ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
11861.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის კლონირება სპეციფიკური გენის ან დნმ-ის სხვა სეგმენტების მრავალი ასლის წარმოქმნის საშუალებას იძლევა.
DNA cloning permits production of multiple copies of a specific gene or other DNA segment.
11862.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის ცალკეული გენი, მაგალითად, შეიძლება ქრომოსომური დნმ-ის მოლეკულის მხოლოდ 1/100 000-ს შეადგენდეს.
A single human gene, for example, might constitute only 100,000 of a chromosomal DNA molecule.
11863.
ბიოლოგია | თავი XX
იმისთვის, რომ სპეციფიკურ გენებთან პირდაპირ ემუშავათ, მეცნიერებმა დნმ-ის კარგად განსაზღვრული, გენის ზომის ნაწილების მრავალი იდენტური ასლის მომზადების მეთოდები შეიმუშავეს.
To work directly with specific genes, scientists have developed methods for preparing well-defined, gene-sized pieces of DNA in multiple identical copies.
11864.
ბიოლოგია | თავი XX
რადგანაც ბაქტერიის გაყოფისას რეკომბინანტული პლაზმიდაც რეპლიცირდება და მის შთამომავალ უჯრედებს გადაეცემა, იმავდროულად ხდება უცხო გენის „კლონირებაც“.
Because the dividing bacteria replicate the recombinant plasmid and pass it on to their descendants, the foreign gene is "cloned" at the same time.
11865.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარად, უჯრედების კლონები ამ გენის მრავალ ასლს შეიცავს.
That is, the clone of cells contains multiple copies of the gene.
11866.
ბიოლოგია | თავი XX
კლონირებული გენები ორი ძირითადი მიზნისთვის გამოიყენება: განსაზღვრული გენის მრავალი ასლის მისაღებად და ცილოვანი პროდუქტის წარმოსაქმნელად.
Cloned genes are useful for two basic purposes: to make many copies of a particular gene and to produce a protein product.
11867.
ბიოლოგია | თავი XX
მკვლევრებს შეუძლიათ ბაქტერიიდან კლონირებული გენის ასლების გამოყოფა და მათი ფუნდამენტურ კვლევაში ან ორგანიზმისთვის ახალი მეტაბოლური უნარის (როგორიცაა პესტიციდისადმი რეზისტენტობა) მისანიჭებლად გამოყენება.
Researchers can isolate copies of a cloned gene from bacteria for use in basic research or to endow an organism with a new metabolic capability, such as pest resistance.
11868.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, შეიძლება ერთი კროპის სახეობაში არსებული რეზისტენტობის გენის კლონირება და სხვა სახეობის მცენარეებში მისი გადატანა.
For example, a resistance gene present in one crop species might be cloned and transferred into plants of another species.
11869.
ბიოლოგია | თავი XX
ამის საპირისპიროდ, მედიცინაში გამოყენებადი ცილა, როგორიცაა, ვთქვათ, ადამიანის ზრდის ჰორმონი, შეგვიძლია დიდი რაოდენობით მივიღოთ ამ ცილის კლონირებული გენის მატარებელი ბაქტერიული კულტურებიდან.
Alternatively, a protein with medical uses, such as human growth hormone, can be harvested in large quantities from bacterial cultures carrying the cloned gene for the protein.
11870.
ბიოლოგია | თავი XX
გენის კლონირება და გენური ინჟინერია შესაძლებელი გახდა იმ ფერმენტების აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც დნმ-ის მოლეკულებს ლიმიტირებული რაოდენობის სპეციფიკურ ადგილებზე ჭრიან.
Gene cloning and genetic engineering were made possible by the discovery of enzymes that cut DNA molecules at a limited number of specific locations.
11871.
ბიოლოგია | თავი XX
ევკარიოტული გენის კლონირება ბაქტერიულ პლაზმიდაში.
Cloning a Eukaryotic Gene in a Bacterial Plasmid.
11872.
ბიოლოგია | თავი XX
სურათი 20.4-ზე დეტალურადაა ასახული ბაქტერიული პლაზმიდის კლონირების ვექტორად გამოყენების მეშვეობით ადამიანის ან სხვა ევკარიოტული სახეობებიდან მიღებული განსაზღვრული გენის კლონირების ერთი მეთოდი.
Figure 20.4 details one method for cloning a particular gene from humans or other eukaryotic species using a bacterial plasmid as the cloning vector.
11873.
ბიოლოგია | თავი XX
1 ჩვენ ვიწყებთ E.coli-ის უჯრედებიდან ბაქტერიული პლაზმიდისა და ლაბორატორიულ კულტურაში გაზრდილი ადამიანის უჯრედებიდან სამიზნე გენის შემცველი დნმ-ის გამოყოფით.
1 We begin by isolating the bacterial plasmid from E. coli cells and DNA PANA containing the gene of interest from human cells grown in laboratory culture.
11874.
ბიოლოგია | თავი XX
გენური ინჟინერიის საშუალებით მოხდა პლაზმიდაში ორი გენის ჩართვა, რომლებიც შემდგომში სასარგებლო გამოდგა.
The plasmid has been engineered to carry two genes that will later prove useful.
11875.
ბიოლოგია | თავი XX
lacZ გენის შიგნით რესტრიქციის ერთი საიტია წარმოდგენილი, რომელიც შემდგომ საფეხურში გამოყენებული რესტრიქციური ფერმენტის მიერ ამოიცნობა.
Within the lacZ gene is a single copy of the restriction site recognized by the restriction enzyme used in the next step.
11876.
ბიოლოგია | თავი XX
ფერმენტი პლაზმიდის დნმ-ს lacZ გენის შიგნით მდებარე რესტრიქციის მის ერთადერთ საიტთან ჭრის, ადამიანის დნმ კი მრავალ საიტზე იჭრება და ათასობით ფრაგმენტის წარმოქმნა ხდება.
The enzyme cuts the plasmid DNA at its single restriction site within the lacZ gene, but cuts the human DNA at multiple sites, generating many thousands of fragments.
11877.
ბიოლოგია | თავი XX
მე-3 საფეხურზე მომზადებული დნმ შეერევა ბაქტერიებს, რომელთაც საკუთარი lacZ გენის მუტაცია აქვთ და ამდენად, ლაქტოზის ჰიდროლიზის უნარი არ აქვთ.
The DNA prepared in step 3 is mixed with bacteria that have mutation in their own lacZ gene, making them unable to hydrolyze lactose.
11878.
ბიოლოგია | თავი XX
ზოგიერთი უჯრედი იძენს სამიზნე გენის მატარებელ რეკომბინანტულ პლაზმიდას.
Some cells acquire a recombinant plasmid carrying the gene of interest.
11879.
ბიოლოგია | თავი XX
თუმცა, სხვა მრავალი უჯრედი იღებს სხვა გენის მატარებელ რეკომბინანტულ პლაზმიდას, ან არარეკომბინანტულ პლაზმიდას, ან ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტს.
Many other cells, however, take up a recombinant plasmid carrying a different gene, a nonrecombinant plasmid, or a human DNA fragment.
11880.
ბიოლოგია | თავი XX
ჯერ ერთი, რეპროდუცირება მხოლოდ პლაზმიდების შემცველ უჯრედებს შეუძლიათ, რადგანაც მხოლოდ მათ აქვთ გენი, რომელიც უჯრედებს არეში არსებული ამპიცილინისადმი მდგრადობას ანიჭებს.
First, only cells with a plasmid will reproduce, for only they have the amp gene conferring resistance to the ampicillin in the medium.