, and the recovery time is distributed by an arbitrary law.